• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, August 13, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“ჩვენ აბსოლუტურად განადგურებულები ვართ“ – ირლანდიელი მუსიკოსის შემზარავი მკვლელობა გორში

5 years ago
კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი მოვლენები
A A
“ჩვენ აბსოლუტურად განადგურებულები ვართ“ – ირლანდიელი მუსიკოსის შემზარავი მკვლელობა გორში
12
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

გორში, ირლანდიელი მუსიკოსის თომას კენედის სასტიკი მკვლელობის გამო დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, 28 წლის გიორგი ბალაშვილს, 20 წლის გიორგი ქარელს, 19 წლის ზურა ფალავანდიშვილსა და 17 წლის გიორგი ოხანაშვილს 13-დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ, ხოლო 24 წლის ბარმენსა და მუსიკოსს ვასილ ოქროპირიძეს დანაშაულის დაფარვის გამო, 3-დან 7 წლამდე ციხე ელის. გორის სასამართლომ ხუთივე დაკავებულს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა, არცერთი მათგანი ბრალს არ აღიარებს.

28 წლის მუსიკოსმა თომას კენედიმ, რომელიც ირლანდიიდან, მეიოს საგრაფოდან იყო, საქართველოში მოგზაურობა აგვისტოს ბოლოს დაიწყო.

სოციალურ ქსელში, ბოლო შეტყობინებაში თომასი მეგობარს წერდა – „სადმე შორს წასვლას ვფიქრობდი და საქართველო იდეალური აღმოჩნდა. პატარა ქვეყანა დიდი ისტორიით. ჯერ სტალინის მუზეუმი არ მინახავს. ქალაქის გარშემო სანახაობებს ვათვალიერებ. მალე ყაზბეგში ვაპირებ წასვლას“. თომასი ამ შეტყობინებიდან მალევე გორში, ჯერ გაძარცვეს, შემდეგ კი მტკვარში გადააგდეს. პოლიციის განცხადებით, იგი ცოცხალი იყო, როცა ხიდიდან მდინარეში ჩააგდეს.ადრე, სასურველი, სტუმრის მოყვარული, ლაღი, ფერადი, საინტერესო და ღიმილიანი ქვეყანა დაემსგავსა ტომს რომელიც უცხოს ქვაბში ჩასვამს და მის გარშემო ჩვენს მრავალხმიან სიმღერებს და უნიკალურ ცეკვებს ვასრულებთ, ჰო, აი ასეთები ვჩანვართ კანიბალები და უღმერთოებიგიორგი სუხიტაშვილი, გორელი მომღერალი

„ერთი წამით შორიდან შეხედეთ ჩვენს „ღვთით კურთხეულ“, „ღვთისმშობლის წილხვედრ“, „მადლიან და კეთილ“ ქვეყანას. იცით როგორს გვხედავენ?“ – ასე გამოეხმაურა თომას კენედის მკვლელობას გორელი მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი.

„ადრე, სასურველი, სტუმრის მოყვარული, ლაღი, ფერადი, საინტერესო და ღიმილიანი ქვეყანა დაემსგავსა ტომს, რომელიც უცხოს ქვაბში ჩასვამს და მის გარშემო ჩვენს მრავალხმიან სიმღერებს და უნიკალურ ცეკვებს ვასრულებთ, ჰო, აი ასეთები ვჩანვართ კანიბალები და უღმერთოები“ – ამბობს გიორგი სუხიტაშვილი.

შემზარავი მკვლელობა გორში, 7 ოქტომბერს მოხდა. ირლანდიელი მუსიკოსი ქალაქის ცენტრში სეირნობის დროს, მიწისქვეშა გადასასვლელში ჩავიდა, სადაც ქუჩის მუსიკოსები უკრავდნენ. საერთო ენის გამონახვის შემდეგ, გამოძიების მტკიცებით, თომასმა ახლადგაცნობილ გორელებთან ერთად ლუდი დალია, შემდეგ მათ დალევა ბარში განაგრძეს, შემდეგ კი საშაურმეში გადაინაცვლეს. 

პროკურატურის ვერსიით, ბალაშვილმა, ფალავანდიშვილმა, ოხანაშვილმა და ქარელმა თომას კენედის გაძარცვა გადაწყვიტეს, ეს განზრახვა მათ ოქროპირიძეს გაანდეს, რაზეც მან უარი თქვა, თუმცა დანაშაულის შესახებ პოლიციას არ შეატყობინა.

გამოძიების მიხედვით, ღამის საათებში, თომას კენედი რკინიგზის სადგურთან ახლოს გაიყვანეს, სცემეს, გაძარცვეს ტელეფონი და საკრედიტო ბარათი წაართვეს და უგონო მდგომარეობაში მდინარე მტკვარში გადაადგეს.

