• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Sunday, May 24, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

„სტუდიაში ისეთი რაღაცის სწავლება დავიწყე, რაც საქართველოში არც ერთ სტუდიაში არ ისწავლება“ – ზალიკო სულაკაური

11 years ago
in კულტურა, მთავარი მოვლენები
A A
„სტუდიაში ისეთი რაღაცის სწავლება დავიწყე, რაც საქართველოში არც ერთ სტუდიაში არ ისწავლება“ – ზალიკო სულაკაური
11
SHARES
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ხელოვანი ადამიანები, ყოველთვის რაღაცით გამოირჩევიან სხვა ადამიანებისაგან. მათ გააჩნიათ საკუთარი სამყარო, რომლელშიც ცხოვრობენ. ზოგისთვის ეს სამყარო ნოტებით არის სავსე, ზოგისთვის სხვადასხვა  ფერებით. ამჯერად „თბილისი თაიმსი“ მხატვარ ზალიკო სულაკაურს ესაუბრა. მისი სამყარო სხვადასხვა ფერებთან ერთად სავსეა სიყვარულით, სიკეთით, იუმორით, სითბოთი. ეს იმდენად მართალი და რეალურია, რომ მასთან ურთიერთობაში ყველაფერს თავად მიხვდები. ზალიკო სულაკაურს, როგორც თავად ამბობს ამ ენერგიით ბავშვებთან ურთიერთობა ავსებს. ჩვენ მას მის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე ვესაუბრეთ, რომელიც დახატულია სხვადახვა ნათელ ფერებად.

1471218_703130003040011_1288247264_n

მოგვიყევით მოკლედ თქვენი ბიოგრაფია?

– დავიბადე  ტყუპისცალთან ერთად, რომელსაც ზურიკო ქვია. მარტო არ დავბადებულვარ, მარტო დაბადება მოსაწყენიათქო ვიფიქრე. საკმაოდ დიდი ოჯახი მაქვს დედა, მამა და ოთხი შვილი. სულ ხელოვანი ხალხის წრეში ვტრიალებდი, რადგან მამაჩემი მწერალი, კინოდრამატურგი და ჟურნალიტია. მე და ჩემი ძმა, რომ დავიბადეთ და სუფრა გაიშალა თამადა ნოდარ დუმბაძე იყო, ამით ვფიქობ ყველაფერი ნათქვამია. ბავშობიდან მოყოლებული სულ ვხატავ. 1986 წელს ჩავაბარე მოსე თოიძის სამხატვრო პროფესიულ სწავლების ცენტრში, ამის შემდეგ ვიყავი ჯარში, 1990 წლებიდან კი ვმუშაობდი მულტიპლიკაციაში.

10671247_604325243010530_1295425312555451587_n

როდის დაინტერესდით პირველად მხატვრობით? როდის მოხდა თქვენი პირველი შეხება მხატვრობასთან?

– დაახლოებით 16 წლის ვიყავი, როდესაც ვნახე, როგორ ხატავდნენ  ვაკის პარკში პორტრეტებს. ეს გატაცება, კი არა მათი საქმიანობა იყო,  ამით შემოსავალს შოულობდნენ. ვიგრძენი, რომ ბევრ მათგანზე უკეთესად დავხატავდი და პროფესიულად ჩავერთე ამ საქმიანობაში.

თქვენ არ მიგიღიათ პროფესიული განათლება? როგორ შეისწავლეთ ხატვა?

– პროფესიით ვარ კერამიკოსი, ფერმწერი ფაიფურის ნაწარმზე. შინაგანად ვგძნობ, რომ ეგ არ არის ჩემი პროფესია. ჩემი პროფესიაა ადამიანებთან ურთიერთობა,  ბავშვების გარშემო ტრიალი, იუმორი და ღიმილი. ჩემს შემოქმედებას, რომ შეხედო ზუსტად პასუხობს ღიმილს, იუმორს, ბავშვებთან ურთიერთობას, სიყვარულს, სწავლა-განათლებას და ა.შ.

თუ გახსოვთ თქვენი პირველი მნიშვნელოვანი ნახატი და გამოფენა?

– ჩემი პირველი პერსონალური გამოფენა იყო ივანე ჯავასიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში. დედაჩემი უნივერსტეტში მუშაობდა  და იქ   მოაწყვეს თანამშრომლების შვილების გამოფენა. ყველაზე მეტი მოწონება ჩემი და ჩემი ძმის ნახატებმა დაიმსახურა. შემდეგ გადაწყვიტეს, რომ ჩვენთვის პერსონალური გამოფენა მოეწყოთ და იქიდან მოყოლებული წელი არ გავა, რომ რაიმე გამოფენა არ მქონდეს, ჩართული არ ვიყო ხელოვნების სფეროში.

