• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Saturday, October 3, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

თენგიზ შერგელაშვილი: არჩევნების ჩატარების შემდეგ ახალ მუნიციპალიტეტებში სამუშაო პროცესი არცერთი დღით არ შეფერხდება

12 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
თენგიზ შერგელაშვილი: არჩევნების ჩატარების შემდეგ ახალ მუნიციპალიტეტებში   სამუშაო პროცესი  არცერთი დღით არ შეფერხდება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

unnamed (1)დღეს  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შერგელაშვილმა საზოგადოებას  სამინისტროს მიერ ახალ თვითმმართველ ქალაქებში გაწეული სამუშაოების შესახებ ანგარიში წარუდგინა.

თენგიზ შერგელაშვილმა  ახლადშექმნილ მუნიციპალიტეტებს შორის ქონებისა და ვალდებულებების გადანაწილების წესის შესახებ ისაუბრა, რომელიც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ შეიმუშავა და საქართველოს მთავრობამ 2014 წლის 30 მაისს უკვე დაამტკიცა.

აღნიშნული წესის შესაბამისად, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო  გასაუქმებელი მუნიციპალიტეტების საკრებულოებს მეთოდურ დახმარებას უწევს მათი უფლებამონაცვლე მუნიციპალიტეტებისთვის აუცილებელი ნორმატიული ბაზის მომზადებასა და თვითმმრთველ ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებს შორის ქონების გამიჯვნაში. კერძოდ, ამ მიზნით გასაუქმებელ  მუნიციპალიტეტებში განხორციელდა ქონების ინვენტარიზაცია და საკრებულოების დროებითმა სამუშაო ჯგუფებმა ქონების გამიჯვნის განკარგულებათა პროექტების მოსამზადებლად შესაბამისი სამუშაოები ჩაატარეს. აღნიშნული სამუშაოების ფარგლებში ტერიტორიული პრინციპით თანაბრად გაიყო მუნიციპალიტეტების საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, ავტოსატრანსპორტო საშუალებები, ინვენტარი და სხვა მოძრავი ქონება კოდექსით დადგენილი მოხელეთა ზღვრული საშტატო რიცხოვნების შესაბამისი პროპორციით. ასევე, მომავალ თვითმმართველ ქალაქებსა და თვითმმართველ თემებს შორის გადანაწილდა მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებები, სადაც მუნიციპალიტეტები 100%-იან წილებს ფლობენ.

ქონების დაყოფაზე კონკრეტულ გადაწყვეტილებებს ამჟამად  არსებული მუნიციპალიტეტების საკრებულოები იღებენ, სამინისტრო მათ მეთოდურ დახმარებებს უწევს ტრენინგებისა და კონსულტაციების სახით.

გარდა ამისა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, ფინანსთა სამინისტროსთან ერთად, შეიმუშავა და საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა „ახალი მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების შედგენის, საბიუჯეტო შემოსულობებისა და გადასახდელების 2014 წლის ბოლომდე პერიოდისთვის გადანაწილების დროებითი წესი“, რომლის საფუძველზეც  ახალი მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების პროექტების მომზადებაში სამინისტრო  მუნიციპალიტეტებს კონსულტაციურ დახმარებას უწევს. ამავე წესის შესაბამისად, სამინისტრო მეთოდურ დახმარებას უწევს გასაუქმებელ მუნიციპალიტეტებს მათი ლიკვიდაციის პროცესში არსებული დოკუმენტაციის დაარქივებისა და იმ მოქმედი დოკუმენტაციის დაყოფაში, რომელიც ახლადშექმნილი მუნიციპალიტეტების სამსახურების ფუნქციონირებისთვის იქნება აუცილებელი, რათა არ მოხდეს სამუშაო პროცესის შეფერხება ადგილობრივ თვითმმართველობებში და მოსახლეობა მათ მიერ გაწეული მომსახურების გარეშე არ აღმოჩნდეს, თუნდაც ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში.

ამასთანავე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახლადშექმნილ მუნიციპალიტეტებს დახმარებას გაუწევს საკრებულოსა და გამგეობის დებულებების, აპარატის სტრუქტურისა და საშტატო ნუსხების პროექტების მომზადებაში, რომელთა თაობაზე მსჯელობა ახლადარჩეული საკრებულოების პირველივე სხდომებზე იქნება საჭირო.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ „ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთა უწყვეტი სწავლების კონცეფციის 2014-2017 წლების სამოქმედო გეგმაზეც“ გაამახვილა ყურადღება, რომელშიც მოცემულია ადგილობრივი თვითმმართველობის ადამიანური რესურსების განვითარების ეფექტური და მდგრადი სისტემის ჩამოყალიბების ხედვა. ეს სისტემა დაფინანსდება დონორი ორგანიზაციებიდან მიღებული სახსრებითა და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებიდან, რომლის 1% გაღებას საკუთარ მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე მათ ადგილობრივი თვითმმართველობის ახალი კოდექსი ავალდებულებს.

12.06.14

Share1Tweet1

ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა
ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა

09/20/2026
ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ
ახალი ამბები

ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ

09/14/2026
რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025

საინტერესო

Goût de France-ს ქართული რესტორნებიც შეუერთდნენ

9 years ago
საქართველოში 15 ივნისი გლოვის დღეს გამოცხადდება

საქართველოში 15 ივნისი გლოვის დღეს გამოცხადდება

11 years ago
კავკასიიაში მცხოვრებ ხალხთა საშობაო ადათები

კავკასიიაში მცხოვრებ ხალხთა საშობაო ადათები

4 years ago

ათათურქის სახელობის აეროპორტში მომხდარ ტერაქტთან კავშირში ეჭვმიტანილები დააკავეს

10 years ago

ახალი ამბები

საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიხსნა
ახალი ამბები

საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიხსნა

10/02/2026

საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით, პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია - „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი...

მეტის ნახვაDetails
საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო

საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო

10/02/2026
სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა

სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა

10/01/2026
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

10/01/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიხსნა 10/02/2026
  • საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო 10/02/2026
  • სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა 10/01/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by