• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, August 12, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

„თუ ასე გაგრძელდა, მომავალი კაცობრიობა ფაქტიურად წარმოდგენილი იქნება ობოლი ინდივიდებით“ – ასუნტინა მორესი

13 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

სულ ცოტა ხნის წინ სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ილია II საშობაო ეპისტოლეს საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა, აღნიშნულ ეპისტოლეზე და სუროგაციაზე საკუთარი მოსაზრება ექიმმა ელზა გიორგაძემ გაავრცელა, რომელის სრულ ვერსიას „თბილისი თაიმსი“ გთავაზობთ:

„სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II ეპისტოლედან გამომდინარე, საზოგადოებაში განსაკუთრებით გაიზარდა ინტერესი ხელოვნურ განაყოფიერებასა და სუროგატ დედებთან დაკავშირებით, რაც, ნამდვილად კარგი პროცესია.

თავიდანვე უნდა განვაცხადოთ, რომ ზოგიერთი მიზანმიმართულად ცდილობს გაატაროს ის აზრი, თითქოს ეპისტოლე მისი უწმიდესობის დაწერილი არ არის.

ეს არის  ამ ადამიანთა  მცდელობა  რეალობის შეგნებულად გაყალბებისა, რომელთაც სურთ პატრიარქის  ნათქვამი როგორმე გაანეიტრალონ  და ამით  თავისი ქმედებების უმართებულობა არ გამოააშკარაონ.

ყველამ სამიზნედ სუროგატი დედა და ხელოვნური განაყოფიერება აირჩია, რომ ძალები არ დაექსაქსათ და ერთიანი შეტევა განეხორციელებინათ იმ მოტივით, თითქოს ბავშვების უფლებები დაირღვა და ისინი მარგინალებად გამოაცხადეს, რომ ეკლესია უშვილო ოჯახს ბედნიერების შესაძლებლობას ართმევს და ა.შ.

Delhi-Surrogate-Motherმე ექიმი ვარ, დიდი ხნის მრევლი და, ჩემი პროფესიიდან და ეკლესიის  სწავლებიდან გამომდინარე, ვაძლევ თავს უფლებას, ჩემი პოზიცია დავაფიქსირო.

რეალობა  ასეთია: ვიდრე ნაყოფი მოევლინებოდეს ამ ქვეყანას, იგი ორ უმნიშვნელოვანეს სტადიას გადის: ჩასახვის და მუცლადყოფნის.

ნებისმიერ ოჯახურ გარემოში ჩვეულებრივი წესით დაბადებული ბავშვი ღვთის ნებით მოვლენილი არსებაა. იგი არის უდიდესი დადებითი ენერგიის გამოვლინებისა  და სიყვარულით ერთ სულად და ერთ ხორცად ქცეული მამაკაცის და ქალის შერწყმის შედეგი. ამ დროს, ღვთის საიდუმლო განგებულებით, ხდება მშობლების გენოფონდის ბუნებრივად, თავისთავად შერჩევა (ეს არის რთული და მეტად ფაქიზი პროცესი) და ახალი სიცოცხლის დაბადება, რომელშიც, როგორც ეკლესია გვასწავლის, ჩადებულია ხატება და მსგავსება უფლისა.

ეს სიცოცხლე, შემდეგ, დედის წიაღში განაგრძობს ზრდა-ჩამოყალიბებას, რაც ასევე დიდი სიყვარულის, სიმშვიდისა და მაქსიმალური ხელშეწყობის პირობებში უნდა ხდებოდეს.

მაგრამ, თუ, დედის ან მამის უშვილობის გამო, რომელიმე ლაბორატორიაში მათი უჯრედების განაყოფიერება და დედის სხეულში ხელოვნურად შეყვანა მოხდა, აქ ჩასახვის მომენტი  სრულიად განძარცვულიa ენერგიით აღსავსე სიყვარულის ველისგან, ყოველგვარი მშვენიერების, ზეგარდaმო ძალისა და ღვთაებრივი საიდუმლოსაგან. სახეზე გვაქვს ამა თუ იმ ექიმის მიერ შერჩეული მასალით განაყოფიერება და ამ ექიმის არჩევანის მიხედვით წარმოქმნილი სიცოცხლე, რომელიც, რაღაც პერიოდის  გასვლის შემდეგ, ხვდება დედის წიაღში (და ეს პაუზაც  მეორე ტრავმაა ნაყოფისთვის).

