• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, December 5, 2025
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

საქართველოს იმიჯი საფრთხეშია – საგანგაშო წერილი გერმანიიდან

12 years ago
კატეგორია: კულტურა, მთავარი მოვლენები, მსოფლიო
A A
საქართველოს იმიჯი საფრთხეშია – საგანგაშო წერილი გერმანიიდან
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

090610_avh_tagung_parzinger_550

პრუსიის კულტურული მემკვიდრეობის ფონდის პრეზიდენტი

პროფ. დოქტ. ჰერმან პარცინგერი

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს

მირიანე ოდიშარიას

ბატონო მინისტრო,

როგორც პრუსიის კულტურული მემკვიდრეობის ფონდის პრეზიდენტი და ასევე გერმანიის არქეოლოგიური ასოციაციის პრეზიდენტი, ძალიან ვწუხვარ, რომ საყდრისის ოქროს მაღაროს არქეოლოგიური ძეგლი საფთხეშია და ახლო მომავალში განადგურება ემუქრება, ოქროს მოპოვების პროცესის გაგრძელების გამო. ამ გეგმის რეალობაში განხორციელების შემთხვევაში, არა მარტო საქართველო, არამედ ევროპაც სამუდამოდ დაკარგავს მის ერთ-ერთ უმნიშნელოვანეს პრეისტორიულ სამთამადნო ობიექტს. ჩემთვის წარმოუდგენელია, რომ ეს უნდა მოხდეს საქართველოში, სადაც დიდი მნიშნელობა ენიჭება კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და შენარჩუნებას.

პრუსიის კულტურული მემკვიდრეობის ფონდი, რომლის ხელმძღვანელიც მე გახლავართ, წარმოადგენს გერმანიის უდიდეს და მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშნელოვან და პრესტიჟულ კულტურის ინსტიტუტს. ჩვენს ინსტიტუტს მჭიდრო კავშირები და დიდი პატივისცემა აკავშირებს საქართველოსა და მის კულტურასთან. 2010-2012 წლებში ჩენი ინსტიტუტი იყო განსაკუთრებით წარმატებული ევროკავშირის მიერ დაფინანსებული თვინინგის პროექტის – „საქართველოს ეროვნული მუზეუმის ინსტიტუციური განვითარების მხარდაჭერის“, ევროპული პარტნიორი. ამ პროექტის ფარგლებში ჩვენ ხელი შევუწყვეთ საქართველოს მუზეუმების გარდაქმნასა და მოდერნიზებას.

ეს პროექტი შემადგენელი ნაწილია კულტურისა და სხვადასხვა სამეცნიერო დარგში საქართველო-გერმანიის ხანგრძლივი და ინტენსიური თანამშრომლობის ტრადიციისა, რომელიც სათავეს ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნიდან იღებს. აღსანიშნავია, რომ თბილისის კავკასიის მუზეუმის დამფუძნებელი, გუსტავ რადე, გერმანული წარმოშობისა იყო. 1960-70-იან წლებში თბილისისა და გერმანიის ქალაქების ჯენასა და საარბრუკენის უნივერსიტეტებს შორის დამყარდა პარტნიორული თანამშრომლობა. საქართველოს მიერ 21 წლის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდა და დაარსდა მრავალი ნაყოფიერი თანამშრომლობითი ორგანიზაცია. ჩვენი ერთობლივი მუშაობა საერთო სამეცნიერო და კულტურულ პროექტებზე, უფრო მეტი მასშტაბით უნდა გაგრძელდეს და გააძიეროს ჩენი საერთო ძალისხმევა საქართველოს კულტურისა და მემკვიდრეობის დაცვის მიზნით.

ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, მე, როგორც გერმანიის უდიდესი კულტურის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, გადავწყვიტე, გამომეხატა ჩემი შეშფოთება საყდრისში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. ჩენს ხელთ არსებული ინფორმაციით, საყდრისის მაღაროს, 2006 წლამდე, იცავდა საქართველოს კანონი მემკვიდრეობის შესახებ. ჩემთვის გაუგებარი და სამარცხვინოა, რომ ამ მნიშვნელოვან ძეგლს დღეს სტატუსი აღარ აქვს. კომისიის ანგარიშის ოქმში (N03/08.2013.28.05) ბოლო დროს სამეცნიერო კვლევის შედეგები არ არის სათანადო წესით განხილული. გარდა ამისა, კომისიას კვლევაში რეალურად ჩართული მეცნიერებისგან არ მოუთხოვია მათი ანალიტიკური და სამეცნიერო დასკვნების დოკუმენტაცია. ეს ეწინააღმდეგება ნებისმიერი სამეცნიერი პროცესის წარმოების სტანდარტებს. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველომ მოახდინა ვალეტას კონვერციის რატიფიკაცია, რაც მიზნად ისახავს მისი მოძრავი და უძრავი კულტურული მემკვიდრეობის დაცვას, ქვეყნის ბუნებისა და კულტურის ძეგლებთან ფრთხილი მოპყრობა, აუცილებლად უნდა შედიოდეს სახელმწიფო ინტერესებში.

