• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, August 25, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

„მალე თბილისში ყველაზე ორიგინალური და ლამაზი საბავშვო სალონი გაიხსნება“ – ნანა ჯირკელიძე

12 years ago
კატეგორია: ეკონომიკა, მთავარი მოვლენები
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

დაბადების დღე თითქმის ყველა ასაკის ადამიანისთვის განსაკუთრებული მოვლენაა, ესაა დღე, როდესაც ვხვდებით ჩვენთვის ძვირფას ადამიანებს, ვიღებთ საჩუქრებს, ვაქრობთ სანთლებსა და სურვილს ჩავუთქვამთ. სტატისტიკა გვიჩვენებს,  რომ მსოფლიო მოსახლეობის 91 % დაბადების დღეს სიხარულით აღნიშნავს, ამ ადამიანების უმრაველობას, რა თქმა უნდა, პატარები შეადგენენ. მშობლები ცდილობენ, რომ ეს დღე პატარებს დღესასწაულად გადაუქციონ ამისთვის, კი მათ ბავშვთა გასართობი და დაბადების დღის ცენტრები ეხმარებიან. საქართველოში ბოლო წლებია ბავშვთა გასართობი ცენტრები მომრავლდა. მიუხედავად ამისა, დროთაგანმავლობაში მათი უმეტესობა უსახსრობისა და მომხარებლის არ ყოფნის გამო დაიხურა. ეს კი საქართველოში, ამ სეგმენტზე არსებულმა მაღალმა კონკურენციამ გამოიწვია.

961427_889999354364675_2057844911_n

ბავშვთა დაბადების დღისა და გასართობი ცენტრი „მეჯიქ სითი“ ამ ბაზარზე უკვე ოთხი წელია არსებობს. გასართობ ცენტრში აცხადებენ, რომ მისი გახსნის დღდან მომხარებლის რაოდენობა იზრდება, რაც განპირობებულია იმ ფაქტორით, რომ „მეჯიქ სითი“ მომხარებლებს სხვა ცენტრებისგან განსხვავებულ გასართობ შოუ – პროგრამებს სთავაზობს. გასართობი ცენტრი ნანა ჯირკელიძემ დაარსა. მისი თქმით, ცენტრის წარმატების მთავარი განმაპირობებელი მიზეზი დიდი შრომა და სწორი სამომავლო გათვლაა. პროფესიით სტომატოლოგი აპირებს, რომ მალე  სტომატოლოგიური კლინიკა გახსნას, თუმცა ამბობს, რომ ეს  მისთვის ყველაზე საყვარელ საქმეს, ბავშვებთან ურთიერთობას ხელს არ შეუშლის. მეტიც, მომავალში, ბავშვებთან დაკავშირებული სხვა გეგმების განხორციელებაც სურს. „თბილისი თაიმსს“  გასართობი ცენტრის წარმატებული მიშაობის დეტალებზე, სამომავლო გეგმებზე, „მეჯიქ სითის“ დამფუძნებელი, ნანა ჯირკელიძე ესაუბრა.

1901990_4020325642948_1248600136_n

როგორია თქვენი მოკლე ბიოგრაფია და რამ გადაგაწყვეტინათ ბავშვთა გასართობი ცენტრის დაარსება?

ჩემი მოკლე ბიოგრაფია იწყება იმით, რომ დავიბადე 1973 წელს ქალაქ თბილისში, ვარ დედისერთა, ვიზრდებოდი საკმაოდ მკაცრ ოჯახში, მამა პროფესიით ინჟინერი, დედა კი ექიმი გახლდათ. სკოლის დამთავრების შემდეგ უნდა გადამეწყვიტა თუ, რომელ პროფესიასთან დამეკავშირა ჩემი მომავალი. ისე მოხდა, რომ ჩავაბარე სამედიცინო უნივერსიტეტში და ვსწავლობდი სტომატოლოგიას. შემდეგ დავოჯახდი, მყავს ორი ბიჭი და რვა თვის შვილიშვილი, ნინია. ჩემს ცხოვრებაში ბავშვთა გასართობი ცენტრის დაარსება კონკრეტულ მიზეზთან არ არის დაკავშირებული. უბრალოდ, მიყვარს ძალიან ბავშვები, რაც ბუნებრივია და მსურდა დამეწყო საქმე, რომელიც იქნებოდა ჩემი  და რომელსაც გავუძღვებოდი თავად.

