• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, August 14, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ჩემი მთავარი სურვილი იყო შემექმნა ჭიქები ქართული წარწერებით – ირაკლი თოფურია

9 years ago
კატეგორია: ეკონომიკა
A A
ჩემი მთავარი სურვილი იყო შემექმნა ჭიქები ქართული წარწერებით – ირაკლი თოფურია
28
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ქართულ ბაზარზე კიდევ ერთი ახალი ბრენდი გამოჩნდა. „სვი“-მოხატული ჭექების ქართული  ბრენდია, რომელიც დაკავშირებულია ჩვენს მოგონებებთან, ისტორიასთან მოგზაურობასა და ჰობთან. მისი დამფუძნებელი გრაფიკული დიზაინერი ირაკლი თოფურიაა, რომელიც ძალიან ბევრი ცნობილი ლოგოს ავტორია. ალბათ ყოველდღიურად შეხვდებით მის მიერ დამზადებულ საქართველოს ტურისტულ ლოგოს, ცენტრალური საარჩევნო კომისისს, გარემოს დაცვის სამინისტროს, m2-ისა და ფეი ბოქსის ლოგოებს.  წარმატებებული კარიერის მიუხედავად გადაწყვიტა, საკუთარი ძალები ბიზნესშიც მოესინჯა. ირაკლი თოფურია „თბილისი თაიმსთან“ ბრენდის  შექმნისა და სამომავლო გეგმების შესახებ საუბრობს.

ჩვენს მკითხველს რომ მოუყვეთ, როგორ შეიქნა მოხატული ჭიქების ბრედნი „სვი“?

– ვარ გრაფიკული დიზაინერი  და გარდა  ჩემი პროფესიისა ყოველთვის მქონდა სურვილი მქონოდა საკუთრი საქმე და შემექმნა  ბრენდი. მინდოდა, რაღაც ისეთი გამეკეთებინა რაც სიამოვნებას მომანიჭებდა და შემოქმედებითად ბოლომდე დავიხარჯებოდი. იქიდან გამომდინარე, რომ თავად მიყვარს ჭიქები და ვაგროვებ კიდევაც განსხვავებულ ჭიქებს, გადავწყვიტე ამ საქმისთვის მომეკიდა ხელი. ქართულ ბაზარზე საკმაოდ მწირი არჩევანია ბრენდირებული ჭიქების და უმეტეს მათგანზე ვხვდებით უცხო ენაზე გაკეთებულ წარწერებს, რაც ყოველთვის მაწუხებდა. ამიტომ ჩემი მთავარი სურვილი იყო შემექმნა ჭიქები ქართული წარწერებით, რათა   ქართული გახდეს  უფრო მეტად მოდური და ტენდენციური.

როგორია  შექმნის პროცესი და როგორ მზადდება ჭიქები?

– ხელნაკეთი ჭიქების, რომლებიც იქმნება  ხელით, იხატება, შრება და მუშავდება, დაზიანება შედარებით მარტივია. ამიტომ, ჩვენი ჭიქები უფრო მეტად პრაქტიკულად  გამოსაყენებალი რომ ყოფილიყო, გადავწყვიტეთ დაგვემზადებინა  ქარხნული მეთოდით. პირველად მუშავდება იდეა, თუ რისი გადატანა გვინდა ჭიქაზე, შემდეგ კომპიუტერის დახმარებით იქმნება ნახატები და ბოლოს, ქარხნული მეთოდით გადადის ჭიქებზე. გამოსახულება მკაფიო  და ერთნაირია, რაც    გვაძლევს ხარისხის გარანტს. რაც შეეხება ნახატებს, დიდი ნაწილი ჩვენი შექმნილია.  თუმცა გვაქვს ისეთი მცირე დეტალები,რომლებსაც ინტერნეტიდან ვიღებთ,ვახდენთ მათ  მოდიფიცირაბას, რათა მოვარგოთ ჩვენს სტილსა და გემოვნებას.

