• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, May 15, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

რამდენად აქცევს ყურადღებას კულუტირს სამინისტრო თეატრებს?

12 years ago
in კატეგორიის გარეშე
A A
რამდენად აქცევს ყურადღებას კულუტირს სამინისტრო თეატრებს?
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

”თბილისი თაიმსი” დაინტერესდა, თუ რა მდგომარეობაა დღეს თბილისში არსებულ თეატრებში. დადიან თუ არა მაყურებლები სპექტაკლებზე, რამდენად ხელმისაწვდომია დღეს ბილეთის ფასი და თუ არიან თეატრები კულტურის სამინსიტროს მუშაობით კმაყოფილები, რამდენად ექცევა უწყების მიერ ყურადღება თეატრებს.

მორიგი ბლიც გამოკითხვა ამ საკითხს ეხება, გამოიკითხა თბილისში არსებული 7 თეატრი. აღმოჩნდა, რომ გამოკითხული შვილდი თეატრიდან – ორი არის უკმაყოფილო კულტურის სამინისტროს მუშაობით და უწყებისგან მეტ ყურადღებას მოითხოვენ.

3092rustavelis teatri (1)რუსთაველის თეატრი: ”სეზონი ჩვენს თეატრში სექტემბრის ბოლოს გაიხსნა, 31 ოქტომბერს გვაქვს პრემიერა ”ელექტრა”. გარდა ამისა, თეატრი ამ სეზონზე მაყურებელს სთავაზობს რობერტ სტურუას სპექტაკლს – ”ასულნი”, დავით საყვარელიძის ”სულიერ არსებებს”, დავით საყვარელიძის ”მალე მოვალ მე წვიმად” და სხვა სპექტაკლებს. წინა წელთან შედარებით გამოხმაურება და მაყურებელთა რიცხვი უფრო გაზრდილია. ბილეთის ფასები შედარებით ხელმისაწვდომია, რუსთაველსი თეატრს აქვს სამი დარბაზი. ექსპერიმენტულ სცენაზე ბილეთების ღირებუაბეა არის 6 ლარი, მცირე სცენაზე 6-8 ლარი, დიდ სცენაზე კი ბილეთების ღირებულება იწყება 6 ლარიდან და ადის 12 ლარამდე, გარდა პრემიერებისა. კულტურის სამინისტროსთან თანამშრომლობა ძალიან გააქტიურდა, ხშირად არის შეხვედრები სხვადასხვა საკითხებზე. ”

1a106764606b56da2fb5bd8adbd6e205კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრი:  ”ჩვენს თატრში სეზონი 3 ოქტომბერს ლევან წულაძის ”შეშლილის წერილებისა” და გიზო ჟორდანიას ”თეთრი იასამნის”  პრემიერით  გაიხსნა. მაყურებელი დადის თეატრში ისევე როგორც წინა წლებში. ბილეთის მინიმალური ღირებულება არის 6 ლარი მაქსიმალური კი 16. 50%-იანი ფასდაკლება მოქმედებს სკოლის მოსწავლეებზე, სტუდენტებსა და სოციალურად დაუცველ პირებზე, თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ უფასოდ დაესწრონ სპექტაკლებს. კულტურის სამინისტრო, რა თქმა უნდა, ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს თეატრს.“

