• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Monday, November 16, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“საყდრისის დღევანდელი სავალალო მდგომარეობა განაპირობა 2013 წელს კულტურის სამინისტროს მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ”

12 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
“საყდრისის დღევანდელი სავალალო მდგომარეობა განაპირობა 2013 წელს კულტურის სამინისტროს მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ”
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

phpThumb_generated_thumbnailსაქართველოს ეროვნული მუზეუმი საყდრისი-ყაჩაღიანთან დაკავშირებით უკანასკნელ დღეებში მიმდინარე პროცესების გამო უკიდურესად შეშფოთებულია. როგორც ეროვნული მუზეუმის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ბოლო დროს, სხვადასხვა კონტექსტით ხშირად ხდება საქართველოს ეროვნული მუზეუმის საქმიანობისა და კომპეტენციის არასწორი ინტერპრეტაცია, რითაც ეროვნული მუზეუმის სამეცნიერო რეპუტაცია ილახება, ყოველივე ეს კი საზოგადოების შეცდომაში შეყვანას იწვევს. “ამიტომ გვინდა კიდევ ერთხელ დავადასტუროთ მუზეუმის პოზიცია, რომ ჩვენი, გერმანული მხარისა და სხვა, პარტნიორი დაწესებულებების მიერ ყველა საერთაშორისო სტანდარტის დაცვით ჩატარებული კვლევების საფუძველზე საყდრისი წარმოადგენს მსოფლიო მნიშვნელობის არქეოლოგიურ ძეგლს. საქართველოს ეროვნული მუზეუმი ბოხუმის გერმანიის სამთო მუზეუმთან (DBM) და სხვა უცხოელ პარტნიორებთან ერთად 2004 წლიდან აწარმოებდა სამთო-მეტალურგიული კერის საერთაშორისო ინტერდისციპლინარულ კვლევებს საყდრისი-ყაჩაღიანის ტერიტორიაზე, რის შედეგადაც სამეცნიერო წრეების მიერ ძეგლი აღიარებულ იქნა ოქროს სამთამადნო წარმოების უძველეს კერად მსოფლიოში, რაც გამოიხატა სხვადასხვა დროს საქართველოსა და საზღვარგარეთ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებში. მიგვაჩნია, რომ არქეოლოგიური ობიექტის დღევანდელი სავალალო მდგომარეობა განაპირობა 2013 წელს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ, რომლის თანახმად, ოქროს სამთამადნო წარმოების ძეგლს მოეხსნა სტატუსი. აღნიშნულ ბრძანებას საფუძვლად დაედო თერთმეტკაციანი კომისიის დასკვნა, რომლის მომზადებაში არ ყოფილან ჩართული ის ქართველი და უცხოელი მეცნიერები, რომლებიც თითქმის ათი წლის განმავლობაში იკვლევდნენ ძეგლს. 2013 წელს მოხდა საერთაშორისო ექსპედიციის ჯგუფის იზოლირება ძეგლისაგან და იმავე წელს არქეოლოგთა სხვა ჯგუფმა ჩაატარა სამუშაოები, რომლის შედეგადაც გააქტიურდა ძეგლის ნგრევის პროცესი. ჩვენ მეცნიერებს არ ჰქონდათ საშუალება არათუ ჩართულიყვნენ მიმდინარე სამუშაოებში, ინფორმაციასაც არ ფლობდნენ ძეგლზე მიმდინარე პროცესების შესახებ”, – ნათქვამია ეროვნული მუზეუმის განცხადებაში. მისივე ინფორმაციით, 2014 წლის ზაფხულში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და კომპანია “RMG გოლდის” ინიციატივით აღდა ურთიერთობა საერთაშორისო სამეცნიერო ჯგუფთან და დაიწყო მოლაპარაკება ძეგლზე შემდგომი კვლევა-ძიების გაგრძელებასთან დაკავშირებით. პროფესორ ტომას შტოლნერისა და დოქტორ ირინე ღამბაშიძის მიერ მომზადდა არქეოლოგიური გათხრების გაგრძელების გეგმა საყდრისი-ყაჩაღიანის ტერიტორიაზე სათანადო პირობების შექმნის შემთხვევაში. გეგმასთან ერთად მომზადებულია ჩატარებული კვლევების ანგარიში, რომელიც გადაეგზავნა მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და კომპანია “RMG გოლდს”. “საქართველოს ეროვნული მუზეუმი, როგორც სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება, მიუხედავად შექმნილი მძიმე მდგომარეობისა, მზად არის სათანადო პირობების შექმნის შემთხვევაში კვლავ განიხილოს სამეცნიერო კვლევების გაგრძელების შესაძლებლობა”, – ნათქვამია ეროვნული მუზეუმის განცხადებაში. 16.12.14

