• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Saturday, October 3, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

თეა წულუკიანმა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი ჟენევაში მსოფლიო კონგრესზე წარადგინა

12 years ago
კატეგორია: მთავარი მოვლენები, საზოგადოება
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

20130116141028wulukianiიუსტიციის სამინისტროს მიერ შექმნილი ინოვაციური კოდექსის პირველი საერთაშორისო პრეზენტაცია დღეს ჟენევაში გაიმართა. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების მსოფლიო კონგრესის მონაწილეებს ჟენევაში ამავე სფეროში შექმნილი ახალი კოდექსი წარუდგინა.

როგორც “თბილისი თაიმსს” იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს, თეა წულუკიანმა კონგრესის მონაწილეებს საქართველოს გამოცდილება გააცნო არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის სფეროში. მინისტრმა თავის მოხსენებაში  ლიბერალურ და გაერო-ს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო კონვენციასთან შესაბამისობაში მოყვანილი ის მიდგომები მიმოიხილა, რომელთაც კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნებისთვის მართლმსაჯულების ახალი კოდექსი ითვალისწინებს.

მინისტრის განცხადებით, აქამდე საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე არასდროს ჰქონია ამ მიმართულებით საამაყო. ის სიახლე, რაც შექმნა საქართველომ, მსოფლიოსთვის საინტერესოა და, რაც მთავარია, მაგალითია რეგიონისთვის. „ჩვენს არაერთ ნოვაციას იზიარებენ ამ სფეროში დიდი გამოცდილების მქონე ქვეყნები, მაგალითად, 18-21 წლამდე განრიდების მექანიზმის გამოყენება, რომელიც ჩვენ გვაქვს გათვალისწინებული, ბევრი ქვეყნისთვის სამაგალითოა. აღსანიშნავია ისიც, რომ რამდენიმე კვირის წინ ევროპარლამენტმა საქართველოს მოუწოდა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი შეემუშავებინა. ეს კოდექსი ჩვენ ძალიან ბევრი თვეა, უკვე მზად გვაქვს, და დღეს ვფიქრობთ იმაზე, როგორ მოვახდინოთ მისი იმპლემენტაცია“, − განაცხადა თეა წულუკიანმა. მისივე თქმით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიღება ასოცირების ხელშეკრულების დღის წესრიგისთვის მნიშვნელოვანი წინსვლაა.

მოსამართლე რენატე ვინტერის, ევროკავშირის პროექტის − „სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ − ხელმძღვანელის შეფასებით, იუსტიციის სამინისტრომ და საქართველომ მაგალითი მისცეს რეგიონს ამ კოდექსის შექმნით, რომელიც ბავშვის საუკეთესო ინტერესზეა მორგებული და ამკვიდრებს კონფლიქტთან მყოფ არასრულწლოვნებთან მიდგომის მაღალ სტანდარტს; ისეთ სტანდარტს, როგორიც აქვთ მსოფლიოს ცივილიზებულ ქვეყნებს.

ჟენევაში გამართულ შეხვედრას იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე ესწრება. კონგრესზე მოწვეული ქვეყნების დელეგაციების წევრები − სახელმწიფო უწყებების პირველი პირები და სამოქალაქო სექტორის  წარმომადგენლები − ერთმანეთს უზიარებენ გამოცდილებას კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვების უფლებების დაცვის შესახებ.

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების მსოფლიო კონგრესი ჟენევაში 26-30 იანვარს იმართება და მის მუშაობაში დელეგატები მთელი მსოფლიოდან მონაწილეობენ. კონგრესის მიზანია, დაეხმაროს მონაწილე ქვეყნებს, შესაბამისობაში მოიყვანონ საკუთარი ქვეყნის კანონმდებლობა ევროპულ სტანდარტებთან ბავშვთა და მოზარდთა უფლებების დაცვის კუთხით.

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის პროექტი იუსტიციის სამინისტრომ ევროკავშირსა და „იუნისეფთან“ თანამშრომლობით საზოგადოებას 20 იანვარს წარუდგინა.

ახალი კოდექსი ერთ საკანონმდებლო აქტში აერთიანებს არასრულწლოვანთა პასუხისმგებლობის, ადმინისტრაციული, სისხლის სამართლის პროცესის, სასჯელაღსრულების და სხვა საკითხების მარეგულირებელ ნორმებს და აწესებს  არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის ახალ სტანდარტსა და მექანიზმებს.