379346_611254232235135_1546220502_nთავისუფალი თეატრი: ”სეზონი გაიხსნა 27 სექტემბერს, ამ სეზონზე ვგეგმავთ სამ პრემიერას, რომელიც დეკემბრის ბოლოსკენ იქნება წარმოდგენილი. ჯერჯერობით კი მაყურებელს თავისუფალ თეატრში შეუძლია იხილოს ”რიჩარდ III”, ”ღმერთო დაგვიფარე ჩვენ და ადამიანები” ,” ჯინსების თაობა” , ”მერე რა რომ სველია სველი იასამანი” და სხვა სპექტაკლები. თეატრში არის დრო , როდესაც პერიოდულად ხდება მაყურებლის რაოდენობის ზრდა ან კლება. სექტემბერიდან, როგორც ყოველთვის მაყურებლის რაოდენობა იმატებს, დეკემბრიდან კი ქართველები სმა-ჭამაზე გადადიან და შესაბამისად მაყურებელთა რიცხვის იკლებს.  რაც შეეხება ბილეთების ღირებულებას, იარუსზე ბილეთების ღირებულება შეადგენს 6 ლარს, მაქსიმალური ფასი დარბაზში არის 15 ლარი, ვცდილობთ, რომ ფასი  მაყურებლისთვის ხელმისაწვდომი იყოს და ყველამ შეძლოს თეატრში მოსვლა. იყო პერიოდი, როდესაც ვინარჩუნებდით შედარებით დაბალ ფასებს, შემდეგ გადასახადების გამო მცირედით იმატა ბილეთის ღირებულებამ. უკვე მეორე წელიწადია სტაბილურად ვინარჩუნებთ ამ ფასებს, თეატრის შემოსავლების საწინააღმდეგოდ, ვცდილობთ, რომ მაყურებელმა შეძლოს თეატრში სიარული. პრობლემები ყოველთვის არის, თუმცა კულტურის სამინისტრო შეძლებისდაგვარად ყოველთვის ეხმარება თეატრს.”

988342_680213501996481_312833031_nმიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრი: ”სეზონი თეატრში 28 სექტემბერს გაიხსნა, ჩვენ 22 სარეპერტუარო სპექტაკლი გვაქვს, მათ შორის ”იკაროსი”, ”პოლიცია”, ”გოდოს მოლოდინში”, ”ცხოველების ფერმა” და ა.შ. ვფიქრობ, მაყურებელთა რაოდენობა წინა წელთან შედარებით გაიზარდა. რაც შეეხება, ბილეთის ღირებულებას, 7-12 ლარამდე მერყეობს ბილეთის ფასი, მოქმედებს 50%-იანი ფასდაკლება დევნილებისთვის, სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის. სახელმწიფოს მხრიდან, დაფინანსება მხოლოდ ხელფასებსა და გადასახადებზე გვყოფნის, ჩვენ კულტურის სამინსიტროს დაქვემდებარებაში ვართ და შეძლებისდაგვარად გვაქცევს ყურადღებას.”

musicanddramმუსიკისა და დრამის თეატრი: ”სეზონი  12 ოქტომერს დავით დოიაშვილის  სპექტაკლის ”ფსკერზე” პრემიერით გაიხსნა, ამ სეზონზე თეატრი მაყურებელს რამდნიმე სპექტაკლს შესთავაზებს, მათ შორის ბექა ქავთარაძის ”რა მოხდა სამხეცეში”, ნინი ჩაკვეტაძე მუშაობს სპექტაკლზე ”დორიან გრეის პორტრეტი” და ა.შ მაყურებელი აქტიურად დადის თეატრში, განსაკუთრებით დიდი მოთხოვნაა დავით დოიაშვილის სპექტაკლებზე. ბილეთის ფასები სპექტაკლების მიხედვით განისაზღვრება 8 და 10 ლარით, სოციალურად დაუცველ პირებისთვის ჩვენს თატრში სპექტაკლებზე დასწრება უფასოა. ჩვენ ფაქტიურად თეატრი არა გვაქვს, დოიაშვილმა ფოიეში მოაწყო ძალიან ლამაზი სცენა, კულტურის სამინისტრო კი ძალიან გვაქცევს ყურადღებას, სამინისტრომ დააფინანსა თეატრის რემონტი.”

