• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Saturday, August 15, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

საყდრისის თაობაზე მეცნიერ ომარ ქუცნაშვილსა და გიორგი მიქანაძეს შორის შელაპარაკება მოხდა

12 years ago
კატეგორია: კულტურა, მთავარი მოვლენები, პოლიტიკა
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ქუცნაშვილი

თბილისი თაიმსისთვის ცნობილი გახდა, რომ ამ წუთებში ომარ ქუცნაშვილსა და გიორგი მიქანაძეს შორის საყდრისის თაობაზე შელაპარაკება მოხდა. შეგახსენებთ, რომ ომარ ქუცნაშვილი გახლავთ მეცნიერი, რომელმაც საყდრისისათვის ძეგლის სტატუსის მოხსნის თაობაზე ხელი მოაწერა, ის ასევე პარლამენტარ ზაქარია ქუცნაშვილის მამა გახლავთ. ბატონი ომარი მეცნიერთა მხრიდან განსაკურებით გამორჩევა, რომელიც მიიჩნევს, რომ საყდრისი არაფერი ღირებული არ არის. გიორგი მიქანაძე გახლავთ საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტის წევრი. როგორც ვრცელდება ინფორმაცია გიორგი მიქანაძე მივიდა შეხვედრაზე, სადაც საქართველოს 50 წლიანი განვითარების გეგმა განიხილებოდა და შელაპარაკება სწორედ იქ მოხდა. ჩვენ ინფორმაციის გადამოწმებისთვის საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტის წევრს, გიორგი მიქანაძეს დავუკავშირდით, მან ეს ინფორმაცია დაადასტურა:

“დიახ, როდესაც გავიგე, რომ იქ იმყოფებოდნენ სანდრო თვალჭრელიძე და ომარ ქუცნაშვილი, სხვა მეცნიერებთან ერთად, მე გადავწყვიტე მივსულიყავი და მეკითხა, თუ რატომ ანგრევენ საყდრისს და რატომ აწერენ ხელს ასეთ მოღალატეობრივ დოკუმენტებს. საინტერესოა რატომ თხზავენ და იგონებენ არგუმენტებს საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ. შელაპარაკება არ ვიცი თუ ერქვა ამას, თუმცა ცოტა ხმამაღლა კი ვესაუბრე. დამსწრე საზოგადოებას ბოდიში მოვუხადე, მათ ეს საკითხი არ ეხებოდათ, თუმცა რატომაც არა საყდრისის საკითხზე ყველამ უნდა ამოიღოს ხმა. ომარ ქუცნაშვილმა აღიარა, რომ საყდრისი უძველესი არქეოლოგიური ობიექტია, რომ ის შეიძლება იმაზე ძველიც კი იყოს, ვიდრე ამაზე მეცნიერები საუბრობენ, თუმცა ეს არ ყოფილა ოქრო, მან ასე მითხრა. არადა ის, რომ იქ კულტურული ფენა იყო, ამას ყველა უარყოფდა, სიტუაციებს ისე ატრიალებენ როგორც აინტერესებთ. ვიდრე ძეგლთა დაცვის სააგენტოს მიერ მოწვეულმა ბულგარელმა და გერმანელმა ექსპერტმა არ დადო დასკვნა, რომ ეს ძეგლია და რომ მას სასწრაფოდ სტატუსი უნდა მიენიჭოს. მე ვუთხარი, რომ ყველა ადამიანი მოღალატეა, ვინც საყდრისის ნგრევას უწყობს ხელს და გადავეცი, რომ ახალგაზრდები და მთელი საზოგადოება აღშფოთებულია მისი და რამოდენიმე მეცნიერის ქმედებით საყდრისთან დაკავშირებით. შესაბამისად არც ეს 50 წლიანი გეგმა უნდა იყოს სანდო, თუ ასეთი ადამიანების შემუშავებულია. ვუთხარი ასევე, რომ საყდრისს აღიარებს მთელი მსოფლიო, რომ სააგენტოს ჩამოყვანილმა ექსპერტებმაც კი აღიარეს საყდრისის უძველესი ძეგლი და რომ იქ სწორედ ოქროს მოიპოვებდნენ. ამაზე დაიბნა, საყდრისის დამანგრეველი და თქვა არ მაინტერესებს რას წერენ და აკეთებენ სააგენტოები და არასამთავრობო ორგანიზაციებიო. არ ვიცი ეს რა შუაში იყო. თქვა ასევე, რომ საქართველოს მსოფლიოში ყველაზე ძლიერი გეოლოგიური სკოლა აქვს და არ აინტერესებს თუ რა პოზიცია ექნება საყდრისთან დაკავშირებით დანარჩენ მსოფლიოს. ფაქტიურად მანაც აღიარა საყდრისის უნიკალურობა და უძველესობა. ალბათ, პრობლემა მას  იმაში აქვს იქ ოქროს მოიპოვებდნენ თუ არა. კომიკურია მეცნიერის პოზიცია, რომელიც საერთაშორისო სამეცნიერო ინსტიტუციების მიერ აღიარებულ ფაქტებს არასანდოს უწოდებს. სანდრო თვალჭრელიძე იქ არ ბრძენდებოდა თორემ, მასაც გავაცნობდი ჩემს მოქალაქეობრივ პოზიციას. გული მწყდება, როდის უნდა დამთავრდეს საქართველოში მსგავსი ფაქტები. ეს ალბათ იმის ბრალია, რომ სამოქალაქო საზოგადოება სუსტია ჩვენს ქვეყანაში და ვისაც რა უნდა იმას წერს და აღასრულებს. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ასე არ გაგრძელდება და მალე დაესმება წერტილი. საყდრისის დამანგრევლები მალე უნდა დაისაჯნონ, აუცილებლად უნდა შეიქმნას პრეცედენტი, რომ მომავალში აღარ განმეორდეს მსგავსი ვანდალური ფაქტები!” – აცხადებს გიორგი მიქანაძე.

