• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, May 8, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“უვიზო მიმოსვლას ჩვენ ვუყურებთ, როგორც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების კიდევ ერთ კონკრეტულ შედეგს”

10 years ago
in პოლიტიკა
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

kvirikaსაქართველოს მოქალაქეთათვის უვიზო მიმოსვლას ჩვენ ვუყურებთ, როგორც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების კიდევ ერთ კონკრეტულ შედეგს,–ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა საერთაშორისო კონფერენციაზე– „ევროპის ცვალებადი გეოსტრატეგიული ლანდშაფტი ვარშავის სამიტის შემდეგ“  განაცხადა.

კონფერენციის ფარგლებში გამართულ სადისკუსიო სესიას  “მაკეინის ინსტიტუტის” დირექტორიდევიდ კრამერი უძღვებოდა. ამერიკელი ანალიტიკოსი დაინტერესდა, თუ  როგორ აფასებს საქართველოს მთავრობის მეთაური ევროკავშირთან  ვიზალიბერალიზაციის პროცესში მიღწეულ პროგრესს.

გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია საქართველოს მოქალაქეებისთვის  უვიზო რეჟიმის ამოქმედება საპარლამენტო არჩევნებამდე მოხდეს, რაც მისი თქმით,  გააძლიერებს პროდასავლურ სულისკვეთებას მოსახლეობაში და ევროპის მოწინააღმდეგე ძალებს არ მისცემს რიტორიკის წარმართვის შესაძლებლობას.

„ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ უკიდურესად მნიშვნელოვანია საქართველოს მოქალაქეთათვის ევროპის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის შემოღება, რაც დაემატება და შეავსებს ჩვენს შეთანხმებას ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ. დღეს მცირე მეწარმეებისთვის არც თუ ისე იოლია ევროპაში მოგზაურობა, რის გამოც შეფერხებულია მათი საქმიანობა. ასე რომ, უვიზო მიმოსვლას საქართველოს მოქალაქეთათვის ჩვენ ვუყურებთ, როგორც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების კიდევ ერთ კონკრეტულ შედეგს. ჩვენ დარმუნებულნი ვართ, რომ საქართველომ შეასრულა ყველა აუცილებელი პირობა და მოთხოვნა და ჩვენ ვიმსახურებთ უვიზო მიმოსვლას. გამოვთქვამ დიდ იმედს, რომ საქართველოსთვის ვიზების ლიბერალიზაცია ძალაში შევა იმაზე ადრე, ვიდრე ამას კომისარი ჰანი ვარაუდობს. დიდ მადლობას მოვახსენებ ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლების, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტს, რომელმაც გუშინ „მწვანე“ აუნთო საქართველოს მოქალაქეთათვის უვიზო მიმოსვლის შესახებ შემდგომ დისკუსიებს. გამოვთქვამ იმედს, რომ უვიზო მიმოსვლის შემოღება შესაძლებელი იქნება უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის სრულად შემოღებამდე. მეორე მხრივ, ეს არის შემდგომი დისკუსიის თემა. საქართველოში პროდასავლური სულისკვეთების გასაღვივებლად უკიდურესად მნიშვნელოვანია შედეგების მიღწევა 8 ოქტომბრის არჩევნებამდე, მენდეთ, ამას არ ვამბობ ჩემი პარტიის ინტერესებიდან გამომდინარე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია პროდასავლური განწყობის ასამაღლებლად და ანტიევროპული ძალების მიერ თავიანთ კამპანიაში ამ დროებითი შეფერხების ბოროტად გამოყენების პრევენციისთვის,“–აღნიშნა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა ვრცლად ისაუბრა საქართველოსა და მთლიანად რეგიონის წინაშე არსებულ გამოწვევებზე. მისი თქმით, საქართველო არის ქვეყანა, რომელიც დაინტერესებულია რეგიონის სტაბილური და დემოკრატიული განვითარებით. გიორგი კვირიკაშვილმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას გაუსვა ხაზი  და აღნიშნა,  რომ რუსეთი დიდ გავლენასახდენს ოკუპირებული აფხაზეთის და ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობებზე.