უცვლელი რჩება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის მინიმალური ასაკი, რაც ისევ 14 წლით განისაზღვრება. სისხლის სამართლის დევნასთან მიმართებაში  უპირატესობა ენიჭება აღდგენითი მართლმსაჯულებისა და მედიაციის, აგრეთვე, განრიდების ინსტიტუტებს. პატიმრობის, როგორც სასჯელის ფორმის, გამოყენება არასრულწლოვანთან მიმართებაში მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში, მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებზე იქნება შესაძლებელი და მისი მაქსიმალური ზომა 10-15 წლით განისაზღვრება. იკრძალება არასრულწლოვნისათვის უფრო მაღალი სასჯელის და უვადო თავისუფლების აღკვეთის შეფარდება. ეს მიდგომები არასრულწლოვნებისადმი აღარ იქნება დამოკიდებული ბრალდების მხარის კეთილ ნებაზე, პრაქტიკაზე, არამედ წარმოგვიდგება როგორც ინსტიტუციურად გარანტირებული.

ახალი კოდექსის მიხედვით, ბრალის წარდგენიდან წინასასამართლო სხდომამდე ბავშვისთვის პატიმრობის ვადა 60-დან 40 დღემდე მცირდება, ნასამართლობის მოხსნა კი სასჯელის მოხდისთანავე მოხდება. თუმცა, თუ ადრე გასამართლებული არასრულწლოვანი დანაშაულს განმეორებით ჩაიდენს, სასჯელის დანიშვნის დროს მისი ნასამართლობა მხედველობაში მიიღება. შესაბამისად, კოდექსის მთავარი მიზანი არასრულწლოვნისათვის რესოციალიზაციის შანსის მიცემაა. ასევე, პატიმრობაში მყოფი არასრულწლოვნისათვის ბრალდებულად ყოფნის ვადა 9-დან 6 თვემდე მცირდება. ნიშანდობლივია ისიც, რომ ბავშვებთან მიმართებაში მოწმის დაკითხვის ახალი წესი იმოქმედებს.

რაც შეეხება სასჯელის მოხდის პირობებს, კოდექსის თანახმად, არასრულწლოვანი ბრალდებული არ შეიძლება განთავსდეს სრულწლოვანთან ერთად არათუ ერთ საკანში, არამედ ერთ დაწესებულებაშიც კი.

29.01.15

 

ShareTweet

ახალი ამბები

საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიხსნა
ახალი ამბები

საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიხსნა

10/02/2026
საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო
ახალი ამბები

საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო

10/02/2026
სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა
ახალი ამბები

სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა

10/01/2026
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა
ახალი ამბები

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

10/01/2026
გურამ დადიანიძის საქმის ადვოკატი ახალ ინფორმაციას ავრცელებს
ახალი ამბები

გურამ დადიანიძის საქმის ადვოკატი ახალ ინფორმაციას ავრცელებს

10/01/2026
ავარია კახეთში – მიკროავტობუსი, რომელსაც ახალსოფლის №1 საჯარო სკოლაში 15 მოსწავლე გადაჰყავდა ავტომობილს შეეჯახა
ახალი ამბები

ავარია კახეთში – მიკროავტობუსი, რომელსაც ახალსოფლის №1 საჯარო სკოლაში 15 მოსწავლე გადაჰყავდა ავტომობილს შეეჯახა

10/01/2026

საინტერესო

ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში გურჯაანის რაიონში მარწყვის ახალი ბაღი გაშენდა

ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში გურჯაანის რაიონში მარწყვის ახალი ბაღი გაშენდა

8 years ago
რა უნდა გავითვალისწინოთ ბანკიდან სესხის აღებისას? – ხშირად დაშვებული შეცდომები

რა უნდა გავითვალისწინოთ ბანკიდან სესხის აღებისას? – ხშირად დაშვებული შეცდომები

11 years ago
ჯო ბაიდენმა საქართველო „დემოკრატიის სამიტზე“ მიიწვია

ჯო ბაიდენმა საქართველო „დემოკრატიის სამიტზე“ მიიწვია

5 years ago
ეროვნული ბიბლიოთეკა აზარტული თამაშების ბანერების განთავსებაზე უარს ამბობს

გიორგი კეკელიძე – იქ, სადაც, სამშობლოს დასჭირდება, აუცილებლად ამოვიღებ ხმას და კრემლის ოთხი „ტროლი“ და ხუთი „ტროლადშობილი“ ვერ შემაშინებს

7 years ago

ახალი ამბები

საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიხსნა
ახალი ამბები

საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიხსნა

10/02/2026

საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით, პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია - „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი...

მეტის ნახვაDetails
საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო

საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო

10/02/2026
სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა

სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა

10/01/2026
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

10/01/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიხსნა 10/02/2026
  • საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო 10/02/2026
  • სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა 10/01/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by