• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, September 16, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“ვაიმე, თმა რატომ შეიჭრა? “, “ვაიმე, როგორი შესივებული აქ სახე” – ლიკა კუჭუხიძე კომენტარების ავტორებს პასუხობს

5 months ago
კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი მოვლენები
A A
“ვაიმე, თმა რატომ შეიჭრა? “, “ვაიმე, როგორი შესივებული აქ სახე” – ლიკა კუჭუხიძე კომენტარების ავტორებს პასუხობს
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

გასული წლის 24 ოქტომბერს აბაშაში უმძიმესი ავარია მოხდა, რომელსაც ბაჩო ლასარეიშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. მანქანაში ბაჩო მეუღლესთან ლიკა კუჭუხიძესთან ერთად იმყოფებოდა. წყვილის ტრაგიკულმა ამბავმა სრულიად საქართველო შეძრა. ლიკა ორი თვის განმავლობაში კომაში იმყოფებოდა. მან ცოტა ხნის წინ ნოე სულაბერიძესთან მეუღლეზე, მათი გაცნობის ისტორიაზე და იმ დიდი ტრაგედიაზე ისაუბრა, რაც მათ გადახდათ. ინტერვიუს უამრავი კომენტარი მოჰყვა, ლიკა კი ამ კომენტარის ავტორებს გამოეხმაურა.

lika-kuchukhidze

რას წერს ლიკა კუჭუხიძე

“ნოესთან ინტერვიუს ჩაწერა ჩემთვის დიდი ნაბიჯი და დიდი ბრძოლა იყო. ეს არ იყო უბრალოდ გამოსვლა, ეს იყო ჩემი თავის დაძლევა, ჩემი ტკივილების წინაშე დადგომა და მაინც საუბარი, მაგრამ ნოესთან ინტერვიუს ჩაწერა რომ გადავწყვიტე, არც მიფიქრია, რომ ჩემს გარეგნობას შეეხებოდით, მსგავსი სახის კომენტარებს დამიწერდით და პირადშიც მომწერდით – “ვაიმე, სახელი და გვარი რომ არ წამეკითხა, ვერც ვიცნობდი ამ გოგოსო”, “ვაიმე, ეს ის გოგოა, როგორ შეცვლილა”, “ვაიმე, დარდისგან როგორი დაბერებულია”, “ვაიმე, თმა რატომ შეიჭრა? “, “ვაიმე, როგორი შესივებული აქ სახე”.

ვიცი, რომ ამ კომენტარებს ცუდი მიზნით არ მიწერთ და ვიცი, რომ გული შეგტკივათ ჩემ ტრაგედიაზე, მაგრამ მე რომ საკმარისზე მეტი ძალა არ მქონდეს, ალბათ ამ კომენტარების და პირადში მოწერების გამო თუ როგორი დაბერებული და შეცვლილი ვარ, ალბათ მთელი ცხოვრება სახლში ჩავიკეტებოდი. საერთოდ, როგორ არ გიკვირთ, დღეს ასე რომ ვარ და მყარად ვდგავარ ფეხზე, იმ ყველაფრის მერე, რაც მე გადავიტანე?

თმა კიდე ჩემი ნებით არ შემიჭრია, გადამპარსეს როცა სიკვდილს ვებრძოდი და თავში იმპლანტი ჩადეს, რომ გაეკონტროლებინათ ყველაფერი, და ინვალიდის ეტლს რომ არ ვარ მიჯაჭვული, ეგ რატომ არ გიკვირთ? მე ორი თვე გაუნძრევლად ვიწექი რეანიმაციაში, რადგან ხერხემლის მალები მქონდა დაზიანებული, და ჩემი პატარა, უშნო მოძრაობის გამო შეიძლება ხერხემლის ძვლის ტვინი დაზიანებულიყო, რის შედეგად დღეს ხეიბარი ვიქნებოდი. ექიმებსაც კი უკვირთ, როგორ გადავურჩი ამ ყველაფერს, და თქვენ ჩემი ასეთი გარეგნობა როგორ გაკვირვებთ? თქვენ არიყო ჩემს გადარჩენაზე რომ ლოცულობდით? რა გეგონათ ისევ იმ გარეგნობის ლიკა დაგხვდებოდათ? რაც არ უნდა ადამიანი შეცვლილი იყოს, ეს როგორ უნდა დაუწეროთ? მაგას ჯობია საერთოდ არაფერი დაწეროთ, და უბრალოდ ასქროლოთ პოსტი.

კიდევ გავიმეორებ, რომ ჩემთვის ნოესთან ინტერვიუს ჩაწერა ძალიან დიდი გამოწვევა იყო. ვიცოდი, რომ ადამიანები როგორც კარგ კომენტარებს ასევე ცუდ კომენტარებსაც დაწერდნენ, მაგრამ ნამდვილად არ მეგონა, თუ გარეგნობაზე გაამახვილებდით ყურადღებას.

