სახალხო დამცველი დღეს პარლამენტს ადამიანის უფლებების კუთხით 2013 წლის მდგომარეობის შესახებ ანგარიშს წარუდგენს. როგორც უჩა ნანუაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ანგარიშში 333 გვერდია და მასში საუბარი არის აბსოლუტურად ყველა მნიშვნელოვანი დარღვევის შესახებ, რომელსაც ადგილი ჰქონდა გასულ წელს, ასევე მიმდინარე წლის დასაწყისში.
“გადავწყვიტეთ ანგარიშში შეგვეტანა ყველა ის მნიშვნელოვანი მოვლენა და ტენდენცია, რომელსაც ადგილი ჰქონდა გასულ წელს. შეიძლება ითქვას, რომ მიუხედავად დაძაბულობისა, გასულ წელს ფუნდამენტური დარღვევები არ ყოფილა”, – აღნიშნა ომბუდსმენმა.
მისივე თქმით, დაფიქსირდა გარკვეული პროგრესი რიგ საკითხებში, თუმცა არის ის საკითხებიც, რომლებიც გადაჭრას საჭიროებენ. ამასთან, უჩა ნანუაშვილი პარლამენტს, სამთავრობო უწყებებს რამდენიმე რეკომენდაციითაც მიმართავს.
31.03.14