თქვენ პირველი სამუშაო გამოცდილება მულტიპლიკაციაში მიიღეთ? როგორ მოხდა ეს?

– ქართული მულტიპლიკაციის ერთ-ერთი მამამთავარი იყო ბიძაჩემი -კარლოს სულაკაური. სწორედ მან  გადაიღო ბევრი ძველი მულტფილმები: ბომბორა, საზამთრო, სალამურა და ა.შ. ხშირად მივდიოდი ბიძაჩემთან, საკუთარი თვალით ვნახულლობდი, როგორ კეთდებოდა ეს ყველაფერი. შესაბამისად ჩამჯდარი იყო ჩემში, რომ მეც მულტფილმები უნდა გამეკეთებინა. სულ გვეუბნებოდა ბიძაჩემი, რომ ჩვენც გაგვაკეთებინედა ერთ კარგ მულტფიმს. ეს ოცნებაც  ამისრულდა. 90-იანი წლებიდან დავიწყე მულტიპლიკაციაში მუშაობა მუშად, შემდგ კოლორისტად და შემდეგ ნელ-ნელა დამაწინაურეს და მთავარი მხატვარი გავხდი. ისეთი მულფილმიც მაქვს გაკეთებული, რომელიც კინოთეატრებშიც გადიოდა. ასე, თუ ისე რაღაც ნათქვამი მაქვს  ქართულ მულტიპლიკაციაში.

10676303_865671456801109_4631627897452946501_nშეგიძლიათ გაიხსენოთ ის გზა რაც, როგორც მხატვარმა თავის დასამკვიდრებლად გაიარეთ?

– თავის დამკვიდრება ყველაზე რთულია. ყველაზე რთული სამუშაო აქვს მხატვარს, არავის არ ეგონის, რომ ხატვა ადვილია. თავი, რომ დაიმკვიდრო შენ შენი სათქმელი უნდა თქვა. ორ ნახატს, რომ დახატავენ და თავი  მხატვარი გონიათ,  ეს ასე არაა. ორი ნახატი უნდა ხატო დღეში. დღეს მთელი დღე დაკავებული ვიყავი, ვერ მოვახერხე დახატვად.  ერთი სული მაქვს, როდის ავიღებ ფანქარს ხელში და დავხატავ. მე არ ვამბობ, რომ თავი დამკვიდრებული მაქვს, არც იმას ვამბობ, რომ გენიოსი  ან ძალიან მაგარი ვარ. ჩვეულებრივი უბრალო მხატვარი ვარ და რატომღაც  ხალხს ვუყვარვარ. მე კიდევ მიყვარს გული გავუხსნა იმ ადამიანებს, რომლებსაც ხელოვნება უყვართ, ადამიანები უყვართ, ასეთ ადამიანებთან ერთად მეც უფრო ადვილად წარმოვაჩენ ჩემს ხელოვნებას.

1508159_724580780894933_36992288_n

რამდენად მომგებიანია დღეს ჩვენს ქვეყანაში მხატვრის პროფესია და რამდენად კონკურენტუნარიანია ეს გარემო?

– „ქვა, რომ ააგდო მხატვარს დაეცემა” – ეგ ერთი, „ნიკალა კიბის ქვეშ მოკვდაო“ – ეს ორი… ასე, რომ არავინ არ იოცნებოს, რომ მხოლოდ  მხატვრობით ფულს იშოვის.  შეიძლება ვინმე მილიარდელს მოეწონოს შენი ნახატი და მოგცეს ნახევარი მილიონი ერთ ნახატში, თუმცა ეს მაინც აფსურდია. საზღვარგარეთ თუ გაღიარეს შეიძლება იშოვო ფული.  ჩემი ახლო მეგობარი ახლა არის ჰოლივუდის ფილმების სპეცეფექტების ერთ-ერთი კარგი ავტორი, თუმცა მილიონერი არ გამხდარა. მე  ვამბობ, რომ მე ვარ მილიარდელი, რადგამ მაქვს ბავშვებისა და ხალხის სიყვარული. ამაზე დიდი მილიარდები არ არსებობს. წარმატება შეიძლება ფულით განისაზღვროს, მაგრამ დაფასება, სხვა საკითხია. საზღვარგარეთაც  ერთეულებს თუ გაუმართლა.  როგორიც იყო სალვადორ დალი ან პაბლო პიკასო, რადგან ისინი გენიოსები იყვნენ. ჩვეულებრივ მხატვრებსაც უმართლებს გარკვეუწილად, თუმცა ბევრი შრომაა ამისათვის საჭირო. საქართველოში არავინ არ იფიქროს, რომ დიდ ფულს იშოვის მხატვრობით. ვისაც ეხატინება უნდა ხატოს.

