• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Saturday, July 11, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

სპორტსმენი, რომლმაც ძიუდოში ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე საქართველოს ბედი გადაწყვიტა!

12 years ago
კატეგორია: სპორტი
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ამბობენ, ქართველები ნიჭიერი ერი ვართო და ეს ასეც არის. ძალიან ბევრი წარმატებული და გამორჩეული ადამიანი აჩუქა საქართველომ მსოფლიოს. დღეს ზოგიერთები საუბრობენ იმაზე, რომ ეს ნიჭი სადღაც გაქრა, დაიკარგა, თუმცა ეს ასე ნამდვილად არაა. ის პოტენციალი, რომელიც ჩვენი ქვეყნის შუაგულში დევს არასოდეს ამოიწურება, არასოდეს გამოილევა, რადგან მას ძალიან ღრმად აქვს გადგმული ფესვები ქართულ მიწაში. ჩვენ ირგვლივ, ძალიან ბევრი საინტერესო და ნიჭიერი ახალგაზრდაა, რომელთაც წარმატებას მიაღწიეს არა მხოლოდ საქართველოს არამედ მსოფლიოს მასშტაბებითაც. ასეთი ახალგაზრდები, გვყავს თითქმის ყველა სფეროში, თუმცა ჩვენ დღეს სპორტს, კონკრეტულად კი ძიუდოს შევეხებით.  საქართველოს ძიუდოში ძალიან ბევრი წარმატებული სპორცმენი ყავს. „თბილისი-თაიმსი“ ახალგაზრდა, 19 წლის ძიუდოისტს – გურამ თუშიშვილს,  მის სპორტულ კარიარაზე და მიღწეულ წარმატებებზე ესაუბრა. ცოტა ხნის წინ ბუქარესტში ჩატარებულ ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, სწორედ მისი შეჯიბრი გახდა გადამწყვეტი და საქართველო ევროპის ჩემპიონი გახდა, თუმცა მანამდე მას არაერთხელ უსახელებია ჩვენი ქვეყანა. საინტერეესოა, რამდენად რთული გზა განვლო მან წარმატების მისაღწევად.

  • 10408105_10152671727286912_8753635262464641062_nრამდენი წლის იყავით, როდესაც ძიუდოზე შეხვედით? რამ განაპირობა თქვენი დაინტერესება სპორტის ამ სახეობის?

როდესაც ძიუდოზე შევედი, დაახლოებით 12 წლის ვიყავი. ჩემი ამ სპორტით დაისტერესება თავდაპირველად მშობლების სურვილით მოხდა.  მამაჩემიც ყოფილი მოჭიდავეა, ამიტომაც დავემორჩილე მშობლების სურვილს და შევედი ძიუდოზე, ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, ინტერესი მეც გამიჩნდა და აქამდე მივყვები სპორტის ამ სახეობას, ჩემი ოჯახიც დღემდე გვერდში მიდგას.

  •  ვინ იყო  პირველი მასწავლებელი, ვისი დაფრთიანებული ხარ?

ჩემი პირველი მწვრთნელი იყო ბათო ჯიქური, რომელსაც ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის დღეს ჩემს წარმატებაში. თავდაპირველად სწორედ მან შემასწავლა და შემაყვარა ძიუდო. ყველამხრივ მხარში მედგა და მეხმარებოდა არსებული დაბრკოლების გადალახვაში, რაც კი გზაზე შემხვდებოდა. ამისათვის მას მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო. ის დღემდე ჩემი მწვრთნელია.

  •  რამდენი დრო დაგჭირდათ, რომ ფორმაში ჩამდგარიყავით და წარმატებისათვის მიგეღწიათ?

საშუალოდ სამი წელი დამჭირდა ძიუდოს შესასწავლად და წარმატების მისაღწევად. რა თქმა უნდა, ეს სამი წელი არ იყო იოლი, ამისათვის ძალიან ბევრი შრომა იყო საჭირო. ამ დროის განვმალობაში გავდიოდი შეჯიბრებზე, სწორედ შეჯიბრზე სწავლობს თითოეული სპორცმენი ჭიდაობას. სამი წლის შემდეგ კი, შედეგიც დავდე.

10676375_893064960712559_1543697873756909766_n

  • რამდენად რთულია იყო სპორცმენი, რა სირთულეების გადალახვა მოგიწიათ ამ პერიოდის განმავლობაში?

