• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Sunday, May 24, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

მაია ფანჯიკიძე: “საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმება ვალდებულებებისა და შესაძლებლობების ნაკრებია”

12 years ago
in პოლიტიკა
A A
მაია ფანჯიკიძე: “საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმება ვალდებულებებისა და შესაძლებლობების ნაკრებია”
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

news_8211ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის მონიტორინგისთვის, ასოცირების საბჭო, ასოცირების კომიტეტი და თემატური ქვე-კომიტეტი შეიქმნება. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაია ფანჯიკიძემ პარლამენტის სხდომაზე, ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიცირების საკითხზე მოხსენებისას განაცხადა.

“შეთანხმება ასევე ითვალისწინებს სიახლეებს იმპლემენტაციის მონიტორინგის ინსტიტუციონალური მექანიზმის თვალსაზრისით. კერძოდ, შეიქმნება ასოცირების საბჭო, მინისტრების დონეზე; ასოცირების კომიტეტი, მინისტრის მოადგილეების დონეზე, და თემატური ქვე-კომიტეტები, საჯარო მოხელეების დონეზე. ასევე, გათვალისწინებულია ევროპარლამენტისა და საქართველოს პარლამენტის მონაწილეობით საპარლამენტო ასოცირების კომიტეტი, რომელსაც ექნება უფლებამოსილება ასოცირების საბჭოსგან მოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია შეთანხმების განხორციელებასთან დაკავშირებით. საპარლამენტო ასოცირების კომიტეტს ასევე ეძლევა შესაძლებლობა შექმნას საპარლამენტო ასოცირების ქვე-კომიტეტები”, -განაცხადა ფანჯიკიძემ.

მინისტრის თქმით, შეთანხმების იმპლემენტაციის თაობაზე სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ჩართულობის ინსტიტუციონალიზაციის მიზნით, შეიქმნება სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმა, რომელიც წარუდგენს რეკომენდაციებს ასოცირების საბჭოს.

“ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ შეთანხმების იმპლემენტაცია გულისხმობს ფართომასშტაბიან რეფორმებს, რომელიც საქართველომ უნდა განახორციელოს ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის გზაზე.

შეთანხმებით საქართველო იღებს ვალდებულებას დარგობრივი პოლიტიკის ყველა სფეროში ეტაპობრივად დანერგოს ევროპული სტანდარტები და საკანონმდებლო ბაზა დაუახლოვოს ევროკავშირის კანონმდებლობას, მოლაპარაკებების შედეგად მიღწეული გონივრული ვადების შესაბამისად.

ამ მიზნით, საქართველომ და ევროკავშირმა უკვე მიიღეს სპეციალური დოკუმენტი – “ასოცირების დღის წესრიგი”, რომელიც წარმოადგენს ერთობლივად შეთანხმებული პრიორიტეტების ნუსხას 2014-2016 წლებისთვის ასოცირების შეთანხმების, მათ შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის იმპლემენტაციისთვის”, -განაცხადა ფანჯიკიძემ.

მისივე ინფორმაციით, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი კოორდინაციას გაუწევს ასოცირების შეთანხმების განხორციელების ეროვნული სამოქმედოგეგმის შემუშავებასა და იმპლემენტაციას.

“როგორც ხედავთ, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმება ვალდებულებებისა და შესაძლებლობების ნაკრებია. საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან პროგრესული დაახლოება, ადმინისტრაციული და ინსტიტუციური ინფრასტრუქტურის განვითარება დაკავშირებულია მნიშვნელოვანი ტექნიკური, ფინანსური და ადამიანური რესურსების მობილიზაციასა და ეფექტიან ფუნქციონირებასთან.  საქართველო ამ პროცესში მარტო არ არის. ევროკავშირი, მისი წევრი ქვეყნები, სხვა საერთაშორისო პარტნიორები და საფინანსო ინსტიტუტები საქართველოს მასშტაბურ მხარდაჭერას აღმოუჩენენ რეფორმების განხორციელებაში, რიგი ახალი ინსტრუმენტების ამოქმედებით, მათ შორისაა როგორც ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერა, ასევე ინვესტიციების ხელშეწყობა და გამოცდილების გაზიარება. ეს გზა უკვე გაკვალულია. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ ამ პროცესის წარმატებაში, ვინაიდან სახეზეა იმ ქვეყნების ისტორიული გამოცდილება, რომელთაც შეთანხმება დაეხმარა ევროკავშირთან დაახლოების პროცესში და მოგვიანებით, ხელი შეუწყო მათ ევროკავშირში გაწევრიანებას”, -განაცხადა ფანჯიკიძემ.

