• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Saturday, June 27, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

გიორგი მღებრიშვილი ვისკონსინის შტატის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მდივანს მასპინძლობს

12 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
გიორგი მღებრიშვილი ვისკონსინის შტატის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მდივანს მასპინძლობს
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

unnamed (4)ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის შემდეგ, გიორგი მღებრიშვილი თავის კოლეგას, ვინსკონსინის შტატის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მდივანს  ედ უოლს მასპინძლობს.  

სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მინისტრმა და მისმა ამერიკელმა კოლეგამ საქართველოს პენიტენციურ სისტემაში განხორციელებულ ცვლილებებზე, მიმდინარე პროექტებსა და დაგეგმილ ძირეულ რეფორმაზე ისაუბრეს.

ვიზიტის ფარგლებში ედ უოლი თავისუფლების შეზღუდვისა და დაბალი რისკის დაწესებულებებს მოინახულებს, ასევე  ადგილზე გაეცნობა სასჯელაღსრულების დაწესებულებების ადმინისტრირების საკითხს.

საქართველოს სასჯელაღსრულების სამინისტრო  ვისკონსინის შტატის სასჯელაღსრულების სისტემასთან 2014 წლიდან მჭიდროდ თანამშრომლობს.  ვისკონსინის შტატის დელეგაცია გამოცდილების გაზიარებისა და მიმდინარე რეფორმების განხორციელების პროცესში დახმარების მიზნით, საქართველოს მიმდინარე წლის სექტემბერში ეწვია.

ამერიკელი კოლეგები ქართულ მხარეს კონსულტაციებს უწევენ დაწესებულებათა ადმინისტრირების ასპექტებთან დაკავშირებით, მათ შორისაა სასჯელის ინდივიდუალური დაგეგმვა, მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია, მულტიდისციპლინური ჯგუფის მენეჯმენტი, დაწესებულებათა მართვის საკითები და კომუნიკაცია.

ვისკონსინელი კოლეგები სასჯელაღსრულების სისტემის მენეჯერებს დახმარებას ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს   შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში უწევენ. აღნიშნული მემორანდუმით აშშ-ის საერთაშორისო ნარკოტიკებისა და კანონის აღსრულების საქმეთა ბიურო (INL)  საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში 2-წლიან პროექტს განახორციელებს. ამერიკის მთავრობამ მიმდინარე წლის სექტემბერში აღნიშნული პროექტის განხორციელების  მიზნით 1 მილიონი დოლარი გამოყო.

პროექტის ძირითადი მიზნებია საქართველოში თანამედროვე და ჰუმანური სასჯელაღსრულების პრაქტიკის დანერგვა, მულტიდისციპლინარული გუნდის დანერგვის ხელშეწყობა, ასევე სამინისტროსა და  სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომელთა  შესაბამისი მომზადება.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, ედ უოლის ვიზიტი კიდევ ერთი მაგალითია ვისკონსინის შტატისა და ჩვენი პენიტენციური სისტემების მჭიდრო თანამშრომლობისა.

„მოგეხსენებათ, რომ საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის წელს დაიდო მემორანდუმი, რომლის ფარგლებში  საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში ორწლიანი პროგრამა ხორციელდება. ეს არის პირველი პროექტი, რომლის ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატები კონკრეტულად სასჯელაღსრულების სისტემის განვითარებაში გვეხმარება. კერძოდ, აღნიშნული ითვალისწინებს თანამშრომლეთა კვალიფიკაციის ამაღლების მიმართულებით მხარდაჭერას, რაც ჩემ მიერ ინიცირებული პენიტენციური რეფორმის ერთერთი მთავარი კომპონენტია“ – აღნიშნა გიორგი მღებრიშვილმა.

ედ უოლის განცხადებით, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებული გაცვლითი ვიზიტები ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ამერიკულმა მზარემ ქართველ კოლეგებს გამოცდილება გაუზიაროს და მართვის ეფქტური სისტემის დანერგვაში დაეხმაროს.

03.12.14

 

ShareTweet

ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III
ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III

05/22/2026
5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა
ახალი ამბები

5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა

04/24/2026
1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)
ახალი ამბები

1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)

02/08/2026
თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს
ახალი ამბები

თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს

02/06/2026
ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს
ახალი ამბები

ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს

02/03/2026
ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა
ახალი ამბები

ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა

01/10/2026

საინტერესო

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ათენში შეხვედრებს მართავს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ათენში შეხვედრებს მართავს

11 years ago
გამჭვირვალობის კანონი ქვეყნის შიდა პოლიტიკაა, საქართველოს შიდა პოლიტიკაში რომ არ ვერევით, ნიშნავს, რომ პატივს ვცემთ ქვეყნის სუვერენიტეტს – ჩინეთის ელჩი

გამჭვირვალობის კანონი ქვეყნის შიდა პოლიტიკაა, საქართველოს შიდა პოლიტიკაში რომ არ ვერევით, ნიშნავს, რომ პატივს ვცემთ ქვეყნის სუვერენიტეტს – ჩინეთის ელჩი

2 years ago
„ტრა­გე­დია ტრი­ა­ლებს… ძმე­ბი და მათი მე­გო­ბა­რი ად­გილ­ზე და­ი­ღუპ­ნენ“ – ცნობილი ხდება ახალგაზრდების ვინაობა, ვინც წუ­ხანდელ ავარიას ემსხვერპლნენ­

„ტრა­გე­დია ტრი­ა­ლებს… ძმე­ბი და მათი მე­გო­ბა­რი ად­გილ­ზე და­ი­ღუპ­ნენ“ – ცნობილი ხდება ახალგაზრდების ვინაობა, ვინც წუ­ხანდელ ავარიას ემსხვერპლნენ­

3 years ago
მერაბ დვალიშვილი არის გამოუსვლელი ხიხო. ნახვამდის – კრისტი ლაბაძე

მერაბ დვალიშვილი არის გამოუსვლელი ხიხო. ნახვამდის – კრისტი ლაბაძე

2 years ago

ახალი ამბები

შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა
ახალი ამბები

შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა

06/26/2026

პარლამენტში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისმიტროპოლიტი შიო III მივიდა. პატრიარქი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენას...

მეტის ნახვაDetails
ვრცელდება პატრიარქის მიმართვა

ვრცელდება პატრიარქის მიმართვა

06/26/2026
თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა

თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა

06/25/2026
„მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ –  ილია თოფურია

„მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ – ილია თოფურია

06/25/2026

კალენდარი

June 2026
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  
« May    

სიახლეები

  • შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა 06/26/2026
  • ვრცელდება პატრიარქის მიმართვა 06/26/2026
  • თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა 06/25/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by