• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, December 5, 2025
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ვლადიმერ პუტინის ქართველი მწვრთნელის ამბავი

12 years ago
კატეგორია: სპორტი
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

putiniiiiiiiiiiiiiii„მეოცე საუკუნის საუკეთესო მწვრთნელი“ ,  „საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის მეორე ადგილის პრიზიორი“ , „ბურევესტნიკის ჩემპიონი“ , „საერთაშორისო კლასის ოსტატი სამბოში“, „საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი“ , „საქართველოს სპორტის ოსტატი“ ქართულ ჭიდაობასა და ლელობურთში – ასეთია იმ წოდებათა არასრული ჩამონათვალი,რომელიც ედუარდ კვიციანის წარსულს ამდიდრებს. ამდენი ჯილდოსა და მედლის მიუხედავად, სპორტსმენი ძალიან თავმდაბალი და უბრალო მოსაუბრეა.

განვლილ წლებს ნოსტალგიით იხსენებს და ამბობს, რომ უფრო მეტის გაკეთების შანსი ჰქონდა, თუმცა რაღაცები ვერ გამოიყენა. მისი ყველაზე დიდი სიამაყე მისი აღზრდილები, რუსეთის პრემიერ–მინისტრი ვლადიმერ პუტინი და სამბისტთა კლუბ „იავარა ნევას“ კაპიტანი, მსოფლიო ჩემპიონი ლაშა ფიფია არიან.

როგორც ჭაღარა სპორტსმენმა გვითხრა, ვოვა გულდასმით სწავლობდა ქართული ჭიდაობის ილეთებს. 1970 წელს ვლადიმირ პუტინი სპორტის ოსტატი სამბოსა და ჭიდაობაში სწორედ ქართული ილეთების გამოყენებით გახდა. გაირკვა ისიც,რომ 19 წლის ვოვკა ამ საქმეში ქართველმა ძიუდოისტმა, ედუარდ კვიციანმა გაწვრთნა, მაგრამ ასწავლა თუ არა მასწავლებელმა მოსწავლეს ხეზე ასვლა, დღემდე საიდუმლოდ რჩება…

ედუარდ კვიციანი ახლა ზუგდიდის ერთ–ერთ დარბაზში ახალგაზრდა ძუდოისტებს ამზადებს. მისთვის ყველაზე მტავარი ფალავანთა კლუბ „უშბას“ აღსაზრდელები – მომავალი ჩოხიანი მოჭიდავეები არიან. ის დრო ენატრება, ადმიანებს ეთმანეთი ყოველგვარი ანგარების გარეშე რომ უყვარდათ. ქართული საბრძოლო ტექნიკით ჯერ კიდევ ბავშვობაში დაინტერესდა და მოგვიანები ლენინგრადში, დღევანდელ პეტერბურგში ცხოვრებისას ცოდნა გაიღრმავა.

მესტიის ერთ–ერთი საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ საბჭოთა არმიის რიგებში გამიწვიეს. ბელორუსიაში სპორტულ ბატალიონში ვმსახურობდი. სამხედრო სამსახურის დასრულების შემდეგ სწავლა ლენინგრადის ფიზკულტურის ინსტიტუტში გავაგრძელე. კარგი ჯგუფი შევიკრიბეთ, ჩემთან ერთად პუტინიც სწავლობდა. იგი პირველად ლენინგრადში,  „დინამოს“ საწვრთნელ ბაზაზე გავიცანი. ჩემს ვარჯიშს დიდხანს უყურა შორიდან და მერე მითხრა, გასაოცარი ილეთები გაქვთ, ალბათ თქვენი სისხლის უნდა ვიყო ,მეც ისევე რომ გამომივიდესო.

ეს რომელი წლები იყო?

