• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, December 5, 2025
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

„ჩემთვის მოედანზე წაგებაზე უფრო უსიამოვნო გრძნობა არ არსებობს“ – რაგბისტი მერაბ შარიქაძე

11 years ago
კატეგორია: მთავარი მოვლენები, პერსონა
A A
„ჩემთვის მოედანზე წაგებაზე უფრო უსიამოვნო გრძნობა არ არსებობს“ – რაგბისტი მერაბ შარიქაძე
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ქართველებს ბევრი რამით შეგვიძლია ვიამაყოთ. დღეს, ჩვენს რეალობაში კი ეს საქართველოს რაგბის  ეროვნული ნაკრებია. „ბორჯღალოსნების“ გუნდი საკმაოდ წარმატებულად ასპარეზობს და რეიტინგში მაღლა–მაღლა მიიწევს. ბიჭები თავდაუზოგავად იბრძვიან და ყველაფერს აკეთებენ თამაშის მოსაგებად. გამარჯვებაზე სასიამოვნო შეგრძნება კი დამეთანხმებით ცოტა შეიძლება იყოს. რაგბი ეს მხოლოდ თამაში არაა, ეს არის ძალა რომელსაც შეუძლია ქვეყანა გააერთიანოს და  მათი ხმა ერთიანად აქციოს. რაგბი გუნდური თამაშია და თუ არა ერთიანი ძლიერი გუნდი, ისე არაფერი გამოვა. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს გუნდი ინდივიდუალური მოთამაშეებისგან შედგება და ყოველ მათგანს წარმატების საკუთარი გზა აქვს. „თბილისი თაიმსი“ ამჯერად დაინტერესდა როგორ განვლო ეს გზა, ერთ–ერთმა ყველაზე ახალგაზრდა რაგბისტმა მერაბ შარიქაძემ. მან საკუთარი ლელო რაგბის ისტორიაში საკმაოდ ადრე დადო და დღემდე ერთ–ერთი წარმატებული სპორტსმენია. ძალიან მნიშვნელოანია, რომ ჩვენს ქვეყანას მსგავსი ახალგაზრდები ყველა სფეროში ჰყავდეს. შრომისოყვარე, მიზანდასახული, საკუთარი საქმის მცოდნე და რაც მთავარია საკუთარი საქმის მოყვარული. როგორც თავად რესპოდენტი აღნიშნავს, რაგბი მისი ცხორებაა და ვფიქრობ ამით ყველაფერი ნათქვამია. როგორ მოვიდა მერაბ შარიქაძე დღემდე, როგორ მიაღწია წარმატებას, რა მიზნები აქვს, როგორია ის მოედნის გარეთ, ამ და სხვა საინტერესო შეკითხვებზე პასუხს, ინტერვიუდან გაიგებთ.

11001885_799377690143074_6199626824455740856_n

მოგვიყევით თქვენზე…

– დავიბადე მოსკოვში 1993 წელს, იქ დაახლოებით 6 წელი ვიცხოვრე. სკოლაში სასწავლებლად  საქართველოში ჩამოვედი. ამის შემდეგ 2 კვირაზე დიდხანს აღარ ჩავსულვარ რუსეთში თუ, ჩავდიოდი მხოლოდ “ტურნირებზე”.

გვიამბეთ თქვენი ოჯახის შესახებ, რამდენად დიდი წვლილი მიუძღვით მათ თქვენს წარმატებაში?

– როგორც ყველა ადამინის კარიერაში, ჩემს წარმატებაშიც ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს ოჯახს. შეიძლება თავიდან ყველა მიმართულებით ფინანსურად ვერ მეხმარებოდნენ, მაგრამ ყოველთვის ცდილობდნენ ხელი შეეწყოთ ჩემთვის. ყოველშემთხვევაში ჩემს სურვილებზე წინ საკუთარ სურვილებს არასდროს აყენებდნენ . ამისათვის ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ჩემს მშობლებს და მთლიანად ჩემს სანათესაოს.

1506706_685081868194835_7580628019316132455_n

როდის და როგორ მოხდა თქვენი პირველი დაინტერესება რაგბით?

