• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Saturday, June 27, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

არასამთავრობოები “თავისუფალი ზონისა” და “თავისუფალი თაობის” წარმომადგენლებს შორის განვითარებული დაპირისპირების შესახებ განცხადებას ავრცელებენ

12 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
არასამთავრობოები “თავისუფალი ზონისა” და “თავისუფალი თაობის” წარმომადგენლებს შორის განვითარებული დაპირისპირების შესახებ განცხადებას ავრცელებენ
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

downloadარასამთავრობო ორგანიზაციები “თავისუფალი ზონისა” და “თავისუფალი თაობის” წარმომადგენლებს შორის განვითარებული დაპირისპირების შესახებ განცხადებას ავრცელებენ.

არასამთავრობოებისთვის გაუგებარია, რატომ გახდა პრემიერის აღშფოთების საგანი მხოლოდ ის, რომ მედიასაშუალებებმა “არავითარი სოლიდარობა” არ გამოიჩინეს მათი კოლეგა ზაზა დავითაიას მიმართ. არასამთავრობოები მიიჩნევენ, რომ ყველა მედიასაშუალებამ სათანადოდ გააშუქა ეს ინციდენტი და პრემიერის კრიტიკა გადამეტებულია.

განცხადების ავტორები დაუშვებელად მიიჩნევენ რომ სათანადოდ უნდა იქნას გამოძიებული როგორც ჟურნალისტ ზაზა დავითაიას ცემის, ასევე – “თავისუფალი ზონის” ოფისში პირთა ჯგუფის შეღწევის ფაქტი, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

განცხადებას, რომელსაც ხელს აწერენ “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”, “ფონდი ღია საზოგადოება – საქართველო”, “ადამიანის უფლებათა ცენტრი”, “კონსტიტუციის 42-ე მუხლი”, “სამოქალაქო განვითარების სააგენტო” და “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო ინსტიტუტი”, “ინტერპრესნიუსი” უცვლელად გთავაზობთ:

“ბოლო დღეების განმავლობაში საზოგადოება თვალს ადევნებს არასამთავრობო ორგანიზაციების “თავისუფალი ზონა” და “თავისუფალი თაობა” წარმომადგენლებს შორის განვითარებულ სახიფათო დაპირისპირებას. გვსურს რამოდენიმე გარემოებასთან დაკავშირებით პოზიცია დავაფიქსიროთ:

საქართველოს კონსტიტუცია და სხვა კანონმდებლობა ფართო შესაძლებლობას აძლევს ყველა პირს თუ პირთა ჯგუფს სხვადასხვა ფორმით გამოხატონ საკუთარი კრიტიკული პოზიციები. თუმცა, გამოხატვის თავისუფლება არ არის აბსოლუტური უფლება და ის შეიძლება შეიზღუდოს მაშინ, როდესაც ილახება სხვათა უფლებები, ხოლო როდესაც გამოხატვის უფლების რეალიზაციას თან ახლავს ფიზიკური ძალადობა, ის შეიძლება შეიცავდეს დანაშაულის ნიშნებს. ჩვენ დაუშვებელად მიგვაჩნია და ვგმობთ პოზიციის გამოხატვას ფიზიკური ძალადობის ფორმით. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ სათანადოდ უნდა იქნას გამოძიებული როგორც ჟურნალისტ ზაზა დავითაიას ცემის, ასევე – “თავისუფალი ზონის” ოფისში პირთა ჯგუფის შეღწევის ფაქტი, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

ასევე, გამართლება არ მოეძებნება “თავისუფალი თაობის” მიერ “თავისუფალი ზონის” მისამართით წაყენებულ მოთხოვნას თვითლიკვიდაციის თაობაზე. სამართლებრივი კუთხით, მოცემულ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს ასოცირდება თუ არა “თავისუფალი ზონა” რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან: საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს არასამთავრობო ორგანიზაციის ლიკვიდაციის შესაძლებლობას პოლიტიკურ პარტიასთან ასოცირების მოტივით. “თავისუფალი ზონის” მისამართით გამოთქმულ კრიტიკულ განცხადებებში ასევე გაჟღერდა ინფორმაცია ამ ორგანიზაციის სავარაუდო დანაშაულებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით. თუ ეს ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება, მასზე რეაგირება უნდა მოახდინოს სამართალდამცავმა ორგანომ კანონით დადგენილი წესით და არა – სხვა არასამთავრობო ორგანიზაციამ ულტიმატუმის წაყენების გზით.