ხშირად ხდება ისე, რომ განაყოფიერდება არა ორი და სამი კვერცხუჯრედი, არამედ ათამდე და ზოგიერთ შემთხვევაში უფრო მეტიც. ”საუკეთესოს” ამორჩევის შემდეგ, დანარჩენს ან ანადგურებენ, ან, უკეთეს შემთხვევაში, ყინავენ შემდგომი გამოყენების მიზნით. ამ გაყინული ”ემბრიონის” (პირობითად, ასე ვუწოდოთ განაყოფიერებული კვერცხუჯრედის განვითარების გარკვეულ სტადიაზე მყოფი უჯრედების ერთობას) უმეტესობას დედის წიაღში მოხვედრა  და ქვეყნად მოვლინება არ უწერია, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ამ რაოდენობის შვილების ყოლა მშობლების აბსოლუტურ უმრავლესობას, უბრალოდ, არ უნდა ან არ შეუძლია. ასეთ შემთხვევაში, არასაჭირო ”ემბრიონების”  დიდი რაოდენობა ნადგურდება. როგორც აღვნიშნეთ, ცოცხალი არსებებისადმი ასეთი დამოკიდებულება კი ადამიანთა წამების მსგავსია, რადგან  ერთი სიცოცხლის დაბადებას ეწირება რამდენიმე ასეთივე სიცოცხლე. ეს კი რელიგიურად მძიმე ცოდვაა.

ადამიანის დაბადებაც  და გარდაცვალებაც, როგორც წმიდა მამები ამბობენ, ღვთის დიდი საიდუმლოა. განა ყოვლისშემოქმედმა არ იცის, რა არის ამა თუ იმ ადამიანისთვის უკეთესი? თუ წყვილს შვილი არ ეძლევა, იქნებ რა არის ამის მიზეზი?

არც იოანე ნათლისმცემლის მშობლებს, არც ღვთისმშობლის მშობლებს არ ყავდათ შვილი მოხუცებულობამდე და ეს იმიტომ, რომ, როგორც ვიცით,  ღმერთი მათგან ღვთისსათნო განსაკუთრებულ ცხოვრებას   ითხოვდა, რათა მათ ლოცვას საოცარი ნაყოფი გამოეღო.

eggსაერთოდაც, წყვილს თუნდაც რომ არ ეყოლოს შვილი, მათ ერთად ყოფნას დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ მეუღლეები  (გინდაც ცალკეული პიროვნება) ისე იცხოვრებენ, რომ ღვთის სასუფეველი  დაიმკვიდრონ. შვილი, რა თქმა უნდა, ბედნიერებაა, მაგრამ უშვილობა ტრაგედია არ არის. წმინდა ილია მართალსაც (ჭავჭავაძეს) არ ყავდა შთამომავლობა, მაგრამ მთელი საქართველოს მამა იყო.

უმჯობესია ვიზრუნოთ, რომ ქალებმა თავი შეიკავონ აბორტისაგან და თუ ეკონომიური პრობლემების გამო უჭირთ ბავშვის გაზრდა (ან   არ უნდათ თავისი ფეხმძიმობა გააცხადონ),  გააშვილონ იგი და ამით თავი აარიდონ აბორტით შვილის მკვლელობის საშინელ ცოდვას.

რაც შეეხება სუროგატ დედას და, საერთოდ, სუროგაციას, ეს გაცილებით რთული შემთხვევაა და აქ ორ ვარიანტს აქვს ადგილი:

ა) როცა ხდება მშობლების განაყოფიერებული კვერცხუჯრედის შეყვანა დაქირავებული (სუროგატი) ქალის წიაღში და იგი იქ იზრდება;  დაბადების შემდეგ კი ჩვილი ბიოლოგიურ დედ–მამას  უბრუნდება.  ამ შემთხვევაში პატარას ფაქტიურად სამი მშობელი ყავს: დედ–მამა და სუროგატი დედა.

თქმა იმისა, რომ ბავშვს  სუროგატ დედასთან მჭიდრო კავშირი არა აქვს, სწორი არ არის. ამ სიახლოვის თვალნათელი დადასტურებაა თუნდაც ის, რომ სუროგატ დედას აქვს რძე.

ბ) უნაყოფობის შემთხვევაში ”მშობლები”, ანუ დამკვეთნი, მათი სურვილისამებრ არჩევენ  მომავალი შვილის  გენეტიკურ მონაცემებს როგორც დონორი დედის, ასევე დონორის მამის მხრივ და ამგვარად მიღებული განაყოფიერებული კვერცხუჯრედი სუროგატი დედის სხეულში შეჰყავთ.

ასეთ ბავშვს ყავს ხუთი მშობელი:  ის დედა და მამა, რომელიც მას იშვილებს, ბიოლოგიური დედა და მამა  და, რა თქმა უნდა, სუროგატი დედა.

imagesრა ქნას ასეთმა პატარამ?  ვინ იგრძნოს მშობლად? მას ხომ ორიენტაცია მთლიანად დაუკარგეს?