10853743_890000601031217_991223665_o

როგორ შეიქმნა გასართობი ცენტრი „მეჯიქ სითი“ და რას გრძნობთ მუშაობის პროცესში?

„მეჯიქ სითის“ შექმნის ისტორია 4 წლის წინ დაიწყო, პირველად ცენტრი გაიხსნა ღამბაშიძის ქუჩაზე, იქ ორი წლის განმავლობაში ვიყავით. შემდგომ მოხდა ისე, რომ გადმოვედით თამარაშვილზე და ამჟამად, უკვე აქ გვაქვს ურთიერთობა პატარებთან. ცენტრის გაიხსნა ძალიან სწრაფად და სპონტანურად. პირველივე კვირას დაბადების დღის გადახდის ძალიან ბევრი მსურველი მოვიდა, ეს ყველაფერი ისე მოხდა, რომ არ დამჭირდა რეკლამის ან სხვა გაცნობითი აქტივობების ჩატარება. ბევრი მომხარებელი გვყავდა და საბედნიეროდ, მათი რაოდენობა უფრო და უფრო იზრდება. „მეჯიქ სითიში“ მუშაობა  კომფორტულია, ბავშვებთან ურთიერთობა კი ძალიან სასიამოვნო.

10841505_889999944364616_426639231_n

თქვენ საქმიან და წარმატებული ქალი ბარძანდებით, რა არის თქვენთვის მუშაობის პროცესში მიუღებელი და ყველაზე მეტად რა სირთულეები შეგხვდათ საქმიანობის პროცესში?

პირველ რიგში, ჩემთვის მიუღებელია ის, რომ „მეჯიქ სითიში“ მომსახურე პერსონალი არ იყოს მომღიმარი, თავაზიანი, მოკრძალებული. ჩემთვის, ხშირად უთქვამთ პატარების დედებს, რომ ჩვენს გასართობ ცენტრში ყველაზე მეტად, რაც ხიბლავთ არის მომსახურება და ის თბილი და სასიამოვნო დამოკიდებულება, რასაც ისინი ჩვენგან იღებენ. მათი აზრი ჩემთვის უზომოდ მნიშვნელოვანია, შეიძლება სხვა დარღვევებზე არ გავამახვილო ყურადღება და თვალი დავხუჭო, მაგრამ მიუღებელია მსგავსი დამოკიდებულება მომხარებელთან. მთავარი სწორედ მომსახურეობაა, ის რასაც ყველაზე მეტად აკვირდება სტუმარი.  სირთულეები ყველა საქმიანობას ახლავს, ჩემს შემთხვევაში ეს დაკავშირებულია ყოველდღიურ ურთიერთობაზე განსხვავებულ ადამიანებთან. თითოეულ მათგანს განსაკუთრებული  და სხვადასხვა მიდგომა სჭირდება, რაც ხანდახან ნამდვილად რთულია. თუმცა, ასე კონკრეტული სირთულის გამოყოფა გამიჭირდება. ვცდილობ, რომ მაქსიმალურად მშვიდი იყოს ჩემი და ჩემი პერსონალის სამსახური.

546916_139641996202841_186923920_n

როგორია თქვენი ერთი დღე სამსახურში?