– 9–10 წლის ვიყავი, როდესაც საქართველო – ჰოლანდიის თამაშს ვუყურე ტელევიზიით, ჩვენმა გუნდა  88–ით –0 მოიგო. ამის შემდეგ დავინტერესდი რაგბით. ამასთანავე  ჩემი ახლო მეგობარიც თამაშობდა რაგბს და 13 წლის, რომ გავხდი მეც მასთან ერთად დავიწყე ვარჯიში.

როგორც ვიცი თქვენი პირველი კლუბი „აკადემია“ იყო გაიხსენეთ ეს პერიოდი, რა მოგცათ „აკადემიაში“ თამაშმა?

– „აკადემიაში“ თამაშმა ძალიან ბევრი რამ შემძინა. ახლა ჩემი მწვრთნელების სახელების ჩამოთვლა, რომ დავიწყო ძალიან ბევრი გამოვა. მინდა აღვნიშნო როლანდ ბატოიანი, ის ჩემი ერთ–ერთი პირველი მწვრთნელი იყო და ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ჩემს წარმატებაში. იქ ძალიან ბევრი მეგობარი შევიძინე. „აკადემია“ დღემდე ერთ–ერთ ჩემს საყვარელ კლუბად რჩება მსოფლიოს მასშტაბით. ერთგვარად ჩემი ფუძე, ჩემი სახლია „აკადემია“ და ძალიან ვგულშემატკივრობ ყველა ასაკობრივი ჯგუფის გუნდს.

2551_542236305834077_1160079342_n

თქვენ ორი წელი  სწავლობდით ინგლისში ჰართფურის კოლეჯში, როგორ მოხვდით იქ და რა სპეციალობას დაეუფლეთ?

– საქართველოს რაგბის ფედერაციას ხელშეკრულება ჰქონდა დადებული ჰართფურის კოლეჯთან, ამ ხელშეკრულების წყალობით აღმოვჩნდი კოლეჯში. კოლეჯი დავამთავრე   რაგბისა და  სპორტული  ზრუნვის სპეციალობით. ამის შემდეგ ერთი წელი ვისწავლე უნივერსიტეტში – სპორტული ბიზნეს მენეჯმენტი.

როგორც ვიცი საქართველოს ნაკრებში ძალიან ახლაგაზრდა მოხვდით? როგორ მოხდა ეს, როგორ შეეწყვეთ თქვენი გუნდის წევრებს,  რამდენად ადვილი იყო თავის დამკვიდრება?

– სპორტული ჩემპიონატის დროს ნაკრებში გადახალისებას ქონდა ადგილი, ახალგაზრდა მოთამაშეებს ეძებდნენ და ისე მოხდა, რომ მე ამარჩიეს. 18 წლის ვიყავი, როდესაც ეროვნულ ნაკრებში დავიწყე თამაში. ადვილი ნამდვილად არ იყო თავის დამკვიდრება, ნაკრებში ძალიან ძლიერი მოთამაშეები იყვნენ და დიდი პასუხისმგებლობა იყო მათთან ერთად თამაში. მე გამიმართლა, ასე თუ, ისე შრომა დამიფასდა და დღემდე მოვედი.

10152526_675256269269347_774677779992482172_n

თუ გახსოვთ როდის დადეთ პირველი სერიოზული ლელო და რა შეგრძნება დაგეუფლათ  ამ დროს?

– ჩემთვის ნაკრებში დადებული ყველა ლელო სერიოზულია, უბრალოდ არსებობს ძალიან სერიოზული ლელოებიც. პირველი ლელო დავდე პორტუგალისთან თამაშის დროს, ეს ჩემი მეორე თამაში იყო ნაკრებში, ხოლო საქართველოში პირველი. პორტუგალიასთან თამაშისას ჩემი ლელო იყო პირველი, ეს ჩემთვის ძალიან დასამახსოვრებელი იყო, აღტაცებული და ბედნიერი ვიყავი.

ვიცით, რომ რაგბი გუნდური თამაშია, თუმცა თქვენ სამოას ნაკრებთან თამაშისას გადამწყვეტი ლელო დადეთ და ჩვენს გუნდს გამარჯვება მოუტანეთ. რამდენად მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელია მსგავის მომენტები თქვენთვის?