მეორე დღეს, ბალაშვილმა მოკლულის მობილური ლომბარდში 350 ლარად ჩააბარა, ბრალდებულებმა ამ ფულით ლუდი დალიეს. მტკვარმა თომასის ცხედარი 9 ოქტომბერს, უფლისციხესთან, სოფელ ქვახვრელის ტერიტორიაზე გამორიყა.

“ჩვენ ძალიან მეგობრული ოჯახი ვართ, როგორც ვიცი, თომი სოციალური ქსელით ქართველ გოგონას ესაუბრებოდა და ამის გამო წავიდა საქართველოში. არ ვიცი აქედან რა გამოვიდა, შეხვდნენ თუ არა ისინი, თუ მარტო მოგზაურობდა იქ“ – უთხრა ბრიტანულ მედიას თომის ბიძამ დარენ პოინტონმა. მისივე თქმით, „თომი ძალიან კარგი ადამიანი იყო, იგი სამი წელია არ სვამდა და ოჯახი გულდაწყვეტილია ინფორმაციით, რომ თომმა დალია“.ჩვენ აბსოლუტურად განადგურებულები ვართ, სიტყვები არ გვყოფნის, ცხოვრება აღარასოდეს იქნება ისეთი, როგორიც იყო, ჩვენი მშვენიერი და ნიჭიერი ბიჭის გარეშეოლივია ბარეტი, მოკლული თომას კენედის ბიძაშვილი

“ჩვენ აბსოლუტურად განადგურებულები ვართ, სიტყვები არ გვყოფნის, ცხოვრება აღარასოდეს იქნება ისეთი, როგორიც იყო, ჩვენი მშვენიერი და ნიჭიერი ბიჭის გარეშე“ – ამბობს თომას კენედის ბიძაშვილი ოლივია ბარეტი.

ოლივია ბარეტმა 12 ოქტომბერს საქართველოში თომასის ოჯახის წევრების ჩამოსვლისთვის და ცხედრის გადასასვენებლად, სოციალურ ქსელში ფინანსური დახმარება ითხოვა. ირლანდიაში ამ თხოვნას დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ერთ დღეში უკვე შეგროვდა 40 000 ევროზე მეტი და თანხის გადარიცხვა თომასის ოჯახის დასახმარებლად ამ დრომდე გრძელდება. 

თომასის ცხედრის გადასასვენებლად ირლანდიაში ერთ დღეში 40 000 ევრო შეგროვდა
თომასის ცხედრის გადასასვენებლად ირლანდიაში ერთ დღეში 40 000 ევრო შეგროვდა

თანხის შეგროვებაში აქტიურად არის ჩაბმული, ირლანდიაში სპორტის ეროვნული სახეობის, გელური ფეხბურთის კლუბი, ლაჰარდანეს McHales GAA. თომასი 14 წლის ასაკში მშობლიური სოფლის გუნდის კაპიტანი ყოფილა და იუნიორთა შორის, მეიოს საგრაფოს ჩემპიონიც გამხდარა. 

Share5Tweet3

ახალი ამბები

ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად – ტარიელ კაკაბაძე
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად – ტარიელ კაკაბაძე

08/12/2026
ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა
ახალი ამბები

ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა

08/10/2026
ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა
ახალი ამბები

თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა

08/10/2026
თბილისის ზღვაში 17 წლის ბიჭი დაიხრჩო
ახალი ამბები

თბილისის ზღვაში 17 წლის ბიჭი დაიხრჩო

08/09/2026
ნატა ვიბლიანის ადვოკატი მიმართვას ავრცელებს
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანის ადვოკატი მიმართვას ავრცელებს

08/09/2026

საინტერესო

ფილმები, რომლებიც ცხელ ზაფხულს უხდება

ფილმები, რომლებიც ცხელ ზაფხულს უხდება

5 years ago
დღეს ,,ქართული ღვინის კვირეული“ იწყება

2018 წლის 4 თვეში ქართული ღვინის ექსპორტი 36%-ით გაიზარდა

8 years ago

მიხეილ ჯანელიძე უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტროს კომისარსშეხვდა

10 years ago
საუკეთესო მსახიობი ქალი ოლივია კოლმანი გახდა

საუკეთესო მსახიობი ქალი ოლივია კოლმანი გახდა

7 years ago

ახალი ამბები

ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად – ტარიელ კაკაბაძე
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად – ტარიელ კაკაბაძე

08/12/2026

ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად - ამის შესახებ ადვოკატი ტარიელ კაკაბაძესოციალურ ქსელში წერს. ცნობისთვის, 90-იან წლებში, სვანეთში, 9 წლის...

მეტის ნახვაDetails
ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა

ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა

08/10/2026
ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა

თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა

08/10/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად – ტარიელ კაკაბაძე 08/12/2026
  • ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა 08/10/2026
  • ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი” 08/10/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by