• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, May 14, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

მალხაზ სამხარაძე – „ქართულ ბაზარზე უხარისხო საბავშვო პროდუქციაა წარმოდგენილი“ – რას სთავაზობს „ჰაუკი“ ქართველ მშობლებს?

12 years ago
in ეკონომიკა
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ბავშვის აღზრდა  მისი შემდგომი განვითარებისთვის მნიშვნელოვანი პროცესია. თუმცა, არანაკლებ მნიშვნელოვანია ის საბავშვო ნივთები, რომლებიც მშობლებს ამ რთულ და საპასუხისმგებლო პროცესს უადვილებს.

საბავშვო ეტლები, მანეჟები, სკამ-მაგიდები, მანქანის სკამები – ეს მცირე ჩამონათვალია იმ პროდუქციისა, რომელსაც ჩვენს ქვეყანაში მშობლები იძენენ პატარებისთვის. თუმცა, ძალიან ცოტა მათგანმა იცის მათი წარმომავლობის, ხარისხისა და სანდოობის შესახებ.

საბავშვო პროდუქციის ხარისხიანობა,  ქართულ სეგმენტზე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. პროდუქციის უმაღლეს ხარისხს კი განაპირობებს – დიდი სიფრთხილით შერჩეული მასალები, რომლებიც არის ანტი-ალერგიული და ყოველგვარი სხვა ნივთიერებებისგან დაცული. პატარების უმეტესობა კი სამყაროს შეგრძნების სურვილითაა შეპყრობილი, ისინი ხელით ეხებიან ყველას და ყველაფერს, მათი ჯანმრთელობის პირველი წინა პირობა სწორედ ხარისხიანი და ყოველგვარი საშიში მინარევებისგან დაცული პროდუქციის წარმოებაა.   

სწორედ ამ მიდგომით ახორციელებს გერმანული ფირმა „ჰაუკი“ 91  წელია მრავალ თაობებზე ზრუნვას. ჰაუკის პროდუქტი იყიდება ევროპის ყველა და დანარჩენი მსოფლიოს 50-ზე მეტ ქვეყანაში. საქართველოში ამ პროდუქციის ოფიციალური წარმომადგენელია კომპანიაა „გი&ნი“.  „ჰაუკის“ პროდუქციის უპირატესობებისა და კომპანიის მიზნების შესახებ, „თბილისი თაიმსს“  კომპანიის ოფიციალურ წარმომადგენელი და „გი&ნის“ დამფუძნებელ-დირექტორი, მალხაზ სამხარაძე ესაუბრა.10744414_860506947313916_2047123912_o

რას წარმოადგენს „ჰაუკი“ და რატომ დაინტერესდა გერმანული კომპანია ქართული ბაზარი? 

გერმანული ფირმა “ჰაუკი” წარმოადგენს საბავშვო პროდუქციის მწარმოებელ ფირმას. იგი დაარსდა 1923 წელს, ფელიქს  ჰაუკის მიერ და უკვე 91 წელია აწარმოებს საბავშვო პროდუქციას. დასაწყისში ჰაუკი აწარმოებდა მხოლოდ კალათებს ჩვილებისთვის. შემდეგ  მას  მოჰყვა ნათლობის ტანსამელი ბავშვებისთვის და თანდათან დაიწყო “ჰაუკმა” საბავშვო ეტლების წარმობა. 70 –იან წლებში უკვე ევროპაში ერთ–ერთი განთქმული მარკა გახდა.  1989 წლიდან კი მან დაიწყო სალიცენზიო პროდუქტების წარმოება და დღესაც I’COO და Disney-ის სახელით გამოდის „ჰაუკის“ პროდუქცია –  საბავშვო ეტლები, მანეჟები, საწოლ-მანეჟები, მანქანის სავარძლები, სკამ-მაგიდები და კიდევ სხვა არაერთი პროდუქტი, რომლის ჩამოთვლაც შორს წაგვიყვანს დღეს უკვე საქართველოშია.01-606995.main.DreamNPlaySQ_Bear_tumb_300