ეს იყო 1960–იანი წლების მიწურული. ქართული საბრძოლო ტექნიკის საიდუმლოებებით დაინტერესდა და ჩვენებური ილეთების შესწავლას ორი წელი მოანდომა. დღევანდელი დღესავით მახსოვს „დინამოს“ საწვრთნელ ბაზაზე სამბოში ლენინგრადის ნაკლრები ვარჯიშობდა. ერთ დღეს ჩვენმა მთავარმა მწვრთნელმა ივანე ვასილიევმა ვოვკა მომიყვანა და მთხოვა, ქართული ჭიდაობის ილეთები ასწავლეო. ასე ვთქვათ, „მომამაგრა“. მე და ვოვკა ორი წელი ვვარჯიშობდით ერთად. იგი ჩვენთან სამბოს კლუბ „მეტალისტებიდან“ გადმოვიდა. მისი პირველი მწვრთნელი ანატოლი როხლინი იყო, შემდეგ კი ვასილიევი.

როგორი იყო ურთიერთობაში რუსეთის დღევანდელი პრეზიდენტი?

რაც არ უნდა დაუჯერებელი იყოს, ვოვკა ძალიან კარგი ადამიანი იყო. ხაზი უნდა გავუსვა მის პიროვნულ თვისებებს, – იგი ძალიან მტკიცე ხასიათით გამოირჩეოდა, მიზანსწრაფული, მუდამ მოწესრიგებული და დისციპლინირებული იყო. ვარჯიშებზე ერთი წუთითაც არ აგვიანებდა. თანაგუნდელებთან პუტინი განსაკუთრებული იუმორის გრძნობასაც ავლენდა და ყველას მიმართ თბილ დამოკიდებულებას იჩენდა.

თქვენ გარდა სხვა ქართველებიც იყვნენ?

რა თქმა უნდა და ვოვკას ბევრი ქართველი მეგობარი ჰყავდა. ქართველებს ძალიან აფასებდა, ჩვენთან ურთიერთობას არჩევდა, ქართულ სიტყვების სწავლასაც მთხოვდა. ელემენტარული სასაუბრო ფრაზები მალევე შეისწავლა. ხშირად, ქართულად მესამემობდა. ხმარობდა ისეთ სიტყვებს, როგორებიცაა ადექი, მოდი აქ, საქართველო, ჩემია, შენია … სხვა საქმეა, ამ ბოლო ორ სიტყვას ახლა როგორ არჩევს ან როგორ იყენებს, ეს რა თქმა უნდა, ხუმრობით. ისე კი, მაშინ ჩვენს ხალხთან საკმაოდ კარგი დამოკიდებულება ჰქონდა. ვოვკას ხატვაც კარგად გამოსდიოდა. ექსპრომტად დახატულ პორტრეტებს მოულოდნელად გვჩუქნიდა. ყველა მოჭიდავე დახატული ჰყავს. პუტინის კიდევ ერთი თვისება, რომელიც მას სხვა სპორტსმენებისგან განასხვავებდა, ის იყო, რომ ალკოჰოლურ სასმელებს არ ეტანებოდა, ყველა თავშეყრის ადგილს იგი ფხიზელი ტოვებდა.

შეგიძლიათ, მასთან ურთიერთობის რამე ეპიზოდი გაიხსენოთ?

შემიძლია, როგორ არა, ორი წელი ლამის დღე და ღამე ერთად ვიყავით და მოსაგონარის მეტი რა მაქვს …1969 წელს, აფხაზეთში, ქვემო ეშერის სპორტულ ბაზაზე „სბორებზე“ მივდიოდით. ვოვკამ მაშინ საკონტროლო ორთაბრძოლა ნიზამ იასანოვთან წააგო და ამ მიზეზით შეკრებაზე ვერ მოხვდა.ამ ფაქტს ძალიან განიცდიდა. მითხრა, რომ გულდაწყვეტილი იყო და თავისი გეგმებიც გამანდო. მომიყვა, რომ აფხაზეთიდან სვანეთში აპირებდა გადასვლას და მიხეილ ხერგიანის სახლის მონახულებას.

