• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, February 3, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

გურამ ოდიშარიას პასუხი ბიძინა ივანიშვილს

12 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
გურამ ოდიშარიას პასუხი ბიძინა ივანიშვილს
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

odishariaგურამ ოდიშარიამ საპასუხო წერილი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე გაავრცელა, რომელსაც “თბილისი თაიმსი” უცვლელად გთავაზობთ:

“ძალიან ბევრი ადამიანი მიკავშირდება. მეკითხებიან, რა აზრის ვარ ბიძინა ივანიშვილის ტელეინტერვიუზე.

და ასე გადავწყვიტე – რადგან ყველას ცალ-ცალკე ვერ დაველაპარაკები, ჩემს ძველ და ახალ მეგობრებს, ნაცნობებს და უცნობებს Facebook-ით გავესაუბრო. დიდი ხანია, არ მისარგებლია სოციალური ქსელით. სათქმელიც დამიგროვდა. გარდა ამისა, ჩემგან პასუხებს სხვა კითხვებზეც ელოდებიან.

უკანასკნელი ორი-სამი წლის საქართველოზე (მოგვიანებით) რომანის დაწერას ვაპირებდი (დოკუმენტურ-მხატვრულის, ავტობიოგრაფიულის). მაგრამ ვატყობ ჩემს გარშემო მეტად უცნაური სიტუაცია შეიქმნა – ათასი ჭორ-მართალი ირევა პრესაშიც, ტელევიზიებშიც, რადიოში, ფეისბუქზეც, ცილისწამება, შავი პიარი…

ბოლო წლების ჩანაწერები თავზე საყრელად მაქვს. მოკლედ, ჩემს ხელობას ვუხმე და აი, ფეისბუქ-ცნობების (რაღაც დღიურისმაგვარის) წერა დავიწყე. რა თქმა უნდა, ეს არ არის რომანი (რომანი ჯერ შორეული აჩრდილია). ეს ჩემი გულწრფელი ჩანაწერებია მხოლოდ… ყოველ დღე ან თითქმის ყოველ დღე თითო ამბავს ან თითო თემას მოგაწვდით. გამგონე, ვისაც გაგება სურს, მჯერა, უსათუოდ გამიგებს…

“მე შემიძლია, გითხრათ თამამად, რომ კულტურის მინისტრი არ გადის ძალიან კარგ მინისტრებში”, – ასე ამბობდა ჩემზე ბატონი ბიძინა. რა თქმა უნდა, ვეთანხმები.
კულტურის მინისტრი გადის იმ მინისტრებში, რომლებიც საჭიროებენ შემდგომ განვითარებას. მე დავყავი მინისტრები “ძალიან კარგ” და “კარგ” მინისტრებად, ცუდს არ ვეძახი, რადგან მათ გულწრფელად აქვთ სურვილი დაეხმარონ ქვეყანას და განახორციელონ, რაც ევალებათ საკუთარი პოსტიდან გამომდინარე, მაგრამ არ გამოსდით და ამიტომ ბევრი საჭიროებს განვითარებას… კვლავ ვეთანხმები ბატონ ბიძინას.

“ძალიან დიდ პატივს ვცემ, ძალიან კარგი ადამიანია, ძალიან გულწრფელი”, – ეს ჩემზე თქვა. მადლობას მოვახსენებ, ნეტავ, მართლა ასეთი ვიყო…
მან განაგრძო – “მაგრამ ეს არ ყოფნის ყველაფერ იმას, რომ იყო პროფესიონალი და კარგად გამოგივიდეს ყველაფერი. აკლია მას გამოცდილება, აკლია გადაწყვეტილების მიღების დროულობა”.

ეს ასეც არის ხოლმე. ზოგიერთი მტკივნეული საკითხის გადაწყვეტისას ვჭოჭმანობ, რაც ალბათ, მაღალი რანგის ჩინოვნიკისთვის “შეუფერებელია”.

ცხოვრებისეულმა ბევრმა ტკივილმა ადამიანებისადმი ფაქიზი ურთიერთობები დამავალა (მოეპყარი სხვას ისე, როგორც გინდა, შენ მოგეპყრონ). თუმცა მათი გაფრთხილების გამოცდილება და სახელმწიფო მოხელის მტკიცე, დროული გადაწყვეტილების უნარი ხანდახან მართლაც მაგდებს წინააღმდეგობაში…
ახლა ისეთი განცდა მაქვს, ამ მესიჯში მინდა ყველაფერი ჩავატიო… ფაქტია, სათქმელი დამიგროვდა. დამიგროვდა და მინდა გაგიზიაროთ. შევეცდები (თითქმის ყოველდღე) აღვწერო რა ამბები, რაც გადამხდა ჩემი სამინისტროში მუშაობისას, სად დავუშვი შეცდომა და როდის ვიყავი ჩემი გადაწყვეტილებით კმაყოფილი.
რა თქმა უნდა, იმ თემებზეც ვისაუბრებ, რაც საზოგადოებისთვის კულისებსმიღმურია…

თან გზადაგზა მკითხველთა კითხვებსაც ვუპასუხებ.