მადლობა ღმერთს, რომ სიცოცხლე მაჩუქა და მადლობა თქვენ ვინც ჩემზე ლოცულობდით. მე შევიყვარე ჩემი თავი, ისეთი როგორიც ახლა ვარ! და ნეტავ ჩემი ბაჩოც გადარჩენილიყო, და მასაც ებრძოლა ჩემსავით. ისიც შეცვლილი ყოფილიყო, არ ჰქონოდა ფეხი, არ ჰქონოდა ხელი, მაგრამ ყოფილიყო ჩვენს გვერდით, ოღონდ ყოფილიყო ესუნთქა და ეცხოვრა ჩვენთან ერთად” – წერს ლიკა კუჭუხიძე.

lika-kuchukhidze

ლიკა კუჭუხიძის ინტერვიუ

“ბევრს ჰგონია, რომ ქორწილი იყო და ვგონკაობდით, ვხედავ ხოლმე რაღაც სტატუსებს, მსგავსი არაფერი ყოფილა, 25-ში ჩემი მეუღლე მეჯვარე უნდა ყოფილიყო.  წინა დღეს გავაწყვეთ მანქანა, ძალიან ბედნიერები ვიყავით. ბაჩო სულ იძახდა, რომ აი ამ ქორწილში სასწაული მოხდება, რაღაც მაგარი მოხდებაო – ამას იძახდა. მოკლედ გავაწყვეთ მანქანა და მოვდიოდით. მახსოვს, რომ ბაჩომ დაიყვირა, ბიძია ეს რას შვრებაო…რომ ავიხედე მაღლა, წინიდან მანქანა იყო… ყველაფერი განათდა და სავარაუდოდ, ამ დროს მოხდა შეჯახება. მერე არაფერი არ მახსოვს, ყველაზე მძიმედ ვყოფილვარ მე, ჩემს სიკვდილს ელოდნენ ისე მძიმედ ვიყავი.

ერთი თვე ვიყავი ხელოვნურად დაძინებული, იმის გამო რომ ტკივილები არ მეგრძნო. პირველი, თვალები რომ გავახილე, ვიკითხე ბაჩო სად არის თქო, ზოგი ექთანი მეუბნებოდა რომ ავარიაში მოვხდი და არ მახსოვდა, ზოგი მეუბნებოდა რომ წავიქეცი. რომ ვიკითხე ბაჩოზე სად არის თქო…მითხრეს, შენი ამბავი რომ გაიგო, ჩქარობდა, კიბეებზე ჩამორბოდა და წაიქცა და ფეხი მოიტეხა და თბილისშიაო.  თითქოს მჯეროდა და თითქოს არც მჯეროდა რასაც მეუბნებოდნენ. ვთხოვდი, ხმა გამაგონეთ, ბაჩოს სურათი გადაუღეთ და მაჩვენეთ. არ შეიძლებაო, რეანიმაციაშია და იქ ტელეფონის შეტანა არ შეიძლებაო. მერე როცა უკვე ხერხემალზეც გამიკეთეს ოპერაცია, ექიმმა მითხრა, რომ ბაჩო აღარ არისო. ვერ დავიჯერე. ისეთი ენერგიული, ისეთი სასწაული იყო რომ მეთქი, რანაირად შეიძლება აღარ იყოს თქო და მერე მითხრეს ავარიის ამბავიც, რომელიც არ მახსოვდა. ამ დროს კარი იღება და შემოდის ჩემი დედამთილი, სულ შავებში ჩაცმული და მეუბნება, რომ ლიკუნია ჩვენი ბაჩო აღარ არისო. აი იქ დამთავრდა ყველაფერი და ყველაფერი ჩაქრა. არ ვიცი როგორ გადავიტანე, ალბათ ბაჩომ და ღმერთმა მომცა ძალა, რომ ეს გადამეტანა. “ – ამბობს ლიკა კუჭუხიძე ნოესთან.

ShareTweet

ახალი ამბები

რას ამბობენ კლინიკაში, სადაც გურამ დადიანიძის მამიდა, ნინო დადიანიძე მუშაობდა
ახალი ამბები

რას ამბობენ კლინიკაში, სადაც გურამ დადიანიძის მამიდა, ნინო დადიანიძე მუშაობდა

09/15/2026
“კაცმა 15 წლის ბიჭი რუსთავში, სახლში, სადილზე დაპატიჟა, ბინაში ჩაკეტა და მასზე სექსუალური ძალადობა სცადა…”- მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვანს ბრალი შეუმსუბუქდა
ახალი ამბები

“კაცმა 15 წლის ბიჭი რუსთავში, სახლში, სადილზე დაპატიჟა, ბინაში ჩაკეტა და მასზე სექსუალური ძალადობა სცადა…”- მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვანს ბრალი შეუმსუბუქდა

09/15/2026
„სიცოცხლით სავსე, შენი სიფერადე და ხალისი როგორ უნდა ჩაქრეს ნათი…“ – ტრაგიკულად დაღუპულ გოგოს ემშვიდობებიან
ახალი ამბები