ყველა დღეს „მეჯიქ სითიში“ ვატარებ, ერთ ფერხულში ვართ ჩაბმული და ყველაფრის საქმის კურსში ვარ. ვცდილობ, მაქსიმალურად დავამყარო კონტაქტი ყველა სტუმართან. ძირითადად, ჩვენი გასართობი ცენტრის შესახებ ინფორმაციას ჩემი მენეჯერისგან ვიღებ. მას აბარია თითქმის ყველაფერი. ვფიქრობ, რომ არ ვარ მკაცრი და არც არის ამის საჭიროება, ძალიან თავისუფალი და მშვიდი გარემოა ყველასთვის. თან  ჩემი აზრით, ის გარემოება, რომ მე მთელ დღეს სამსახურში ვატარებ, ჩემს პერსონალს უფრო მეტად უქმნის იმის პასუხისმგებლობას, რომ იყვნენ უფრო მომღიმარნი და კეთილგანწყობილი. ჩემთვის მთავარია სტუმარი იყოს მაქსიმალურად კმაყოფილი, ჩემი  ყოველი დღეც სამსახურში სწორედ ამ მიზანს ემსახურება.

10844406_890000611031216_1568959675_o

როგორია ამ სეგმენტზე ქართული ბაზარი, რამდენად მომგებიანია იგი და როგორ შეაფასებთ, წლის დასასრულს?

მოგეხსენებათ, რომ დღეს ძალიან ბევრი ბავშვთა გასართობი და დაბადების დღის ცენტრია გახსნილი თბილისში, თითქმის ყოველ ნაბიჯზე, ამდენად რთულია გაუწიო კონკურენცია სხვებს მაგრამ ვთვლი, რომ თუ სწორად გათვლი საკუთარ მიზანს, შესაძლებლობებს, სამომავლო შედეგებს არანაირი პრობლემა არ შეგექმნება. ძალიან სწრაფად გაიხსნა ბევრი ცენტრი და ასევე მალე დაიხურა. ჩვენ უკვე ოთხი წელია ინტენსიურად და შეუსვენებლად ვმუშაობთ. წლის დასასრული ნამდვილად აქტიურია, დღეში 4-5 დაბადების დღეს ვიხდით, ხშირად არის შემთხვევები, რომ ადგილები აღარ გვაქვს და უარს ვეუბნები სტუმრებს.

10441024_4871390559039_295883329603313640_nადვილად უთავსებთ თუ არა პირად ცხოვრებასა და სამსახურს ერთმანეთს?

ვფიქრობ, რომ პირად ცხოვრებისა და სამსახურის ერთმანეთთან შეთავსება შეუძლებელია თუ გვერდით არ გყავს ისეთი მეუღლე, რომელიც ხელს შეგიწყობს. ჩემი მეუღლე პროფესიით მშენებელია, ის სულ ცდილობს დამეხმაროს, ხშირად ჩემ მაგივარადაც დარჩენილა „მეჯიქ სითიში“ და ჩემი საქმიანობაც შეუთავსებია. ეს ნამდვილად სასიამოვნო და სასიხარულოა.

პროფესია, რომელშიც თქვენს თავს დიდი სიამოვნებით გამოცდიდით?

მიუხედავად იმისა, რომ პროფესიით სტომატოლოგი ვარ, ბავშვობაში ძალიან მინდოდა ვყოფილიყავი იურისტი, ადვოკატობაზე მეტად გამომძიებლობა ან მოსამართლეობა მსურდა. თუმცა ეს ვერ განვახორციელე, შემდგომ როდესაც სამედიცინოზე სწავლა გადავწყვიტე, ისიც კი ვიფიქრე სასამართლო ექსპერტიზა ხომ არ მესწავლა. მაგრამ, საბოლოოდ გავხდი სტომატოლოგი. ჩემი სამომავლო გეგმებიც, „მეჯიქ სითისთან“ ერთად სწორედ ამ პროფესიას უკავშირდება, ვაპირებ რომ გავხსნა სტომატოლოგიური კლინიკა.

1476556_242922292541477_1817753582_n

როგორია ცენტრის სამომავლო გეგმები? რა იგეგმება მომავალ წელს ახალი?