მისივე განცხადებით, შეიძლება ითქვას, რომ ასოცირების შეთანხმება ევროკავშირთან დაახლოების იმდენად მაღალ დონეს ითვალისწინებს, რომ ფაქტობრივად, წარმოადგენს ევროკავშირში გაწევრიანების მიმართულებით გადადგმულ უმნიშვნელოვანეს ნაბიჯს.

მაია ფანჯიკიძემ პარლამენტარებს მიმართა და აღნიშნა, რომ მათ წინაშე წარმოდგენილი დოკუმენტი მთლიანად განსხვავდება ყველა იმ ხელშეკრულებებისაგან, რომლებზეც აქამდე უმუშავიათ.

“ეს შეთანხმება არ არის უბრალოდ ორ საერთაშორისო სუბიექტს შორის დადებული შეთანხმება, ეს არის ქართველთა ეროვნული იდეის – საქართველოს ერთიანი ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრობისაკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი. ასოცირების შეთანხმება არ არის ევროკავშირთან ჩვენი თანამშრომლობის საბოლოო მიზანი და იგი ევროკავშირისკენ მიმავალი საინტერესო და საპასუხისმგებლო გზის დასაწყისია. ამ აზრს იზიარებენ ევროკავშირის უმაღლესი რანგის წარმომადგენლები – მხედველობაში მყავს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი რომპეი და ევროკომისიის პრეზიდენტი ბაროზო, ასევე ევროკომისარი შტეფან ფულე და სხვა ევროპული ქვეყნების ლიდერები, რომელთაც საქართველოში ვიზიტისას დააფიქსირეს მხარდამჭერი პოზიციები. ევროკავშირთან ასოცირების პროცესი არის ჩვენი ინვესტიცია მომავალში, რათა მომავალ თაობებს გარანტირებული ჰქონდეთ ღირსეული აწმყო და მომავალი ერთიან, დემოკრატიულ, ეკონომიკურად ძლიერ საქართველოში – ქვეყანაში, რომელმაც განვითარების ევროპული გზა აირჩია. ჩემთვის უდიდესი პატივია, გთხოვოთ საქართველოს პარლამენტის წევრებს ქართველი ხალხის სახელით მხარი დაუჭიროთ ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს”, -განაცხადა მაია ფანკიძემ პარლამენტში გამოსვლისას.

18.07.14

ShareTweet

ახალი ამბები

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე
ახალი ამბები

ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025
ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ
ახალი ამბები

ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ

06/14/2025
“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი
ახალი ამბები

“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი

05/30/2025

საინტერესო

თბილისის მერიის ახალი პროგრამების ფარგლებში 1 494-მა შშმ პირმა ფულადი დახმარება მიიღო

თბილისის მერია ელექტრომობილების მფლობელებს პარკირების საფასურისგან გათავისუფლებას სთავაზობს

9 years ago

ილია მეორე: „ყველას გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, რომ შაბათი ლოცვასთან ერთად წიგნის დღეც იქნება“

13 years ago

ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყანა შვეიცარია გახდა

12 years ago

ნობელის პრემიის ლაურეატს ნელსონ მანდელას ფილტვების ინფექციის დიაგნოზი დაუსვეს

13 years ago

ახალი ამბები

მომღერალმა, ჯესი ჯეიმ კიბო დაამარცხა
ახალი ამბები

მომღერალმა, ჯესი ჯეიმ კიბო დაამარცხა

05/23/2026

მომღერალმა ჯესი ჯეიმ განაცხადა, რომ კიბო დაამარცხა.  38 წლის მომღერალმა ეს ამბავი Instagram-ზე გააზიარა მას შემდეგ, რაც საავადმყოფოში ყოველწლიურ შემოწმებაზე...

Read moreDetails
ცნობილია წერეთლის გამზირზე მოკლული მამაკაცის ვინაობა

ცნობილია წერეთლის გამზირზე მოკლული მამაკაცის ვინაობა

05/23/2026
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში 5 ტონაზე მეტი ვადაგასული თევზი გამოავლინა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში 5 ტონაზე მეტი ვადაგასული თევზი გამოავლინა

05/22/2026
„პირველად ცხოვრებაში, არ ვიქნები თავმდაბალი და გეტყვით, რომ მე ვარ პირველი ქართველი, რომელიც ამ ნომინაციაზეა წარდგენილი…“ – თამუნა მუსერიძე

„პირველად ცხოვრებაში, არ ვიქნები თავმდაბალი და გეტყვით, რომ მე ვარ პირველი ქართველი, რომელიც ამ ნომინაციაზეა წარდგენილი…“ – თამუნა მუსერიძე

05/22/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • მომღერალმა, ჯესი ჯეიმ კიბო დაამარცხა 05/23/2026
  • ცნობილია წერეთლის გამზირზე მოკლული მამაკაცის ვინაობა 05/23/2026
  • სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში 5 ტონაზე მეტი ვადაგასული თევზი გამოავლინა 05/22/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by