ბავშვის აღზრდა მისი შემდგომი განვითარებისთვის მნიშვნელოვანი პროცესია. თუმცა, არანაკლებ მნიშვნელოვანია ის საბავშვო ნივთები, რომლებიც მშობლებს ამ რთულ და საპასუხისმგებლო პროცესს უადვილებს.
საბავშვო ეტლები, მანეჟები, სკამ-მაგიდები, მანქანის სკამები – ეს მცირე ჩამონათვალია იმ პროდუქციისა, რომელსაც ჩვენს ქვეყანაში მშობლები იძენენ პატარებისთვის. თუმცა, ძალიან ცოტა მათგანმა იცის მათი წარმომავლობის, ხარისხისა და სანდოობის შესახებ.
საბავშვო პროდუქციის ხარისხიანობა, ქართულ სეგმენტზე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. პროდუქციის უმაღლეს ხარისხს კი განაპირობებს – დიდი სიფრთხილით შერჩეული მასალები, რომლებიც არის ანტი-ალერგიული და ყოველგვარი სხვა ნივთიერებებისგან დაცული. პატარების უმეტესობა კი სამყაროს შეგრძნების სურვილითაა შეპყრობილი, ისინი ხელით ეხებიან ყველას და ყველაფერს, მათი ჯანმრთელობის პირველი წინა პირობა სწორედ ხარისხიანი და ყოველგვარი საშიში მინარევებისგან დაცული პროდუქციის წარმოებაა.
სწორედ ამ მიდგომით ახორციელებს გერმანული ფირმა „ჰაუკი“ 91 წელია მრავალ თაობებზე ზრუნვას. ჰაუკის პროდუქტი იყიდება ევროპის ყველა და დანარჩენი მსოფლიოს 50-ზე მეტ ქვეყანაში. საქართველოში ამ პროდუქციის ოფიციალური წარმომადგენელია კომპანიაა „გი&ნი“. „ჰაუკის“ პროდუქციის უპირატესობებისა და კომპანიის მიზნების შესახებ, „თბილისი თაიმსს“ კომპანიის ოფიციალურ წარმომადგენელი და „გი&ნის“ დამფუძნებელ-დირექტორი, მალხაზ სამხარაძე ესაუბრა.
რას წარმოადგენს „ჰაუკი“ და რატომ დაინტერესდა გერმანული კომპანია ქართული ბაზარი?
გერმანული ფირმა “ჰაუკი” წარმოადგენს საბავშვო პროდუქციის მწარმოებელ ფირმას. იგი დაარსდა 1923 წელს, ფელიქს ჰაუკის მიერ და უკვე 91 წელია აწარმოებს საბავშვო პროდუქციას. დასაწყისში ჰაუკი აწარმოებდა მხოლოდ კალათებს ჩვილებისთვის. შემდეგ მას მოჰყვა ნათლობის ტანსამელი ბავშვებისთვის და თანდათან დაიწყო “ჰაუკმა” საბავშვო ეტლების წარმობა. 70 –იან წლებში უკვე ევროპაში ერთ–ერთი განთქმული მარკა გახდა. 1989 წლიდან კი მან დაიწყო სალიცენზიო პროდუქტების წარმოება და დღესაც I’COO და Disney-ის სახელით გამოდის „ჰაუკის“ პროდუქცია – საბავშვო ეტლები, მანეჟები, საწოლ-მანეჟები, მანქანის სავარძლები, სკამ-მაგიდები და კიდევ სხვა არაერთი პროდუქტი, რომლის ჩამოთვლაც შორს წაგვიყვანს დღეს უკვე საქართველოშია.
