• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, July 16, 2025
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

მთავრობამ კვერცხმდებელი ქათმის დაცვის სტანდარტები დაადგინა

2 years ago
კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი მოვლენები
A A
მთავრობამ კვერცხმდებელი ქათმის დაცვის სტანდარტები დაადგინა
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

საქართველოს მთავრობამ კვერცხმდებელი ქათმის დაცვისთვის ახალი სტანდარტები დაადგინა. შესაბამისი დადგენილება საკანონმდებლო მაცნეზე უკვე გამოქვეყნდა. ახალი ნორმატიული დოკუმენტი საქართველოში EU-ს რეგლამენტის შესაბამის მოთხოვნებს აწესებენ. სტანდარტი მოიცავს ქათმისთვის განკუთვნილი სივრცეების პარამეტრების განსაზღვრას და იმ წესებს, რომლითაც მათი მოვლა უნდა მოხდეს.

საქსტატის სოფლის მეურნეობის სტატისტიკის თანახმად, საქართველოში სულ 11 მილიონი ქათამია, რომლებიც წლის განმავლობაში 655 მილიონ კვერცხს დებენ (2022 წელი).

მთავრობის დადგენილების მიხედვით კვერცხმდებელი ქათმის დაცვის სტანდარტები ასეთია:

მუხლი 1

1. „კვერცხმდებელი ქათმის დაცვის მინიმალური მოთხოვნები“ (შემდგომში − წესი) ადგენს კვერცხმდებელი ქათმის დაცვის მინიმალურ მოთხოვნებს.

2. ეს წესი არ ვრცელდება:

ა) საწარმოზე, 350-ზე ნაკლები კვერცხმდებელი ქათმით;

ბ) საწარმოზე, სადაც ხორციელდება სანაშენე კვერცხმდებელი ქათმის გამოზრდა.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ საწარმოზე ვრცელდება „ფერმერული მიზნით შენახული ცხოველების დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 16 იანვრის №6 დადგენილებით განსაზღვრული შესაბამისი მოთხოვნები.

4. ამ წესის შესრულებაზე კონტროლს ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომში − სამინისტრო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სურსათის ეროვნული სააგენტო (შემდგომში − სააგენტო).

მუხლი 2

1. ამ წესის მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) კვერცხმდებელი ქათამი − Gallus gallus სახეობის ქათამი, რომელმაც მიაღწია მომწიფების ვადას და ინახება კვერცხის წარმოებისთვის და არ არის განკუთვნილი სანაშენედ/ინკუბატორისათვის;

ბ) საბუდარი − ცალკეული ქათმისთვის ან ქათმების ჯგუფისთვის (ჯგუფური საბუდარი) განცალკევებული ადგილი კვერცხის დასადებად, რომლის იატაკის კომპონენტები არ შეიძლება შეიცავდეს მავთულის ბადეს, რომელსაც შეიძლება, ფრინველები ეხებოდნენ;

გ) ქვეშსაგები − ნებისმიერი ფხვიერი მასალა, რომელიც ქათმებს საშუალებას აძლევს, დაიკმაყოფილონ თავიანთი ეთოლოგიური მოთხოვნილებები;

დ) გამოსაყენებელი ტერიტორია − არანაკლებ 30 სმ სიგანის ფართობი, არაუმეტეს 14%-იანი იატაკის დახრილობით, არანაკლებ 45 სმ-იანი სიმაღლით. საბუდრის ადგილები არ ითვლება გამოსაყენებელ ტერიტორიად.

2. ამ წესის მიზნებისთვის, ასევე გამოიყენება „ფერმერული მიზნით შენახული ცხოველების დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 16 იანვრის №6 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლით განსაზღვრული ტერმინები.