ჩვენ ვგმობთ ძალადობის ნებისმიერ გამოვლინებას განურჩევლად იმისა, თუ ვის წინააღმდეგაა ის მიმართული და რა მოტივი ამოძრავებს მოძალადეს. ვთვლით, რომ ხელისუფლების რეაგირება ყველა ასეთ ფაქტზე უნდა იყოს სწრაფი, ეფექტური და მიუკერძოებელი. ამ თვალსაზრისით, აუცილებლად უნდა იქნეს გარკვეული 30 სექტემბერს “თავისუფალი ზონის” ოფისთან მომხდარი ინციდენტის დროს რამდენად დროულად მოახდინა პოლიციამ რეაგირება ორგანიზაციის წარმომადგენელთა მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე მათი ოფისის დარბევის გეგმების შესახებ. ასევე გასარკვევია, რამდენად ობიექტურად და სათანადოდ მოქმედებდა პოლიცია ინციდენტის დროს.
განსაკუთრებული შეშფოთება გვსურს გამოვთქვათ პოლიციის მიერ დაკავებული “თავისუფალი ზონის” წევრის, დავით გოგოხიას მიერ საია-ს ადვოკატისთვის მიცემულ ახსნა-განმარტებასთან დაკავშირებით, სადაც ის აღნიშნავს: “[დაკავების შემდეგ] მანქანაში პოლიციის თანამშრომელმა ორჯერ ნეკნში ჩამარტყა მუშტი… დარტყმა იყო ძლიერი; დარტყმის შედეგად შემეკრა სუნთქვა.” ის ასევე აცხადებს, რომ პოლიციის შენობაში მიყვანის შემდეგ მასთან მივიდნენ ადვოკატები გიორგი ონიანი და რომეო საჯაია, რომელთა წასვლის შემდეგ გაგრძელდა მისი ცემა. ცემის მოტივად გოგოხია მიუთითებს მის მიერ ადვოკატად გიორგი ონიანის აყვანას. ის ასევე ამბობს, რომ მისი დაშინების მიზნით ერთ-ერთმა პოლიციელმა დაიძახა “გახადეთ, ამას გაუპატიურებას ვანახებო”. ამავე ახსნა-განმარტებაში გოგოხია აღწერს, რომ ხელბორკილდადებული სცემეს პოლიციელებმა, ურტყამდნენ ნეკნებში, სახეში, ყურში, სახით დაახეთქეს მაგიდაზე და ა.შ. ვიზუალური დათვალიერებით, გოგოხიას სახესა და სხეულზე დაზიანებები აღენიშნება. აღსანიშნავია, ასევე, რომ მის ადვოკატს არ მიეცა შესაძლებლობა, იზოლატორში შეეყვანა ექსპერტი სამედიცინო შემოწმების მიზნით.

ვფიქრობთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება ცალსახად ხელს შეუშლის ამ ინციდენტის მიუკერძოებლად გამოძიებას. გაუგებარია, რატომ გახდა პრემიერის აღშფოთების საგანი მხოლოდ ის, რომ მედიასაშუალებებმა “არავითარი სოლიდარობა” არ გამოიჩინეს მათი კოლეგა ზაზა დავითაიას მიმართ. ფაქტია, რომ ყველა მედიასაშუალებამ სათანადოდ გააშუქა ეს ინციდენტი და პრემიერის კრიტიკა გადამეტებულია. ვფიქრობთ, რომ მსგავსი ინტერესი პრემიერმა ასევე იმ დაკავებული პირების უფლებების დაცვის საკითხის მიმართაც უნდა გამოხატოს, რომლებიც პოლიციელების მხრიდან განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაზე საუბრობენ. ამის მიუხედავად, ძალადობის უპირობო დაგმობის, პოლიციის სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედების გამოძიების აუცილებლობის ნაცვლად, მედიასთან საუბრისას პრემიერ-მინისტრი “თავისუფალი ზონას” “დესტრუქციულ ძალებს” უწოდებს და მათ “ნაციონალურ მოძრაობასთან” კავშირზე საუბრობს. პრემიერის ამგვარი განცხადებები, შესაძლოა, სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან არასათანადო გამოძიების, ხოლო მოქალაქეთა გარკვეული ჯგუფების მიმართ აგრესიული ქმედებების წახალისებად ჩაითვალოს. იმ შემთხვევაში, თუკი პრემიერ-მინისტრს (ან სხვა ნებისმიერ პირს) დანაშაულის შესახებ კონკრეტული ინფორმაცია გააჩნია, ის საქართველოს კანონმდებლობით ვალდებულია ასეთი ინფორმაცია სამართალდამცავ ორგანოებს მიაწოდოს, ხოლო თუ მსგავსი კონკრეტული ინფორმაცია არ არსებობს, მაშინ ასეთი მწვავე განცხადებები მთავრობის მეთაურის მხრიდან სასურველია რომ არ გაკეთდეს. მითითებული შინაარსის განცხადებები არათუ ვერ განმუხტავს ახალგაზრდების ჯგუფებს შორის არსებულ სახიფათო დაპირისპირებას, არამედ შესაძლოა ისედაც დაძაბული სიტუაციის ესკალაცია გამოიწვიოს.
ზემოთ მოყვანილი გარემოებების მნიშვნელობიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ პროკურატურას, დროულად და ობიექტურად გამოიძიოს დავით გოგოხიას ახსნა-განმარტებაში მითითებული გარემოებები; ასევე, ზაზა დავითაიას ცემისა და “თავისუფალი ზონის” ოფისზე თავდასხმის ფაქტები; მთავრობას, სათანადოდ გაანალიზოს სამართალდამცავი ორგანოებს მოქმედებათა სისწორე, ობიექტურობა და ეფექტურობა. ასევე, კანონის ფარგლებში მიიღოს დროული ზომები ძალადობის და დაპირისპირების შემდგომი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად; “თავისუფალი თაობისა” და “თავისუფალი ზონის” წარმომადგენლებს, თავი შეიკავონ ძალადობრივი ქმედებებისაგან, პატივი სცენ საზოგადოებრივ წესრიგსა და კანონს; ხელისუფლებას, პოლიტიკურ პარტიებსა და პოლიტიკური თანამდებობის პირებს – უპირობოდ დაგმონ ფიზიკური ანგარიშსწორება, გამოიჩინონ მეტი პასუხისმგებლობა და არ დაუშვან დაპირისპირებისა და ძალადობის ესკალაცია”, – ნათქვამია განცხადებაში.

03.10.14

Share1Tweet1

ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III
ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III

05/22/2026
5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა
ახალი ამბები

5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა

04/24/2026
1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)
ახალი ამბები

1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)

02/08/2026
თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს
ახალი ამბები

თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს

02/06/2026
ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს
ახალი ამბები

ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს

02/03/2026
ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა
ახალი ამბები

ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა

01/10/2026

საინტერესო

სურსათის ეროვნულ სააგენტოში რძისა და რძის ნაწარმის მწარმოებელებსა და იმპორტიორებთან შეხვედრა გაიმართა

10 years ago

ბარაკ ობამა პოზიციას არ იცვლის

13 years ago
უკრაინამ რუსული ტყვეობიდან კიდევ 45 ჯარისკაცი გაათავისუფლა

უკრაინამ რუსული ტყვეობიდან კიდევ 45 ჯარისკაცი გაათავისუფლა

3 years ago
ირაკლი ღარიბაშვილი: “დღეს ჩვენი ქვეყანა ისევ დიდი გამოწვევების წინაშე დგას”

ირაკლი ღარიბაშვილი: “დღეს ჩვენი ქვეყანა ისევ დიდი გამოწვევების წინაშე დგას”

11 years ago

ახალი ამბები

შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა
ახალი ამბები

შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა

06/26/2026

პარლამენტში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისმიტროპოლიტი შიო III მივიდა. პატრიარქი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენას...

მეტის ნახვაDetails
ვრცელდება პატრიარქის მიმართვა

ვრცელდება პატრიარქის მიმართვა

06/26/2026
თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა

თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა

06/25/2026
„მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ –  ილია თოფურია

„მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ – ილია თოფურია

06/25/2026

კალენდარი

June 2026
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  
« May    

სიახლეები

  • შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა 06/26/2026
  • ვრცელდება პატრიარქის მიმართვა 06/26/2026
  • თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა 06/25/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by