”რუსეთი დიდ გავლენას ახდენს ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტომთავრობებზე. რამდენიმე თვის წინ საოკუპაციო ხაზზე ქართველი მოკლეს. კამერამ გადაიღომკვლელი და ეს ადამიანი ჯერ კიდევ თავისუფალია. რასაკვირველია, ჩვენ ვხედავთ, რომ ესპროცესი უარყოფით ზეგავლენას ახდენს მთავრობის იმიჯზე, მმართველი პარტიის იმიჯზე.ყოველდღიურად აკავებენ ეთნიკურ ქართველებს საოკუპაციო ხაზის მახლობლად მისიგადაკვეთის გარეშეც კი, როდესაც ისინი საქონელს მწყემსავენ, შეშას აგროვებენ. რამდენიმე დღითციხეში ჰყავთ გამოკეტილი, დაკავებული და ეს პროცესი, რა თქმა უნდა, ხელს უშლისსაქართველოს სტაბილურობას“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ–მინისტრის თქმით, აუცილებელია რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება და გრძელვადიანი გამოსავლის ძიება, რაც სრულიად გამორიცხავს კომპრომისს სტრატეგიულ საკითხებთან დაკავშირებით, როდესაც საქმე ეხება ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.

„როდესაც ვამბობთ „სუვერენიტეტს“, ჩვენ ვგულისხმობთ ქართველი ხალხის, ქართველი ერის სუვერენულ გადაწყვეტილებას დასავლურ გზასთან დაკავშირებით. დაუშვებელია ამ გადაწყვეტილების შეცვლა, რადგანაც ის ასახავს ქართველი ხალხის ნებას, გამოხატულს არაერთხელს სხვადასხვა გამოკითხვისა თუ კვლევის ფარგლებში. მიუხედავად ამისა, ჩვენი სურვილია, რუსეთის გზავნილის მიწოდება იმის შესახებ, რომ ჩვენ არ უნდა ჩავერთოთ კიდევ ერთ კონფლიქტში და ჩვენ თავი უნდა ავარიდოთ ჩვენს ურთიერთობებში შემდგომ გართულებას, განსაკუთრებით სამხედრო ხასიათის გართულებას, რასაც სავალალო შედეგები შეიძლება მოჰყვეს არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთლიანად რეგიონისთვის. რასაკვირველია, ურთიერთობები ტურიზმისა და ვაჭრობის სფეროებში შეიძლება განვიხილოთ, როგორც ამ ურთიერთობებში დაძაბულობის შემსუბუქების ინსტრუმენტები, რათა შეიქმნას საფუძველი პრობლემების გრძელვადიან ჭრილში გადაჭრისთვის, რასაკვირველია, ჩვენი დასავლელი პარტნიორების ჩართულობით,“–განაცხადა პრემიერმა.

