• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Sunday, July 12, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

საყდრისის დაცვისკენ საქართველოს მსოფლიოს ექპერტები მოუწოდებენ

12 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
საყდრისის დაცვისკენ საქართველოს მსოფლიოს ექპერტები მოუწოდებენ
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

cms-image-000016104საყდრისს დაცვისკენ საქართველოს მსოფლიოს ექპერტები მოუწოდებენ საყდრისს უკვე მისი მოწინაღმდგეებიც იცავენ! უძველესი ოქროს მაღაროს გადასარჩენად ქართველმა და გერმანელმა მეცნიერებმა ერთობლივი რეზოლუცია მიიღეს.

საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ქართულ-გერმანული ექსპედიციის წევრების გარდა რეზოლუციას ხელს აწერენ სხვადასხვა დარგის სპეციალისტები. რეზოლუციაზე ხელმომწერებს შორისაა ცნობილი ქართველი არქეოლოგი ვახტანგ ლიჩელი, რომელიც აქამდე საყდრისის გადარჩენის საწინააღმდეგო პოზიციას ტელედებატებში აფიქსირებდა.

ერთობლივი რეზოლუცია საქართველოს კულტურის მინისტრს გურამ ოდიშარიას უკვე სამუშაო მაგიდაზე უდევს. დღეს, ან ხვალ ამავე დოკუმენტს წარუდგენენ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს. რეზოლუციაზე ხელმომწერი მეცნიერები საყდრისის უძველეს ოქროს მაღაროს მსოფლიო მნიშვნელობის კულტურულ მემკვიდრეობად აფასებენ და მისი დანგრევა დაუშვებლად მიაჩნიათ. სრულად, გთავაზობთ ქართველი და გერმანელი მეცნიერების რეზოლუციის (რომელიც ქართულად და გერმანულადაა დაწერილი) ტექსტს:

“2013 წლის ზაფხულში დაწყებულ ცხარე კამათს, რომელიც დღემდე გრძელდება და საყდრისში მიმდინარე ქართულ-გერმანული გათხრების ინტერპრეტაციასა და მომავალს ეხება, დიდი საერთაშორისო რეზონანსი მოჰყვა, არა მხოლოდ მეცნიერთა შორის, რადგან გარანტირებული არ არის მისი დაცვა, როგორც კულტურული მემკვიდრეობისა, განადგურება ემუქრება არქეოლოგიურ ძეგლს. ძეგლის იმ ინტერპრეტაციას, რომელსაც გათხრების მწარმოებელი არქეოლოგები იძლევიან, ექსპერტთა კომისიის შეფასება უპირისპირდება. ეს დავა მძიმე ტვრითად აწვება საქართველოსა და გერმანიას შორის არსებულ თანამშრომლობას, არქეოლოგიისა და ისტორიული მეცნიერების სფეროში, რის გამოც, შესაძლოა, სრულიად შეუძლებელი გახდეს მრავალი სხვა პერსპექტიული ერთობლივი პროექტის განხორციელება. ეს კი განუზომელ ზიანს მიაყენებდა მეცნიერებასა და მეცნიერებს. უდავოა და არავის გაუხდია სადაოდ, რომ საყდრისის მაღაროს სახით საქმე გვაქვს ადრეული მემაღაროეობის კერასთან. მისი მნიშვნელობა ჯერ სრულად გარკვეული არ არის. უკვე მარტო ამიტომ არის აუცილებელი ადგილზე კვლევის გაგრძელება. გარდა ამისა, განსაკუთრებით საგულისხმოა, რომ საერთაშორისო ცნობადობის პუბლიკაციებში მეცნიერები, რომლებიც გათხრებს აწარმოებენ, იცავენ თეზისს, რომ საქმე მსოფლიოს უძველეს ოქროს მაღაროს ეხება. რეცენზიებსა და განცხადებებში ამ თეზისის საწინააღმდეგო თვალსაზრისია გამოთქმული, თუმცა, ყოვლისმომცველი მეცნიერული კონტრარგუმენტაცია არ გვაქვს. ამგვარად, გათხრების მწარმოებელთა პუბლიკაციები მეცნიერების ამჟამინდელი მდგომარეობის რეპრეზენტაციად გვევლინება საერთაშორისო სივრცეში. სანამ ასეთი ვითარებაა, მაღარო მისაწვდომი უნდა იყოს შემდგომი კვლევისათვის და მისი დანგრევა დაუშვებელია. ამიტომ აუცილებლად მიგვაჩნია, რომ გათხრების ობიექტი იმ დრომდე მაინც იქნას შენარჩუნებული და დაცული, სანამ საერთაშორისო ექსპერტთა კომისია არ წარმოადგენს დასკვნას მის შესახებ. კომისიის დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად საჭიროა, რომ მის შემადგენლობაში არ შედიოდეს, არც ერთი ქართველი და არც ერთი გერმანელი მეცნიერი, ისევე, როგორც არც ერთი იმათგანი, ვისაც მონაწილეობა აქვს მიღებული გათხრებში, ან უკვე აქვს გამოთქმული თავისი აზრი გამოუქვეყნებელ რეცენზიასა და თუ საჯარო გამოსვლაში. ამ რეზოლუციის ხელისმომწერთ სურთ ხელი შეუწყონ იმას, რომ უნებლიეთ გამოუსწორებელი ზიანი არ მიადგეს მეცნიერებას. ამ რეზოლუციის ხელისმომწერთ სურთ საქართველოს აარიდონ იმის საფრთხე, რომ შეიქმნას შთაბეჭდილება, თითქოს საქართველო იმ ქვეყნებს ეკუთვნოდეს, რომლებიც არასაკმარის პატივს მიაგებენ მსოფლიო კულტურულ მემკვიდრეობას.