1011462_899489363404073_3070706775383086120_n

თქვენ ხატავთ კარიკატურებს, უმეტესწილად რას აქცევთ ყურადღებას ამ დროს?

– ყურადღებას ვაქცევ  რაც ყველაზე მეტად თვალშისაცემია. თუ ადამიანში დავინახე ღიმილი ან ცხვრის ფრომა მაძლევს საშუალებას, რომ ცხვირი გამოვკვეთო ან დიდი შუბლი აქვს, ან საერთორ არ აქვს შუბლი და ა.შ.  მაგალითად თემურ წილაურის შემთხვევაში მხოლოდ ცხვირს დახატავ და ტანს ცხვირზე მიაბავ. შეხედავ ადამიანს და მიხვდები რაზე უნდა გაამახვილო ყურადღება.

1504009_706112252741786_842275075_nთუ ყოფილა შემთხვევა, რომ თქვენს მიერ შესრულებული კარიკატურით ვინმე განაწყენებულა და რამდენად მოქმედებს ეს თქვენზე?

– ეს ჩემზე საერთოდ არ მოქმედებს. არსებობენ ადამიანები ვისაც იუმორის გრძნობა არ აქვთ და ასეთი ხალხი წყალში უნდა გადავყაროთ. რატომ უნდა განაწყენდე როდესაც 10 000 კაცში ერთს შეუძლია ამ საქმის გაკეთება და ის შენ გხატავს. საქართველოში 4 კარიკატურისტი ვართ 4 მილიონი ადამიანიდან. ასეთი ადამიანები პირიქთ უნდა დააფასო. ვინ იყო სამი საუკუნის წინ მილიონერი ახლა ვინ იცის, მაგრამ, რომ არსებობდბენ  შოთა რუსთაველი,  ვაჟა-ფშაველა, ფიროსამანი… ეს ყველას ახოვს.  აი სწორედ ასეთ ადამიანბეს უნდა ვეფერებოდეთ. თუნდაც მეც მომეფერეთ,  რომ მოვკვდები იქნებ დიდი ადამიანის სახელი დავტოვო. შოთა რუსთაველმა თქვა: „სჯობს სახელისა მოხვეჭა, ყოველსა მოსახვეჭელსა.“

მხატვრობა ეს თქვენთვის არის?

– მხატვრობა ეს  ჩემთვის არის მთელი ჩემი ცხოვრება. მხატვრობა ეს არის – ზალიკო.

რას ურჩევდით დამწყებ მხატვრებს?

– დამწყებ მხატვრებს ვეტყვი სალვადორ დალის ნათქვამ ორად ორ სიტყვას-„მხატვარო ხატე“ ამით ყველაფერი ნათქვამია.

1506875_706108859408792_22140206_nყველაზე მეტად რა თვისებები ეხმარება ადამიანებს წარმატების მიღწევაში? და რა თვისებები იყო ეს თქვენს შემთხვევაში?

– მე ვთვლი, რომ ჩემი წარმატება არ არის მხოლოდ ჩემი შრომა და თავდადება. ჩემ წარატებაში წვლილი მიუძღვით იმ ადამიანებს, ვინც ჩემს გარშემო არიან და მეხმარებიან. მარტო ზალაიკო არ არის, მის უკან დგას უამრავი ადამიანი. შენც როგორც ჟურნალისტი შედიხარ ჩემი წარმატების ფორმულაში, რადგან შენ  ჩემზე დაწერ, შემდეგ ამას ვინც წაიკითხვას იმასაც ესიამოვნება და მათთვის უფრო ახლობელი გავხდები. რაც უფრო მეტ ხალს უყვარხარ, უფრო წარმატებული ხარ. პიკასოს ერთი ჩანაჯღაბნი უფრო ძვირი ღირს, ვიდრე ჩემი მთელი ნახატები. წარმატებული ხარ მაშინ, როდესაც ნიჭიერი ხარ. ერთჯერადი წრამატება არაფერს არ ნიშნავს. წარმატებული, რომ იყო მუხა უნდა დარგო, ამ მუხას ვიღაცამ წყალი უნდა დაუსხას, ვიღაცამ უნდა მოუბაროს გარშემო და ა.შ.. ეს ვიღაც კი არის უზარმაზარი ძალა, რომელიც ჩემს ირგვლივაა. წარმატება, ეს არის ნიჭი და ის  ხალხი ვინც წარმოგაჩენს.

