• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, August 25, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტის მიმართვა საზოგადოებას და პოლიტიკურ პარტიებს

12 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტის მიმართვა საზოგადოებას და პოლიტიკურ პარტიებს
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

cms-image-000016104„მედიის და საზოგადოების განსაკუთრებული ინტერესისა და ჩართულობის გამო, საყდრისის ირგვლივ პროცესები, აქციის დაწყების შემდგომ, სასიკეთოდ წარიმართა“, – ამის შესახებ ნთქვამია საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტის მიერ გავრცელებულ მიმართვაში.

„თბილისი თაიმსი“ მიმართვას უცვლელად გთავაზობთ:

„საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტის ინიციატივითა და ორგანიზებით, მიმდინარე წლის 14 აპრილს, საყდრისში, უძველესი ოქროს მაღაროს დასაცავად დაიწყო და დღესაც მიმდინარეობს კარვების აქცია. მედიის და საზოგადოების განსაკუთრებული ინტერესისა და ჩართულობის გამო, საყდრისის ირგვლივ პროცესები, აქციის დაწყების შემდგომ, სასიკეთოდ წარიმართა. ამ პროცესებში კომიტეტი, პირველ რიგში, განსაკუთრებული მადლიერებით უსვამს ხაზს მას-მედიის წარმომადგენლების წვლილსა და ძალისხმევას, რომლებიც თითქმის 24 საათიანი რეჟიმის ფარგლებში აშუქებდნენ საყდრისის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს. რაღა თქმა უნდა, საზოგადოების ინტერესების სასიკეთოდ. საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტი განსაკუთრებულ მადლობას უხდის ასევე იმ მეცნიერებს, რომელთაც იკვლიეს და მეცნიერულად, დოკუმენტალურად, პროფესიონალურ დონეზე, დაასაბუთეს საყდრისის უძველესი მაღაროს უნიკალური მნიშვნელობა, რომლის თაობაზეც ინფორმირებულია ასევე საერთაშირისო სამეცნიერო კორპუსი და აკადემიური წრეები. კარვების აქციის პარალელურად მხარდაჭერას გამოთქვამდნენ მეცნიერები, – არქეოლოგები, გეოლოგები, მეტალურგები, კულტუროლოგები, ისტორიკოსები და სხვა. ამავე პერიოდში მოხდა ასევე საყდრისი პრობლემის გაცნობა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. თბილისში, გაეროს ოფისში მოეწყო საკითხის განხილვა, რომელსაც ყველა ელჩი ესწრებოდა. სხვადასხვა საელჩოს წარმომადგენლები და დიპლომატები სტუმრობდნენ ასევე კარვების აქციას საყდრისში და მიმდინარე ინფორმაციებს თავად აქციის მონაწილეებისგან იღებდნენ. პროცესების სასიკეთოდ დაძვრაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს ემიგრანტებმა, რომელთაც ათასობით ხელმოწერა და თხოვნის წერილი გამოაგზავნეს საქართველოში, რომ საყდრისი გადარჩენილიყო და მომხდარიყო მისი აღიარება. გადამწყვეტი როლი შეასრულეს ასევე ახალგაზრდებმა, სტუდენტებმა, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს საყდრისის პრობლემის გახმაურებაში. ახალგაზრდებმა სუფთა, გულწრფელი ძალის მონაწილეობით, საყდრისის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებში, საზოგადოების სანდოობა კიდევ უფრო გაზარდეს. კომიტეტი განსაკუთრებულ მადლიერებას გამოხატავს უწმინდესისადმი და სასულიერო პირებისადმი, რომელთაც ღია მხარდაჭერა გამოუცხადეს საყდრისის გადარჩენის იდეას. ასევე, მადლობა გვინდა გადავუხადოთ ყველა იმ ადამიანს, ვინც საყდრისს გვერდში უდგას და მონაწილეობას იღებს კარვების აქციაში როგორც ფიზიკურად, – ისე ფინანსურად.

სწორედ, ზემოთ ჩამოთვლილი ადამიანებისგან და არასამთავრობო ორგანიზაციების ძალისხმევით, დაკომპლექტდა საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტი, რომ არა ისინი საკითხი სასიკეთოდ ვერ დაიძვრებოდა.  კომიტეტი დღემდე ცდილობს, რომ საყდრისის პრობლემა ქართული საზოგადოების, ჩვენი წინაპრების, წარსულისა და მომავალი თაობის წინაშე, მაქსიმალური პასუხისმგებლობით, სასიკეთოდ იყოს გადაწყვეტილი. კომიტეტი დიდ მადლობას უხდის ადგილობრივ მოსახლეობას, – დმანისის, დიდი დმანისის, კაზრეთის, ბალიჭის და საერთოდ ბოლნისის მცხოვრებთ. მათი მხრიდან ხდებოდა აქციის მონაწილეთათვის ყურადღების მიქცევა, საკვების, უსაფრთხოების საკითხებისადმი.
ასევე, თავად საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტის ინიციატივით შეხვედრა მოხდა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან, გავაცანით საყდრისის პრობლემა და ვთხოვეთ მათი კომპეტენციისა და შესაძლებლობის ფარგლებში ეაქტიურათ. რიგმა პოლიტიკური პარტიებისა გაითვალისწინა ჩვენი თხოვნა და მოხარული ვართ, რომ თემისადმი რეზონანსი მათი ჩართულობით კიდევ უფრო გაიზარდა. აქვე, გვინდა საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტის სახელით, ყველა პოლიტიკურ პარტიას მოვუწოდოთ, რომ საყდრისის პრობლემას მიუდგნენ მაღალი ზნეობრივი სტანდარტებით და არ მოხდეს თემის პოლიტიზირება, არ ჰქონდეს პოლიტიკურ სპეკულაციებს ადგილი ისე, რომ საყდრისი დაზარალდეს. ჩვენ, ხაზს ვუსვამთ, რომ მოხარული ვიქნებით შევხვდეთ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს და საყდრისის გულშემატკივარს, ვესაუბროთ, აზრები გავცვალოთ და რიგ შემთხვევაში ერთობლივი ღონისძიებებიც გავმართოთ. თუმცა, აუცილებლად მიგვაჩნია გაიმიჯნოს პოლიტიკური პარტიების აქტიურობა და კომიტეტის აქტიურობა. ამიტომ, საყდრისში, სურვილის შემთხვევაში, უპრიანი იქნება ცალკე მოხდეს ბანაკის ორგანიზება, თუნდაც პარტიული სიმბოლიკებით და თემა კონკრეტული პოლიტიკური პარტიის მხრიდან იყოს წამოწეული. როგორც მოგეხსენებათ, საყდრისის გადარჩენის კომიტეტი წარმოადგენს საზოგადოებრივ, აპოლიტიკურ ორგანიზაციას და მკაცრად ემიჯნება რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან გაერთიანებას, ან მათთან ასოცირებას. ვფიქრობთ, რომ ძალთა ერთობა ამ შემთხვევაში უფრო ეფექტური იქნება, ვიდრე საქმიანობების აღრევა.

