• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Monday, February 2, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

„რა უნდა მოთხოვო მეცნიერს, რომელსაც მხოლოდ 200 ლარი აქვს ხელფასი?!“ – გიორგი კვესიტაძე

11 years ago
კატეგორია: განათლება და მეცნიერება, საზოგადოება
A A
„რა უნდა მოთხოვო მეცნიერს, რომელსაც მხოლოდ 200 ლარი აქვს ხელფასი?!“ – გიორგი კვესიტაძე
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

„მეცნიერი უნდა იყოს უზრუნველყოფილი ფინანსურად, არ უნდა ეშინოდეს იმის, რომ ოჯახი მშიერი დარჩეს და რასაკვირველია, უნდა ქონდეს ტექნიკური აღჭურვილობა და ლიტერატურა, აი ეს ქმნის მეცნიერს“, –  ამის შესახებ  მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ 2014 წლის აკადემიის მუშაობის ანგაიშის წარდგენისას ჟურნალისტებს განუცხადა.

10410400_803639853027321_7784542537063932385_n

„2014 წელი მეცნიერებათა აკადემიისთვის ნაყოფიერი და წარმატებული გახლდათ. ამ წელს აკადემიამ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გააფორმა ენეგეტიკის სამინისტროს, სააქციო საზოგადოება “საპარტნიორო ფონდ”, კომის რესპუბლიკის ქალაქ დონის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის. ჩატარდა გამოჩენილი მეცნიერებისა და აკადემიკოსების იუბილეები, უამრავი სამეცნიერო კონფერენცია და სხვ. აკადემიაში სტუმრად იმყოფებოდნენ – ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რიჩარდ ნორლანდი, ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იუვალ ფუქსი, ყაზახეთის ელჩი ერმუხამეტ ერტისბაევი და ასევე, ცნობილი ბრიტანელი მოგზაური, მწერალი და მეცნიერი ტიმ სევერინი. ამას გარდა, ჩატარდა საერთაშორისო კონფერენციები – კავკასიელ მათემატიკოსთა და – “კავკასიის სიძველეები მსოფლიოს მუზეუმებში”, რომელთაც დიდი რეზონანსი გამოიწვიეს. ასევე, ჩატარდა მეცნიერებათა აკადემიის, სოფლის მეურნეობის აკადემიისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთობლივი კრება, რომელიც მიეძღვნა – მოსახლეობის კვების პროდუქტებით უზრუნველყოფას და სასურსათო უსაფრთხოებას. 2014 წელს შეიქმნა საქართველოს ახალგაზრდა მეცნიერთა საბჭო, რომლის ამოცანებია ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევითი საქმიანობის კოორდინაცია და ხელშეწყობა,“ – განმარტა აკადემიის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, გარდა ამ სიახლეებისა 10 ნოემბერს, იუნესკოს ეგიდით, ჩატარდა მეცნიერების მსოფლიო დღე, რომელზეც სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II და საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი იმყოფებოდნენ, მეცნიერთა მსოფლიო დღე ქართველ მეცნიერებს საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმაც მიულოცა.

„მეცნიერებათა აკადემიისთვის განვლილი წლის  უმნიშვნელოვანესი მოვლენა გახლავთ ჩინეთ–საქართელოს სამეცნიერო კვლევითი ცენტრის შექმნა. კერძოდ, მეცნიერებათა აკადემიასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის, ქალაქ იანტაის ახალი და მაღალი ტექნოლოგიების ზონის გაცვლის საერთაშორისო ცენტრს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების საერთაშორისო ტრასფერის, ტექნოლოგიებისა და მეცნიერული დამუშავების კომერციალიზაციის საფუძველზე, წარმოებაში ახალი და მაღალი ტექნოლოგიების დანერგვას და ა. შ. ანალოგიური ცენტრი ჩინეთში მიმნდინარე წლის აგვისტოში გაიხსნა და იქ, უკვე მუშაობს ორი ქ ართველი მეცნიერი,“ – აცხადებს კვესიტაძე.