იყო სპორცმენი ეს ძალიან ძნელია, რადგან ამის უკან იმალება ძალიან ბევრი შრომა, ძალიან ბევრი იმედგაცრუება, არა მხოლოდ სიხარარული და წარმატება.  თუმცა მთავარია, რომ არასოდეს არ დავნებდეთ,  ყოველი იმედგაცრუების შემდეგ უფრო მეტი ძალა მოვიკრიბოთ და უფრო მეტი შემართებით შევუდგეთ ჩვენ საქმეს. ძალიან ბევრი ფსიქოლოგიური წნეხის გადატანა გვიწევს, მაგრამ მთავარია ეს ფსიქოლოგიური წნეხი დავძლიოთ. პირადად მე, მქონია ძალიან ბევრი იმედგაცრუება და კარგად ვიცი ეს რა გრძნობა, თუმცა დღემდე ყოველი წარუმატებლობის შემდეგ ვცდილობ ფეხზე უფრო მყარად დავდგე და შედეგიც ყოველთვის სახეზეა.

  •  როდის მიაღწიეთ პირველად წარმატებას და საერთოდ რა შედეგები გაქვთ სპორტულ კარიერაში?

ჩემი პირველი წარამტება იყო საერთაშორისო ტურნირზე კიევში. ეს იყო ევროპის თასი და ორი ქართველი გავედით ფინალში. რაც შეეხება სხვა შედეგებს ჭაბუკებში ვარ მსოფლიო ჩემპიონი, ევროპის პრიზიორი, ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონი, მრავალგზის საერთაშორისო ტურნირის  ევროპისა და მსოფლიო თასის ჩემპიონი, ეროვნულ ნაკრებში საქართველოს ჩემპიონი.

10636004_728376030545301_8023541380470707480_n

  •  რამდენად რთულია მიაღწიო წარმატებას და რა არის თქვენი წარმატების ფორმულა?

წარმატების მიღწევა არც ისე რთულია თუ ბევრს იშრომებ, მთავარია იცოდე შრომის ფასი. ჩემი წარმატების ფორმულაც სწორედ ესაა- შრომა და მიზანდასახულობა. აუცილებელია დაისახო მიზანი და შემდეგ ყველაფერი გააკეთო ამ მიზნის მისაღწევად.

  •  ყველაზე დიდ სიხარულს რა განიჭებთ?

 ალბათ გაგიკვირდებათ, მაგრამ ყველაზე დიდ სიხარულს სახლში დაბრუნება მანიჭებს გამარჯვების შემდეგ.

  •  უკვე, როგორც გამოცდილი და ტიტულოვანი სპორცმენი, რას ურჩევდით დამწყებ ძიუდოისტებს?

ისევ და ისევ განვმეორდები და სხვა სპორცმენებს  ვურჩევდი, რომ იშრომონ ძალიან ბევრი. თუ მოინდომებ შეუძლებელი არაფერია. მთავარია სწორად განსაზღვრო რა გინდა და რატომ გინდა. ამიტომ დამწყებ სპორტცმენებს დაბრკოლებების არ უნდა შეეშინდეთ, დაწყებული საქმე  შუა გზაში არ უნდა მიატოვონ, თავდაუზოგავად იშრომონ, ხოლო  სადაც შრომაა იქ იღბალიც არის.

  • 10686736_726867894029448_8293881276506984546_nაპირებთ თუ არა მომავალში სამწვრთვნელო კარიერა შეიქმნათ?

ჯერ, რა თქმა უნდა, სპორტით ვარ დაკავებული, მაგრამ სპორტული კარიერის დამთავრების შემდეგაც ჯერჯერობით არ ვვარაუდობ სამწვრთნელო კარიერის გაგრძელებას. ეს რატომღაც არ ჯდება ჩემს ინტერესებში.

  • რამდენად ზრუნასვ სახელმწიფო რომ, ძიუდო  განვითარებას და შეეწყოს ხელი ჩვენს ქვეყანაში?

სახელმწიფო მაქსიმალურად ცდილობს, რომ ძიუდოისტებს მხარი დაუჭიროს და წარმატების მიღწევაში დაეხმაროს. სპორტის სამინისტრო გვერდში გვიდგას, როგორც მატერიალურად ასევე მორალურად.  ჩვენც, სპორტსმენები ამ ყველაფერს კარგად ვხედავთ და ვცდილობთ, რომ წინსვლაში დავეხმაროთ სპორტის სამინისტროსა და ქვეყნას.

  • ბოლო ევროპის ჩემპიონატზე თქვენი შეჯიბრი იყო გადამწყვეტი და საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონი გახდა, რამდენად დიდი პასუხსისმგებლობა იყო ეს და რა იგრძენით გამარჯვების შემდეგ?

დიახ, ეს ნამდვილად საპასუხისმგებლო იყო, თუმცა როდესაც სპორტსმენი ხარ და ამავდროულად მაღალი დონის მოჭიდავე, იქ მეტ-ნაკლებად ფიქრობ შიშზე. პირიქით სასიამოვნოა, როდესაც გადამწყვეტი როლი გეკისრება, თან არამარტო პირად შეჯიბრებაში, არამდე გუნდურში, როდესაც შენი ქვეყნის საქმე წყდება. გამარჯვების შემდეგ, კი დიდი სიხარული ვიგრძენი, რადგან რაღაც გადავწყვიტე.