მუხლი 3. „ფერმერული მიზნით შენახული ცხოველების დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 16 იანვრის №6 დადგენილებითა და ამ წესის დანართ №1-ით − „კვერცხმდებელი ქათმის დაცვასთან დაკავშირებული მოთხოვნებით“ განსაზღვრულ შესაბამის მოთხოვნებთან ერთად, კვერცხმდებელი ქათმის მფლობელმა და მესაკუთრემ უნდა გამოიყენონ ასევე ამ მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სისტემიდან ერთ-ერთი:

ა) ამ წესის მე-4 მუხლით განსაზღვრული, ალტერნატიულ სისტემებთან დაკავშირებული მოთხოვნები;

ბ) ამ წესის მე-5 მუხლით განსაზღვრული, გალიებთან დაკავშირებული მოთხოვნები.

მუხლი 4

1. ამ მუხლით განსაზღვრული ალტერნატიული სისტემა უნდა შეესაბამებოდეს, სულ მცირე, ამავე მუხლის მე-2 − მე-5 პუნქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ყველა სისტემა აღჭურვილი უნდა იყოს ისე, რომ ყველა კვერცხმდებელ ქათამს ჰქონდეს:

ა) ან ხაზოვანი საკვებური, რომელითაც უზრუნველყოფილია არანაკლებ 10 სმ-ისა თითო ფრინველზე ან წრიული საკვებური, რომელითაც უზრუნველყოფილია არანაკლებ 4 სმ-ისა თითოეულ ფრინველზე;

ბ) ან ავტომატური (უწყვეტი) საწყურებელი, რომლითაც უზრუნველყოფილია 2,5 სმ თითოეულ ქათამზე ან წრიული საწყურებელი, რომლითაც უზრუნველყოფილია 1 სმ თითოეულ ქათამზე. გარდა ამისა, სადაც გამოიყენება დვრილიანი საწყურებელი ან ჭიქები, ყოველ 10 ქათამზე უნდა იყოს, სულ მცირე, ერთი დვრილიანი საწყურებელი ან ჭიქა. იქ, სადაც საწყურებლებია დამონტაჟებული, არანაკლებ ორი ჭიქისა ან ორი დვრილისა უნდა იყოს ხელმისაწვდომი თითოეული ქათმისთვის;

გ) სულ მცირე, ერთი საბუდარი ყოველ შვიდ ქათამზე. თუ გამოიყენება ჯგუფური საბუდრები, უნდა იყოს, სულ მცირე, 1 მ​2 საბუდრის სივრცე მაქსიმუმ 120 ქათმისთვის;

დ) ადეკვატური ქანდარა, ბასრი კიდეების გარეშე და არანაკლებ 15 სმ-ისა თითოეული ქათმისთვის. ქანდარა არ უნდა იყოს დამაგრებული ქვეშსაგების ზემოთ; ქანდარებს შორის ჰორიზონტალური მანძილი უნდა იყოს არანაკლებ 30 სმ-ისა, ხოლო ჰორიზონტალური მანძილი ქანდარასა და კედელს შორის უნდა იყოს, სულ მცირე, 20 სმ-ისა;

ე) სულ მცირე, 250 სმ​2 ქვეშსაგებიანი ფართობი (თითოეულ ქათამზე), ქვეშსაგები უნდა იკავებდეს მიწის/იატაკის ზედაპირის მინიმუმ მესამედს.

3. დანადგარების იატაკი უნდა იყოს აგებული ისე, რომ ადეკვატურად მოეჭიდოს თითოეული ფეხის წინ მიმართული კლანჭები.

4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან ერთად:

ა) თუ გამოიყენება გამოზრდის სისტემები, სადაც ქათმებს შეუძლიათ თავისუფლად გადაადგილდნენ სხვადასხვა დონეს შორის:

ა.ა) არ უნდა იყოს ოთხ დონეზე მეტი;

ა.ბ) დონეებს შორის სიმაღლე უნდა იყოს, სულ მცირე, 45 სმ;

ა.გ) საკვებურები და საწყურებლები უნდა იყოს განაწილებული ისე, რომ უზრუნველყოფილ იქნეს თანაბარი ხელმისაწვდომობა ყველა ქათმისთვის;

ა.დ) დონეები ისე უნდა იყოს მოწყობილი, რომ თავიდან იქნეს აცილებული წვეთოვანი ვარდნა ქვემოთ მოცემულ დონეზე;