uuuuuuuuuaxlesi-logoპანტომიმის თეატრი:  ”ჩვენ  თბილისში პირველებმა გავხსენით სეზონი ორ სქტემბერს და ვითამაშეთ ამირან შალიკაშვილის სპექტაკლი  ”საქართველოო ლამაზო”, რომელიც ეძღვნება სამაჩაბლოსა და აფხაზეთში დაღუპულ გმირებს. მაყურებელი დადის თეატრში, დარბაზი თითქმის ყოველთვის სავსეა. სამწუხაროდ ქართველებზე  მეტად უცხოელები სტუმრობენ ჩვენს თეატრს, განსაკუთრებით კი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. ბილეთის ღირებულება საკმაოდ ხელმისაწვდომია, სტუდენტებსა და მოსწავლეებზე 50 %-იანი ფასდაკლება გვაქვს, სოციალურად დაუცველ პირებს კი საშუალება აქვთ უფასოდ დაესწრონ ჩვენს სპექტაკლებს. ვერ გეტყვით, რომ კულტურის სამინისტრო დიდ ყურადღებას აქცევს ჩვენს თეატრს, მხოლოდ თეატრის დამფუძნებლის, ბატონ ამირან შალიკაშვლისადმი, მიძღვნილი ღონისძიების გამართვაში დაგვეხმარა ერთადერთხელ, რა თქმა უნდა, სასურველია, რომ კულტურის სამინსიტრომ უფრო დიდი ყურადღება მოგვაქციოს ”

t11თოჯინების სახელმწიფო თეატრი:  ”სეზონი ჩვენს თეატრში 26 სექტემბერს გაიხსნა პრემიერით ”იავნანამ რა ჰქმნა”, 26 ოქტომბერს გვქონდა პრემიერა ”ნატვრის ხის ზღაპარი”, 30 ნოემბერს გვექნება ”მაწანწალას” პრემიერა და წლის ბოლომდე იქნება ასევე ”მოხტუნავე პრინცესა”. მაყურებლის სიმცირეს არასოდეს ვუჩიოდით, თუმცა წელს წინა წელთან შედარებით გაიზარდა მაყურებელთა რიცხვი, ერთადერთი რაც არ გვაკლია მაყურებელია. თითო წარმოდგენაზე ბილეთის ღირებულება არის 5 ლარი, სააბონენტო სისტემით კი 3 ლარი, სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის აბონიმენტის ღირებულება შეადგენს 3 ლარს, რომელშიც შედის სამი სპექტაკლი ანუ ერთი სპექტაკლის ღირებულება ერთი ლარი გამოდის. მიუხედავად იმისა, რომ ვართ სახელმწიფო თეატრი, ჩვენ ყველაზე დიდი პრობლემების წინაშე ვდგავართ, თოჯინების სახელმწიფო თეატრი არის ერთადერთი თეატრი თბილისში, რომელსაც შენობა არ გააჩნია, ჩვენ საკუთარი სახსრებით ვქირაობთ დარბაზს.”

03.11.14

ნინა პირტახია

ShareTweet

ახალი ამბები

საფრანგეთში ავარიას 30 წლის ქართველი ემსხვერპლა
კატეგორიის გარეშე

საფრანგეთში ავარიას 30 წლის ქართველი ემსხვერპლა

05/07/2026
„გწერს შენი დედაი, შენი გზის მყურებელი…“ – რას წერდა დედა პატრიარქს
კატეგორიის გარეშე

„გწერს შენი დედაი, შენი გზის მყურებელი…“ – რას წერდა დედა პატრიარქს

03/20/2026
“გარდაცვლილისა და დაკავებულის ოჯახები წლების განმავლობაში ახლობლობდნენ, ბიჭებიც მეგობრობდნენ” – რა ხდება ცნობილი შაკო ნათენაძის გარდაცვალებაზე?
კატეგორიის გარეშე

“გარდაცვლილისა და დაკავებულის ოჯახები წლების განმავლობაში ახლობლობდნენ, ბიჭებიც მეგობრობდნენ” – რა ხდება ცნობილი შაკო ნათენაძის გარდაცვალებაზე?