ინდივიდუალური  შეკვეთებითაც თუ ამზადებთ ჭიქება?

– ინდივიდუალურ შეკვეთებს არ ვიღებ, რადგან ხშირად გვთხოვენ ისეთი რაღაცის გაკეთებას, რაც ჩვენს გემოვნებაში არ ჯდება. ამიტომ უარს ვეუბნებით მათ დამზადებაზე. ყველაფერში მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა.  რა თქმა უნდა, ვითვალისწინებთ მომხმარებლის სურვილებსა და ინტერესებს, თუმცა მეორე მხრივ, ჩვენი ხედვებისა და შეხედბულებიბის გათვალისწინებით. გვირჩევნია, ჩვენი ხედვით, დაკვირვებითა და გემოვნებით გავაკეთო ყველაფერი.

რა სახის ნივთებს ამზადებთ და გაქვთ თუ არა კონკრეტული თემატიკა?

– ძირითადად ჭიქებს, რადგან ჩვენ ჭიქების ბრენდი ვართ. თუმცა, გვაქვს ჭიქების სადგამები და  „კოპლები“. რაც შეეხება თემატიკას, კონკრეტული მიმართულება არ გვაქვს. თემატიკა საკმაოდ მრავალფეროვანია: მუსიკა, მხატვრობა, სპორტი, მოგზაურობა, სერიალები, მულტფილმები და ა.შ. გვაქვს  ჭიქები მეგრული და სვანური წარწერებით. ქართველური ენები დიდი სიმდიდრეა ქვეყნისათვის   და ვფიქრობ, სუვენირები იდეალური საშუალებაა მათი პოპულარიზაციისთვის. გვინდა, რომ ყველანაირი გემოვნებისა და ასაკის ადამიანის შეეძლოს საკუთარი საყვარელი ჭიქის პოვნა ჩვენს ბრენდში.

საიდან გაგიჩნდათ იდეა, ნახატები ემალის ჭიქებზეც გადაგეტანათ?

– ალბათ იმიტომ, რომ თითოეული ჩვენგანის ბავშვობასთან, ძველ დროსთან და მოგონებებთან ასოცირდება. გარდა ამისა,  ბევრად უფრო მოსახერხებელი და პრაქტიკულია.  შეგიძლიათ წაიღოთ სამოგზაუროდ, ლაშქრობების დროს და სავსებით შესაძლებალია ქურაზე, დაბალ ცეცხლზე მოდუღოთ ყავა ან ჩაი. ასევე, გვინდა მუდმივად სიახლე შევთავაზოთ ჩვენს მომხმარებელს და ამ კუთხით კიდევ უფრო  მრავალფეროვანი გავხადოთ ბრენდი.

როგორია ფასები და რამდნად  ხელმისაწვდომია მომხმარებლისთვის?

– გვაქვს ფერადი  და თეთრი კერამიკის და ემალის ჭიქები.  ფერადი ჭიქები  17 ლარი და  15 ლარი ღირს. თეთრი ჭიქების  ფასი 10 ლარია. ხოლო ემალის ჭიქები 12 ლარი ღირს. რაც ვფიქრობთ,  საკმაოდ ხელმისაწვდომია იმის გათვალისწინებითაც რომ ყოველ ჭიქას მოჰყვება სასაჩუქრე შეფუთვა და ასავე მოქმედებს მცირე ფასდაკლებები რამდენიმე ჭიქის შეძენის შემთხვევაში.

რას ურჩევდით დამწყებ ხელოვანებს?

– ყველა ადამიანს აქვს თავისი პრინციპები და ხედვები. ამიტომ ყველა ახალგაზრდა შემოქმედს ვურჩევ,  გააკეთონ ყველაფერი რაც მათ გონებაშია  და რაც სიამოვნებას მიანიჭებთ მათაც და საზოგადოებასაც.  არასდროს  აირჩიონ ის იოლი გზა, სადაც დათმობენ  საკუთარ შეხედულებებს, კარიერული წარმატების სანაცვლოდ.  ვურჩევ,  ყოველთვის აირჩიონ გზა, რომელიც საშუალებას მისცემთ  შეინარჩუნოთ საკუთარი ხედვები და საკუთარი „მე“ და წარმატებას აუცილებლად მიაღწევენ.