ბ) თუ კვერცხმდებელ ქათმებს აქვთ წვდომა ღია ფართთან:

ბ.ა) უნდა არსებობდეს რამდენიმე ხვრელი, არანაკლებ 35 სმ სიმაღლისა და 40 სმ სიგანისა და ვრცელდებოდეს შენობის მთელ სიგრძეზე, რომელიც პირდაპირ წვდომას ანიჭებს გარე ზონასთან; ნებისმიერ შემთხვევაში, 1 000 ფრთიან გუნდზე უნდა იყოს 2 მ სიგრძის ღიობები;

ბ.ბ) ღია ფართი უნდა იყოს:

ბ.ბ.ა) ნებისმიერი დაბინძურების თავიდან ასაცილებლად სიმჭიდროვისა და ნიადაგის მახასიათებლის შესაბამისი;

ბ.ბ.ბ) აღჭურვილი უამინდობისა და მტაცებლებისგან თავშესაფრით და, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი საწყურებლით.

5. თითოეულ კვადრატულ მეტრზე გამოსაყენებელ ტერიტორიაზე ფრინველის სიმჭიდროვე არ უნდა აღემატებოდეს ცხრა კვერცხმდებელ ქათამს. ამ დადგენილების მე-4 მუხლით განსაზღვრული ბიზნესოპერატორებისათვის, 2035 წლის 1 იანვრამდე, სადაც გამოსაყენებელი ტერიტორია აკმაყოფილებს ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს, დასაშვებია 12 კვერცხმდებელი ქათმის არსებობა იმ ფერმებისთვის, რომლებიც იყენებენ ამ სისტემას 2026 წლის პირველი ივნისიდან.

6. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მინიმალური მოთხოვნები ვრცელდება ყველა ალტერნატიულ სისტემაზე.

მუხლი 5. ამ მუხლით განსაზღვრული ყველა გალიის სისტემა უნდა აკმაყოფილებდეს, სულ მცირე, შემდეგ მოთხოვნებს:

ა) კვერცხმდებელ ქათმებს უნდა ჰქონდეთ:

ა.ა) არანაკლებ 750 სმ​2 გალიის ფართობი თითოეულ ქათამზე, საიდანაც გამოსაყენებელი ტერიტორია შეადგენს 600 სმ​2-ს; გალიის სიმაღლე, გარდა გამოსაყენებელი ტერიტორიის ზემოთ, უნდა იყოს, სულ მცირე, 20 სმ თითოეულ წერტილში და არცერთ გალიას არ უნდა ჰქონდეს 2000 სმ​2-ზე ნაკლები საერთო ფართობი;

ა.ბ) საბუდარი;

ა.გ) ქვეშსაგები ისეთი, რომ შესაძლებელი იყოს ჩანისკარტება და დაკაწვრა;

ა.დ) თითოეულ ქათამზე შესაბამისი ქანდარა არანაკლებ 15 სმ-ისა;

ბ) უზრუნველყოფილი უნდა იყოს საკვებურით, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს შეუზღუდავად. მისი სიგრძე უნდა იყოს არანაკლებ 12 სმ-ისა გამრავლებული ქათმების რაოდენობაზე გალიაში;

გ) თითოეულ გალიას უნდა ჰქონდეს გუნდის ზომის შესაბამისი სასმელი სისტემა, სადაც თითოეული ქათმისთვის, სულ მცირე, ორდვრილიანი საწყურებელი ან ორი ჭიქა უნდა იყოს ხელმისაწვდომი;

დ) ქათმების ინსპექტირების, ჩასმისა და დეპოპულაციის გასაადვილებლად, გალიების იარუსებს შორის გასავლელი უნდა იყოს არანაკლებ 90 სმ სიგანის, ხოლო შენობის იატაკსა და გალიების ქვედა იარუსს შორის უნდა იყოს არანაკლებ 35 სმ სივრცე;

ე) გალიები აღჭურვილი უნდა იყოს კლანჭების დასამოკლებელი აღჭურვილობით.