 – ეს იყო ძალიან სერიოზული ლელო. საბოლო ჯამში ქულების მიხედვით ეს ლელო აღმოჩნდა გადამწყვეტი.  რა თქმა უნდა, კიდევ ძალიან ბევრი რამ იყო ამ მატჩში გადამწყვეტი. სიმართლე გითხრათ, როდესაც ეს ლელო დავდეთ, თამაშის დასულებამდე კიდევ ნახევარი საათი იყო დარჩენილი, ამ დროს არც მე და არც ერთ მოთამაშეს არ გვქონია იმის შეგრძნება, რომ ეს ლელო გამარჯვების იყო, ამას მხოლოდ ბოლოს მივხვდით.

14066_387998041372536_6596933180960923686_n

როგორ წარმოგიდგენიათ,რომ არ ყოფილიყავით რაგბისტი ვინ იქნებოდით? სხვა პროფესიაზე არასოდეს გიფიქრიათ?

– ამ გადმოსაახედიდან მგონია, რომ ან ფსიქოლოგი ვიქნებოდი და ან ბიზნესმენი. თუმცა ისეთ პატარა ასაკში დავიწყე რაგბის თამაში და ისეთ პატარა ასაკში გადავწვიტე, რომ რაგბს ბოლომდე გავყოლოდი, არც დამჭირველბია სხვა რამეზე ფიქრი.

რა თვისებებია საჭირო, რომ წარმატებული სპორტსმენი გახდე?

– იმისათვის, რომ წარმატებული სპორტსმენი გახდე საჭიროა შრომა და რაც მთავარია შენი საქმე უნდა გიყვარდეს.

10881700_401602826669973_4260658847936595666_n

როგორია მერაბ შარიქაძე მოედნის მიღმა, რაგბის ბურთის გარეშე?

– სხვადასხვანაერი ვარ, მაგრამ ძირითადად ცანცარა და მხიარული. იმდენად იშვიათად ვხედავ ჩემს ოჯახს,  მეგობრებს და საერთოდ ქართველ ხალხს, თითოეული აქ გატარებული წამი მსიამოვნებს. ხანდახან იმდენად გახარებული ვარ, ვიღაცას შეიძლება გიჟიც ვეგონო.

გარდა რაგბისა კიდევ სპორტის რომელი სახეობა მოგწონთ?

– ამ ბოლო პერიოდში მომეწონა კალათბურთი. ვფიქრობ, რომ ძალაინ ლამაზი და საინტერესო სპორტია.

971681_702355873148970_1380437242_n

რაგბი თამაშია, როგორც ყველა თამაშში, არავინ იცის წინასწარ რა მოხდებ,ა მოიგებ თუ წააგებ შეხვედრას. რამდენად ადვილად ეგუებით წაგებას?

– ეს ჩემი ძალიან დიდი სისუსტეა, ვერ ვიტან წაგებას. მეგობრებთან ერთად კომპიუტერულ თამაშებს ან თუნდაც ბანქოს, რომ ვთამაშობ და ვაგებ მაგაზეც ცუდი რეაქცია მაქვს. ჩემი ყველა მეგობარი გეტყვით, რომ ამ დროს შეიძლება უმიზეზოდ გავბრაზდე.  ჩემთვის მოედანზე წაგებაზე უფრო  უსიამოვნო გრძნობა არ არსებობს.

რას აკეთებთ თავისუფალ დროს და საერთოდ გრჩებათ თუ არა დრო პირადი ცხოვრებისათვის?

– საფრანგეთში ცოტა მოსაწყენი ცხოვრება მაქვს, მუდამ ვარჯიშზე ვარ კონცენტრირებული. სიმართლე, რომ გითხრათ სპორტსმენის ცხოვრება ძალიან მოსაწყენია. თვაისუფალ დროს საფრანგეთში მეგობრებთან ერთად ვატარებ, იქ მყავს: ნიკოლოზ ხატიაშვილი, როლანდ პაიჭაძე, ლევან დათუნაშვილი და სულ მათთან ერთად ვარ. ასევე თავისუფალ დროს ვკითხულობ ან ფილმს ვუყურებ. საქართველოში როდესაც ვარ  ვცდილობ, რომ მინიმალური დრო გავატარო არა აქტიურ ფორმაში.

252752_354409071292540_2126222430_n

გყავთ თუ არა საოცნებო გუნდი, სადაც დიიდ სიამოვნებით ითამაშებდით?