შეგახსენებთ, რომ საყდრისთან დაკავშირებით განსაკუთრებული აქტიურობა სამოქალაქო საზოგადოებამ ბოლო ორი თვეა რაც დაიწყო. 46-ე დღეა რაც საყდრისში კარვების აქცია მიმდინარეობს. თვითონ თემა აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც ძეგლს დაახლოებით ერთი წლის წინ სტატუსი მოუხსნეს.

 

ShareTweet

ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა
ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

08/13/2026
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა
ახალი ამბები

ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

08/13/2026
ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი
ახალი ამბები

ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

08/13/2026
„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა
ახალი ამბები

„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

08/13/2026
ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად – ტარიელ კაკაბაძე
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად – ტარიელ კაკაბაძე

08/12/2026
ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა
ახალი ამბები

ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა

08/10/2026

საინტერესო

პროფესიულ პროგრამებზე მიღება იწყება

პროფესიულ პროგრამებზე მიღება იწყება

8 years ago
სატელეფონო ანძების გასასწორებლად, რამდენიმე მეტრის სიმაღლეზე ასულ კაცს ფეხქვეშ საყრდენი ჩაენგრა –  ის ადგილზე დაიღუპა

სატელეფონო ანძების გასასწორებლად, რამდენიმე მეტრის სიმაღლეზე ასულ კაცს ფეხქვეშ საყრდენი ჩაენგრა – ის ადგილზე დაიღუპა

3 years ago
რას ნიშნავს ქალებისთვის ქალთა დღე – ხუთი შთაბეჭდილება

რას ნიშნავს ქალებისთვის ქალთა დღე – ხუთი შთაბეჭდილება

6 years ago
მიხეილ ბატიაშვილი:„ვფიქრობ, რომ ეს იყო დანაშაულებრივი პრაქტიკა, როდესაც მეცნიერებას არ აღიქვამდნენ პრიორიტეტად“   

მიხეილ ბატიაშვილი:„ვფიქრობ, რომ ეს იყო დანაშაულებრივი პრაქტიკა, როდესაც მეცნიერებას არ აღიქვამდნენ პრიორიტეტად“  

8 years ago

ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა
ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

08/13/2026

4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა და მძიმე დაზიანება მიაყენა. გადაწყვეტილება გორის სასამართლოს...

მეტის ნახვაDetails
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

08/13/2026
ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

08/13/2026
„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

08/13/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • „ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა 08/13/2026
  • ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა 08/13/2026
  • ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი 08/13/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by