მუხლი 6. საწარმო, რომელზეც ვრცელდება ამ წესის მოქმედების სფერო, ექვემდებარება ავტორიზაციას სააგენტოს მიერ და ენიჭება უნიკალური ნომერი, რომელიც იქნება საშუალება ადამიანთა მოხმარებისთვის ბაზარზე განთავსებული კვერცხის მიკვლევადობისათვის.

მუხლი 7. ყოველი წლის 31 აგვისტომდე სააგენტო სამინისტროს წარუდგენს წინა წლის წლიურ ანგარიშს მის მიერ განხორციელებული ინსპექტირების შესახებ ამ წესის მოთხოვნებთან შესაბამისობის შესამოწმებლად. ანგარიშს თან უნდა ახლდეს გამოვლენილი შეუსაბამობებიდან ყველაზე სერიოზული შეუსაბამობ(ებ)ის ანალიზი და ეროვნული სამოქმედო გეგმა, რათა თავიდან იქნეს აცილებული ან შემცირდეს მათი წარმოშობა მომდევნო წლებისთვის.

მუხლი 8. საქართველოში კვერცხის შემოტანა დაშვებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ წარმოებულია ამ წესის მე-4 მუხლის შესაბამისად მოწყობილ საწარმოში

დანართი №1

კვერცხმდებელი ქათმის დაცვასთან დაკავშირებული მოთხოვნები

„ფერმერული მიზნით შენახული ცხოველების დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 16 იანვრის №6 დადგენილების დანართ №1-ით − „ფერმერული მიზნით შენახული ცხოველების დაცვასთან დაკავშირებული მოთხოვნებით“ განსაზღვრული შესაბამისი მოთხოვნების გარდა, გამოიყენება შემდეგი მოთხოვნები:

1. ყველა ქათამი უნდა შემოწმდეს მფლობელის ან ქათმებზე პასუხისმგებელი პირის მიერ დღეში ერთხელ მაინც.

2. ხმაურის დონე უნდა იყოს მინიმუმამდე დაყვანილი. თავიდან უნდა იქნეს აცილებული მუდმივი ან მოულოდნელი ხმაური. ვენტილატორები, კვების დანადგარები ან სხვა აღჭურვილობა უნდა დაპროექტდეს, განთავსდეს, ფუნქციონირებდეს და მოვლილ იქნეს ისე, რომ მათ გამოიწვიონ მინიმალური ხმაური.

3. ყველა შენობას უნდა ჰქონდეს განათების საკმარისი დონე იმისათვის, რომ ყველა ქათამს შეეძლოს ერთმანეთის გარკვევით/მკაფიოდ დანახვა, ვიზუალურად გარემოს აღქმა და ნორმალური აქტივობის შენარჩუნება. სადაც არის ბუნებრივი განათება, სინათლის ღიობები ისე უნდა იყოს მოწყობილი, რომ განათება თანაბრად გადანაწილდეს.

შეგუების პირველი დღეების შემდეგ, განათების რეჟიმი უნდა იყოს ისეთი, რომ თავიდან იქნეს აცილებული ჯანმრთელობისა და ქცევითი პრობლემები. შესაბამისად, ის უნდა მიჰყვეს 24-საათიან რიტმს და მოიცავდეს სიბნელის ადეკვატურ უწყვეტ პერიოდს, რომელიც გრძელდება, ჩვენების მიხედვით, დაახლოებით, დღის მესამედი, რათა ქათმებმა დაისვენონ და თავიდან აიცილონ ისეთი პრობლემები, როგორიცაა იმუნოდეპრესია და თვალის ანომალიები. საკმარისი ხანგრძლივობის ბინდი უნდა იყოს უზრუნველყოფილი სინათლის ჩაქრობისას, რათა ქათმები დაბინავდნენ შეშფოთებისა ან დაზიანების გარეშე.

