სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრისა და სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს ერთობლივი სასწავლო კურსი „რადიაციული უსაფრთხოების საკითხები სამედიცინო სფეროში“ დაიწყო.
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა, ია პაპიაშვილმა და ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს დირექტორმა, ვასილ გედევანიშვილმა აღნიშნული კურსის მნიშვნელობასა და საჭიროებაზე ისაუბრეს და კურსის მონაწილეებს წარმატებები უსურვეს.
სასწავლო კურსის მიზანია რადიაციული უსაფრთხოების პასუხისმგებელ პირთა და მაიონებელი გამოსხივების წყაროსთან მომუშავე პერსონალი კვალიფიკაციის ამაღლება რადიაციული უსაფრთხოების საკითხებში, ასევე ბირთვული და რადიაციული კანონმდებლობის გაცნობა და მათი პრაქტიკაში დანერგვა.
სასწავლო კურსი მოიცავს საკანონმდებლო ბაზის მიმოხილვას, რადიაციული უსაფრთხოების ძირითად პრინციპებსა და მოთხოვნებს, სამედიცინო სფეროში დასხივების ავარიულ სიტუაციებს, სამედიცინო დასხივების სპეციფიკურ საკითხებს, ლიცენზიის მფლობელების მოვალეობებს და სამედიცინო სფეროში რადიაციასთან დაკავშირებულ სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.