როგორც პირველ, ისე  მეორე შემთხვევაში  ხდება ხელოვნური განაყოფიერება და განაყოფიერებული უჯრედების დიდი ნაწილის განადგურება ან გაყინვა. რაც, როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, ცოდვაა.

რაც შეეხება სუროგატი დედის წიაღში მყოფი პატარის მდგომარეობას, მას სწყურია, შია სიყვარული, მოფერება, სითბო, მზრუნველობა. იგი კი დაქირავებული დედისაგან იღებს ინდიფერენტულ დამოკიდებულებას, სიცივეს  (მას ამას მთელი ცხრა თვის მანძილზე ასწავლიან და სთხოვენ) და ეს ბუნებრივიცაა, რადგან სხვანაირად რომ მოიქცეს, ქალს გაუჩნდება  ბავშვისადმი გრძნობა და შეიძლება აღარც გააშვილოს იგი.

ამიტომაც წერია ეპისტოლეში, რომ სუროგაციით  გაჩენილი ბავშვები მუცლადყოფნის პერიოდში გაწირეს უსიყვარულობისათვის, მიუსაფრობისა და მარტოობისათვის და პატარა შემდგომ კეთილდღეობაშიც, რომ გაიზარდოს, მუცლად ყოფნის სიმძიმე აუცილებლად იჩენს თავს ზრდასრულ ასაკში. ეს უკვე მეცნიერულად არის დადასტურებული და რა არის ამაში  გაუგებარი?

როგორც ჩანს, საზოგადოების რაღაც ჯგუფი მუცლადმყოფ ბავშვს ადამიანად არ აღიქვამს და მიაჩნია, რომ მის მიმართ ყველაფრის გაკეთების უფლება აქვთ. ეს არის უდიდესი შეცდომა და დანაშაული ყოვლად უმწეო პატარა არსების მიმართ.

განა  შეიძლება ბავშვი დაუმორჩილო მხოლოდ შენს ნება-სურვილს და არად ჩააგდო ბავშვის უფლება, იყოს სიყვარულის ნაყოფი?

დანაშაულია ისიც, როდესაც მშობელს კარგად არ უხსნიან, თუ რასთან არის ეს პროცესი დაკავშირებული, როგორც სულიერი, ისე მეცნიერული კუთხით,  რომ მან შემდეგ გაცნობიერებულად  გააკეთოს არჩევანი და მიიღოს ესა თუ ის გადაწყვეტილება.

დანაშაულია, როდესაც ხელაღებით ხდება სუროგაციის პროპაგანდა  და სუროგატმა დედამაც კი არ იცის, რამხელა პრობლემებს უქმნის იგი თავის ჯანმრთელობას, მუცლადღებულ პატარას  და თავის თავს ღვთის წინაშე.

ნუთუ არ არის დამაფიქრებელი ის ფაქტი  რომ, ამერიკის რიგ შტატებში და ევროპის არაერთ ქვეყანაში კანონით აკრძალულია სუროგაცია?!

საშობაო ეპისტოლემ ზოგიერთს ისიც ათქმევინა, თითქოს ეკლესია ტექნიკურ პროგრესს ეწინააღმდეგება,  თითქოს ხელოვნურად  განაყოფიერებული ბავშვები მისთვის მიუღებელია და სხვა.

სულ უბრალო მაგალითს მოვიტანთ: თავის დროზე რეკლამირებული არაერთი წამალი იქნა შემდგომ ხმარებიდან ამოღებული იმიტომ, რომ აღმოაჩინeს მისი მოქმედების სერიოზული მავნებელი შედეგები. თუ ეპისტოლეს მაკრიტიკებელთა  აზროვნებას გავყვებით, მაშინ არც ამ წამლების წარმოება უნდა შეეჩერებინათ, რადგან რაღაც ეტაპზე ის წამალიც აღმოჩენა იყო.

განა ასეთი ლოგიკა სწორია? გასაოცარია ის ფაქტიც,  რომ მთელი ეპისტოლე უმწეო არსებების დაცვას და მათზე ზრუნვას ეძღვნება და მავანნი კი მის უწმიდესობას ბავშვთა უფლებების შელახვაში ადანაშაულებენ!

მე, ბუნებრივია, ვესაუბრე არაერთ სასულიერო პირს და მათი პასუხიც ასეთია: როგორ შეიძლება ხელოვნურად დაბადებული ბავშვების მიმართ ეკლესია უარყოფითად იყოს განწყობილი?! მათ რა დააშავეს? ისინი ისედაც დაჩაგრეს და საკუთარ სურვილებს ანაცვალეს. როგორც დედას დაჩაგრული შვილი ყველაზე მეტად ებრალება და უყვარს და ყველანაირად ცდილობს, მას მეტი ყურადღება  დაუთმოს, ეკლესიასაც ასეთივე დამოკიდებულება აქვს ამგვარი ბავშვებისადმი. მათ განსაკუთრებული სიყვარული და სულიერი აღზრდა სჭირდებათ, რაც მხოლოდ ეკლესიის წიაღშია შესაძლებელი.  ისინი,  რაც უფრო მეტად ილოცებენ და ღმერთს შეიყვარებენ, უფლის წყალობით, მრავალ პრობლემას გადალახავენ.