2 მარტი, 2014 წელი

დოქტორი ბაბლინა ბებლერი, მაინცის მეცნიერებათა და ლიტერატურის აკადემიის მეცნიერ-თანამშრომელი;

დოქტორი ფელიქს ბიტმანი, სანაპიროთა ისტორიული კვლევების ინსტიტუტის სამეცნიერო ხელმძღვანელი, ქვემო საქსონია, ვილჰელმსჰაფენი;

დოქტორი შტეფან ფოიზერი, როსტოკის უნივერსიტეტის ჰაინრიხ შლიმანის სახელობის ინსტიტუტის კლასიკური არქეოლოგიის განყოფილების მეცნიერ-თანამშრომელი;

პროფესორი, დოქტორი პეტერ ფუნკე, ვესტფალიის უნივერსიტეტი, მიუნსტერი;

დოქტორი ირინე ღამბაშიძე, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის არქეოლოგიის ცენტრი;

პროფესორი, დოქტორი კლაუს გოისი, ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტი;

პროფესორი, დოქტორი ლევან გორდეზიანი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

პროფესორი, დოქტორი რისმაგ გორდეზიანი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

დოქტორი მათიას ჰააკე, ვესტფალიის უნივერსიტეტი, მიუნსტერი;

პროფესორი, დოქტორი სვენდ ჰანზენი, გერმანიის არქეოლოგიური ინსტიტუტის ევრაზიის განყოფილების დირექტორი, ბერლინი;

პროფესორი, დოქტორი ალექსანდრე კარტოზია, ოდერის ფრანკფურტის უნივერსიტეტი;

პროფესორი, დოქტორი ნანა ხაზარაძე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრი, თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტი;

პროფესორი, დოქტორი ზუნჰილდ კლაინგერტნერი, ბრემერჰაფენის ნავიგაციის მუზეუმის დირექტორი, ბრემენის უნივერსიტეტი;

პროფესორი, დოქტორი ვახტანგ ლიჩელი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

პრივატ-დოცენტი დოქტორი ფლორიან მიულფრიდი, იენის უნივერსიტეტი;

