• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Monday, August 10, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ვინ გვემსახურება დღეს – ტაქსების კომპანიების ხარისხი და კვალიფიკაცია

12 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
ვინ გვემსახურება დღეს – ტაქსების კომპანიების ხარისხი და კვალიფიკაცია
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

taxiXXI საუკუნეში დრო თითქოს კიდევ უფრო სწრაფად გადის, ყველას სადღაც ეჩქარება, ყველა ცდილობს სწრაფად გადაადგილდეს, ამისათვის კარგია თუ საკუთარი ავტომობილი გყავს, თუმცა სწრაფი გადაადგილების ალტერნატიური საშუალებაც არსებობს, ეს ტაქსებია, რომლებიც ასე მომრავლდნენ ჩვენი დედაქალაქის ქუჩებში. ტაქების ყველა მგზავრს კი სწრაფად, იაფად და კომფორტულად მგზავრობა სურს. თუ როგორ ემსახურებიან სხვადასხვა კომპანიები მგზავრებს, მომსახურება და მგზავრობა რამდენად, კვალიფიციური და უსაფრთხოა, ამის გასაგებად „თბილისი თათიმსი“ დღეს არსებული ტაქსების რამოდენიმე  კომპანიას გაესაუბრა.

ტაქსი 5: „ჩვენ მძღოლებს ვთხოვთ მართვის მოწმობის, პირადობის მოწმობის წარმოდგენას. ასევე ვამოწმებთ მათ ნასამართლეობას და იმყოფებიან თუ არა აღრიცხვაზე, ასევე ჯარიმები აქვთ თუ არა, მათი მანქანები უნდა იყოს გამართული, ასევე შიგნით სისუფთავე უნდა იყოს, რომ მგზავრს ჩაჯდომა არ გაუჭირდეს. მძღოლის აყვანის შემდეგ მათ სისტემატიურად ვამოწმებთ, გვყავს იმდენი ბრიგადირი რამდენი მძღოლიცაა და ყოველ კვირას ვმართავთ თათბირს, იქ განვიხილავთ მგზავრებს ქონდათ თუ არა რაიმე სახის პრეტენზიები ან პრობლემები. ჩვენი მაქნანების გამოძახება ასევე შეიძლება Skype-ის საშუალებითაც. რაც შეეხება ოპერატორებს, სასურველია გამოცდილნი იყვნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი სტაჟირებას ჩვენთან გაივლიან. ხშირირად გვაქვს სარეკლამო რგოლები, ვცდილობთ რომ მაქსიმალურად დაბალი ფასები დავაწესოთ და თავი დავიმკვიდროთ ადგილობრივ ბაზარზე, მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყველა კომპანიას კონკურენტად მივიჩნევთ.“

ნოსტალგია: „ჩვენი კომპანიისაგან მძღოლები ქირაობენ ავტომობილებს და რაციებს, ეს ავტომობილები გადამოწმებულ მდგომარეობაში გადაეცემათ მათ, ამიტომ ჩვენს კომპეტენციაში არ შედის მძღოლების შემოწმება და მათი შემდგომი მონიტორინგი. რაც შეეხება ოპერატორებს განცხადებები იდება Jobs.ge-ზე, რომ კომპანიას ესაჭიროება ოპერატორი, ისინი უნდა იყვნენ სხარტები და კარგად უნდა იცოდნენ ქართულად წერა, მხოლოდ ამის შემდეგ ხდება მათი სამსახურში მიღება. ჩვენი კლიენტების ვინაობა და რაოდენობა კონფიდენციალურია.  სხვა კომპანიებისაგან გამოვირჩევით დაბალი ფასებით, ამიტომ არც ერთ კომპანიას  არ მივიჩნევთ კონკურენტად.“

