• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Saturday, July 11, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

„სწავლის მაღალი გადასახადის მიუხედავად, უნივერსიტეტებში ძალიან დაბალია სწავლების ხარისხი!“– ლევან ლორთქიფანიძე

12 years ago
კატეგორია: ექსკლუზივი
A A
6
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

დემოკრატიული სახელმწიფოს საყრდენი და მისი განვითარებისთვის აუცილებელი წინაპირობა განათლებული საზოგადოებაა. სტუდენტებს კი მნიშვნელოვანი როლი აქვთ განათლებული საზოგადოების ჩამოყალიბებაში. პირველ რიგში, სახელმწიფოს ზრუნვის ობიექტს  სტუდენტების სოციალურ–ეკონომიკური პრობლემების დარეგულირება უნდა წარმოადგენდეს, რადგან  სწორედ ხარისხიანი განათლება მოაპოვებინებს კვალიფიციურ კადრებს შრომის ბაზარზე მათთვის სასურველ ადგილს. უმუშევრობა, მაღალი სწავლის გადასახადი, დაბალი სწავლების ხარისხი, ეს არასრული ჩამონათვალია იმ პრობლემებისა, რომლებიც ახალგაზრდებს აწუხებთ. სტუდენტური პრობლემების თემა კი მრავალ ასპექტს მოიცავს და გამომწვევი მიზეზებიც მრავალგვარია. „თბილისი თაიმსს“ ამ საკითხებზე პოლიტიკის მეცნიერების ბაკალავრი, ლევან ლორთქიფანიძე ესაუბრა.

lortq (1)

  • ლევან, შენ საკმაოდ აქტიური სტუდენტი ხარ. როგორ ფიქრობ, როგორია დღეს საქართველოში სტუდენტური ცხოვრება, რა არის ის ძირითადი პრობლემები,რომლებიც სტუდენტებს აწუხებთ?

ცხადია, სტუდენტთა ზოგადი პრობლემები დიდად არ განსხვავდება საქართველოს სხვა მოქალაქეთა თავსატეხებისაგან. მთელი საზოგადოების მსგავსად სტუდენტებსაც განსაკუთრებულ გაჭირვებაში გვიწევს ცხოვრება, ახალგაზრდებს შორისაც უპრეცენდენტოდ მაღალია უმუშევრობის დონე, დასაქმების შემთხვევაში კი სრულად იგნორირებულია ჩვენი, როგორც დაქირავებულთა უფლებები. სტუდენტთა მნიშვნელოვანი ნაწილიც განიცდის იმას, რომ არ გააჩნია სახელისუფლებო გადაწყვეტილებებზე ზემოქმედების ეფექტიანი ბერკეტები, სათანადოდ ვერ აწვდენს ხმას ძალაუფლების ვერტიკალის სათავეში მოქცეულ პირებს. ბევრი ვდარდობთ იმაზე, რომ პოლიტიკურ დღის წესრიგს აყალიბებს ადამიანთა უმცირესი ჯგუფი, ფართო საზოგადოების ინტერესები კი მეტწილად იგნორირებულია. ბუნებრივია, სტუდენტებს სპეციფიკური, მხოლოდ ჩვენთვის დამახასიათებელი სირთულეებიც გვაქვს. კერძოდ, ჩვენ შემოსავლებთან შედარებით არაადეკვატურად მაღალი სწავლის გადასახადის მიუხედავად, უნივერსიტეტებში ძალიან დაბალია სწავლების ხარისხი. ცოდნის გადაცემის პროცესი სრულიად დაცლილია შემოქმედებითი ელემენტებისაგან. ფაქტობრივად, არ გვაქვს შანსი კვლევითი საქმიანობის წარმართვისა, თეორიული ცოდნის პრაქტიკული თვალსაზრისით გამდიდრებისა. აღარაფერს ვამბობ, უმძიმეს მდგომარეობაში მყოფ მატერიალურ-ტექნიკურ ბაზაზე, რომელიც წესით ხელს უნდა უწყობდეს სტუდენტის პროფესიონალად ჩამოყალიბების პროცესს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებელთა მსგავსად, საუნივერსიტეტო პოლიტიკაში ანუ უნივერსიტეტის შიგნით გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში მონაწილეობის რეალური შესაძლებლობები არ გაგვაჩნია. შედეგად, ვიღებთ ავტორიტარულ პრინციპებზე ორგანიზებულ, ცოდნის წარმოების უნარის არმქონე, სწავლების დაბალი ხარისხით გამორჩეულ, მოქალაქეთათვის ხელმიუწვდომელ საუნივერსიტეტო სისტემას, რაც ჩვენი და მთელი ქვეყნის მთავარი პრობლემა უნდა იყოს.

