ბიზნესმენ დავით კოდუას მდგომარეობა კვლავ მძიმეა. ამის შესახებ ექიმი-რეანიმატოლოგი თეონა ხოჭუა აცხადებს. მისი თქმით, პაციენტს ტვინში მცირე ზომის სისხლჩაქცევები აღმოაჩნდა.
„პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ჩაუტარდა განმეორებითი გამოკვლევა, კერძოდ, თავის ტვინის კომპიუტერული გამოკვლევა. დადგინდა, რომ არის ძალიან მცირე ზომის ტრავმული სისხლჩაქცევა. კლინიკურად პაციენტიდ მდგომარეობა არ შეცვლილა, იგი იმყოფება მართვით სუნთქვაზე, სამკურნალო-დაცვითი ნარკოზის ქვეშ. მიმდინარეობს ძირითადი დანიშნულებით მკურნალობა“, – განაცხადა ექიმმა.
ცნობისთვის, დავით კოდუას შაბათს, დაახლოებით, სამ საათზე დაესხნენ თავს. ბიზნესმენს ოპერაცია უკვე ჩაუტარდა.
შსს-ს ცნობით, ნოშრევან ნამორაძე სამართალდამცველებს ჩაბარდა და განაცხადა, რომ მან შურისძიების ნიადაგზე სცემა დავით კოდუა.
05.05.14