დოქტორი მანფრედ ნავროთი, ბერლინის ძველი მსოფლიოს და ანტიკური ხანის ისტორიის მუზეუმის კურატორი;

პროფესორი დოქტორ იოჰანეს ნიჰოფ-პანაგიოტიდისი, ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტი;

პროფესორი დოქტორი ანეტე ოტე, გისენის უნივერსიტეტსა და თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის კოორდინატორი, გისენის უნივერსიტეტი;

პრივატ-დოცენტი დოქტორი ანეგრეტ პლონტკე-ლიუნინგი, იენის უნივერსიტეტი; პროფესორი, დოქტორი იოზეფ რისტი, ბოხუმის უნივერსიტეტი;

დოქტორი ალექსანდერ მ. შილინგი, იენის უნივერსიტეტის შუა საუკუნეების ისტორიის კათედრის მეცნიერ-თანამშრომელი; დოქტორი ფრანკ შლაიხერი, იენის უნივერსიტეტი;

პროფესორი, დოქტორი ტასილო შმიტი, გერმანიის უნივერსიტეტების ჰუმანიტარული ფაკულტეტების საბჭოს თავმჯდომარე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მოწვეული ექსპერტი უმაღლესი განათლების დარგში, ბრემენის უნივერსიტეტი;

ბრიგიტა შრადე, ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის განყოფილების თანამშრომელი;

პროფესორი, დოქტორი ტიმო შტიკლერი, იენის უნივერსიტეტი;

პროფესორი, დოქტორი თომას შტიოლნერი, ბოხუმის უნივერსიტეტი;

პროფესორი, დოქტორი ირინე ტატიშვილი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

რობერტ იუბელბაკერი, ნიურნბერგის გარემოს ისტორიის საზოგადოება“

ნინო მიქიაშვილი

18.03.14

Share1Tweet1

ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III
ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III

05/22/2026
5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა
ახალი ამბები

5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა

04/24/2026
1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)
ახალი ამბები

1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)

02/08/2026
თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს
ახალი ამბები

თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს

02/06/2026
ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს
ახალი ამბები

ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს

02/03/2026
ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა
ახალი ამბები

ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა

01/10/2026

საინტერესო

“ეს შენ გეხება – ისევ გვისმენენ” სამართალდამცავებს ეკა მიშველაძის განცხადების საფუძველზე გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებს

“ეს შენ გეხება – ისევ გვისმენენ” სამართალდამცავებს ეკა მიშველაძის განცხადების საფუძველზე გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებს

11 years ago

ნინო კვიტაიშვილი: ჩხუბი მე-6 გაკვეთილის დროს მოხდა და მშობლებს მათი გაცდენის შესახებ უნდა სცოდნოდათ

9 years ago
უნდა აიკრძალოს ონლაინ კაზინოები – პრემიერი

უნდა აიკრძალოს ონლაინ კაზინოები – პრემიერი

5 years ago
ქრთამის აღების ფაქტზე “თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომელი დააკავეს

ქრთამის აღების ფაქტზე „ეროვნული სატყეო სააგენტოს“ თანამშრომელი დააკავეს

10 years ago

ახალი ამბები

ლაგოდეხში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა
ახალი ამბები

ლაგოდეხში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

07/09/2026

მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში - დაღუპულია 25 წლის ახალგაზრდა. შემთხვევა სოფელ ცხაკაიასთან მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, სოფელ არეშფერანში მცხოვრები...

მეტის ნახვაDetails
გიორგი ქოჩორაშვილმა რჩეულს ხელი სთხოვა

გიორგი ქოჩორაშვილმა რჩეულს ხელი სთხოვა

07/07/2026
სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა

სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა

07/04/2026
„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს

„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს

07/04/2026

კალენდარი

July 2026
M T W T F S S
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« Jun    

სიახლეები

  • ლაგოდეხში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა 07/09/2026
  • გიორგი ქოჩორაშვილმა რჩეულს ხელი სთხოვა 07/07/2026
  • სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა 07/04/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by