საყდრისი მსოფლიოს უძველესი ოქროს მაღაროა და შესაბამისად წარმოადგენს არა მარტო საქართველოს, არამედ მთელი კაცობრიობის მემკვიდრეობის უნიკალურ ძეგლს. იგი არ უნდა შეეწიროს უბრალო ეკონომიკურ ინტერესებს. საქართველო ძირითადად ცნობილია მისი არაჩეულებრივი ბუნებითა და გამორჩეული კულტურული მემკვიდრეობით. ნუ დააყენებთ კითხვის ნიშნის ქვეშ ამ პოტენციალს, რომელმაც დიდი როლი შეიძება ითამაშოს თქვენი ქვეყნის ახალი მომავლის მშენებლობაში. საქართველოს რეპუტაცია მნიშნელოვნად დაზარალდება მსოფლიოში ცნობილი ასეთი პრესტიჟული ძეგლის განადგურების შემთხვევაში, რომელიც მდებარეობს არხულოს ნეოლითურ ძეგლსა და დმანისის გამორჩეულ პალეოლითურ ძეგლს შორის არსებულ მნიშვნელოვან არქეოლოგიურ ბილიკზე.

ამ ბილიკზე საყდრისის ძეგლის დამატება შესაძებელს გახდის ეკონომიკურად სუსტი ქვემო ქართლის რეგიონში კულტურული ტურიზმის განვითარებას.

ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, გთხოვთ, აღუდგინოთ საყდრისის მაღაროს უძრავი მემკვიდრეობის სტატუსი და გთავაზობთ დამოუკიდებელი ექსპერტებისგან შემდგარი კომისიის შექმნას, რომელიც შეიმუშავებს რეკომენდაციებს, ძეგლზე სამეცნიერო და ეკონომიკური საქმიანობის გაგრძელებასთან დაკავშირებით და უზრუნველყოფს ძეგლის შესახებ დეტალური დოკუმენტაციის შედგენას.

პატივისცემით,

პროფ. დოქტ. ჰერმან პარცინგერი
ფონდის პრეზიდენტი

14 აგვისტო 2013 წ.

ჰეიდტის ქ. 16-18

10785 ბერლინი, გერმანია

logo

fb-share-icon
Tweet
Share1Tweet1

ახალი ამბები

“კარი გახსნა და გზაზე გადაირბინა…” – თელავში, 3 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა
ახალი ამბები

“კარი გახსნა და გზაზე გადაირბინა…” – თელავში, 3 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა

12/04/2025
„ყურადღებით იყავით, აკონტროლეთ ბავშვები!“ – პედიატრი მშობლებს მიმართავს
ახალი ამბები

„ყურადღებით იყავით, აკონტროლეთ ბავშვები!“ – პედიატრი მშობლებს მიმართავს

12/04/2025
„ძალიან ვთხოვ ყველას, რომ გააშუქოთ!“ – მერაბ შარიქაძის მიმართვა
ახალი ამბები

„ძალიან ვთხოვ ყველას, რომ გააშუქოთ!“ – მერაბ შარიქაძის მიმართვა

12/02/2025
მართალია, არ მიყურებია განათლების რეფორმებისთვის, მაგრამ გადასარევი რეფორმებია – ხატია სიჭინავა
ახალი ამბები

მართალია, არ მიყურებია განათლების რეფორმებისთვის, მაგრამ გადასარევი რეფორმებია – ხატია სიჭინავა

12/02/2025
ცვლილება პირველკლასელების რეგისტრაციაში, მობილურების აკრძალვა, სავალდებულო სასკოლო ფორმები, ე.წ. რეპეტიტორიუმი და ა.შ. – რა იცვლება ზოგად საგანმანათლებლო სისტემაში
ახალი ამბები

ცვლილება პირველკლასელების რეგისტრაციაში, მობილურების აკრძალვა, სავალდებულო სასკოლო ფორმები, ე.წ. რეპეტიტორიუმი და ა.შ. – რა იცვლება ზოგად საგანმანათლებლო სისტემაში

12/02/2025
საჯარო სკოლებში,1-ელიდან  მე-6 კლასის ჩათვლით, სასკოლო ფორმები სავალდებულო ხდება
ახალი ამბები

საჯარო სკოლებში,1-ელიდან მე-6 კლასის ჩათვლით, სასკოლო ფორმები სავალდებულო ხდება

12/02/2025

კალენდარი

December 2025
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
« Nov    

სიახლეები

  • “კარი გახსნა და გზაზე გადაირბინა…” – თელავში, 3 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა 12/04/2025
  • „ყურადღებით იყავით, აკონტროლეთ ბავშვები!“ – პედიატრი მშობლებს მიმართავს 12/03/2025
  • „ძალიან ვთხოვ ყველას, რომ გააშუქოთ!“ – მერაბ შარიქაძის მიმართვა 12/02/2025

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In