აქვე, გვინდა დავძინოთ და საზოგადოება საქმის კურსში ჩავაყენოთ, რომ ამ ეტაპისთვის პროცესები სასიკეთოდ არის დაძრული. უკვე ყველამ აღიარა, მათ შორის, სახელმწიფოს მხრიდან სპეციალურად მოწვეულმა დამოუკიდებელმა საერთაშორისო ექსპერტებმაც, რომ საყდრისი არის ქრისტეს შობამდე მესამე ათასწლეულის მსოფლიოში უძველესი ოქროს მაღარო. კომიტეტის აქტიურობა და ამ ეტაპისთვის მიღწეული, შედეგები ნამდვილად არის ქვეყანაში ჯანსაღი სამოქალაქო საზოგადოების გამოცოცხლების სამაგალითო და პრეცედენტული ფაქტი, რომელი ფაქტიც მთელი საზოგადოების და ყველა ინსტიტუციისთვის საამაყო და მოსაფრთხილებელია. საყდრისის ოქროს უძველესი მაღარო ადასტურებს, რომ პრეისტორიულ ხანაში ჩვენს წინაპრებს ჰქონდათ ოქროს სამთო წესით მოპოვების მეთოდიკა, წარმოების პროცესი, საქმიანი ცხოვრება და კულტურა, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით საამაყოა. ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში სწორედ მსგავსი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ვალდებულებაც გვაქვს აღებული. საყდრისი დღევანდელი ქართველის უმნიშვნელოვანესი სიმდიდრეა, რომელიც ჩვენი თვითმყოფადობისთვის, როგორც საზოგადოებრივი,- ისე პოლიტიკური ასპარეზის ფარგლებში უდიდეს მნიშვნელობას შეასრულებს, თუ ჩვენი წინაპრების ეს პრეისტორიული სიმდიდრე გონივრულად იქნება გამოყენებული.

გვინდა საზოგადოება საქმის კურსში ჩავაყენოთ, რომ უახლოეს დღეებში საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტი გეგმავს მეცნიერებთან ერთად შეხვდეს კულტურის ახალ მინისტრს, გააცნოს და მიაწოდოს ყველა დეტალი და დამოკიდებულება საყდრისთან დაკავშირებით.

დღეს კარვების აქციის დაწყებიდან 127 დღეა“ – ნათქვამია მიმართვაში.

18.08.14

Share1Tweet1

ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”
ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს
ახალი ამბები

ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს

08/05/2026
ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო
ახალი ამბები

ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო

08/02/2026
შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა
ახალი ამბები

შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა

07/17/2026
ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს

07/18/2026
მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III
ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III

05/22/2026

საინტერესო

„სხვა წლების სტატისტიკასთან შედარებით, გველების გამოჩენის ფაქტი წელს ბევრად ნაკლებია“ – ჰერპეტოლოგი

„სხვა წლების სტატისტიკასთან შედარებით, გველების გამოჩენის ფაქტი წელს ბევრად ნაკლებია“ – ჰერპეტოლოგი

4 years ago

მიხეილ ჯანელიძემ სასტუმრო „გუდაური ინნ“ გახსნა

9 years ago

“ქართული ოცნება” არასრულწლოვანთათვის შემზარავი კადრების შემცველი ფილმის ჩვენების გამო შეშფოთებას გამოთქვამს

11 years ago
კახა კახიშვილი პენიტენციურ  დაწესებულებებში არსებულ მაღაზიებზე მკაცრ მონიტორინგს აწესებს

“საჭიროა მსჯავრდებულების ფილტრაცია”

11 years ago

ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა
ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა

08/25/2026

ქართული მოდის კულისებიდან საერთაშორისო ხედვამდე — მაშო ნასყიდაშვილის პროფესიული გზა Screenshot მოდა მხოლოდ ტანსაცმელი და ვიზუალური ესთეტიკა არ არის —...

მეტის ნახვაDetails
თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

08/24/2026
„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

08/19/2026
„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

08/18/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა 08/25/2026
  • თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო 08/24/2026
  • „მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა 08/19/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by