დავინი: „ჩვენ გვაკითხავენ მძღოლები საკუთარი მანქანებით, ის მანქანები, რომლებიც აგვყავს უნდა მუშაობდეს გამართულად. ავტომობილები კი ძირითადად მერსედესის მარკისაა. ავტომობილის შემოწმების შემდეგ, ხდება მძოლებთან გასაუბრება, მათ ესაუბრება ფსიქოლოგი. აყვანის შემდეგ თავად მენეჯერი ანუ მე ვაკონტროლებ მძღოლებს, ასევე მე დავდივარ ტაქსით, ვესაუბრები კლიენტებს და ამავდროულად ყველა კლიენტს აქვს ჩემი ნომერი. ყველას შეუძლია დარეკოს და გამოთქვას პრეტენზია, გვითხრან  მძღოლი ნასვამი იყო, მომსახურეობა არ მომეწონა  და ა.შ. დღეში საშუალოდ 300 კლიენტი გვყავს, ასევე ვემსახურებით VIP კლიენტებსაც, რომლებიც ძირითადად სხვადასხვა კომპანიები არიან. ჩვენს კომპანიაში  ოპერატორები, რომ მივიღოთ ამისათვის ისინი უნდა ფლობდნენ ინგლისურ და რუსულ ენებს,  კარგად უნდა იცნობდნენ ქალაქს. მიღების შემდეგ ოპერატორები თავად კომპანიაში გადიან პრაქტიკას. 8 თვეა რაც ჩვენი კომპანია ბაზარზე შემოვიდა და გვაქცს დაბალი ფასები, კარგი მომსახურეობა და გამართული მანქანები. რაც შეხება კონკურენციას, ტაქსების ყველა კომპანია მიგვაჩნია კონკურენტად.“

ომეგა ტაქსი: „ჩვენი კომპანია 2005 წლიდან არის ბაზარზე და აქედან მოყოლებული საკმაოდ ბევრი კლიენტი გვყავს და მათი რიცხვი დღითიდღე იზრდება. ვემსახურებით არა მარტო ქართველ კლიენტებს არამედ უცხოელებსაც. მძღოლების აყვანა ჩვენს კომპანიაში  გასაუბრებით ხდება, ისინი ასევე გადიან ნარკოლოგიურ შემოწმებასაც, გვაქვს GPS სისტემა, ამიტომ კონტროლდება მძღოლების ყოველი გადაადგილება, ასევე ყოველ კვირას მოწმნდება როგორც მანქანების გამართულობა ასევე სისუფთავე. ოპერატორების მისაღებად ჩვენ ვაქვეყნებთ განცხადებებს. ისინი უნდა იყვნენ კომუნიკაბელურები, უნდა იცოდნენ ენები და სასურველია ქონდეთ სამუშაო გამოცდილება. რაც შეეხება ჩვენს ნიშას, ჩვენს კომპანიას არასოდეს ვუკეთებთ რეკლამას, ჩვენი მომსახურების ხარისხს ყოველთვის საქმით ვამტკიცებთ. არც არავის კონკურენტად ვთვლით თავს და არც არავის მივიჩნევთ კონკურენტად“

„თბილისი ტაქსი“: „ჩვენ თავიდან დიდი კომპანია ვიყავით, თუმცა მოხდა ჩვენი დაშლა, მძღოლები შემორჩენილი გვყავს ძველი კომპანიიდან, ამიტომ მათ საკმაო გამოცდილება აქვთ. სულ 17-18 მანქანა გვყავს, მგზავრებთან პირადად ვსაუბრობ და ვამოწმებ კმაყოფილნი არიან თუ არა ჩვენი მომსახურეობით. ამ პერიოდში დღეში საშუალოდ 60-10 კლიენტი გვყავს, სხვა დროს მათი რაოდენობა 100-ზე ადის. ჩვენ სხვა კომპანიებთან შედარებით შიძლება 1-2 ლარით მაღალი ფასები გვაქვს, მაგრამ მათგან განსვავებით ჩვენი მძღოლები შორეულ გამოძახებაზეც მიდიან. მაგალითად შიძლება კლენტი იყოს გლდანში და ჩვენი მძღოლი რუსთაველიდან წავიდეს, ხოლო სხვა კომპანიები გამოძახების ადგილთან ახლოს თუ არა არიან გამოძახებაზე ან აგვიანებენ ან საერთოდ არ მიდიან. რაგდან პატარა კომპანიაა ოპერატორებიც არ გვყავს და მხოლოდ მე ვპასუხობ შემოსულ ზარებს. რაც შეეხება კონკურენციას, ყველა კომპანიას ჩვენს კონკურენტად ვთვლით“