კომპანია მსოფლიოს თითქმის ყველა კუთხეშია წარმოდგენილი, კონკრეტულად კი მსოფლიოს 82-ზე მეტ ქვეყანაში და რა თქმა უნდა, მათ შორის არის საქართველოც. თავად იდეა , რომ გერმანული ფირმა ჰაუკი წარმოდგენილი ყოფილიყო საქართველოში წამოვიდა იქიდან, რომ მე თავად ვცხოვრობდი გერმანიაში რამდენიმე წელი. საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, აქ არსებულ საბავშვო მაღაზიებში ვეძებდი ჰაუკის პროდუქციას, რომელიც ვერსად ვნახე და მხოლოდ ამის შემდეგ გადავწყვიტე, რომ მოლაპარაკებები მეწარმოებინა კომპანიასთან. სიმართლე გითხრათ, ეს ყველაფერი არ იყო მარტივი, რადგან მოლაპარაკების პროცესში გაირკვა, რომ 90-იან წლებში გერმანული პროდუქცია საქართველოში უკვე იყო წარმოებული და მათ არ ჰქონდათ ჩვენს ქვეყანაზე კარგი შთაბეჭდილება დარჩენილი. დაახლოებით თოთხმეტ თვეში, ჩვენი დიდი ძალისხმევის შედეგად მე და ჩემმა გერმანელმა მეგობრებმა „ჰაუკი“ დავითანხმეთ. დავარწმუნეთ იმაში, რომ საქართველო საინტერესო ბაზარია და 90-იანი წლების შემდეგ ბევრი პროგრესული ნაბიჯი გადაიდგა. შემდგომ, ჩავატარეთ პატარა კვლევა, რომელმაც გვიჩვენა, რომ მშობლებს ქართულ ბაზარზე, არ ჰქონდათ ხარისხიან პროდუქტზე დიდი არჩევანი. ამას გარდა, ხარისხისა და ფასის შეფასება საერთოდ დარღვეული იყო.
რა უპირატესობება აქვს თქვენს პროდუქციას და რით გამოირჩევა იგი სხვა კომპანიებისაგან?
ბევრი უპირატესობა აქვს „ჰაუკს“, პირველი და ყველაზე მთავარი ის არის, რომ „ჰაუკი“ ძალიან ფაქიზად ეპყრობა თავისი მარკის სახელს და მკაცრად აკონტრლებს ამა თუ იმ ქვეყანაში ფალსიფიკაციას, რაც გამოიხატება იმაში, რომ ყველა ქვეყანაში არის ერთი წარმომადგენლობა და მხოლოდ მას შეუძლია გამოიყენოს კომპანიის ლოგო და აწარმოოს „ჰაუკის“ სახელით ქვეყანაში, ესა თუ ის მოლაპარაკება, რაც ძალიან კარგია, რადგან ბაზარზე ფალსიფიცირებული პროდუქტის აღმოჩენა მალე ხდება და რა თქმა უნდა, შესაბამისი ზომებიც მყისიერად მიიღება. ასეთი შემთხვევა საქართველოში გვქონდა სამწუხაროდ. ხარისხსს რაც შეეხება, უმაღლესი ხარისხის საქონელი გვაქვს, ეკოლოგიურად სუფთა ყოველგვარი მავნე ნივთიერებების და მავნე საღებავების გარეშე, რომელიც შემოწმებულია გერმანიაში. აქვს შესაბამისი სერთიფიკატი, როგორც უვნებლობის, ასევე უსაფრთხოების. არ არის გაურკვეველი წარმოების, ყველა პროდუქტი არის ოფიციალურად დარეგისტრირებული ჰაუკის ბაზაში და ყველა მათგანს აქვს გერმანული და ავსტრიული TÜV–ის სერთიფიკატი.
რა პროდუქციას სთავაზობთ ქართველ მშობლებს და რამდენად ხელმისაწვდომია იგი მომხარებლებისათვის?
ჩვენ ვთავაზობთ საკმაოდ მრავალფეროვან პროდუქციას. ძირითადად საბავშვო ეტლებს, მანეჟებს, საწოლ-მანეჟებს, სკამ მაგიდებს, ეტლების კომპლექტებს, ავტომობილების სავარძლებს. რაც შეეხება ხელმისაწვდომობას, ჩვენი ფირმის პოლიტიკა არის მკაცრად განსაზღვრული, რომ პროდუქცია იყოს ყველასთვის ხელმისაწვდომი, რადგან ყველა პატარა ჩვენთის მნიშვნელოვანია და ჩვენც ვცდილობთ, რომ ყველა ოჯახმა შეძლოს და შეიძინოს თავისი პატარასათვის ხარისხიანი პროდუქცია მისაღებ ფასად. ეს ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია. „ჰაუკი“ შორს არის იმ აზრისგან, რომ ხარისხს თავისი ფასი არ აქვს, ფასი აუცილებლად უნდა იყოს მისაღები და არა „გაბერილი“.