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების თემაზე, ისაუბრა რეგიონული მნიშვნელობის ენერგოპეროეტებზე  და ხაზი გაუსვა ენერგოსექტორში აზერბაიჯანთან თანამშრომლობის მნიშვნელობას. გიორგი კვირიკაშვილისთქმით, საქართველო მდიდარია ენერგორესურსებით და მას შეუძლია მიაღწიოს სტაბილურენერგეტიკულ ბალანსს. მანვე სპეკულაციური უწოდა „გაზპრომთან“ დაკავშირებით გაკეთებულ პოლიტიკურ განცხადებებს.
”ჩვენ გავაგრძელებთ აზერბაიჯანთან ენერგოსექტორში ურთიერთობას. არ არსებობსსპეკულირების საფუძველი „გაზპრომთან“ ურთიერთობის დამყარების შესახებ, რადგან გვაქვსკარგი ურთიერთობები „სოკართან“. ეს სტრატეგიულად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რომურთიერთობები შევინარჩუნოთ, რადგანაც ჩვენ, როგორც წარსულში ვნახეთ, „გაზპრომის“ გაზიბევრჯერ იქნა გამოყენებული პოლიტიკური მიზნებისთვის”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ–მინისტრმა ასევე შეაფასა  საქართველოში არსებული მედიაგარემო და უპასუხა შეკითხვას ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის საქმესთან დაკავშირებით. მისი თქმით, საქართველოს მთავრობა ძალისხმევას არ იშურებს, რათა უზრუნველყოს თავისუფალი მედიასივრცე და არ მოხდეს მედიის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევა.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თავისუფალი მედიასივრცე იქნას უზრუნველყოფილი.ყველას შეუძლია შეამჩნიოს განსხვავება მედიაგარემოში, რაც იყო წლების წინ და ახლა. გასულწელს ჩვენ გადავედით ციფრულ მაუწყებლობაზე და  მოქმედი კანონმდებლობით დღეს 10 დღესჭირდება ახალი არხის გახსნას. „რუსთავი 2“ საქმეს რაც შეეხება, მას გააჩნია ორი განზომილება.პირველი – მფლობელობის და ჩვენ ვერ ჩავერევით სასამართლოს საქმიანობაში და მეორეგანზომილება არის მედიის თავისუფლება. მე ძალიან ბევრი მხარდამჭერი განცხადება გავაკეთე ამარხის მიმართ, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრად ყოფნის დროს. შევთავაზეთ ასევემედიასაბჭოს შექმნა. თუ ვინმეს აინტერესებს „რუსთავი 2“-ის შენარჩუნება ისე როგორც ის არისდღეს, ეს არის პირველ რიგში მთავრობა“, – აღნიშნა პრემიერმა.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა ისაუბრა მომავალი 4 წლის სამოქმედო გეგმაზე.  მისი თქმით,სამთავრობო რეფორმების გეგმა ითვალისწინებს ქვეყნის სწრაფ განვითარებას ისეთიმნიშვნელოვანი მიმართულებებით, როგორიცაა: ეკონომიკური რეფორმები, განათლების სისტემის რეფორმირება, მმართველობის ფუნდამენტური ცვლილება, ინფრასტრუქტურული პროექტების დაჩქარება.

 

 

Facebook კომენტარები
ShareTweet

ახალი ამბები

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე
ახალი ამბები

ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025
ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ
ახალი ამბები

ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ

06/14/2025
“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი
ახალი ამბები

“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი

05/30/2025

საინტერესო

ანგელა მერკელი ერთსქესიანთა ქორწინების წინააღმდეგია

ანგელა მერკელი ერთსქესიანთა ქორწინების წინააღმდეგია

11 years ago
აშშ დოლარის ოფიციალური კურსი 2.26 ლარი გახდა

ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება კვლავ 2.3341 ლარია

10 years ago

შპს "მარაბდა-კარწახის რკინიგზას" ახალი დირექტორი ყავს

13 years ago
ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული სააგენტო შეიქმნება

ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული სააგენტო შეიქმნება

7 years ago

ახალი ამბები

“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი
ახალი ამბები

“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი

05/07/2026

როგორ ლანძღავდნენ და აკნინებდნენ ჩვენ პატრიარქს და როგორ ითმენდა ყველაფერს, ერთი პასუხი არ გასცა არავის. როგორ შეურაცხყოფას აყენებენ მეუფე შიოს,...

Read moreDetails
„სუბსიდირების თანხა იზრდება…“ – ვის შეეძლება ცვლილებებით სარგებლობა

„სუბსიდირების თანხა იზრდება…“ – ვის შეეძლება ცვლილებებით სარგებლობა

05/07/2026
გიგა ავალიანის საქმის პროკურორი: ნია იმნაძეს იძულების გზით მოიყვანს პოლიცია და მას მოუწევს კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული პასუხის გაცემა

გიგა ავალიანის საქმის პროკურორი: ნია იმნაძეს იძულების გზით მოიყვანს პოლიცია და მას მოუწევს კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული პასუხის გაცემა

05/07/2026
ცნობილია გაფართოებული კრების თარიღი, სადაც საქართველოს კათალიკოს პატრიარქს აირჩევენ

ცნობილია გაფართოებული კრების თარიღი, სადაც საქართველოს კათალიკოს პატრიარქს აირჩევენ

05/07/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • “პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი 05/07/2026
  • „სუბსიდირების თანხა იზრდება…“ – ვის შეეძლება ცვლილებებით სარგებლობა 05/07/2026
  • გიგა ავალიანის საქმის პროკურორი: ნია იმნაძეს იძულების გზით მოიყვანს პოლიცია და მას მოუწევს კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული პასუხის გაცემა 05/07/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by