კომპანია მსოფლიოს თითქმის ყველა კუთხეშია წარმოდგენილი, კონკრეტულად კი მსოფლიოს 82-ზე მეტ ქვეყანაში და რა თქმა უნდა, მათ შორის არის საქართველოც. თავად იდეა , რომ გერმანული ფირმა ჰაუკი წარმოდგენილი ყოფილიყო საქართველოში წამოვიდა იქიდან, რომ მე თავად ვცხოვრობდი გერმანიაში რამდენიმე წელი. საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, აქ არსებულ საბავშვო მაღაზიებში ვეძებდი ჰაუკის პროდუქციას, რომელიც  ვერსად ვნახე  და მხოლოდ ამის შემდეგ გადავწყვიტე, რომ მოლაპარაკებები მეწარმოებინა კომპანიასთან. სიმართლე გითხრათ, ეს ყველაფერი არ იყო მარტივი, რადგან მოლაპარაკების პროცესში გაირკვა,  რომ 90-იან წლებში გერმანული პროდუქცია საქართველოში უკვე იყო წარმოებული და მათ არ ჰქონდათ ჩვენს ქვეყანაზე კარგი შთაბეჭდილება დარჩენილი. დაახლოებით თოთხმეტ თვეში, ჩვენი დიდი ძალისხმევის შედეგად მე და ჩემმა გერმანელმა მეგობრებმა „ჰაუკი“ დავითანხმეთ. დავარწმუნეთ იმაში, რომ საქართველო საინტერესო ბაზარია და 90-იანი წლების შემდეგ ბევრი პროგრესული ნაბიჯი გადაიდგა. შემდგომ, ჩავატარეთ პატარა კვლევა, რომელმაც გვიჩვენა, რომ მშობლებს ქართულ ბაზარზე, არ  ჰქონდათ ხარისხიან პროდუქტზე დიდი არჩევანი. ამას გარდა, ხარისხისა და ფასის შეფასება საერთოდ დარღვეული იყო.

01-66507.part08.SitNRelax_Fruits_tumb_300რა უპირატესობება აქვს თქვენს პროდუქციას და რით გამოირჩევა იგი სხვა კომპანიებისაგან?

ბევრი უპირატესობა აქვს „ჰაუკს“, პირველი და ყველაზე მთავარი ის არის, რომ „ჰაუკი“ ძალიან ფაქიზად ეპყრობა თავისი მარკის სახელს და მკაცრად აკონტრლებს ამა თუ იმ ქვეყანაში ფალსიფიკაციას, რაც გამოიხატება იმაში, რომ ყველა ქვეყანაში არის ერთი წარმომადგენლობა და მხოლოდ მას შეუძლია გამოიყენოს კომპანიის ლოგო  და აწარმოოს „ჰაუკის“  სახელით  ქვეყანაში, ესა თუ ის მოლაპარაკება, რაც ძალიან კარგია, რადგან ბაზარზე ფალსიფიცირებული პროდუქტის აღმოჩენა მალე ხდება და რა თქმა უნდა, შესაბამისი ზომებიც მყისიერად მიიღება. ასეთი შემთხვევა საქართველოში გვქონდა სამწუხაროდ. ხარისხსს რაც შეეხება, უმაღლესი ხარისხის საქონელი გვაქვს, ეკოლოგიურად სუფთა ყოველგვარი მავნე ნივთიერებების და მავნე საღებავების გარეშე, რომელიც შემოწმებულია გერმანიაში. აქვს შესაბამისი სერთიფიკატი, როგორც უვნებლობის, ასევე უსაფრთხოების. არ არის  გაურკვეველი წარმოების, ყველა პროდუქტი არის ოფიციალურად დარეგისტრირებული ჰაუკის ბაზაში და ყველა მათგანს აქვს გერმანული და ავსტრიული TÜV–ის სერთიფიკატი.10728764_860117737352837_997976613_n

რა პროდუქციას სთავაზობთ ქართველ მშობლებს და რამდენად ხელმისაწვდომია იგი მომხარებლებისათვის?

ჩვენ ვთავაზობთ საკმაოდ მრავალფეროვან პროდუქციას. ძირითადად საბავშვო ეტლებს, მანეჟებს, საწოლ-მანეჟებს, სკამ მაგიდებს, ეტლების კომპლექტებს, ავტომობილების სავარძლებს. რაც შეეხება ხელმისაწვდომობას, ჩვენი ფირმის პოლიტიკა არის მკაცრად განსაზღვრული, რომ პროდუქცია იყოს ყველასთვის ხელმისაწვდომი, რადგან ყველა პატარა ჩვენთის მნიშვნელოვანია და ჩვენც ვცდილობთ, რომ ყველა ოჯახმა შეძლოს და შეიძინოს თავისი პატარასათვის ხარისხიანი პროდუქცია მისაღებ ფასად. ეს ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია. „ჰაუკი“  შორს არის იმ აზრისგან, რომ ხარისხს თავისი ფასი არ აქვს, ფასი აუცილებლად უნდა იყოს მისაღები და არა „გაბერილი“.