05/15/2025
“დიდი ალბათობით, ყაველაშვილის მიერ შეწყალებულებს საშიში დანაშაულები უნდა ჰქონდეთ ჩადენილი” – თოლორაია 613 მსჯავრდებულის შეწყალებაზე
კატეგორიის გარეშე

“დიდი ალბათობით, ყაველაშვილის მიერ შეწყალებულებს საშიში დანაშაულები უნდა ჰქონდეთ ჩადენილი” – თოლორაია 613 მსჯავრდებულის შეწყალებაზე

01/20/2025
„უმაგრესი გოგო გაგვიფრინდა…“ – რევაზ ლაღიძის შვილიშვილი გარდაიცვალა
კატეგორიის გარეშე

„უმაგრესი გოგო გაგვიფრინდა…“ – რევაზ ლაღიძის შვილიშვილი გარდაიცვალა

12/11/2024
“მოსწავლეებმა დროშებით პერფორმანსი მოაწყვეს, კლასში დაბრუნებისას დამლაგებელმა მათ ხელი შეუშალა და მოსწავლეს ხელით შეეხო” | ბათუმის მე-18 სკოლა
კატეგორიის გარეშე

“მოსწავლეებმა დროშებით პერფორმანსი მოაწყვეს, კლასში დაბრუნებისას დამლაგებელმა მათ ხელი შეუშალა და მოსწავლეს ხელით შეეხო” | ბათუმის მე-18 სკოლა

12/03/2024

საინტერესო

ესპანეთმა და ირლანდიამ კრიზისი დაძლიეს

13 years ago
არის თუ არა სათანადოდ დაცული საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა?

არის თუ არა სათანადოდ დაცული საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა?

12 years ago
„ნუგეში ეკლესიაში ვიპოვე…ჩემი თხოვნა იქნება მათთან, ვინც ჩემს გზას გადის – ტაძარში იარონ“ – ლიკუნა კუჭუხიძე

„ნუგეში ეკლესიაში ვიპოვე…ჩემი თხოვნა იქნება მათთან, ვინც ჩემს გზას გადის – ტაძარში იარონ“ – ლიკუნა კუჭუხიძე

1 month ago
შსს-ს დროებითი მოთავსების იზოლატორებში სამედიცინო პუნქტები გაიხსნა, განახლდა ვიდეო მონიტორინგის სისტემები

შსს-ს დროებითი მოთავსების იზოლატორებში სამედიცინო პუნქტები გაიხსნა, განახლდა ვიდეო მონიტორინგის სისტემები

7 years ago

ახალი ამბები

როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა
ახალი ამბები

როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა

05/14/2026

რუსთავი-გარდაბნის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. პაციენტს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმები აღენიშნება და მზადდება რეანიმაციულ განყოფილებაში გადასაყვანად....

Read moreDetails
“ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები

“ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები

05/14/2026
“ ასე­თი ავა­რია არა­სო­დეს მი­ნა­ხავს, ყვე­ლა­ფე­რი ნამ­სხვრე­ვე­ბად არის ქცე­უ­ლი…” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

“ ასე­თი ავა­რია არა­სო­დეს მი­ნა­ხავს, ყვე­ლა­ფე­რი ნამ­სხვრე­ვე­ბად არის ქცე­უ­ლი…” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

05/14/2026
“სა­ში­ნე­ლე­ბა ტრი­ა­ლებს… ყვე­ლა შოკ­შია…შეჯახებისას რამდენიმე მგზავრი გადმოვარდა მანქანიდან, ორი კი ჩარჩა” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

“სა­ში­ნე­ლე­ბა ტრი­ა­ლებს… ყვე­ლა შოკ­შია…შეჯახებისას რამდენიმე მგზავრი გადმოვარდა მანქანიდან, ორი კი ჩარჩა” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

05/14/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა 05/14/2026
  • “ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები 05/14/2026
  • “ ასე­თი ავა­რია არა­სო­დეს მი­ნა­ხავს, ყვე­ლა­ფე­რი ნამ­სხვრე­ვე­ბად არის ქცე­უ­ლი…” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა 05/14/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by