thმაგრამ ეს ამ ბავშვების მშობლებს პასუხისმგებლობისაგან არ ათავისუფლებთ, სწორედ მათ მართებთ  სინანული, რომ მსგავსი რამ აღარ  გააკეთონ და ის, რაც უცოდინრობით ჩაიდინეს,  შეენდოთ. არცოდნა რა თქმა უნდა შეღავათია, მაგრამ ახლა უკვე როდესაც გაცხადებულია, თუ რასთან გვაქვს საქმე, მორწმუნემ ეს გზა აღარ უნდა აირჩიოს. (პირადად მეც, ვიდრე ეკლესიურ ცხოვრებას დავიწყებდი, ბევრი რამ ცოდვად არც მიმაჩნდა და სხვა ცხოვრებით ვცხოვრობდი, მადლობა უფალს, რომ სწორედ ეკლესიის წიაღში ამეხილა თვალი და შეძლებისდაგვარად ვცდილობ ჭეშმარიტი გზით ვიარო).

დაფიქრება მართებთ ექიმებსაც, ვინც ამ მიმართულებით სამედიცინო სფეროში მუშაობს და ხელს უწყობს ამგვარ პროცესებს, ხოლო ვისაც ღმერთის  არ სწამს, მათთვის ისედაც ყველაფერი ნებადართულია და რაღა აშფოთებთ? ქრისტიანობა არავის არაფერს აიძულებს, არჩევანი ყველამ თვითონ უნდა გააკეთოს.

ჩვენ ძალიან მოკლედ მიმოვიხილეთ  ხელოვნური განაყოფიერების  სხვადასხვა სახე; ისინი თავისი სიმძიმით და ცოდვის ხარისხით განსხვავებულია. ამ საკითხებს ბიოეთიკა სწავლობს. იგი შედარებით ახალი დარგია და მეცნიერულ-ტექნიკური განვითარების შემდგომ წარმოიშვა. მისი მიზანია სულიერ-ზნეობრივი და რელიგიური კუთხით შეაფასოს ის აღმოჩენები, რაც მეცნიერებაში გაკეთდა და საზოგადოებას თავისი დასკვნები წარმოუდგინოს.

შეგახსენებთ ასუნტინა მორესის ნათქვამს ( ბიოეთიკის დარგში მსოფლიოში აღიარებული სპეციალისტი): თუ ასე გაგრძელდა, მომავალი კაცობრიობა ფაქტიურად წარმოდგენილი იქნება ობოლი ინდივიდებით, რომელთაც ძალიან ზედაპირული და არამყარი ოჯახური კავშირები ექნებათ. და ეს იქნება აქამდე ნაცნობი მსოფლიოსაგან ძალიან განსხვავებული, მაგრამ არა უკეთესი სამყარო, – ნათქვამია ექიმის განცხადებაში.

31.01.14

Share1Tweet1

ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”
ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს
ახალი ამბები

ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს

08/05/2026
ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო
ახალი ამბები

ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო

08/02/2026
შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა
ახალი ამბები

შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა

07/17/2026
ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს

07/18/2026
მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III
ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III

05/22/2026

საინტერესო

ცერნში საქართველოს ასოცირებული წევრობის საკითხი აქტიურ ფაზაში შედის

ცერნში საქართველოს ასოცირებული წევრობის საკითხი აქტიურ ფაზაში შედის

12 years ago
კახა კალაძე: მეტროს მოდერნიზაციისთვის აქტიური მუშაობა დაიწყება

კახა კალაძე: მეტროს მოდერნიზაციისთვის აქტიური მუშაობა დაიწყება

9 years ago
საქართველოსა და ბულგარეთის პრობაციის უწყებებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოსა და ბულგარეთის პრობაციის უწყებებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

11 years ago

წყალდიდობასთან საბრძოლველად გერმანიამ სამხედრო ძალები ჩართო

13 years ago

ახალი ამბები

ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა
ახალი ამბები

ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა

08/10/2026

ახალგორში, სოფელ ციხისძირში ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა. ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელში ვრცელდება. „ახალგორის რაიონულ...

მეტის ნახვაDetails
ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა

თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა

08/10/2026
თბილისის ზღვაში 17 წლის ბიჭი დაიხრჩო

თბილისის ზღვაში 17 წლის ბიჭი დაიხრჩო

08/09/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა 08/10/2026
  • ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი” 08/10/2026
  • თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა 08/10/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by