• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, July 3, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

რა ეტიკეტის დაცვას მოითხოვს ისლამი ქალისა და მამაკაცის ურთიერთობაში

9 years ago
კატეგორია: რელიგია
A A
რა ეტიკეტის დაცვას მოითხოვს ისლამი ქალისა და მამაკაცის ურთიერთობაში
17
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ყველა რელიგია წარმოშობს გარკვეულ სტერეოტიპებს, განსაკუთრებით იმ ადამიანთა წარმოდგენაში, ვინც სხვის სარწმუნოებას საკუთარი რელიგიის ჩარჩოებიდან აფასებენ. მოსაზრება, თითქოს მუსლიმ ოჯახში ქალი დაჩაგრული და უუფლებოა, ხშირად მცდარია. თუკი ვიფიქრებთ, რომ მუსლიმ ოჯახში გენდერული თანასწორობა არაა დაცული, იგივე შეიძლება ვთქვათ ქრისტიანულ ოჯახზე, სადაც მამაკაცი ოჯახის თავად განიხილება. მაგრამ თუ კარგად ჩავუღრმავდებით, ის ე.წ “პრიორიტეტი“, რასაც ოჯახის მეთაურობა ჰქვია, იმხელა სიყვარულსა და თავგანწირვას ავალდებულებს მამაკაცს, რომ ვინც ამ პასუხისმგებლობას გააცნობიერებს, პირველობასთან დაკავშირებული ამბიციების ნაცვლად, შიში უნდა იგრძნოს, უპირველესად, თავისი ღმერთის წინაშე.  

ქალისა და მამაკაცის უფლებებთან და მათი ურთიერთობების ეტიკეტთან დაკავშირებით, “თბილისი თაიმსს” შუახევის მუნიციპალიტეტის მუფთი ასლან შარაშიძე ესაუბრა. როგორც ჩვენმა რესპოდენტმა გვიამბო, ისლამის მიხედვით, ქალსა და მამაკაცს არ ეკრძალებათ ქუჩაში გასვლა, საყიდლებზე სიარული, განათლების მიღება, მუშაობა, მაგრამ ცხოვრების ყველა სფეროში ისლამი, ისევე როგორც სხვა რელიგიები, ადგენს გარკვეული წესებს საზოგადოებრივ ურთიერთობათა მოსაწესრიგებლად.

ქრისტიანობა ადამიანს გრძნობის ორგანოების სიწმინდისკენ მოუწოდებს. მაგალითად, სახარებაში ვკითხულობთ: “თუ შენი თვალი გაცდუნებს, ამოითხარე და გადააგდე: გიჯობს ცალთვალა შეხვიდე სიცოცხლეში, ვიდრე ორივე თვალის მქონე ჩავარდე ცეცხლის გეენაში.”  ისლამში თუ ვხვდებით მსგავს მითითებებს?

– ისლამშიც როგორც ქალი, ასევე მამაკაცი ვალდებულია გაუფრთხილდეს საკუთარ მზერას: “უთხარი მორწმუნე კაცებს, მოარიდონ თვალნი მათნი აკრძალულს და დაიცვან ნამუსი მათი. ეს უფრო წმინდაა მათთვის. უეჭველად, ალლაჰმა უწყის რასაც ისინი სჩადიან. და უთხარი მორწმუნე ქალებს, მოარიდონ თვალნი მათნი აკრძალულს და დაიცვან ნამუსი მათი და არ გამოაჩინონ სიმშვენისები, გარდა რაც მოჩანს მისგან (ეს არის პირისახე და ხელები)”  სურა 24 – 30,31.

ამ აიათებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისლამი აწესებს ურთიერთობის ჩარჩოებს, არავის ზღუდავს სამსახურისგან, მაგრამ აუცილებელ პირობად აყენებს მორიდებას, რათა არ მიუახლოვდეს მრუშობას.