  • რა აკლიათ დღეს ახალგაზრდებს ჩვენს ქვეყანაში?

ახალგაზრდებს ყველაზე მეტად აკლიათ ელემენტარული სოციალური კეთილდღეობა, რათა სწავლის, ქირის გადახდა და საკუთარი თავის რჩენა მაინც მოახერხონ. ამასთანავე, ვფიქრობ, ჩვენთვის უდიდეს დანაკლისს წარმოადგენს მრავალფეროვანი სასწავლო პროგრამებისა და სტუდენტზე ორიენტირებული საგანმანათლებლო სტრუქტურების არარსებობა. ბუნებრივია, რომ არასრულფასოვანი განათლება და კეთილდღეობის დაბალი დონე დამატებით შედეგებს განაპირობებენ. კერძოდ, ასეთ მდგომარეობაში აღმოჩენილ ახალგაზრდებს ძალიან გვიჭირს მოვიკრიბოთთ  მეტი გამბედაობა და უფრო აქტიურად ვიბრძოლოდ ქვეყანაში დემოკრატიისა და სოციალური სამართლიანობის დამკვიდრებისათვის. მაშასადამე, ბევრ ჩვენგანს ის გამბედაობა და სიმამაცეც გვაკლია, რომელიც ძალიან სასარგებლო იქნებოდა საზოგადოების განვითარებისათვის.

  • lortq (3)რამდენად ეთახნმები ედუარდ ევერეტის სიტყვებს, რომ „განათლება თავისუფლების მრავალჯერ უკეთესი გარანტია, ვიდრე რეგულარული არმია“ ?

აბსოლუტურად ვეთანხმები ევერეტის გამონათქვამს. თუ ჩვენ გვსურს თავისუფალი და მშვიდობიანი სახელმწიფოს მშენებლობა მთელი ჩვენი რესურსი განათლების სისტემაში უნდა დავაბანდოთ, ხელი შევუწყოთ ცოდნის საზოგადოების ჩამოყალიბებას, სადაც პოლიტიკის, ეკონომიკის, მშენებლობის და ნებისმიერი სხვა დარგის მთავარი მამოძრავებელი ძალა ხალხის მონაწილეობასთან ერთად ცოდნა, კვალიფიკაცია და პროფესიონალიზმი იქნება. ამგავრი სახელმწიფოს თავისუფლების შეზღუდვა კი გაცილებით მეტ რესურსს საჭიროებს, ვიდრე,  თუნდაც უძლიერესი რეგულარული არმიის დამარცხება. წარსულში ქართველმა მეცნიერებმა მოახერხეს, რომ საბჭოთა სამეცნიერო სისტემაში საკუთარი ფუნქცია აღმოეჩინათ. თუ მოვინდომებთ, ამ საუკუნეში ჩვენს მეცნიერებას აქვს შანსი, რომ გახდნენ ევროპული სამეცნიერო ორგანიზმის განუყოფელი ნაწილი.

  • როგორია შენი აზრით განათლების დონე საქართველოში, რა არის საჭირო განათლებასთან დაკავშირებული პრობლემების აღმოსაფხვრელად?