„სიცოცხლით სავსე, შენი სიფერადე და ხალისი როგორ უნდა ჩაქრეს ნათი…“ – ტრაგიკულად დაღუპულ გოგოს ემშვიდობებიან

09/15/2026
ირაკლი კირცხალია: 40 000-ლარიანი ზღვარი საერთოდ გაუქმდება და ქონების გადასახადი მხოლოდ 100 000 ლარზე და ზემოთ შემოსავლიან მოქალაქეებზე შენარჩუნდება
ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია: 40 000-ლარიანი ზღვარი საერთოდ გაუქმდება და ქონების გადასახადი მხოლოდ 100 000 ლარზე და ზემოთ შემოსავლიან მოქალაქეებზე შენარჩუნდება

09/14/2026
„როგორ არ შეგვარგეს ბედნიერი ცხოვრება…“ – რას წერს თბილისში მოკლული ბიჭის დეიდა
ახალი ამბები

„როგორ არ შეგვარგეს ბედნიერი ცხოვრება…“ – რას წერს თბილისში მოკლული ბიჭის დეიდა

09/14/2026
ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ
ახალი ამბები

ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ

09/14/2026

საინტერესო

თბილისში ღვინის მუზეუმი გაიხსნება

თბილისში ღვინის მუზეუმი გაიხსნება

7 years ago
საქართველოში ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე იმყოფება

საქართველოში ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე იმყოფება

12 years ago
“პასუხისმგებლობის მქონე ყველა საარჩევნო სუბიექტი შეურთდება ჩვენ მიერ შემოთავაზებულ მემორანდუმს“

„ეს უზრუნველყოფს მოქალაქეების დაზღვევას, მათ შორის კრედიტების გამოტანის შემთხვევაში”

10 years ago
Go Tour – პირველად საქართველოდან – საოცნებო საახალწლო ტური ლაპლანდიაში უკვე შესაძლებელია

Go Tour – პირველად საქართველოდან – საოცნებო საახალწლო ტური ლაპლანდიაში უკვე შესაძლებელია

9 years ago

ახალი ამბები

რას ამბობენ კლინიკაში, სადაც გურამ დადიანიძის მამიდა, ნინო დადიანიძე მუშაობდა
ახალი ამბები

რას ამბობენ კლინიკაში, სადაც გურამ დადიანიძის მამიდა, ნინო დადიანიძე მუშაობდა

09/15/2026

კლინიკა, სადაც გაუჩინარებული გურამ დადიანიძის მამიდა მუშაობდა, ნინო დადიანიძემ დატოვა. ინფორმაციას გადაცემაში „შენი ამბავი“ კლინიკის დირექტორი ადასტურებს და განმარტავს, რომ...

მეტის ნახვაDetails
“კაცმა 15 წლის ბიჭი რუსთავში, სახლში, სადილზე დაპატიჟა, ბინაში ჩაკეტა და მასზე სექსუალური ძალადობა სცადა…”- მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვანს ბრალი შეუმსუბუქდა

“კაცმა 15 წლის ბიჭი რუსთავში, სახლში, სადილზე დაპატიჟა, ბინაში ჩაკეტა და მასზე სექსუალური ძალადობა სცადა…”- მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვანს ბრალი შეუმსუბუქდა

09/15/2026
„სიცოცხლით სავსე, შენი სიფერადე და ხალისი როგორ უნდა ჩაქრეს ნათი…“ – ტრაგიკულად დაღუპულ გოგოს ემშვიდობებიან

„სიცოცხლით სავსე, შენი სიფერადე და ხალისი როგორ უნდა ჩაქრეს ნათი…“ – ტრაგიკულად დაღუპულ გოგოს ემშვიდობებიან

09/15/2026
ირაკლი კირცხალია: 40 000-ლარიანი ზღვარი საერთოდ გაუქმდება და ქონების გადასახადი მხოლოდ 100 000 ლარზე და ზემოთ შემოსავლიან მოქალაქეებზე შენარჩუნდება

ირაკლი კირცხალია: 40 000-ლარიანი ზღვარი საერთოდ გაუქმდება და ქონების გადასახადი მხოლოდ 100 000 ლარზე და ზემოთ შემოსავლიან მოქალაქეებზე შენარჩუნდება

09/14/2026

კალენდარი

September 2026
M T W T F S S
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« Aug    

სიახლეები

  • რას ამბობენ კლინიკაში, სადაც გურამ დადიანიძის მამიდა, ნინო დადიანიძე მუშაობდა 09/15/2026
  • “კაცმა 15 წლის ბიჭი რუსთავში, სახლში, სადილზე დაპატიჟა, ბინაში ჩაკეტა და მასზე სექსუალური ძალადობა სცადა…”- მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვანს ბრალი შეუმსუბუქდა 09/15/2026
  • „სიცოცხლით სავსე, შენი სიფერადე და ხალისი როგორ უნდა ჩაქრეს ნათი…“ – ტრაგიკულად დაღუპულ გოგოს ემშვიდობებიან 09/15/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by