01-607466.main.Babycenter_Butterfly_tumb_300რამდენად მრავალფეროვანია საქართველოში საბავშო პროდუქციის წარმოება, რომელ კომპანიას მიიჩნევთ თქვენს კონკურენტად?

საქართველოში საბავშვო პროდუქციის წარმოება საერთოდ არ არსებობს. რაც შეეხება კონკურენტებს, ჩვენ ისეთ ნიშას ვემსახურებით, რომ სასიამოვნოც არის კონკურენცია, რადგან თუ იქნება უფრო მეტი კონკურენცია  ჩვენ და ჩვენი კონკურენტები ვიქნებით წარმატებულები – ეს ყველაფერი შემდგომში პირდაპირ აისახება საქართველოს დემოგრაფიულ მდგომარეობაზე. მე პირადად, მოხარული ვიქნები თუ საქართველოს ბაზარი უფრო მეტი ხარისხიანი პროდუქციით დაიტვირთება.

ბავშვის პროდუქციის შეძენისას მშობლები ყოველთვის სიფრთხილით გამოირჩევნია, ამ მხრივ რამდენად სანდოა „ჰაუკი“ ქართველი მომხარებლებისთვის?

10585020_860117610686183_1241341343_nმიუხედავად იმისა, რომ ყველა მშობელს უნდა თავისი შვილისთვის კარგი და უსაფრთხო პროდუქცია, მაინც არ არის საქართველოში ჩამოყალიბებული აზრი იმის შესახებ, თუ რა და რატომ უნდა შეიძინონ.  მე თავად ვაკვირდები ხშირად თუ რა ეტლით ასეირნებენ მშობლები შვილებს. ალბათ 10-დან 5 შემთხვევაში ბავშვი იზრდება გაურკვეველი წარმოების ეტლში, რომლის არც ხარისხში ვართ დარწმუნებული და არც უვნებლობაში. ეს ალბათ სოციალური მდგომარეობის და ეკონომიკური სიდუხჭირის ბრალია, რადგან მშობლები იძულებულნი არიან პირველად ფასს შეხედონ და შემდეგ ხარისხს, მაგრამ ეს არ არის გამოსავალი. დღევანდელ პირობებში ინფორმაციის მოძიება ამა თუ იმ პროდუქტზე ძალიან მარტივია. პროდუქტს უნდა ჰქონდეს შტრიხ კოდი და ამ კოდის „google”-ის საძიებო სისტემაში აკრეფისას უნდა იძებნებოდეს ეს პროდუქტი. ეს არის ყველაზე მარტივი გზა იმისთვის, რომ დავადგინოთ, რა პროდუქტს ვყიდულობთ. რაც შეეხება ჩვენი პროდუქციის საიმედოობას, მე ზემოთ აღვნიშნე, ის სერთიფიკატები და შემოწმებები, რასაც „ჰაუკის“ პროდუქცია გადის სერიულ წარმოებამდე.

633366.main.Bungee-Deluxe_Jungle-Fun_tumb_300ეს არის : ტექნიკური შემოწმება, უსაფრთხოება და ეკოლოგიური შემოწმება. მხოლოდ ამ შემოწმებების შემდეგ იწყება ნებისმიერი პროდუქტის წარმოება სერიულად. მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი მშობლები კმაყოფილნი იქნებიან ჩვენი პროდუქციის ხარისხით. ფირმა „ჰაუკის“ 91 წლიანი გამოცდილება და წარმატებაც ამ ყველაფრის გარანტიაა.

როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები, გაქვთ თუ არა მაღაზიები რეგიონებში?