თქვენ გაქვთ სამხატვრო სტუდია? როგორც ვიცი აქ თქვენი მოსწავლეები მხოლოდ ხატვას არ სწავლობენ? გაქვთ გარკვეული სიახლეებიც?

– ჩვენ ვასწავლით ხატის სიყვარულს. ბავშვს ჭირდება მოფერება და სიყვარული. სტუდიაში ისეთი რაღაცის სწავლება დავიწყე რაც საქართველოში არც ერთ სტუდიაში არ ისწავლება.  აკადემიაში ანისმაციის ჯუფი რომ არის, იქაც, კი არ ისწავლება და ვერ ვხვდები რატომ. მე ვასწავლი კლასიკურ მულტიპლიკაციას.

1622836_733882823298062_1219727935_n

რა არის თქვენი შთაგონების წყარო? რას გრძნობთ შემოქმედების პროცესში?

– ვგრძნობ, რომ გულში რაც მაქვს ის  გადმომაქვს. ბევრი  წინასწარმეტყველური ნახატები გამომსვლია. ჩემი შთაგონების წყარო არის სითბო, სიყვარული და რაიმე სხვა პატარა ენერგია. ცოტა ლუდს,რომ დავლებ მაშინ მინდება ხატვა, გარშემო ღიმილიან ადამიანს, რომ ვხედვა მაშინაც…

934628_387312048045185_1887198951_n

თქვენ ასევე გაქვთ თქვენი ბავშვთა გასართობი ცენტრი და რატომ გაწყვიტეთ ცენტრის შექმნა?

– გეტყვით რა ხდება – „გიგლა გეყოფა სწავლა, ახლა კარგია გავლა“. ბავშბვებს ვასწავლი და მათ გართობაც უნდათ.  საზღვარგარეთ გართობით ასწავლიან, ეს  უფრო სახალისოა უფრო  კარგად ისწავლიან.  რატომაც არა, მე  ჩემი საქართველოს ბავშვები უნდა გავართო.

7105_604325543010500_1480752860087212235_n

თქვენ ხშირი შეხება გაქვთ ბავშვებთან, გეხმარებათ თუ არა მათთან ურთიერთობა შემოქმედების პროცესში?

– პატარა ბავშვი, რომ მოვა ჩაგეხუტება და გეტყვის „ზალიკო მე შენ ძალიან მიყვარხარ“ ამ დროს ბავშვის სახელიც კი არ იცი, უბრალოდ უყვარხარ და გიჟდება შენზე. მე უკვე 45 წლის ვხდები, ჩემი კლასელები გამელოტებულები, გაჭაღარავებულები არიან.  ეს ბავშვები კი იმხელა ემნერგიას მაძლევენ, რომ ხატვაც მინდა, ჩახუტებაც მინდა, სულ ღიმილიანი ვარ, არასოდეს დავბედრები.

10675548_536027376541584_3772371639750429006_nრას გეგმავთ, რის გაკეთებას აპირებთ უახლოეს მომავალში?

– ახლა მაგალითად ახალწელს უნდა შევხვდე სტამბულში. ვერასოდეს წაროვიდგენდი ასეთ რაღაცებს თუ გავაკეთებდი. ერთხელ ჩემი ბავშვი ხატვაზე წავიყვანე,  არ მომეწონა ის სტუდია. ვიფიქრე მე როგორი სტუდიაც მინდა ისეთ სტუდიას გავაკეთებთქო და გავაკეთე. სხვადასხვა გასართობ ცენტრში ვნახე რა დაბალი დონე იყო და ვიფიქრე, რომ რაიმე უკეთესს გავაკეთებდი. ჩემი შვილიც ასევე რაიმე ნახატს, რომ ნახავს იტყვის მე ამაზე უკეთესს დავხატავ და ხატავს, ჩემზე მაგარია. წინსვლა და მომავალი გეგმები თავისთავად მოდის.