რატომ უნდოდა მიხეილ ხერგიანის სახლის მონახულება?

ვოვკას ბიძა ალპინისტი და მიხეილ ხერგიანის მეგობარი ყოფილა. თვითონაც ძალიან მოსწონდა მთასვლელობა. იგი ბიძის ნაჩქარ „ლედარუბების“ სამკერდე ნიშანსაც ატარებდა … შეიძლება, პოლიტიკური ცხოვრება ცვლის ადამიანს, მაგრამ მაშინ ის ძალიან უბრალო, მიზანდასახული და პრინციპული ადამიანი იყო. შოვინიზმის არაფერი ეტყობოდა.

ბატონო ედუარდ, ბევრი ურთიერთგამომრიცხავი ვერსია არსებობს, იმასაც ამბობენ, რომ ის ერთხანს მამინაცვალთან ერთად კასპში ცხოვრობდა …

არა, ჩემი აზრით, ეს ვერსია სისულელეა, მსგავსი არაფერი გამიგია. მას საკმაოდ ახლოს ვიცნობდი და ასე, რომ ყოფილიყო გავიგებდი.

თქვენ იცნობდით მის ოჯახს?

რა თქმა უნდა. პუტინის მშობლებს რამდენჯერმე შევხვდი. ისიც კი მახსოვს, რომ კლუბ „მეტალისტებში“ ერთ–ერთ შეხვედრაზე ვოვკამ მამა, ვლადიმირ მიტროფანოვიჩი მოიყვანა, თუ სწორად მახსოვს, ისინი ქალაქ კალინინიდან არიან. მამა ლენინგრადში განთქმული მზარეული იყო. ერთ–ერთ რესტორანში შეფმზარეულად მუშაობდა. დედა ძირძველი ლენინგრადელი იყო, სათნო და კეთილშობილი ქალის შთაბეჭდილებას ტოვებდა.

თქვენ პუტინის სპორტულ კარიერაში დიდი წვლილი მიგიძღვით, რა შეგიძლიათ ამაზე მოგვიყვეთ?

არ მიყვარს ტრაბახი, მაგრამ 1970 წელს ლენინის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ტურნირი გაიმართა, სადაც პუტინმა სამბოში სსრკ–ს სპორტის ოსტატის ნორმატივი სწორედ ქართული საბრძოლო ილეთების გამოყენებით შეასრულა. 1971 წელს კი სპორტის ოსტატი ძიუდოშიც გახდა. ამას არც თვითონ უარყოფდა, თუმცა მიღწეულით კმატოფილი არასდროს ყოფილა, მეტის გაკეთება უნდოდა … ჩვები, როგორც მასწავლებლისა და მოსწავლის გზები სწორედ იმ წელს გაიყარა, თუმცა შემდეგ ძერჟინსკსა და მოსკოვში გამართულ ჩემპიონატებზეც შევხვდით ერთმანეთს. 1975 წლიდან პუტინი გერმანიაში დაზვერვის სამსახურში წავიდა, მე კი სამშობლოში დავბრუნდი.

ძველი მეგობარი მას შემდეგ არ გინახავთ, რაც პრეზიდენტი გახდა?

მისი ნახვა ოთხი წლის წინ მოვინდომე. ის უკვე რუსეთის პრეზიდენტი გახლდათ…ვოვკა ჩემ მიმართ მუდამ თბილი იყო, როგორც უფროს–უმცროსი ძმებბი,ისე ვხვდებოდით ერთმანეთს. ვიცოდი, რომ უკვე პრეზიდენტ ვოვკას ნახვა გამიჭირდებოდა, მაგრამ მაინც შევეცადე. ჩავედი მოსკოვში, მივადექი კრემლს … პუტინის ორეული შემახვედრეს. ჩვენი საუბარი ფოტოგრაფმა დააფიქსირა. ორეულმა მითხრა,რომ კგბ–ს თანამშრომელი გვიღებდა და ეს „ასე იყო საჭირო“ . არ ვიცი, რა საჭირო იყო ეს სიცრუე, იმდენ ხანს ვიცნობდი ადამიანს და იმის ამოცნობა, მართლა ის იყო თუ არა, ნამდვილად არ გამიჭირდებოდა. მეწყინა და წამოვედი… რა ვიცი, იმედი მაქვს , მის ნახვასა და მასთან საუბარს ოდესმე შევძლებ.