სამომავლო გეგმებს, რაც შეეხება ალბათ როგორც ყველა კომპანიას ჩვენც დაგეგმილი გვაქვს გაფართოება. იმედია, საქართველოს ეკონომიკური წინსვლა და განვითარება ამის საშუალებას მოგვცემს და რაც მთავარია, საქართველოს დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესება იქნება ჩვენი კომპანიის განვითარების პირველი გარანტი.  სამწუხაროდ, რეგიონებში ჯერ მაღაზიები არ გვაქვს, მაგრამ მომავალში იგეგმება ბათუმისა და ქუთაისის ფილიალების გახსნა.

27.10.14

ნათია კეკენაძე

Share1Tweet1

ახალი ამბები

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის
ახალი ამბები

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის

02/08/2026
ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა
ახალი ამბები

ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა

01/27/2026
პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში
ახალი ამბები

პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში

12/15/2025
“ მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება” – გურამ მაჭარაშვილი
ახალი ამბები

“ მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება” – გურამ მაჭარაშვილი

11/12/2025
“თუ ორგან მუშაობის მიზეზი არის ის, რომ საკმარისი არ არის შემოსავალი, ამისათვის შესაბამის პირს ანაზღაურება უნდა გავუზარდოთ“ – ირაკლი კობახიძე
ახალი ამბები

“თუ ორგან მუშაობის მიზეზი არის ის, რომ საკმარისი არ არის შემოსავალი, ამისათვის შესაბამის პირს ანაზღაურება უნდა გავუზარდოთ“ – ირაკლი კობახიძე

11/01/2025
2027 წლიდან, შესაძლოა, წყლის ახალი ტარიფები ამოქმედდეს – რა განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა
ანალიტიკა

2027 წლიდან, შესაძლოა, წყლის ახალი ტარიფები ამოქმედდეს – რა განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა

10/29/2025

საინტერესო

2017 წელს აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში 11 600-ზე მეტი პოლისია გაცემული

9 years ago
“კლინიკაში მყავდა, რიგში ცოცხალ-მკვდარი ბავშვი, მობრძანდნენ ლიზა ჩიჩუა და ირაკლი მაქაცარია, ურიგოდ შევიდნენ სპეციალისტთან” – რას წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი?

“კლინიკაში მყავდა, რიგში ცოცხალ-მკვდარი ბავშვი, მობრძანდნენ ლიზა ჩიჩუა და ირაკლი მაქაცარია, ურიგოდ შევიდნენ სპეციალისტთან” – რას წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი?

2 years ago
ოქტომბერში FAO-ს სურსათის ფასის ინდექსი დაეცა, რაც მსოფლიოში რძის პროდუქტების ფასების შემცირებითაა გამოწვეული

ოქტომბერში FAO-ს სურსათის ფასის ინდექსი დაეცა, რაც მსოფლიოში რძის პროდუქტების ფასების შემცირებითაა გამოწვეული

9 years ago
ქართული კინო რომში

ქართული კინო რომში

12 years ago

ახალი ამბები

ცნობილია, თბილისის ზღვაზე ნაპოვნი 25 წლის ბიჭის ვინაობა
ახალი ამბები

ცნობილია, თბილისის ზღვაზე ნაპოვნი 25 წლის ბიჭის ვინაობა

05/13/2026

თბილისის ზღვაზე ნაპოვნი ახალგაზრდა ნუკრი ქოქუაშვილია. ახლობლების ინფორმაციით, 25 წლის ბიჭის ცხედარი პოლიციამ იპოვა. ნუკრი ქოქუაშვილი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტიდან იყო და...

Read moreDetails
„პირდაპირი ბილეთია უშვილობის” – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება

„პირდაპირი ბილეთია უშვილობის” – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება

05/13/2026
სეტყვა თელავში – სტიქიამ ხეხილი და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები გაანადგურა

სეტყვა თელავში – სტიქიამ ხეხილი და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები გაანადგურა

05/13/2026
დოპინგ-სკანდალზე საბოლოო განაჩენი ცნობილია

დოპინგ-სკანდალზე საბოლოო განაჩენი ცნობილია

05/12/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • ცნობილია, თბილისის ზღვაზე ნაპოვნი 25 წლის ბიჭის ვინაობა 05/13/2026
  • „პირდაპირი ბილეთია უშვილობის” – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება 05/13/2026
  • სეტყვა თელავში – სტიქიამ ხეხილი და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები გაანადგურა 05/13/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by