• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Sunday, October 18, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“სახელფასო დანამატები გაიცემა იმ მოხელეებზე, რომელთაც გააჩნიათ მაღალი თანამდებობრივი პასუხისმგებლობა”

12 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

6985narmania_26სახელფასო დანამატები გაიცემა იმ მოხელეებზე, რომელთაც გააჩნიათ მაღალი თანამდებობრივი პასუხისმგებლობა და საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, ათეულობით მილიონ ლარს განკარგავენ, – ამის შესახებ თბილისის მერიის მიერ სახელფასო დანამატებთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ საჯარო მოსამსახურეებზე დანამატის გაცემის არსებული წესი იმოქმედებს მიმდინარე წლის ბოლომდე. ამჟამად კი მერია აღნიშნული საკითხის დარეგულირების მოდელზე მუშაობს. მერიის განცხადებას “თბილისი თაიმსი” უცვლელად გთავაზობთ:

“თბილისის მერიის ვებ-გვერდზე საჯარო ინფორმაციის სახით გამოქვეყნდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანოების საჯარო მოსამსახურეებზე დანამატის გაცემის შესახებ.
აღნიშნული ბრძანება სრულად შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს, თუმცა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არსებული მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, განვმარტავთ:
საჯარო მოსამსახურეებზე დანამატის გაცემის არსებული წესი იმოქმედებს მიმდინარე წლის ბოლომდე. ამჟამად მერია მუშაობს აღნიშნული საკითხის დარეგულირების მოდელზე, რაც საზოგადოებისთვის მოგვიანებით გახდება ცნობილი.
აქვე, განვმარტავთ, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა ანაზღაურება (სახელფასო ფონდი თუ დანამატი) არ შეცვლილა. ამასთან, სახელფასო დანამატები გაიცემა იმ მოხელეებზე, რომელთაც, ერთი მხრივ, გააჩნიათ მაღალი თანამდებობრივი პასუხისმგებლობა, ხოლო მეორე მხრივ, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, ათეულობით მილიონ ლარს განკარგავენ. ვფიქრობთ, რომ ადგილობრივ თვითმმართველობებში დასაქმებულ მენეჯერთა ანაზღაურება მათი კვალიფიკაციის პირდაპირპროპორციული უნდა იყოს.
აქვე, მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ თბილისის მერიამ უარი თქვა პრემიების გაცემის მანკიერ სისტემაზე და მას მოხელე მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში შესაბამისი სამუშაოს შესრულებისას მიიღებს.
გარდა ამისა, ყველა, მათ შორის, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც, დაგვეთანხმებიან, რომ ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებში დასაქმებულ მოხელეთა (მათ შორის, თანამდებობის პირთა) ანაზღაურება არ არის იმაზე მაღალი, ვიდრე კერძო თუ ზოგჯერ იმავე მესამე სექტორში დასაქმებულ პირთა ანაზღაურება, ხოლო პასუხისმგებლობა სახელმწიფოს წინაშე – ორმაგი.
სწორედ ზემოთ ჩამოთვლილ ფაქტორებს ეფუძნება თბილისის მერის გადაწყვეტილება 2014 წლის ბოლომდე საჯარო მოსამსახურეებზე დანამატის ამ ფორმით გაცემის შესახებ. აქვე, ვთავაზობთ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, საკითხის დარეგულირების მიზნით, წარმოადგინონ ოპტიმალური წინადადებები. თბილისის მერია მზადაა, მიიღოს ყველა კვალიფიციური და არგუმენტირებული წინადადება”,-ნათქვამია განცხადებაში.
თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ მერიის ორგანოების თანამშრომლებზე დანამატის გაცემის შესახებ ბრძანება გამოსცა. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, დანამატი 2014 წლის 1 სექტემბრიდან წლის ბოლომდე ყოველთვიურად, დარიცხული ხელფასის პროპორციულად უნდა გაიცეს. დოკუმენტის მიხედვით, დანამატის ჯამური რაოდენობა ოთხი თვის განმავლობაში 152 060 ლარს შეადგენს. ბრძანების მიხედვით, დანამატს 26 თანამდებობის პირი იღებს.
ბრძანების მიხედვით, ყოველთვიურ დანამატს იღებენ დედაქალაქის ვიცე-მერი – 3540, მერის მოადგილე – 3360, მერიის ადმინისტრაციის უფროსი 3180, მისი პირველი მოადგილე – 2000 და მოადგილე – 1800, საქალაქო სამსახურის უფროსი – 2600, რაიონის გამგებელი – 2600, რაიონის გამგებლის მოადგილე – 1800, მერიის აპარატის (სამსახურის) მრჩეველი – 1300 ყოველთვიური დანამატი და სხვა თანამდებობის პირები.

08.10.14

Share1Tweet1

ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა
ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა

09/20/2026
ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ
ახალი ამბები

ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ

09/14/2026
რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე
ახალი ამბები

ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025

საინტერესო

სკანდალური კვლევები ჰომოსექსუალ ოჯახებში აღზრდილ ბავშვებზე

13 years ago

თსუ-ს სტუდენტების ნაწილი უნივერსიტეტში არსებულ სიტუაციას კრიტიკულად აფასებს!

11 years ago
„Nina’s Art Room“- არტ ოთახიდან დაწყებული შემოქმედება

„Nina’s Art Room“- არტ ოთახიდან დაწყებული შემოქმედება

10 years ago

საფრანგეთი ტურისტების რაოდენობის მიხედვით პირველ ადგილს იკავებს

13 years ago

ახალი ამბები

„გამიფრინდა ჩემი ნესტიკი…“ – ბერი ანდრიას ფონდი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
ახალი ამბები

„გამიფრინდა ჩემი ნესტიკი…“ – ბერი ანდრიას ფონდი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

10/17/2026

ბერი ანდრიას ფონდი სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. „გამიფრინდა ჩემი ნესტიკი წაიღო ჩემი გულის ნაწილი სოხუმში... ვიცი მამა ანდრია ჩაგიხუტებს...

მეტის ნახვაDetails
“ საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა” – პენიტენციური სამსახური სათვალთვალო კამერის ჩანაწერს აქვეყნებს

“ საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა” – პენიტენციური სამსახური სათვალთვალო კამერის ჩანაწერს აქვეყნებს

10/15/2026
„ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან

„ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან

10/15/2026
ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ

ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ

10/14/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • „გამიფრინდა ჩემი ნესტიკი…“ – ბერი ანდრიას ფონდი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს 10/17/2026
  • “ საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა” – პენიტენციური სამსახური სათვალთვალო კამერის ჩანაწერს აქვეყნებს 10/15/2026
  • „ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან 10/15/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by