– ერთი კონკრეტული საოცნებო გუნდი არ მყავს, მაგრამ მიზანი მაქვს, რომ „ტოპ–14“– ში ვითამაშო. პარიზის რომელიმე წამყვან გუნდში ვითამაშებდი დიდი სიამოვნებით.

როგორ ფიქრობთ მაინცრა არის ის მთავარი ლელო, რაც ადამიანმა ცხოვრებაში აუცილებლად უნდა დადოს?

– ცხოვრებაში მთავარი ლელო, რომელიც ადამიანმა უნდა დადოს არის სიკეთე და სიყვარული. ვგულისხმობ ადამიანების ერთმანეთის მიმართ სიყვარულს. ჩემი აზრით ცხოვრებაში არამატერიალური მხარე გაცილებით უფრო ღირებული და ფასეული უნდა იყოს.

10404214_748005511946959_3438639274303507561_n

რაგბი ეს თქვენთვის არის…?

– რაგბი – ეს ჩემი ცხოვრებაა.

როგორ ფიქრობთ რამდენად საჭიროა სპორტსმენს გააჩნდეს ჯანსაღი ამბიციები და თქვენ ხართ თუ არა ამბიციური?

– ჯანსაღი ამბიციების ქონა ძალიან მნიშვნელოვანია, ამის გარეშე სპორტსმენი წარმატებული ვერ გახდება. სწორი თვითშეფასება ყველა საქმიანობაში საიჭიროა.

10407335_403163833190501_4123859227424361454_n

რამდენად ჯანსაღად იღებთ კრიტიკას და თავად თუ ხართ კრიტიკული საკუთარი თავის მიმართ?

– მე  ძალიან კრიტიკული ვარ საკუთარი თავის მიმართ. ადვილად ვიღებ კრიტიკას, იმ შემთხვევაში თუ ჩემი შეცდომა თავადვე არ მაქვს გაანალიზებული. თუ რაიმე შეცდომას დავუშვებ, ზუსტად ვიცი, რომ  ისე მაგრად ვერავინ გამკიცხავს მსოფლიოში, როგორც თავად საუთარ თავს. სხვები როდესაც  მოდიან და აჩემს შეცდომას კიდევ ხაზს უსვამენ და ისიც არაერთხელ, ძალიან  ვღიზიანდები. არა მხოლოდ სპორტში, არამედ ყოველღიურ ცხოვრებაშიც ასე ვარ.

10850034_735323743248742_164491257401549555_n

რამდენად მნიშვნელოვანია სხვდასხვა მატჩებზზე გულშემატკივრის დასწრება და რა შეგრძნება გეუფლებათ, როდესაც უამრავი ადამიანი გამხნევებთ?

– ახლახანს იყო რუსეთთან თამაში და ამაზე მინდა ყურადღება გავამახვილო. რამდენადაც სასიამოვნოა რუსეთთან გულშემატკივრობა, იმდენად საწყენია. რუსეთთან თამაშებზე გაოცმაეგებული გულშემატკივართა რაოდენობა იყო, სხვა თამაშებზე კი გაცილებით ნაკლები. ისეთი შთაბეჭდილება გვრჩება, რომ ხალხი ჩვენ საგულშემატკივროდ კი არ მოდის, არამედ მოდიან რუსეთის წინააღმდეგ. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ კი არ გვაფასებენ, უბრალოდ რუსები არ მოწონთ, ეს ძალიან მოქმედებ ბიჭებზე. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ქომაგებს და ყველა იმ ადამიანს, რომელიც სისტემატურად ესწრება ჩვენს თამაშებს. აქვე  მინდა მივმართო იმ ხალხს ვინ მხოლოდ რუსეთის თამაშებზე დადის და  ვთხოვო, რომ სხვა თამაშებზეც იარონ.

391182_2096548787287_83617301_n

თქვენი აზრით რა არის თამაშის ის მთავარი პრინციპი (პრინციპები) რასაც რაგბი ემყარება?

– მთავარი არის შენი თანაგუნდელების სიყვარული და ურთიერთშეთანხმებული მუშაობა.

კობი ბრაიანტი წერს: “მე გავაკეთებ ნებისმიერ რაღაცას თამაშის მოსაგებად. არის ეს სკამზე ჯდომა და პირსახოცით გამშრალება, წყლის ჭიქის მიწოდება თანაგუნდელისათვის თუგადამწყვეტი ბურთის ჩაგდება“.  თქვენთვის რამდენად მნიშვნელოვანია გუნდურობის პრინციპი?

