• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Monday, August 17, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

საია-ს საგანგებო განცხადება

13 years ago
კატეგორია: სამართალი
A A
საია-ს საგანგებო განცხადება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

1356107823_saia“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” საგანგებო განცხადებას ავრცელებს. როგორც საია-ს განცხადებაშია ნათქვამი, მათი საქმიანობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიმართულებას სამართალდამცავი ორგანოების მუშაობის მონიტორინგი წარმოადგენს. 

მათივე განმარტებით, მიღებული ინფორმაციის საფუძველზე მათ არაერთხელ მოუთხოვიათ პოლიციელთა მიერ სავარაუდოდ ჩადენილ დანაშაულზე გამოძიების დაწყება.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, საია-ს განსაკუთრებული ინტერესის საგანია ის შემთხვევები, სადაც მოქალაქეები პოლიციელების მხრიდან ცემასა და სხვა სახის ძალადობრივ ქმედებებზე მიუთითებენ.

“სამწუხაროდ, ჩვენთვის ცნობილ თითქმის ყველა მსგავს შემთხვევაში გამოძიება ან საერთოდ არ დაიწყო, ან დაიწყო, მაგრამ ადეკვატურად და ეფექტურად არ წარიმართა. ცხადია, ამგვარი დამოკიდებულება ქმნის მსგავსი სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედებების რაოდენობის გაზრდის მაღალ რისკს.
ბოლო პერიოდში საია-ს პოლიციის თანამშრომლების მხრიდან ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტების შესახებ რამდენიმე მოქალაქემ მომართა. ერთ-ერთი მათგანი საუბრობს წამებაზე. თითოეულ შემთხვევაში საია-ს ადვოკატები უშუალოდ შეხვდნენ მოქალაქეებს. მათ მიერ დაწერილ დეტალურ ახსნა-განმარტებებში არსებული ინფორმაცია შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ სხვადასხვა სახის დანაშაულის ნიშნებს და აუცილებელია ყველა მათგანი დაუყოვნებლივ იქნეს სათანადოდ გამოძიებული.
მოქალაქე ლაშა შათირიშვილი 2013 წლის 24 დეკემბერს რუსთავის საქალაქო სამმართველოს მე-3 განყოფილების თანამშრომლებმა დააკავეს. მას ბრალად ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რაც ნარკოტიკული საშუალების დიდი ოდენობით შენახვას გულისხმობს. მისი თქმით, დაკავების დროს პოლიციის თანამშრომლებმა სცემეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ასევე, აღნიშნულის შესახებ განცხადების შემთხვევაში ნარკოტიკის დადებით დაემუქრნენ. ლაშა შათირიშვილს რუსთავის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მოქალაქის სხეულზე არსებულ ფიზიკური ძალადობის კვალს რუსთავის საქალაქო საავადმყოფოს ანკეტა და სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მისი შეყვანისას ექიმის მიერ დაფიქსირებული დაზიანებები ადასტურებს.
მოქალაქე ირაკლი წულაძე 2013 წლის 18 ნოემბერს თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ვარკეთილის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. მისი განმარტებით, დაკავების დროს ირაკლი წულაძეს პოლიციის თანამშრომლებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ასევე ჩაუდეს ნარკოტიკული საშუალება. თბილისის საქალაქო სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. ი. წულაძის სხეულზე არსებულ ფიზიკური ძალადობის კვალს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მისი შეყვანისას ექიმის მიერ დაფიქსირებული დაზიანებები მოწმობს.
მოქალაქე გ.ხ. 2013 წლის 24 სექტემბერს ღამის საათებში ძვ. თბილისის N5 განყოფილების თანამშრომლებმა დააკავეს. მისი თქმით, სხვა მოქალაქეების მსგავსად, პოლიციის თანამშრომლებმა დაკავების დროს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. გ.ხ.-ს სხეულზე არსებულ ფიზიკური ძალადობის კვალს სასჯელაღსრულების დაწესებულებაშიმისი შეყვანისას ექიმის მიერ დაფიქსირებული დაზიანებები ადასტურებს.
მოქალაქე დავით ჩაჩუას განცხადების მიხედვით, ის 2014 წლის 19 იანვარს პოლიციის თანამშრომლებმა გამთენიისას დააკავეს და ვაკე-საბურთალოს პოლიციის ერთ-ერთ განყოფილებაში გადაიყვანეს (ტელევიზიის გვერდით). როგორც დავით ჩაჩუა ამბობს, მას თავდაპირველად ფიზიკურად გაუსწორდნენ და ამის შემდეგ გაათავისუფლეს.
პოლიციელთა მხრიდან სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე საუბრობს მოქალაქე გიორგი ჯიქურაშვილი. ის მიუთითებს, რომ ძალადობის შედეგად აიძულეს ეღიარებინა არჩადენილი დანაშაული. გარდა პოლიციელებისა, გ. ჯიქურაშვილის ახსნა-განმარტებაში ასევე აღნიშნულია ერთ-ერთი პროკურორის მხრიდან დანაშაულის ნიშნების შემცველ ქმედება.
საია-ს განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს მოქალაქე შიო კობიძის მიერ მოწოდებული ინფორმაცია. მისი თქმით, 2013 წლის 27 ოქტომბერს, ღამის 00:02 საათზე, “ვარდების მოედანზე”, ძველი თბილისის რაიონის პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს და სამმართველოში გადაიყვანეს. შ. კობიძის განცხადებით, პოლიციაში ის აწამეს, 4-5 ადამიანი დაუზოგავად სცემდა, ჭრილობაში ავტოკალამს აჭერდა, აგინებდა, ,,ცოცხების” გამოყენებით აშინებდა და დაინვალიდებას პირდებოდა. სხეულზე არსებულ ფიზიკური ძალადობის კვალს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა ადასტურებს. შ. კობიძის ინფორმაციით, წამების ფაქტის უშუალო მოწმეა მისი მეგობარი, რომელიც მასთან ერთად დააკავეს. შ. კობიძე მიუთითებს, რომ ადვოკატთან ერთად ბოლო სამი თვის განმავლობაში ითხოვს გამოძიების დაწყებას, თუმცა უშედეგოდ.
“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული ინფორმაცია ცალსახად შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სხვადასხვა დანაშაულის, მათ შორის განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის, ნიშნებს და გამოძიების დაუყონებლივ დაწყებას საჭიროებს. ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულმა სასამართლომ საქმეში Dikme v. Turkey (78 პუნქტი) განმარტა, რომ როდესაც პიროვნება პოლიციასთან ურთიერთობამდე ფიზიკურად კარგ მდგომარეობაში იმყოფება, ხოლო პოლიციასთან ურთიერთობის შემდეგ დაზიანებები აღენიშნება, სახელმწიფოს ვალდებულია აღნიშნული დაზიანებების შესახებ დამაჯერებელი განმარტება წარმოადგინოს.
მსგავსი დამაჯერებელი განმარტებები არც ერთ ზემოაღნიშნულ ფაქტზე არ გაკეთებულა. უფრო მეტიც, მიუხედავად კანონით დადგენილი პირდაპირი ვალდებულებისა, რიგ შემთხვევებში გამოძიება საერთოდ არ დაიწყო.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 7 ივლისის ბრძანება №34 პირდაპირ ადგენს, რომ პოლიციელთა მიერ ჩადენილი დანაშაული პროკურატურის გამომძიებლის ქვემდებარეობას განეკუთვნება.
“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” მოუწოდებს საქართველოს მთავარ პროკურატურას, რომ თითოეულ ზემოაღნიშნულ ინფორმაციაზე აწარმოოს ეფექტური, ობიექტური გამოძიება. მოვითხოვთ, დანაშაულის დადგენის შემთხვევაში, თითოეულ პირს კანონით დადგენილ ფარგლებში და დადგენილი წესით დაეკისროს ადეკვატური პასუხისმგებლობა.
ამავე დროს, ხელისუფლება უნდა დაფიქრდეს თუ რამდენად ეფექტურია სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო-უწყებრივი ქვედებარეობის მოქმედი წესი და ხომ არ იქნება უმჯობესი პარლამენტმა საკანონმდებლო დონეზე შექმნას სამართალდამცველთა მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოძიების უკეთესი მექანიზმი”,- ნათქვამია საია-ს განცხადებაში.