ჩვენ ძალიან ბევრ სიურპრიზს ვთავაზობთ მომხარებლებს. პირველ რიგში, რაც ნამდვილად ახალია არის ის, რომ მინდა გავხსნა „მეჯიქ სითის“ მეორე ფილიალიც, პირველში სამწუხაროდ ადგილები აღარ გვაქვს და არ მინდა ნამდვილად, რომ სტუმრები ჩვენიდან უკმაყოფილონი წავიდნენ, ამიტომ მეორე ფილიალი განახლებული დარბაზებითა და სხვა სიახლეებით მალე გაახარებს პატარების გულებს.

საერთოდ, რაც ძალიან მინდა და რისი გაკეთების სურვილიც მაქვს ყოველთვის ვცდილობ, მაქსიმალურად დავიხარჯო იმისთვის, რომ გამომივიდეს. ახლაც, ერთი ძალიან კარგი ჩანაფიქრი მაქვს და დარწმუნებული ვარ აუცილებლად მივაღწევ ამ მიზნამდე. „მეჯიქ სითი“ მხოლოდ გასართობი და ბავშვთა დაბადების დღის ცენტრი არ იქნება, ძალიან მალე თბილისში ყველაზე ორიგინალური და ლამაზი საბავშვო სალონი  გაიხსნება.  სალონის სახელიც „მეჯიქ სითი“ იქნება და საერთოდ, მინდა რომ ბავშვებისთვის ყველაფერი ლამაზი, გასართობი და საინტერესო სწორედ ამ სახელთან ასოცირდებოდეს.

15.12.14

ნათია კეკენაძე

Share1Tweet1

ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა
ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა

08/25/2026
თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო
ახალი ამბები

თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

08/24/2026
„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა
ახალი ამბები

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

08/19/2026
„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა
ახალი ამბები

„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

08/18/2026
ვრცელდება პატრიარქის მიმართვა
ახალი ამბები

კათოლიკოს-პატრიარქი: აღსანიშნავია ბადრი ვადაჭკორიას ღვაწლი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე. მისმა ობიექტივმა ასახა ჩვენი ეკლესიის ისტორიისა და მისი უწმინდესობის მოღვაწეობის მრავალი ღირსსახსოვარი კადრი

08/18/2026
„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს
ახალი ამბები

„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს

08/17/2026

საინტერესო

შემოსავლების სამსახური გენმოდიფიცირებული პროდუქტის იმპორტის საბაჟო კონტროლს განახორციელებს

შემოსავლების სამსახური გენმოდიფიცირებული პროდუქტის იმპორტის საბაჟო კონტროლს განახორციელებს

11 years ago

ლიტვის თავდაცვის მინისტრი: “გერმანიისთვის ნატო-ში გაწევრიანება პრობლემა არ ყოფილა, როცა ისიც საქართველოს მსგავსად გაყოფილი იყო”

11 years ago
ქართული კინომემკვიდრეობის სამშობლოში დაბრუნების ისტორიული პროცესი გრძელდება

ქართული კინომემკვიდრეობის სამშობლოში დაბრუნების ისტორიული პროცესი გრძელდება

8 years ago
საქართველო ინტერნეტმმართველობის მასშტაბურ ფორუმს GeoIGF Tbilisi 2016-ს მასპინძლობს

აქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს “მაგთიკომს” და შპს “ჯეოსელს” წერილობითი გაფრთხილება მისცა

8 years ago

ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა
ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა

08/25/2026

ქართული მოდის კულისებიდან საერთაშორისო ხედვამდე — მაშო ნასყიდაშვილის პროფესიული გზა Screenshot მოდა მხოლოდ ტანსაცმელი და ვიზუალური ესთეტიკა არ არის —...

მეტის ნახვაDetails
თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

08/24/2026
„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

08/19/2026
„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

08/18/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა 08/25/2026
  • თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო 08/24/2026
  • „მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა 08/19/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by