განათლების დონე საქართველოში ძალიან დაბალია, რაც ჩვენი შთაბეჭდილებების გარდა, საერთაშორისო და რეგიონალური კვლევებითაც დასტურდება. ჩვენ არამხოლოდ ევროპულ კრიტერიუმებს ვერ ვაკმაყოფილებთ, არამედ პოსტსაბჭოთა სტანდარტების დაძლევაც კი გვიჭირს. აღნიშნული პრობლემების აღმოსაფხვრელად წლებია, რამდენიმე ათეულ ადამიანთან ერთად ორ ძირითად  სტრატეგიულ საკითხზე მივანიშნებ. უპირველეს ყოვლისა, ჩვენ წარმოუდგენლად მიგვაჩნია უნივერსიტეტის განვითარება სახელმწიფო ინვესიტიციების გარეშე. პირდაპირი საბიუჯეტო დაფინანსების არარსებობის შემთხვევაში უღარიბესი სასწავლებლების მიერ კვლევისა და სწავლების ინტეგრირება, ცოდნის წარმოების პროცესში სტუდენტის მონაწილეობის უზრუნველყოფა (ანუ შედარებით ხარისხიანი განათლების მიღწევა) ფაქტობრივად გამორიცხულია, რაც გასულ წლებში ცხადად დადასტურდა. აუცილებელია, რომ სახელმწიფომ იგრძნოს ფინანსური ანგარიშვალდებულება განათლებისა და მეცნიერების სისტემის წინაშე. ამასთანავე, ბევრი ვფიქრობთ, რომ აუცილებელია გარე რეფერირების მექანიზმის შექმნა. მაშასადამე, უმაღლესი რანგის პროფესორები და აკადემიურ გადაწყვეტილებათა მიმღები პირები საახლობლო, ნაკლებად კვალიფიციური ან არაემანსიპირებული ადგილობრივი მოხელეების ნაცვლად საერთაშორისო სტატუსის მქონე მეცნიერებმა უნდა შეაფასონ და გამოავლინონ. უმკაცრესი და სამართლიანი პირობებით შერჩეული მაღალი დონის პროფესორები, რომელთაც სახელმწიფოს მხირდან გარანტირებული მხარდაჭერა ექნებათ, უდავოდ შეძლებენ პროფესიონალთა ახალი თაობების კვლავწარმოებას.

  • კვლავ დავუბრუნდები სტუდენტთა სოციალურ პრობლემებს, რამდენად მტკინვეულია სტუდენტებისათვის აღნიშნული პრობლემა და რაში ხედავ გამოსავალს?

სოციალურ პრობლემებზე ზემოთ ვისაუბრე, ხარისხიანი საშუალო, პროფესიული თუ უმაღლესი  განათლება პანაცეა არ გახლავთ. მაგრამ მაინც საუკეთესო საშუალებად შეგვიძლია მივიჩნიოთ სოციალური პრობლემების დასამარცხებლად. პროფესიონალის შრომა ხომ ყველაზე ნაყოფიერი და შედეგიანია, მას ხომ ნებისმიერ პირობებში შეუძლია დაიწყოს სირთულეთა გადაჭრის გზების ძიება.

  • lortq (2)როგორ წარმოგიდგენია იდეალური საქართველო და როგორ ფიქრობ რა გზები არსებობს იმისთვის,რომ ჩვენი ქვეყანა პოლიტიკურ–ეკონომიკური კუთხით გაძლიერდეს?

იდეალურ საქართველოში ადამიანები გადარჩენისათვის არ უნდა იბრძოდნენ, ადამიანები დამოუკიდებელნი უნდა იყვნენ არამხოლოდ დაქვემდებარებისაგან, ვიღაც ქვეშევრდომობისაგან, არამედ უნდა მიაღწიონ თავისუფლებას შიშისა და გაჭირვებისაგან. სახელმწიფოს მთავარი ფუნქცია მოქალაქეთა ჯანმრთელობის დაცვისა და განათლების მიღების ხელშეწყობა უნდა იყოს. რაც მთავარია, სიმდიდრე, ჩვენი რესურსები რამდენიმე ადამიანის ხელში კი არ უნდა იყოს თავმოყრილი, არამედ სამართლიანად უნდა ნაწილდებოდეს რაც შეიძლება მეტ მოქალაქეზე. მოკლედ, მე სოციალურად სამართლიან საქართველოზე ვფიქრობ და ვვოცნებობ. ამგავრი ქვეყნის ჩამოყალიბების გზა კი საკუთარი საქმის, მოვალეობის პასუხისმგებლობით შესრულებასა და პოლიტიკური მონაწილეობის საშუალებით ბრძოლაზე უნდა გადიოდეს.