მწვანე ტაქსი: „მძღოლების მიღება ხდება გასაუბრებით, ასევე მოწმდება მანქანის სისუფთავე, ნარკოლოგიურ შემოწმებას არ ვითხოვთ, ვამოწმებთ მართვის მოწმობას. საშუალოდ 70-80 კლიენტი გვყავს დღეში და მძღოლების მომსახურების მონიტორინგის მიზნით თავად ვესაუბრებით მგზავრებს. ოპერატორებიც ასევე გასაუბრებით აგვყავს, მათ დირექტორი ესაუბრება, ისინი უნდა ფლობდნენ ინგლისურ და რუსულ ენებს. ჩვენ გამოვირჩევით იმით, რომ ჩვენი ავტომობილები მრიცხველით მოძრაობენ, ამიტომ მგზავრობა ძალიან იაფი ჯდება, თუმცა საქართველოში ეს ახალი პრაქტიკაა და მგზავრები უპირატესობას მაინც მრიცხველის გარეშე მზავრობას ანიჭებენ. ყველა ტაქსების კომპანიას კონკურენტად მივიჩნევთ“

ბედაური: „ჩვენ მძღოლებიც და ოპერატორებიც გასაუბრებით აგვყავს, საჭიროა მძღოლს ქონდეთ გამოცდილება, ასევე ისინი გადიან ნარკოლოგიურ შემოწმებასაც. დღეში საშუალოდ გვყავს 1200-1300 კლიენტი. ჩვენი მძღოლების მომსახურეობას ყოველთვის ვამოწმებთ, ვეკითხებით მგზავრებს კმაყოფილნი არიან თუ არა. რაც შეეხევა VIP კლიენტებს, მათთან ხელშეკრულებას არ ვაფორმებთ. ჩვენ გამოვირჩევით ხარიხხიანი მომსახურებით და კარგი მანქანებით, ამიტომ კონკურენტიც არ გვყავს.“

31.03.14

ანო მუქათარიძე

ShareTweet

ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”
ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს
ახალი ამბები

ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს

08/05/2026
ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო
ახალი ამბები

ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო

08/02/2026
შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა
ახალი ამბები

შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა

07/17/2026
ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს

07/18/2026
მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III
ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III

05/22/2026

საინტერესო

სახლი ბეთლემის ქუჩაზე – თბილისური შენობა ვიტრაჟებიანი სადარბაზოთი

სახლი ბეთლემის ქუჩაზე – თბილისური შენობა ვიტრაჟებიანი სადარბაზოთი

7 years ago
“მე ძალიან ვგულშემატკივრობ ვიზალიბერალიზაციის საკითხს საქართველოსთან მიმართებაში”

“საქართველომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა თავისი ახალგაზრდა დემოკრატიის სიმწიფე და გამართულობა”

10 years ago
გაერო-ს ადამიანის უფლებათა კომიტეტის გადაწყვეტილების აღსრულების მექანიზმი იქმნება

იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, ახალშობილთა  სასაჩუქრე პაკეტი უმჯობესდება

8 years ago
რა მატებს ქრისტიანულ დღესასწაულებს განსაკუთრებულობას?!

რა მატებს ქრისტიანულ დღესასწაულებს განსაკუთრებულობას?!

11 years ago

ახალი ამბები

ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა
ახალი ამბები

ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა

08/10/2026

ახალგორში, სოფელ ციხისძირში ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა. ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელში ვრცელდება. „ახალგორის რაიონულ...

მეტის ნახვაDetails
ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა

თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა

08/10/2026
თბილისის ზღვაში 17 წლის ბიჭი დაიხრჩო

თბილისის ზღვაში 17 წლის ბიჭი დაიხრჩო

08/09/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა 08/10/2026
  • ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი” 08/10/2026
  • თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა 08/10/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by