მომდევნო თემის სახელწოდება ასეთია – “საყდრისი”, – ნათქვამია გურამ ოდიშარიას წერილში.

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, სამოქალაქო მოძრაობა “მოქალაქის” ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ორი დღის წინ, “ტელეიმედის” გადაცემა “პოლიტიკის დროში” განაცხადა., რომ კულტურის მინისტრი არ გადის “ძალიან კარგ მინისტრებს” შორის.

მისივე განმარტებით, მას მინისტრები “ძალიან კარგ” და “კარგ” კატეგორიებად ჰყავს დაყოფილი. “მე შემიძლია გითხრათ თამამად, რომ კულტურის მინისტრი არ გადის ძალიან კარგ მინისტრებში. კულტურის მინისტრი გადის იმ მინისტრებში, რომლებიც საჭიროებენ შემდგომ განვითარებას. მე დავყავი მინისტრები “ძალიან კარგად” და “კარგად”. ცუდს არ ვეძახი, რადგან მათ გულწრფელად აქვთ სურვილი დაეხმარონ ქვეყანას და განახორციელონ, რაც ევალებათ საკუთარი პოსტიდან გამომდინარე, მაგრამ არ გამოსდით და ამიტომ ბევრი საჭიროებს განვითარებას”, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
ამასთან, ყოფილი პრემიერის შეფასებით, გურამ ოდიშარიას გამოცდილება, პრინციპულობა და გადაწყვეტილების მიღების დროულობა აკლია.
“ძალიან დიდ პატივს ვცემ, ძალიან კარგი ადამიანია, ძალიან გულწრფელია, მაგრამ ეს არ ყოფნის ყველაფერ იმას, რომ იყო პროფესიონალი და კარგად გამოგივიდეს ყველაფერი. აკლია მას გამოცდილება, პრინციპულობა, აკლია გადაწყვეტილების მიღების დროულობა და ა.შ”, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

20.03.14

fb-share-icon
Tweet
ShareTweet

ახალი ამბები

ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა
ახალი ამბები

ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა

01/10/2026
ლოცვა, ახალი წლის ღამეს წასაკითხი
ახალი ამბები

ლოცვა, ახალი წლის ღამეს წასაკითხი

12/31/2025
სასამართლოს დამოუკიდებლობით საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულშია
ახალი ამბები

სასამართლოს დამოუკიდებლობით საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულშია

12/10/2025
BBC – საქართველოში მომიტინგეების წინააღმდეგ, სავარაუდოდ, პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენეს
ახალი ამბები

BBC – საქართველოში მომიტინგეების წინააღმდეგ, სავარაუდოდ, პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენეს

12/02/2025
სურსათის ეროვნული სააგენტო თევზის საწარმოებს ამოწმებს – რა დარღვევებია გამოვლენილი
ახალი ამბები

სურსათის ეროვნული სააგენტო თევზის საწარმოებს ამოწმებს – რა დარღვევებია გამოვლენილი

11/21/2025
“ნუ მაქცევთ მკვლელად, თქვენ ხედავთ 35-37კგ, ძაძებით შემოსილ ქალს, რომელიც უსუსურის შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ ცდებით” – მოკლული მასწავლებლის დედა
ახალი ამბები

“ნუ მაქცევთ მკვლელად, თქვენ ხედავთ 35-37კგ, ძაძებით შემოსილ ქალს, რომელიც უსუსურის შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ ცდებით” – მოკლული მასწავლებლის დედა

11/18/2025

კალენდარი

February 2026
M T W T F S S
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728  
« Jan    

სიახლეები

  • „ჯერ კიდევ შოკში ვარ…“ – ბებია, რომელმაც შვილიშვილს “ტიკ-ტოკის” ლაივში სცემა, ციხიდან გაათავისუფლეს 02/02/2026
  • იშვიათი ხატი „კვანძების გამხსნელი“ – ლოცვა, რომელიც ამ ხატის წინაშე იკითხება 01/30/2026
  • „19 წლის ბიჭი ოჯახის წევრს სცემდა, აუპატიურებდა და მოკვლით ემუქრებოდა“ – პოლიციამ ბრალდებული დააკავა 01/30/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In