29.01.14

ShareTweet

ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”
ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
4-წლიანი პატიმრობა შეეფარდა სანიტარს, რომელმაც ბათუმის კლინიკის საპირფარეშოში იმშობიარა და ახალშობილს სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა
ახალი ამბები

4-წლიანი პატიმრობა შეეფარდა სანიტარს, რომელმაც ბათუმის კლინიკის საპირფარეშოში იმშობიარა და ახალშობილს სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა

08/06/2026
ნია იმნაძე და ანასტასია ბერუაშვილს გიგა ავალიანის საქმეზე ბრალი წარედგინათ
ახალი ამბები

ნია იმნაძე და ანასტასია ბერუაშვილს გიგა ავალიანის საქმეზე ბრალი წარედგინათ

08/06/2026
მეუღლის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს
ახალი ამბები

მეუღლის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს

07/23/2026
ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს

07/18/2026
დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა
ახალი ამბები

დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა

07/02/2026

საინტერესო

ბარაქ ობამა რუსეთის საგარეო პოლიტიკას აკრიტიკებს

10 years ago
ადამიანის უფლებათა დაცვის კვირეულის ფარგლებში კონფერენცია: „ქალი, შრომა, უფლებები“ გაიმართა

ადამიანის უფლებათა დაცვის კვირეულის ფარგლებში კონფერენცია: „ქალი, შრომა, უფლებები“ გაიმართა

8 years ago
ქართველებს ყველაზე მეტად რაც არ გვიყვარს, ეს არის უსამართლობა, ჩვენ უსამართლობას არ ვეგუებით, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის გადაწყვეტილება, რომელსაც თქვენ მიიღებთ სამართლიანი იყოს – ირაკლი ღარიბაშვილი ჯოზეფ ბორელს

სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს დავალიანება გაუნულდებათ – პრემიერი

3 years ago
ვარკეთილში, ორი ახალგაზრდა მოკლეს – რა გახდა კონფლიქტის მიზეზი და ვინ არიან მოკლული ბიჭები

ვარკეთილში, ორი ახალგაზრდა მოკლეს – რა გახდა კონფლიქტის მიზეზი და ვინ არიან მოკლული ბიჭები

2 years ago

ახალი ამბები

„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს
ახალი ამბები

„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს

08/17/2026

თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს. ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელში ვრცელდება. „თბილისის სასწრაფო დახმარების მე-2 ფილიალის 0232 ბრიგადამ გამოძახება მიიღო....

მეტის ნახვაDetails
„როცა სასწაულის გარდა, არაფერი დარჩენიათ…“ – ხატი თბილისში, რომელსაც ცხოვრების წამში შეცვლა შეუძლია

„როცა სასწაულის გარდა, არაფერი დარჩენიათ…“ – ხატი თბილისში, რომელსაც ცხოვრების წამში შეცვლა შეუძლია

08/17/2026
ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

08/16/2026
„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

08/13/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • „პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს 08/17/2026
  • „როცა სასწაულის გარდა, არაფერი დარჩენიათ…“ – ხატი თბილისში, რომელსაც ცხოვრების წამში შეცვლა შეუძლია 08/17/2026
  • ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა 08/16/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by