 წყარო: ჟურნალი „რეიტინგი“

28.02.14

  

fb-share-icon
Tweet
Share1Tweet1

ახალი ამბები

„ძალიან ვთხოვ ყველას, რომ გააშუქოთ!“ – მერაბ შარიქაძის მიმართვა
ახალი ამბები

„ძალიან ვთხოვ ყველას, რომ გააშუქოთ!“ – მერაბ შარიქაძის მიმართვა

12/02/2025
დაკავებულია 28 წლის კაცი, რომელიც 16 წლის გოგოს თბილისის საროსკიპოში მეძავად ამუშავებდა
ახალი ამბები

დაკავებულია 28 წლის კაცი, რომელიც 16 წლის გოგოს თბილისის საროსკიპოში მეძავად ამუშავებდა

10/29/2025
ᲡᲐᲡᲬᲐᲣᲚᲘ ᲑᲣᲠᲗᲗᲐᲜ 10 ᲨᲔᲮᲔᲑᲘᲗ – ᲛᲘᲥᲐᲣᲢᲐᲫᲘᲡ 20 ᲒᲝᲚᲘ TOP 5-ᲨᲘ
ახალი ამბები

ᲡᲐᲡᲬᲐᲣᲚᲘ ᲑᲣᲠᲗᲗᲐᲜ 10 ᲨᲔᲮᲔᲑᲘᲗ – ᲛᲘᲥᲐᲣᲢᲐᲫᲘᲡ 20 ᲒᲝᲚᲘ TOP 5-ᲨᲘ

03/16/2025
ზლატანი, გატუზო, ანჩელოტი, ტოტი, დელ პიერო და სხვანი – რას ამბობენ ლეგენდები ხვიჩას შესახებ
ახალი ამბები

ზლატანი, გატუზო, ანჩელოტი, ტოტი, დელ პიერო და სხვანი – რას ამბობენ ლეგენდები ხვიჩას შესახებ

03/09/2025
“მან ჩემს ქვეყანას და ჩემს ხალხს შეურაცხყოფა მიაყენა, სადმე თუ გადამეყრება, თავს მოვაძრობ” – ილია თოფურიამ პედი პიმბლეტზე ისაუბრა
ახალი ამბები

“მან ჩემს ქვეყანას და ჩემს ხალხს შეურაცხყოფა მიაყენა, სადმე თუ გადამეყრება, თავს მოვაძრობ” – ილია თოფურიამ პედი პიმბლეტზე ისაუბრა

02/14/2025
„მშობლებმა ფრანგული იციან, მაგრამ სახლში ქართულად ვსაუბრობთ”  –  მიქაუტაძე
ახალი ამბები

„მშობლებმა ფრანგული იციან, მაგრამ სახლში ქართულად ვსაუბრობთ” – მიქაუტაძე

02/12/2025

კალენდარი

December 2025
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
« Nov    

სიახლეები

  • “კარი გახსნა და გზაზე გადაირბინა…” – თელავში, 3 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა 12/04/2025
  • „ყურადღებით იყავით, აკონტროლეთ ბავშვები!“ – პედიატრი მშობლებს მიმართავს 12/03/2025
  • „ძალიან ვთხოვ ყველას, რომ გააშუქოთ!“ – მერაბ შარიქაძის მიმართვა 12/02/2025

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In