რამდენად მრავალფეროვანია საქართველოში საბავშო პროდუქციის წარმოება, რომელ კომპანიას მიიჩნევთ თქვენს კონკურენტად?
საქართველოში საბავშვო პროდუქციის წარმოება საერთოდ არ არსებობს. რაც შეეხება კონკურენტებს, ჩვენ ისეთ ნიშას ვემსახურებით, რომ სასიამოვნოც არის კონკურენცია, რადგან თუ იქნება უფრო მეტი კონკურენცია ჩვენ და ჩვენი კონკურენტები ვიქნებით წარმატებულები – ეს ყველაფერი შემდგომში პირდაპირ აისახება საქართველოს დემოგრაფიულ მდგომარეობაზე. მე პირადად, მოხარული ვიქნები თუ საქართველოს ბაზარი უფრო მეტი ხარისხიანი პროდუქციით დაიტვირთება.
ბავშვის პროდუქციის შეძენისას მშობლები ყოველთვის სიფრთხილით გამოირჩევნია, ამ მხრივ რამდენად სანდოა „ჰაუკი“ ქართველი მომხარებლებისთვის?
მიუხედავად იმისა, რომ ყველა მშობელს უნდა თავისი შვილისთვის კარგი და უსაფრთხო პროდუქცია, მაინც არ არის საქართველოში ჩამოყალიბებული აზრი იმის შესახებ, თუ რა და რატომ უნდა შეიძინონ. მე თავად ვაკვირდები ხშირად თუ რა ეტლით ასეირნებენ მშობლები შვილებს. ალბათ 10-დან 5 შემთხვევაში ბავშვი იზრდება გაურკვეველი წარმოების ეტლში, რომლის არც ხარისხში ვართ დარწმუნებული და არც უვნებლობაში. ეს ალბათ სოციალური მდგომარეობის და ეკონომიკური სიდუხჭირის ბრალია, რადგან მშობლები იძულებულნი არიან პირველად ფასს შეხედონ და შემდეგ ხარისხს, მაგრამ ეს არ არის გამოსავალი. დღევანდელ პირობებში ინფორმაციის მოძიება ამა თუ იმ პროდუქტზე ძალიან მარტივია. პროდუქტს უნდა ჰქონდეს შტრიხ კოდი და ამ კოდის „google”-ის საძიებო სისტემაში აკრეფისას უნდა იძებნებოდეს ეს პროდუქტი. ეს არის ყველაზე მარტივი გზა იმისთვის, რომ დავადგინოთ, რა პროდუქტს ვყიდულობთ. რაც შეეხება ჩვენი პროდუქციის საიმედოობას, მე ზემოთ აღვნიშნე, ის სერთიფიკატები და შემოწმებები, რასაც „ჰაუკის“ პროდუქცია გადის სერიულ წარმოებამდე.
ეს არის : ტექნიკური შემოწმება, უსაფრთხოება და ეკოლოგიური შემოწმება. მხოლოდ ამ შემოწმებების შემდეგ იწყება ნებისმიერი პროდუქტის წარმოება სერიულად. მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი მშობლები კმაყოფილნი იქნებიან ჩვენი პროდუქციის ხარისხით. ფირმა „ჰაუკის“ 91 წლიანი გამოცდილება და წარმატებაც ამ ყველაფრის გარანტიაა.
როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები, გაქვთ თუ არა მაღაზიები რეგიონებში?
სამომავლო გეგმებს, რაც შეეხება ალბათ როგორც ყველა კომპანიას ჩვენც დაგეგმილი გვაქვს გაფართოება. იმედია, საქართველოს ეკონომიკური წინსვლა და განვითარება ამის საშუალებას მოგვცემს და რაც მთავარია, საქართველოს დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესება იქნება ჩვენი კომპანიის განვითარების პირველი გარანტი. სამწუხაროდ, რეგიონებში ჯერ მაღაზიები არ გვაქვს, მაგრამ მომავალში იგეგმება ბათუმისა და ქუთაისის ფილიალების გახსნა.
27.10.14
ნათია კეკენაძე