01.09.14

ნათია კეკენაძე

Share2Tweet2

ახალი ამბები

„ლეჩხუმში ვაწარმოებთ  უწამლი ტყის ვაშლისგან  ძმარს, რომელიც გემოვნური და სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა“ 
ახალი ამბები

„ლეჩხუმში ვაწარმოებთ  უწამლი ტყის ვაშლისგან  ძმარს, რომელიც გემოვნური და სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა“ 

02/16/2022
“ექსპერიმენტორიუმი” –  ყველაზე უჩვეულო მუზეუმი თბილისში
ახალი ამბები

“ექსპერიმენტორიუმი” – ყველაზე უჩვეულო მუზეუმი თბილისში

01/28/2022
სამაჯური შენი პერსონალური კოვიდ პასპორტის QR კოდით – სიახლე ქართულ ბაზარზე
ახალი ამბები

სამაჯური შენი პერსონალური კოვიდ პასპორტის QR კოდით – სიახლე ქართულ ბაზარზე

01/19/2022
„შეგვიძლია, ხელოვნებით ვაჯობოთ ნებისმიერ სნეულებას“ – ვაჟა კაკაბაძის ნახატების გამოფენა გაიმართება
ახალი ამბები

„შეგვიძლია, ხელოვნებით ვაჯობოთ ნებისმიერ სნეულებას“ – ვაჟა კაკაბაძის ნახატების გამოფენა გაიმართება

01/14/2022
მიტოვებული, ძველი სახლების ახალი სიცოცხლე ლეჩხუმში – ლექსო ჩარკვიანის ამბავი
ახალი ამბები

მიტოვებული, ძველი სახლების ახალი სიცოცხლე ლეჩხუმში – ლექსო ჩარკვიანის ამბავი

12/11/2021
ახალგაზრდა და-ძმის დაბრუნება მშობლიურ ლეჩხუმში და მეფუტკრეობის ოჯახური ტრადიცია
ახალი ამბები

ახალგაზრდა და-ძმის დაბრუნება მშობლიურ ლეჩხუმში და მეფუტკრეობის ოჯახური ტრადიცია

11/16/2021

საინტერესო

2013 წლის ექვსი თვის მთლიანი შიდა პროდუქტის საშუალო რეალურმა ზრდამ 1,8% შეადგინა

13 years ago
Hubspots და „ამაზონი“ „სტარტაპ მეგობრულს“  შემოუერთდა

Hubspots და „ამაზონი“ „სტარტაპ მეგობრულს“  შემოუერთდა

8 years ago

ბიძინა ივანიშვილი იერუსალიმის პატრიარქს შეხვდა

13 years ago
თბილისში ქვესადგური „ჩუღურეთი“ გაიხსნა

თბილისში ქვესადგური „ჩუღურეთი“ გაიხსნა

8 years ago

ახალი ამბები

ლაგოდეხში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა
ახალი ამბები

ლაგოდეხში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

07/09/2026

მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში - დაღუპულია 25 წლის ახალგაზრდა. შემთხვევა სოფელ ცხაკაიასთან მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, სოფელ არეშფერანში მცხოვრები...

მეტის ნახვაDetails
გიორგი ქოჩორაშვილმა რჩეულს ხელი სთხოვა

გიორგი ქოჩორაშვილმა რჩეულს ხელი სთხოვა

07/07/2026
სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა

სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა

07/04/2026
„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს

„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს

07/04/2026

კალენდარი

July 2026
M T W T F S S
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« Jun    

სიახლეები

  • ლაგოდეხში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა 07/09/2026
  • გიორგი ქოჩორაშვილმა რჩეულს ხელი სთხოვა 07/07/2026
  • სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა 07/04/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by