13981_893064594045929_8792968666467134905_n

  •  როგორია შენი სამომავლო გეგმები?

ჩემი სამომავლო გეგმებია რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადა და ვაგრძელებ თავდაუზოგავად მზადებას, იმედია შედეგიც იქნება. უახლოეს მომავალში ამერიკაში მივდივარ მსოფლიო ჩემპიონატზე ახალგაზრდებში, ვიმედოვნებ ყველაფერი კარგად დასრულდება.

29.09.14

ანო მუქათარიძე

Share1Tweet1

ახალი ამბები

„მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ –  ილია თოფურია
ახალი ამბები

„მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ – ილია თოფურია

06/25/2026
დოპინგ-სკანდალზე საბოლოო განაჩენი ცნობილია
ახალი ამბები

დოპინგ-სკანდალზე საბოლოო განაჩენი ცნობილია

05/12/2026
“ნიცა არც მოდელია, არც კინოვარსკვლავი, მაგრამ…” – უცხოურმა გამოცემამ კვარას მეუღლეს ვრცელი სტატია მიუძღვნა
ახალი ამბები

“ნიცა არც მოდელია, არც კინოვარსკვლავი, მაგრამ…” – უცხოურმა გამოცემამ კვარას მეუღლეს ვრცელი სტატია მიუძღვნა

01/02/2026
„ძალიან ვთხოვ ყველას, რომ გააშუქოთ!“ – მერაბ შარიქაძის მიმართვა
ახალი ამბები

„ძალიან ვთხოვ ყველას, რომ გააშუქოთ!“ – მერაბ შარიქაძის მიმართვა

12/02/2025
დაკავებულია 28 წლის კაცი, რომელიც 16 წლის გოგოს თბილისის საროსკიპოში მეძავად ამუშავებდა
ახალი ამბები

დაკავებულია 28 წლის კაცი, რომელიც 16 წლის გოგოს თბილისის საროსკიპოში მეძავად ამუშავებდა

10/29/2025
ᲡᲐᲡᲬᲐᲣᲚᲘ ᲑᲣᲠᲗᲗᲐᲜ 10 ᲨᲔᲮᲔᲑᲘᲗ – ᲛᲘᲥᲐᲣᲢᲐᲫᲘᲡ 20 ᲒᲝᲚᲘ TOP 5-ᲨᲘ
ახალი ამბები

ᲡᲐᲡᲬᲐᲣᲚᲘ ᲑᲣᲠᲗᲗᲐᲜ 10 ᲨᲔᲮᲔᲑᲘᲗ – ᲛᲘᲥᲐᲣᲢᲐᲫᲘᲡ 20 ᲒᲝᲚᲘ TOP 5-ᲨᲘ

03/16/2025

საინტერესო

ახალგაზრდა ქართველი პიანისტი, რომლის შემოქმედებაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაშია აღიარებული

ახალგაზრდა ქართველი პიანისტი, რომლის შემოქმედებაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაშია აღიარებული

7 years ago

შსს კატეგორიულად მოუწოდებს მოქალაქეებს ცრუ შეტყობინებების განხორციელებისგან თავი შეიკავონ

13 years ago
სუს-ი – ექსპერტიზით დადგინდა, რომ სპეცოპერაციის შედეგად ლიკვიდირებული ერთი პირი ახმედ ჩატაევია

სუს-ი – ექსპერტიზით დადგინდა, რომ სპეცოპერაციის შედეგად ლიკვიდირებული ერთი პირი ახმედ ჩატაევია

9 years ago
ვინ არის დღეს ყველაზე ეფექტური მინისტრი? – ექსპერტების მოსაზრებები

ვინ არის დღეს ყველაზე ეფექტური მინისტრი? – ექსპერტების მოსაზრებები

11 years ago

ახალი ამბები

ლაგოდეხში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა
ახალი ამბები

ლაგოდეხში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

07/09/2026

მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში - დაღუპულია 25 წლის ახალგაზრდა. შემთხვევა სოფელ ცხაკაიასთან მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, სოფელ არეშფერანში მცხოვრები...

მეტის ნახვაDetails
გიორგი ქოჩორაშვილმა რჩეულს ხელი სთხოვა

გიორგი ქოჩორაშვილმა რჩეულს ხელი სთხოვა

07/07/2026
სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა

სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა

07/04/2026
„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს

„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს

07/04/2026

კალენდარი

July 2026
M T W T F S S
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« Jun    

სიახლეები

  • ლაგოდეხში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა 07/09/2026
  • გიორგი ქოჩორაშვილმა რჩეულს ხელი სთხოვა 07/07/2026
  • სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა 07/04/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by