„მოხარული ვარ, რომ ჩემი ოფიციალური ვიზიტი ბრიუსელში ასოცირების შესახებ შეთახმებისოფიციალურად ძალაში შესვლამდე ორი კვირით ადრე შედგა.
ეს არის შეთანხმება, რომელმაც ძალზედმნიშვნელოვანი სარგებელი და შედეგები მოუტანა ორივე მხარეს, და განსაკუთრებით საქართველოს,დემოკრატიული ტრანსფორმაციისა და ევროკავშირის შიდა ბაზარზე ინტეგრაციის თვალსაზრისით. ესარის შედეგი, რომელიც ხელშესახებია საზოგადოებისთვის, ბიზნესისა და კერძო სექტორისთვის“ – ამისშესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ, ბრიუსელში, „საიდუმლო ინფორმაციისურთიერთგაცვლისა და დაცვისთვის საჭირო უსაფრთხოების პროცედურების შესახებ“ საქართველოსა დაევროკავშირს შორის შეთანხმების ხელმოწერის ცერემონიალზე გააკეთა.
მიხეილ ჯანელიძის თქმით, ეს შეთანხმება უსაფრთხოების მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანიშემდგომი ნაბიჯია, მით უფრო იმ ფონზე, რომ საქართველო ცდილობს გახდეს ევროპისთვისუსაფრთხოების პროვაიდერი და მონაწილეობას იღებს სხვადასხვა მისიებში, როგორც რეგიონშიევროკავშირის საიმედო პარტნიორი.
“ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ ვაძლიერებთ ევროპასთან ჩვენს კავშირებს და, რა თქმა უნდა, მოუთმენლად ველითმომდევნო ნაბიჯს, ანუ ვიზა ლიბერალიზაციას“ – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ხელმოწერის დასრულების შემდეგ გაიმართა ორმხრივი შეხვედრა, სადაც საქართველოს საგარეო საქმეთამინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებშიევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ფედერიკა მოგერინიმევროკავშირთან საქართველოს თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს.