4. შენობების ის ნაწილები, აღჭურვილობა ან ჭურჭელი, რომლებიც კონტაქტშია ქათმებთან, რეგულარულად უნდა დასუფთავდეს და დაექვემდებაროს დეზინფექციას და, ნებისმიერ შემთხვევაში, ყოველი დეპოპულაციის შემდეგ და ქათმების ახალი პარტიის ჩასმამდე. ვიდრე გალიები დაკავებულია, ზედაპირები და ყველა აღჭურვილობა უნდა იყოს დამაკმაყოფილებლად სუფთა მდგომარეობაში.

გამონაყოფები უნდა მოსცილდეს იმდენჯერ, რამდენჯერაც საჭიროა და მკვდარი ქათმები გამოტანილ უნდა იქნეს ყოველდღე.

5. გალიები უნდა იყოს სათანადოდ აღჭურვილი ქათმების გაქცევის თავიდან ასაცილებლად.

6. ქათმების სამყოფელს, რომელიც შედგება გალიების ორი ან მეტი იარუსისგან, უნდა ჰქონდეს მოწყობილობა ან უნდა იქნეს მიღებული შესაბამისი ზომები, რათა შესაძლებელი იყოს ყველა იარუსის უპრობლემოდ შემოწმება და ქათმების ადვილად გამოყვანა/მოცილება.

7. გალიის კარის დიზაინი და ზომები უნდა იყოს ისეთი, რომ ზრდასრული ქათმის გამოყვანა შესაძლებელი იყოს ზედმეტი ტანჯვისა და დაზიანების გარეშე.

8. აკრძალულია ყველა სახის დასახიჩრება. თუმცა, ბუმბულზე ჩანისკარტება და კანიბალიზმის თავიდან ასაცილებლად, სააგენტოს შეუძლია გასცეს ავტორიზაცია ნისკარტის წვერის მოჭრაზე, იმ პირობით, რომ ეს განხორციელდება კვალიფიციური პერსონალის მიერ 10 დღეზე ნაკლები ასაკის წიწილებზე, რომლებიც განკუთვნილია კვერცხდებისათვის.

fb-share-icon
Tweet
ShareTweet

ახალი ამბები

მაშველებმა ნანგრევებში კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს
ახალი ამბები

მაშველებმა ნანგრევებში კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს

07/14/2025
„ერთი გარდაცვლილი და ერთი დაშავებული, ამ ეტაპზე, ასეთი ინფორმაცია გვაქვს…“ – შს მინისტრი
ახალი ამბები

„ერთი გარდაცვლილი და ერთი დაშავებული, ამ ეტაპზე, ასეთი ინფორმაცია გვაქვს…“ – შს მინისტრი

07/14/2025
ცნობილია, ქუთაისში, ტრაგიკულად დაღუპული გოგოს ვინაობა
ახალი ამბები

ცნობილია, ქუთაისში, ტრაგიკულად დაღუპული გოგოს ვინაობა

07/14/2025
„ქორწილში ცეკვის დროს გული გაუჩერდა…“ – ბარბარე ბეჭვაიას მეგობრები გლოვობენ
ახალი ამბები

„ქორწილში ცეკვის დროს გული გაუჩერდა…“ – ბარბარე ბეჭვაიას მეგობრები გლოვობენ

07/13/2025
„ამოღებული და დალუქულია 250 კგ ყველი და 192 ქილა მაწონი…“ – სურსათის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს
ახალი ამბები

„ამოღებული და დალუქულია 250 კგ ყველი და 192 ქილა მაწონი…“ – სურსათის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს

07/13/2025
ახალციხეში, საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის ბავშვის ექსპერტიზის პასუხი ცნობილია
ახალი ამბები

ახალციხეში, საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის ბავშვის ექსპერტიზის პასუხი ცნობილია

07/13/2025

კალენდარი

July 2025
M T W T F S S
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031  
« Jun    

სიახლეები

  • მაშველებმა ნანგრევებში კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს 07/14/2025
  • „ერთი გარდაცვლილი და ერთი დაშავებული, ამ ეტაპზე, ასეთი ინფორმაცია გვაქვს…“ – შს მინისტრი 07/14/2025
  • ცნობილია, ქუთაისში, ტრაგიკულად დაღუპული გოგოს ვინაობა 07/14/2025

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In