08.12.14

ანო მუქათარიძე

Share4Tweet3

ახალი ამბები

მომღერალმა, ჯესი ჯეიმ კიბო დაამარცხა
ახალი ამბები

მომღერალმა, ჯესი ჯეიმ კიბო დაამარცხა

05/23/2026
ცნობილია წერეთლის გამზირზე მოკლული მამაკაცის ვინაობა
ახალი ამბები

ცნობილია წერეთლის გამზირზე მოკლული მამაკაცის ვინაობა

05/23/2026
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში 5 ტონაზე მეტი ვადაგასული თევზი გამოავლინა
ახალი ამბები

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში 5 ტონაზე მეტი ვადაგასული თევზი გამოავლინა

05/22/2026
„პირველად ცხოვრებაში, არ ვიქნები თავმდაბალი და გეტყვით, რომ მე ვარ პირველი ქართველი, რომელიც ამ ნომინაციაზეა წარდგენილი…“ – თამუნა მუსერიძე
ახალი ამბები

„პირველად ცხოვრებაში, არ ვიქნები თავმდაბალი და გეტყვით, რომ მე ვარ პირველი ქართველი, რომელიც ამ ნომინაციაზეა წარდგენილი…“ – თამუნა მუსერიძე

05/22/2026
მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III
ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III

05/22/2026
„ეს არის ჩემი ყველაზე საშინელი კოშმარი… ჩემს მოსწავლეებს უკანასკნელ გზაზე ვაცილებ“ – რას წერს საზარელი ავარიისას დაღუპული ახალგაზრდების მასწავლებელი
ახალი ამბები

„ეს არის ჩემი ყველაზე საშინელი კოშმარი… ჩემს მოსწავლეებს უკანასკნელ გზაზე ვაცილებ“ – რას წერს საზარელი ავარიისას დაღუპული ახალგაზრდების მასწავლებელი

05/22/2026

საინტერესო

ამირან სალუქვაძე: დიდი ალბათობით, მოსახლეობის გარკვეული ფენების დახმარება მოხდება

ამირან სალუქვაძე: დიდი ალბათობით, მოსახლეობის გარკვეული ფენების დახმარება მოხდება

6 years ago
უკრაინამ კონტროლი აღადგინა საზღვრის 1 200 კილომეტრიან მონაკვეთზე, რომლის დიდი ნაწილი რუსეთს ესაზღვრება 

უკრაინამ კონტროლი აღადგინა საზღვრის 1 200 კილომეტრიან მონაკვეთზე, რომლის დიდი ნაწილი რუსეთს ესაზღვრება 

4 years ago
„ამხელა სიბოროტით ვერავინ ვერაფერს დამაკლებს და ჩემს საქმეს არაფერი გააფუჭებს“ – ნუცა ბუზალაძე

„ამხელა სიბოროტით ვერავინ ვერაფერს დამაკლებს და ჩემს საქმეს არაფერი გააფუჭებს“ – ნუცა ბუზალაძე

1 year ago

“თავისუფალმა დემოკრატებმა” კომიტეტების თავმჯდომარეების თანამდებობები დატოვეს

11 years ago

ახალი ამბები

მომღერალმა, ჯესი ჯეიმ კიბო დაამარცხა
ახალი ამბები

მომღერალმა, ჯესი ჯეიმ კიბო დაამარცხა

05/23/2026

მომღერალმა ჯესი ჯეიმ განაცხადა, რომ კიბო დაამარცხა.  38 წლის მომღერალმა ეს ამბავი Instagram-ზე გააზიარა მას შემდეგ, რაც საავადმყოფოში ყოველწლიურ შემოწმებაზე...

Read moreDetails
ცნობილია წერეთლის გამზირზე მოკლული მამაკაცის ვინაობა

ცნობილია წერეთლის გამზირზე მოკლული მამაკაცის ვინაობა

05/23/2026
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში 5 ტონაზე მეტი ვადაგასული თევზი გამოავლინა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში 5 ტონაზე მეტი ვადაგასული თევზი გამოავლინა

05/22/2026
„პირველად ცხოვრებაში, არ ვიქნები თავმდაბალი და გეტყვით, რომ მე ვარ პირველი ქართველი, რომელიც ამ ნომინაციაზეა წარდგენილი…“ – თამუნა მუსერიძე

„პირველად ცხოვრებაში, არ ვიქნები თავმდაბალი და გეტყვით, რომ მე ვარ პირველი ქართველი, რომელიც ამ ნომინაციაზეა წარდგენილი…“ – თამუნა მუსერიძე

05/22/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • მომღერალმა, ჯესი ჯეიმ კიბო დაამარცხა 05/23/2026
  • ცნობილია წერეთლის გამზირზე მოკლული მამაკაცის ვინაობა 05/23/2026
  • სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში 5 ტონაზე მეტი ვადაგასული თევზი გამოავლინა 05/22/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by