• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Monday, August 17, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

სამართალდამცველებმა ყაჩაღობის ბრალდებით ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 2 წევრი დააკავეს

13 years ago
კატეგორია: სამართალი
A A
სამართალდამცველებმა ყაჩაღობის ბრალდებით ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 2 წევრი დააკავეს
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

201310271346532013102221062402სამართალდამცველებმა 2003 წელს ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები: 1969 წელს დაბადებული გოჩა მ. და შსს-ს სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის მეშვიდე სამმართველოს უფროსი, 1968 წელს დაბადებული მინდია არაბული დააკავეს. 

შსს-ს ინფორმაციით, ამავე დანაშაულის თანამონაწილეები – 1978 წელს დაბადებული მამუკა ჩ. და 1971 წელს დაბადებული, ამჟამად სომხეთის რესპუბლიკაში პატიმრობაში მყოფი რევაზ გ. ამხილეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ მინდია არაბულმა განიზრახა თავისი მეგობრის, დავით ჩხეიძის კუთვნილ, დიდი ოდენობის თანხას მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებოდა. ამისთვის იგი დაუკავშირდა გოჩა მ-ს, მამუკა ჩ-ს და რევაზ გ-ს, გაანდო მათ დანაშაულებრივი განზრახვა და შესთავაზა, რომ ყაჩაღურად თავს დასხმოდნენ იმჟამინდელ შსს-ს სასაზღვრო ჯარების დეპარტამენტის საკადრო რესურსების სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელს, 1961 წელს დაბადებულ დავით ჩხეიძეს, დაუფლებოდნენ მის კუთვნილ ფულს და შემდეგ გაენაწილებინათ თანხა ერთმანეთში, რასაც ისინი დასთანხმდნენ.

გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ მინდია არაბულმა თანამზრახველებს შეატყობინა, რა დროს და რა ადგილას იქნებოდა დავით ჩხეიძე, რომელსაც თან უნდა ჰქონოდა დიდი ოდენობით თანხა. 2003 წლის 3 დეკემბერს, მინდია არაბულის დავალებით, გოჩა მ, მამუკა ჩ. და რევაზ გ. ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში ყაჩაღურად თავს დაესხნენ დავით ჩხეიძეს.

შსს-ს ინფორმაციით, შემთხვევას შეესწრო საქართველოს იმჟამინდელი სახელმწიფო უშიშროების თანამშრომელი, 1976 წელს დაბადებულ ირაკლი ბასილაშვილი. “თავდამსხმელებმა ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით დავით ჩხეიძეს 25 ათასი აშშ დოლარი, ხოლო ირაკლი ბასილაშვილს “ბერეტას” ტიპის პისტოლეტი გასტაცეს. დაყაჩაღებისას გოჩა მ-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან ერთი გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა ბასილაშვილს, რომელიც საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. ბრალდებულები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ”, – აცხადებენ შსს-ში.

სამინისტროს ცნობით, სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გოჩა მ. 2014 წლის 28 იანვარს ბორჯომის რაიონის სოფელ წაღვერში იმ დროს დააკავეს, როცა ის მიმალვას აპირებდა, ხოლო მინდია არაბული 1 თებერვალს ყაზბეგის რაიონში, ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტში, თავის სამუშაო კაბინეტში დააკავეს.

გამოძიება მიმდინარეობს დიდი ოდენობით სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” და მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტებით და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 237-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” და მე-4 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტებით.

გამოძიებას აწარმოებს თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი.

05.01.14

Share1Tweet1

ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
4-წლიანი პატიმრობა შეეფარდა სანიტარს, რომელმაც ბათუმის კლინიკის საპირფარეშოში იმშობიარა და ახალშობილს სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა
ახალი ამბები

4-წლიანი პატიმრობა შეეფარდა სანიტარს, რომელმაც ბათუმის კლინიკის საპირფარეშოში იმშობიარა და ახალშობილს სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა

08/06/2026
ნია იმნაძე და ანასტასია ბერუაშვილს გიგა ავალიანის საქმეზე ბრალი წარედგინათ
ახალი ამბები

ნია იმნაძე და ანასტასია ბერუაშვილს გიგა ავალიანის საქმეზე ბრალი წარედგინათ

08/06/2026
მეუღლის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს
ახალი ამბები

მეუღლის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს

07/23/2026
ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს

07/18/2026
დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა
ახალი ამბები

დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა

07/02/2026

საინტერესო

აფხაზეთი 3 ქვეყანასა და 2 არაღიარებულ ტერიტორიასთან უვიზო მიმოსვლას იწყებს

აფხაზეთი 3 ქვეყანასა და 2 არაღიარებულ ტერიტორიასთან უვიზო მიმოსვლას იწყებს

10 years ago
ილია მეორეს ნათლული კიდევ 821 ჩვილი გახდება

ილია მეორეს ნათლული კიდევ 821 ჩვილი გახდება

12 years ago
ცხოველების წამება უკვე პატიმრობით ისჯება

ცხოველების წამება უკვე პატიმრობით ისჯება

5 years ago
„წავიდა გიორგი თავის ანგელოზთან…“ – ტრაგიკულად დაიღუპა იმ ბავშვის მამა, რომელიც შარშან აუზზე დაიხრჩო

„წავიდა გიორგი თავის ანგელოზთან…“ – ტრაგიკულად დაიღუპა იმ ბავშვის მამა, რომელიც შარშან აუზზე დაიხრჩო

2 years ago

ახალი ამბები

„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს
ახალი ამბები

„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს

08/17/2026

თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს. ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელში ვრცელდება. „თბილისის სასწრაფო დახმარების მე-2 ფილიალის 0232 ბრიგადამ გამოძახება მიიღო....

მეტის ნახვაDetails
„როცა სასწაულის გარდა, არაფერი დარჩენიათ…“ – ხატი თბილისში, რომელსაც ცხოვრების წამში შეცვლა შეუძლია

„როცა სასწაულის გარდა, არაფერი დარჩენიათ…“ – ხატი თბილისში, რომელსაც ცხოვრების წამში შეცვლა შეუძლია

08/17/2026
ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

08/16/2026
„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

08/13/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • „პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს 08/17/2026
  • „როცა სასწაულის გარდა, არაფერი დარჩენიათ…“ – ხატი თბილისში, რომელსაც ცხოვრების წამში შეცვლა შეუძლია 08/17/2026
  • ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა 08/16/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by