– გუნდურობის პრინციპის გარეშე გუნდი ვერ იარსებებს, გუნდი არ არის მხოლოდ 15 კაცი, გუნდია 40 კაცია. არც თამაშია მხოლოდ  ის 80 წუთი, რაც მოედანზე ვართ, ამ ყველაფერს წინ უძღვის მომზადებისათვის საჭირო  კვირეები თვეები… უბრალოდ ეს ყველაფერი ამ 80 წუთში გამოიხატება.

io

საქართველოს ნაკრებმა რუსეთის ნაკრებს  33–ით–0 მოუგო, როგორ შეაფასებდით ამ თამაშს და იზრდება თუ არა გამარჯვბის სიხარული, როდესაც იზრდება ქულებს შორის სხვაობა?

– კი, უფრო დიდი კმაყოფილება გაქვს, თუმცა გააჩნია შემთხვევბსაც. შეიძლება დიდი სხვაობით იგებდე, მაგრამ გუნდური თამაშით კმაყოფილი არ იყო. სწორედ ასე მოხდა რუსეთთან თამაშის დროს. არც ისე დიდი განსხვავებაა, მაგრამ ამ დროს სტადიონიდან უფრო თვითკმაყოფილი გამოდიხარ.

თქვენ   თამაშობთ, როგორც საქართველოში ასევე საფრანგეთში, განსხვავდება თუ არა აქაური და იქაური გულშემატკივრის დამოკიდებულება?

– საქართველოში მხოლოდ ეროვნული ნაკრების თამაშებზე დადიან, საფრანგეთში კი ნებისმიერი კლუბის თამაშზე. ხალხს იქ უფრო უყვარს რაგბი და იქ უფრო აფასებენ სპორტის ამ სახეობას. აქედან გამომდინარეა, რომ ფინანსური მხარე უფრო მყარი და გამართულია საფრანგეთში. რა თქმა უნდა აქ სხვა ფაქტორებიც არის, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ ქართველ ხალხს ძალინ უყვარს რაგბი, მაინც საკმარისად არ აფასებენ. კლუბური დონე თუ არ განვითარდა ჩვენთან,  ხალხმა თუ არ იარა თამაშებზე და  ეს ყველაფერი თუ არ გაიზიარა,  აზრი არ აქვს, ასე შორს ვერ წავალთ.

13197_935064933194005_3101551489769675177_n

საქართველოს ნაკრები საკმაოდ წარმატებულად ასპარეზობს და რეიტინგში მაღლა და მაღლა მიიწევს, დაძაბული თამაში რუმინეთთან, თუმცა ანთიმოზ ივეირელის თასი კვლავ ჩვენია. თქვენი აზრით მაინც რა არის საქართველოს ეროვნული ნაკრების წარმატების მთავარი საიდუმლო?

– საქართველოს ეროვნული ნაკრების წარმატების მთავარი  საიდუმლო ჩვენი ქვეყნისა და ხალხის სიყვარულია. მოდუნების საშუალებას არ ვაძლევთ საკუთარ თავს, ამბიცია გვაქვს და უფრო მეტის მიღწევა გვინდა. დასახული გვაქვს მიზნები და მიღწეულით არ ვკმაყოფილდებით. ზემოთ, როდესაც გულშემატკივრებზე ვსაუბრობდი შეიძლება ძალიან კრიტიკულად გამომივიდა და ვიღაცას ეწყინოს. უბრალოდ კიდევ ერთხელ მინდა  გაგადავუხდი მადლობას ადამიანებს ვინც სისტემატურად დადიან თამაშებზე და სხვა ადამიანებს ვთხოვ, რომ მოვიდნენ. იმავე სიამოვნებას მიიღებენ სხვა თამაშების დროს. მაგალითად, პორტუგალიასთან თამაშის დროს გაცილებით ცოტა ხალხი იყო და მე ეს მეწყინა. რეიტინგში, რომ გადახედო პორტუგალია რუსეთზე სუსტი გუნდი არაა, სულ რაღაც ერთი ქულით უსწრებენ მგონი. სხვათაშორის პორტუგალიასთან თამაშის დროს უფრო გაგვიჭირდა მოგება ვიდე ახლა.