10849957_803640536360586_5289549770018119778_n

მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა, საქართველოსა და აშშ-ს შორის განსახორციელებელ პროექტზე ისაუბრა, რომელიც ალვის ხისგან საწვავის მიღებას გულისხმობს.

”აშშ-სა და უკრაინას შორის მიმდინაორეობს მოლაპარაკება, რომელიც ითვალისწინებს, ალვის ხისგან, როგორც ერთერთ ყველაზე სწრაფადმზარდ მცენარისგან, მიღებულ იქნას თხევადი და მყარი საწვავი, უკრაინაში 250 ათას ჰექტარზე იგეგმება ამ ხის გაშენება,  აშშ-სა და კანადის საზღვარზე  გზის ორივე მხარეს გაშენებულია 30-30 ათას ჰექტარზე. ამერიკელების მოთხოვნით ამ პროექტში საქართველოც ჩაერთვება, მიმდინარეობს მოლაპარაკებები და ვვარაუდობთ, რომ თვის განმავლობაში უნდა ჩამოვიდეს დელეგაცია ამერიკიდან, რომელსაც სენატორი ელ ფრანკელი უხელმძღვანელებს, რომელიც ამერიკის ენერგეტიკის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს, ფინანსურ მხარეს აშშ უზრუნველყოფს, საწყისი დაფინანსება  იქნება 20 მილიონი დოლარი, ჩვენ კი ძირითადად ტექნოლოგიური ნაწილი გვევალება, ხის განაშენიანება იგეგმება დასავლეთ საქართველოში, კერძოდ კი სამეგრელოში  500-600 ჰექტარზე, ჭაობიან ადგილებში ალვის ხე კარგად იზრდება და გაშრობის ფუნქციაც აქვს. ჩვენი  ფუნქცია არ არის წარმოება, ჩვენ ძირითადად გვევალება ტექნოლოგიის დამუშავებაში მონაწილეობის მიღება. ”

პრესკონფერენციაზე აკადემიის პრეზიდენტმა აკადემიის მწირ ბიუჯეტზეც ისაუბრა.

”საქართველო მეცნიერებათა აკადემიის დაფინანსება არის 350 ათასი ლარი. მე სხვადასხვა დროს მომიწია მუშაობა მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტებში,  სტენფორდის,  ჰარვავრდის,  პენსილვანიის და სხვა რომელთა ბიუჯეტი თითქმის საქართველოს მთლიან ბიუჯეტს უტოლდება, ხოლო მასაჩუსეტის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის დაფინანსება ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტზე უფრო დიდია,  იქ მეცნეირება, თავისუფალი აზროვნება ძალიან მაღალ დონეზეა, მეცნიერი უნდა იყოს უზრუნველყოფილი ფინანსურად, არ უნდა ეშინოდეს იმის, რომ ოჯახი მშიერი დარჩეს და რასაკვირველია, უნდა ქონდეს ტექნიკური აღჭურვილობა და ლიტერატურა, აი ეს ქმნის მეცნიერს. ჩვენს უნივერსიტეტებში ძირითადი პრობლემა არის სწავლება, რომელიც არც თუ ისე კარგ დონეზეა. რა უნდა მოთხოვო მეცნიერს, რომელსაც მხოლოდ 200 ლარი აქვს ხელფასი?! ”

10801840_803639733027333_5077062179932379610_n

მეცნიერებათა აკადემიის წესდებაში მითითებულია, რომ მეცნიერებათა აკადემია არის საქართველოს მთავრობის მეცნიერული მრჩეველი, ”თბილისი თაიმსის” კითხვაზე, ახალი ხელუსუფლების პირობებში, თუ ყოფილა რაიამე სახის თანამშრომლობა აკადემიასა და მთავრობას შორის, აკადემიის პრეზიდენტმა ამგვარი პასუხი გასცა:  – ” პირადად პრემიერ მინსიტრმა გამოგვიგზავნა ხალხი მიწისძვრის საკითებთან დაკავშირებით, საუბარი იყო სეისმური სამსახურის, რომელიც პრაქტიკულად განადგურებული იყო, ხელახლა შექმნასთან დაკავშირებით და ვცდილობთ ამ საკიტხს კოორდინირება მეცნიერებათა აკადემიამ გაუწიოს, ვთანამშრომლობთ ასევე ენერგეტიკის სამინისტროსთან, თავდაცვის სამინსიტროსთან ჯარისკაცებიც კვებასთან დაკავშირებით, ჯარისკაცს დიდი ენერგია არ სჭირდება, რადგანაც შეიძლება არასწორად გამოავლინოს ეს ენერგია, ამიტომაც საჭიროა სწორი კვება, ვარჯიშები, ცილოვან კომპონენტებზე დაფუძნებული საკვები. ჩვენ ძალიან ბევრ საკითხზე ვაძლევთ რჩევებს მთავრობას, თუმცა ვერ გეტყვით რამდენად ითვალისწინებენ.”