რამდენად დუცულია ისლამში ქალთა უფლებები?  რა ეკრძალება ქალს?

– ისლამი იცავს ქალთა უფლებებს და მოუწოდებს ხალხს რომ პატივი სცენ ქალებს. ორივე სქესის წარმომადგენლები ვალდებულნი არიან, თავი დაიცვან რწმენით და ლოცვით. ქალებს არ ეკრძალებათ სალოცავში სიარული. მხოლოდ ლოცვისას წინა მწკვრივი განკუთვნილა მამაკაცთათვის, მეორე მწკვრივი ვაჟებისათვის, ხოლო უკანა მწკვრივი ქალბატონებისათვის, რათა შორს იყვნენ ბოროტი მზერისაგან.

მუსლიმი ქალი არასდროს აუმაღლებს ხმას საუბარშიც კი უცხო ადამიანებთან, მაგრამ ეს არ ართმევს უფლებას, გამოთქვას აზრი ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით. მაგალითად, ომარ ბინ ხატტაბმა ერთ-ერთი ხუტბას (ქადაგების) კითხვისას თქვა: “რადგანაც არაბი ქალბატონები ურვადის (საქორწინო გადასახადი საპატარძლოს მშობლებისთვის) სახით ითხოვენ ძალიან დიდ თანხას, ყოველივე ამან იმოქმედა არაბ ვაჟთა დაქორწინებაზე, მოდით დავაწესოთ ზედა ზღვარი ურვადისა”-ო. ამას ისმენდნენ ადგილობრივი მუსლიმი ქალბატონები, რომელთაგან ერთ-ერთმა ასე მიმართა: “ეი, მორწმუნეთა მბრძანებელო, შენ გინდა წაგვართვა ის უფლება, რაც უზენაეს ღმერთს ჩვენთვის მოუცია? ჩვენ არ ვართ თანახმა მაგ წინადადებაზე“-ო. ეს მოკლე ისტორიული ჩანაწერიც კი საკმარისია იმის დასადგენად, თუ როგორი ჩართულობა იყო მაშინ ქალებისა ისლამის საკითხის გადაწყვეტისას.

რაც შეეხება აკრძალვას, ისლამი არ იწონებს ქალის მიერ ისეთი ტანსაცმლის ჩაცმას და სუნამოს გამოყენებას, რაც სხვისი ყურადღების მიპყრობას ემსახურება.

რა პოზიცია უკავიათ ქალსა და მამაკაცს ოჯახში?

– ისლამი ოჯახის მარჩენლად მამაკაცს განიხილავს. უზენაესი წმინდა ყურანში ასე ბრძანებს: “მათ კი (კაცებს) ვისაც შვილი შეეძინა, გამოკვებონ ქალები და ჩააცვან წესისამებრ”. ეს აიათი გვამცნობს, რომ მამაკაცი ვალდებულია, ლიდერობა თავის თავზე აიღოს და ოჯახს მიხედოს. ხოლო აიათის გაგრძელებაში ვკითხულობთ: “არ ეკისრება არავის იმაზე მეტი, რაც შეუძლია, არც დედას ევნოს და არც მამას, რომელსაც შვილი შეეძინა.” (2-233)

როგორ შეეწყობიან მეუღლეები ერთმანეთს, თუ შეხვედრის და დაახლოების შესაძლებლობა არ ექნებათ?

– მუსლიმი ქალი ყოველთვის თავდაჭერილია და არასდროს არ უყურებს თვალებში უცხო მამაკაცებს, არ ეძებს მიზეზებს უცხო მამაკაცებზე სასაუბროდ და  ცდილობს, არ მოხვდეს უცხო მამაკაცთა გარემოცვაში. ყოველივე ამის მიუხედავად, მუსლიმ ქალს და მამაკაცს უფლება აქვთ, მანამ სანამ ქორწინებას გადაწყვეტენ, შეხვდნენ და დაილაპარაკონ, გაიგონ ერთმანეთის მსოფლმხედველობა, მაგრამ სრულიად მარტო კი არა, რამდენიმე შინაურის თანდასწრებით უნდა შედგეს ეს შეხვედრა.