1920164_688816417828367_508783836_n

21 წლის ასაკში დაგასახელეს საუკეთესო  რაგბისტად, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს წოდება თქვენთვის?

 – ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და  ამავდოულად გარკვეული სტრესიც იყო. ჩემი ნორმალურად ნათამაშები თამაში უკვე აღარავის აღარ აკმაყოფილებს, რადგან საუკეთესო მოთამაშის სტატუსი მაქვს. ძალიან ბევრს ვშრომობ და ყველა თამაშზე შემართებით გამოვდივარ.  თუმცა ხდება, რომ რაღაც არ გამოდის. მოკლედ, რომ ვთქვათ ეს ძალიან დიდი სიხარული, მაგრამ ვფიქობ კიდევ უფრო მეტი პასუსიხმგებლობა იყო.

10801837_10203908728985444_5098410890358438717_n

რა არის თქვენი სამომავლო გეგემები? რის გაკეთებას აპირებთ უახლოეს მომავალში?

– მიზანი ახლა ის მაქვს, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე კარგად ვითამაშოთ. ისე კი კარიერას მივყვები და ჩემს მაქსიმუმს ვაკეთებ, არ მინდა  ჩვეულებრივი მოთამაშე ვიყო. მინდა მსოფლიოს დავნახო, როგორც ეს არა ერთმა ქართველმა მოთამაშემ მოახერხა, რომ საქართველოს ნაკრებშიც არიან კარგი მოთამაშეები.

ესაუბრა

ანო მუქათარიძე

11087424_10205062504300753_317934611_n

 

 

fb-share-icon
Tweet
Share1Tweet1

ახალი ამბები

“კარი გახსნა და გზაზე გადაირბინა…” – თელავში, 3 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა
ახალი ამბები

“კარი გახსნა და გზაზე გადაირბინა…” – თელავში, 3 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა

12/04/2025
„ყურადღებით იყავით, აკონტროლეთ ბავშვები!“ – პედიატრი მშობლებს მიმართავს
ახალი ამბები

„ყურადღებით იყავით, აკონტროლეთ ბავშვები!“ – პედიატრი მშობლებს მიმართავს

12/04/2025
„ძალიან ვთხოვ ყველას, რომ გააშუქოთ!“ – მერაბ შარიქაძის მიმართვა
ახალი ამბები

„ძალიან ვთხოვ ყველას, რომ გააშუქოთ!“ – მერაბ შარიქაძის მიმართვა

12/02/2025
მართალია, არ მიყურებია განათლების რეფორმებისთვის, მაგრამ გადასარევი რეფორმებია – ხატია სიჭინავა
ახალი ამბები

მართალია, არ მიყურებია განათლების რეფორმებისთვის, მაგრამ გადასარევი რეფორმებია – ხატია სიჭინავა

12/02/2025
ცვლილება პირველკლასელების რეგისტრაციაში, მობილურების აკრძალვა, სავალდებულო სასკოლო ფორმები, ე.წ. რეპეტიტორიუმი და ა.შ. – რა იცვლება ზოგად საგანმანათლებლო სისტემაში
ახალი ამბები

ცვლილება პირველკლასელების რეგისტრაციაში, მობილურების აკრძალვა, სავალდებულო სასკოლო ფორმები, ე.წ. რეპეტიტორიუმი და ა.შ. – რა იცვლება ზოგად საგანმანათლებლო სისტემაში

12/02/2025
საჯარო სკოლებში,1-ელიდან  მე-6 კლასის ჩათვლით, სასკოლო ფორმები სავალდებულო ხდება
ახალი ამბები

საჯარო სკოლებში,1-ელიდან მე-6 კლასის ჩათვლით, სასკოლო ფორმები სავალდებულო ხდება

12/02/2025

კალენდარი

December 2025
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
« Nov    

სიახლეები

  • “კარი გახსნა და გზაზე გადაირბინა…” – თელავში, 3 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა 12/04/2025
  • „ყურადღებით იყავით, აკონტროლეთ ბავშვები!“ – პედიატრი მშობლებს მიმართავს 12/03/2025
  • „ძალიან ვთხოვ ყველას, რომ გააშუქოთ!“ – მერაბ შარიქაძის მიმართვა 12/02/2025

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In