• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Sunday, May 24, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

გზების სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს დამატებით 75 მილიონი აშშ დოლარი მოხმარდება

12 years ago
in საზოგადოება
A A
გზების სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს დამატებით 75 მილიონი აშშ დოლარი მოხმარდება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

unnamedშიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მნიშვნელობის გზების სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს დამატებით 75 მილიონი აშშ დოლარი მოხმარდება.

როგორც “თბილისი თაიომსს” საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, საფინანსო ხელშეკრულებას ხელი დღეს საქართველოს მთავრობისა და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებმა უკვე მოაწერეს. ხელმოწერის ცერემონიას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ელგუჯა ხოკრიშვილი ესწრებოდა.

მსოფლიო ბანკი საქართველოს სახელმწიფოს აღნიშნულ თანხას გრძელვადიანი სესხის სახით გამოუყოფს.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის თქმით, “მსოფლიო ბანკი კვლავ განაგრძობს საქართველოსთვის მხარდაჭერას პროგრამების განხორციელების მიმართულებით. ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც გათვალისწინებული სახსრები შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მესამე პროექტის განხორციელებას მოხმარდება”.

“პროექტის მთავარი ბენეფიციარები ადგილობრივი მაცხოვრებლები, ბიზნესსექტორის წარმომადგენლები და გზით მოსარგებლეები არიან. პროექტის განხორციელების შემდეგ, მათ ბაზარსა და საჭირო მომსახურებებზე მეტი წვდომა ექნებათ”, – აღნიშნა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, ჰენრი კერალიმ.

შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მესამე პროექტის მიზანს სატრანსპორტო ხარჯების შემცირება და შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მნიშვნელობის გზების ქსელების მართვის მდგრადობის გაუმჯობესება წარმოადგენს. პროექტის ფარგლებში მოხდება 200 კილომეტრი სიგრძის გზის მონაკვეთების რეაბილიტაცია, რის შედეგადაც სამ ქალაქთან (თელავი, სამტრედია და წალენჯიხა), 126 სოფელთან და დაახლოებით 45 600 ოჯახთან დაკავშირება გამარტივდება, რაც, დაახლოებით, 138 000 ადამიანს გულისხმობს. ამ სოფლების უმეტესობა ისეთ რეგიონებში მდებარეობს, სადაც გადაადგილება ჭირს და და სიღარიბის მაღალი მაჩვენებელია დაფიქსირებული.

ასევე, მოსალოდნელია, რომ პროექტი დაბალშემოსავლიან მოსარგებლეთა ტრანსპორტის საჭიროებებს დააკმაყოფილებს და მიზნობრივ რეგიონებში, ეკონომიკურ შესაძლებლობებზე უკეთესი წვდომის მეშვეობით, ადგილობრივ დონეზე განვითარებას ხელს შეუწყობს.

“იმ გზების ნუსხა, რომელიც სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს საჭიროებს, შევათანხმეთ ადგილობრივ თვითმმართველობებთან. მაქსიმალურადაა გათვალისწინებული ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებები. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ახალი მონაკვეთის, ბაკურციხე-გურჯაანის შემოვლითი, დაახლოებით, 15 კილომეტრიანი გზის მშენებლობა. ამავე პროექტის ფარგლებში, განხორციელდება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების აქტივობები. ასევე, დაგეგმილია კვლევა, რომელიც მოიცავს სოფლის მოსახლეობის ჩართულობას ადგილობრივი გზების მოვლა-შენახვაში, რაც დამატებით სამუშაო ადგილებს შექმნის”, – განაცხადა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ელგუჯა ხოკრიშვილმა.

09.07.14

ShareTweet

ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III
ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III

05/22/2026
5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა
ახალი ამბები

5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა

04/24/2026
1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)
ახალი ამბები

1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)

02/08/2026
თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს
ახალი ამბები

თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს

02/06/2026
ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს
ახალი ამბები

ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს

02/03/2026
ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა
ახალი ამბები

ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა

01/10/2026

საინტერესო

პროფესიული სასწავლებლების სამკერვალო სექტორისათვის სახელმძღვანელოები შეიქმნა

პროფესიული სასწავლებლების სამკერვალო სექტორისათვის სახელმძღვანელოები შეიქმნა

12 years ago
“ხალხის სიკეთის წყალობით, მალე ლიზის ახალი სახლი ექნება” – როგორ დაეხმარა საზოგადოება ხაშურელი გოგონას, რომლის ოჯახიც უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს

“ხალხის სიკეთის წყალობით, მალე ლიზის ახალი სახლი ექნება” – როგორ დაეხმარა საზოგადოება ხაშურელი გოგონას, რომლის ოჯახიც უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს

2 years ago
ჩაძირულ ძველრომაულ გემზე ასამდე უცნაური ამფორა აღმოაჩინეს

ჩაძირულ ძველრომაულ გემზე ასამდე უცნაური ამფორა აღმოაჩინეს

7 years ago
შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“ გერმანულ ენაზე ითარგმნა

შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“ გერმანულ ენაზე ითარგმნა

8 years ago

ახალი ამბები

მომღერალმა, ჯესი ჯეიმ კიბო დაამარცხა
ახალი ამბები

მომღერალმა, ჯესი ჯეიმ კიბო დაამარცხა

05/23/2026

მომღერალმა ჯესი ჯეიმ განაცხადა, რომ კიბო დაამარცხა.  38 წლის მომღერალმა ეს ამბავი Instagram-ზე გააზიარა მას შემდეგ, რაც საავადმყოფოში ყოველწლიურ შემოწმებაზე...

Read moreDetails
ცნობილია წერეთლის გამზირზე მოკლული მამაკაცის ვინაობა

ცნობილია წერეთლის გამზირზე მოკლული მამაკაცის ვინაობა

05/23/2026
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში 5 ტონაზე მეტი ვადაგასული თევზი გამოავლინა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში 5 ტონაზე მეტი ვადაგასული თევზი გამოავლინა

05/22/2026
„პირველად ცხოვრებაში, არ ვიქნები თავმდაბალი და გეტყვით, რომ მე ვარ პირველი ქართველი, რომელიც ამ ნომინაციაზეა წარდგენილი…“ – თამუნა მუსერიძე

„პირველად ცხოვრებაში, არ ვიქნები თავმდაბალი და გეტყვით, რომ მე ვარ პირველი ქართველი, რომელიც ამ ნომინაციაზეა წარდგენილი…“ – თამუნა მუსერიძე

05/22/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • მომღერალმა, ჯესი ჯეიმ კიბო დაამარცხა 05/23/2026
  • ცნობილია წერეთლის გამზირზე მოკლული მამაკაცის ვინაობა 05/23/2026
  • სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში 5 ტონაზე მეტი ვადაგასული თევზი გამოავლინა 05/22/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by