გიორგი კვესიტაძემ ე.წ ”ტვინების გადინების” საკითხზეც ისაუბრა, მისი თქმით 350 ქართველი მეცნიერი მოღვაწეობს საზღვარგარეთ, რაც ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ძალიან დიდი ციფრია.

პრესკონფერენციის დასასრულს მეცნიერებათა აკადემიის ხელმძღვანელმა, აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ მედიის წარმომადგენლებს მჭიდრო თანამშრომლობა შესთავაზა და იმედი გამოთქვა, რომ  შეხვედრები უფრო ხშირი და ნაყოფიერი იქნება.

10.12.14

ნინა პირტახია

fb-share-icon
Tweet
Share1Tweet1

ახალი ამბები

ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა
ახალი ამბები

ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა

01/10/2026
ლოცვა, ახალი წლის ღამეს წასაკითხი
ახალი ამბები

ლოცვა, ახალი წლის ღამეს წასაკითხი

12/31/2025
სასამართლოს დამოუკიდებლობით საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულშია
ახალი ამბები

სასამართლოს დამოუკიდებლობით საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულშია

12/10/2025
ცვლილება პირველკლასელების რეგისტრაციაში, მობილურების აკრძალვა, სავალდებულო სასკოლო ფორმები, ე.წ. რეპეტიტორიუმი და ა.შ. – რა იცვლება ზოგად საგანმანათლებლო სისტემაში
ახალი ამბები

ცვლილება პირველკლასელების რეგისტრაციაში, მობილურების აკრძალვა, სავალდებულო სასკოლო ფორმები, ე.წ. რეპეტიტორიუმი და ა.შ. – რა იცვლება ზოგად საგანმანათლებლო სისტემაში

12/02/2025
საჯარო სკოლებში,1-ელიდან  მე-6 კლასის ჩათვლით, სასკოლო ფორმები სავალდებულო ხდება
ახალი ამბები

საჯარო სკოლებში,1-ელიდან მე-6 კლასის ჩათვლით, სასკოლო ფორმები სავალდებულო ხდება

12/02/2025
მობილურების აკრძალვა, სასკოლო ფორმები, სახელმძღვანელოების ცვლილება, ნებაყოფლობითი მე-12 კლასი – რა ცვლილებებს აანონსებს სკოლებში მომდევნო სასწავლო წლიდან განათლების სამინისტრო
ახალი ამბები

მობილურების აკრძალვა, სასკოლო ფორმები, სახელმძღვანელოების ცვლილება, ნებაყოფლობითი მე-12 კლასი – რა ცვლილებებს აანონსებს სკოლებში მომდევნო სასწავლო წლიდან განათლების სამინისტრო

12/02/2025

კალენდარი

February 2026
M T W T F S S
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728  
« Jan    

სიახლეები

  • იშვიათი ხატი „კვანძების გამხსნელი“ – ლოცვა, რომელიც ამ ხატის წინაშე იკითხება 01/30/2026
  • „19 წლის ბიჭი ოჯახის წევრს სცემდა, აუპატიურებდა და მოკვლით ემუქრებოდა“ – პოლიციამ ბრალდებული დააკავა 01/30/2026
  • ორი დაღუპული და ერთი დაშავებული – უმძიმესი ავარია თბილისი-კახეთის ავტობანზე 01/30/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In