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

– ჩვენი სლოგანია „სვი მოხატული ჭიქებით“, ამიტომ ჩვენი ძირითადი ხაზი არის ჭიქები და ის ყველაფერი რაც ჭიქების ირგვლივ შეიძლება იყოს. მომავალში  ვგეგმავთ დავამეტოთ  ისეთ დეტალები,  რაც პირდაპირ დაკავშირებული იქნება ჭიქის გარემოსთან. გვინდა რომ ჩვენი ჭიქები იყოს ქართული კულტურის მატარებელი, რომლებიც თან გვექნება და ამით თავს მოვიწონებთ. ასევე, გვქონდა  შემოთავაზება გაგვეტანა ქვეყნის გარეთ, თუმცა ეს  ცოტა შორეული გეგმაა. ჯერჯერობით ამ ყველაფერს მარტო ვქმნი. თუმცა უახლოეს მომავალში სხვადასხვა ადგილას დავამატებთ ჩვენს სტენდებს  და შესაბამისად  გაიზრდება თანამშრომლების რაოდენობაც. ძალიან მინდა გუნდში დავამატო ისეთი ადამიანები, რომლებიც ჩართულები იქნებიან შემოქმედებით პროცესში.

მარიამ ლეკიაშვილი

 

 

 

Share11Tweet7

ახალი ამბები

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის
ახალი ამბები

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის

02/08/2026
ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა
ახალი ამბები

ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა

01/27/2026
პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში
ახალი ამბები

პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში

12/15/2025
“ მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება” – გურამ მაჭარაშვილი
ახალი ამბები

“ მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება” – გურამ მაჭარაშვილი

11/12/2025
“თუ ორგან მუშაობის მიზეზი არის ის, რომ საკმარისი არ არის შემოსავალი, ამისათვის შესაბამის პირს ანაზღაურება უნდა გავუზარდოთ“ – ირაკლი კობახიძე
ახალი ამბები

“თუ ორგან მუშაობის მიზეზი არის ის, რომ საკმარისი არ არის შემოსავალი, ამისათვის შესაბამის პირს ანაზღაურება უნდა გავუზარდოთ“ – ირაკლი კობახიძე

11/01/2025
2027 წლიდან, შესაძლოა, წყლის ახალი ტარიფები ამოქმედდეს – რა განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა
ანალიტიკა

2027 წლიდან, შესაძლოა, წყლის ახალი ტარიფები ამოქმედდეს – რა განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა

10/29/2025

საინტერესო

„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს მნიშვნელოვანი ფუნქცია დავუბრუნოთ გურიას”

10 years ago

გიორგი ქადაგიძე: „2015 წლისთვის თითქმის მთლიანად გვექნება გადახდილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიმართ არსებული ვალი"

13 years ago
Reuters – ჩინეთმა მზადყოფნა გამოთქვა, რუსეთს სამხედრო და ეკონომიკური დახმარება გაუწიოს 

Reuters – ჩინეთმა მზადყოფნა გამოთქვა, რუსეთს სამხედრო და ეკონომიკური დახმარება გაუწიოს 

4 years ago

თბილისში საერთაშორისო ფორუმი MMP – ჩატარდა

8 years ago

ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა
ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

08/13/2026

4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა და მძიმე დაზიანება მიაყენა. გადაწყვეტილება გორის სასამართლოს...

მეტის ნახვაDetails
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

08/13/2026
ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

08/13/2026
„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

08/13/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • „ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა 08/13/2026
  • ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა 08/13/2026
  • ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი 08/13/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by