მარიამ ქალებაშვილი

 

Share7Tweet4

ახალი ამბები

იშვიათი ხატი „კვანძების გამხსნელი“ – ლოცვა, რომელიც ამ ხატის წინაშე იკითხება
ახალი ამბები

იშვიათი ხატი „კვანძების გამხსნელი“ – ლოცვა, რომელიც ამ ხატის წინაშე იკითხება

07/01/2026
შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა
ახალი ამბები

შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა

06/26/2026
ვრცელდება პატრიარქის მიმართვა
ახალი ამბები

ვრცელდება პატრიარქის მიმართვა

06/26/2026
საქართველოს საპატრიარქო ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს
ახალი ამბები

საქართველოს საპატრიარქო ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს

06/23/2026
პატრიარქი: როდესაც ქრისტეს სისხლსა და ხორცს ვეზიარებით, ჩვენ ყოველთვის განვაახლებთ ერთმანეთთან ერთობას და შევიგრძნობთ ჩვენს თავს ქრისტეს ერთიანი სხეულის წევრებად. უფალმა გვიბრძანა, რომ შევინარჩუნოთ ეს ერთობა მისგან ბოძებული
ახალი ამბები

პატრიარქი: როდესაც ქრისტეს სისხლსა და ხორცს ვეზიარებით, ჩვენ ყოველთვის განვაახლებთ ერთმანეთთან ერთობას და შევიგრძნობთ ჩვენს თავს ქრისტეს ერთიანი სხეულის წევრებად. უფალმა გვიბრძანა, რომ შევინარჩუნოთ ეს ერთობა მისგან ბოძებული

05/25/2026
მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III
ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III

05/22/2026

საინტერესო

“რამდენჯერ უნდა “აგვაგდონ” რუსულმა სპეცსამსახურებმა ამ ხრიკებით”

მიხეილ სააკაშვილი უკრაინის შს მინისტრს პასუხობს

11 years ago
ბარაკ ობამამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

ბარაკ ობამამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

11 years ago
“სრულყოფილების მისაღწევად ბევრი შრომაა საჭირო” – ნინო გაფრინდაშვილი

“სრულყოფილების მისაღწევად ბევრი შრომაა საჭირო” – ნინო გაფრინდაშვილი

4 years ago
„მეგი, დედასავით მოუარე გიგის, როგორც სიცოცხლეში უვლიდი…“ – სტიქიას შეწირულ და-ძმას გლოვობენ

„მეგი, დედასავით მოუარე გიგის, როგორც სიცოცხლეში უვლიდი…“ – სტიქიას შეწირულ და-ძმას გლოვობენ

3 years ago

ახალი ამბები

დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა
ახალი ამბები

დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა

07/02/2026

ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტზე დუშეთის პოლიციამ 1 პირი დააკავა. გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა დუშეთში, ერთ-ერთი სუპერმარკეტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცივი იარაღის...

მეტის ნახვაDetails
გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად

გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად

07/01/2026
არუნ ხათრი კიბოს საწინააღმდეგო მცენარეს ასახელებს

არუნ ხათრი კიბოს საწინააღმდეგო მცენარეს ასახელებს

07/01/2026
საფრანგეთში 20 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა – რას წერს ჭიათურის N2 საჯარო სკოლა

საფრანგეთში 20 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა – რას წერს ჭიათურის N2 საჯარო სკოლა

07/01/2026

კალენდარი

July 2026
M T W T F S S
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« Jun    

სიახლეები

  • დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა 07/02/2026
  • გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად 07/01/2026
  • არუნ ხათრი კიბოს საწინააღმდეგო მცენარეს ასახელებს 07/01/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by