ShareTweet

ახალი ამბები

თელავში შვილმა დედის მოკვლა სცადა
ახალი ამბები

თელავში შვილმა დედის მოკვლა სცადა

11/15/2026
„გურიკას საქმეზე შეგნებულად ვართ ჩუმად. ამ დღეებში, არაერთი უცნაური რამ მოხდა…“ – რას წერს ჟურნალისტი
ახალი ამბები

„გურიკას საქმეზე შეგნებულად ვართ ჩუმად. ამ დღეებში, არაერთი უცნაური რამ მოხდა…“ – რას წერს ჟურნალისტი

11/12/2026
„სხვა გზა არ მაქვს, ნატა… ძალიან არ მინდოდა…“ – თამუნა მუსერიძე
ახალი ამბები

„სხვა გზა არ მაქვს, ნატა… ძალიან არ მინდოდა…“ – თამუნა მუსერიძე

11/12/2026
ტარიელ კაკაბაძე მიმართვას ავრცელებს
ახალი ამბები

ტარიელ კაკაბაძე მიმართვას ავრცელებს

11/12/2026
შოვში ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნის ტაძრის მშენებლობა დაიწყო და  ტაძრის საძირკველი ეკურთხა
ახალი ამბები

შოვში ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნის ტაძრის მშენებლობა დაიწყო და ტაძრის საძირკველი ეკურთხა

11/11/2026
ბატკანძერი, რომლის გადასარჩენად ვეტერინარები 4 თვე იბრძოდნენ, ბუნებაში დაბრუნებიდან რამდენიმე დღეში მოკლეს – “თოფით მიყენებულმა ღრმა ჭრილობებმა სისხლდენა გამოიწვია”
ახალი ამბები

ბატკანძერი, რომლის გადასარჩენად ვეტერინარები 4 თვე იბრძოდნენ, ბუნებაში დაბრუნებიდან რამდენიმე დღეში მოკლეს – “თოფით მიყენებულმა ღრმა ჭრილობებმა სისხლდენა გამოიწვია”

11/03/2026

საინტერესო

ბარაქ ობამასა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

ბარაქ ობამასა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

12 years ago
ზელენსკი შეშფოთებულია |  მიხეილ სააკაშვილის დაკავებაზე უკრაინა განმარტებას ითხოვს

სულ ვაბრუნებ მოქალაქეებს უკრაინაში… ეს სააკაშვილსაც ეხება – ზელენსკი

5 years ago
პროფესიული განათლების მასწავლებლებს ანაზღაურება 1800 ლარამდე გაეზრდებათ

პროფესიული განათლების მასწავლებლებს ანაზღაურება 1800 ლარამდე გაეზრდებათ

7 years ago
სამბისტი ნინო ოძელაშვილი ევროპის ჩემპიონი გახდა

სამბისტი ნინო ოძელაშვილი ევროპის ჩემპიონი გახდა

9 years ago

ახალი ამბები

,,დანაშაულს წინ უძღოდა ქონებრივ საკითხებთან დაკავშირებული გარემოებები“ – შსს ცოლ-ქმრის მკვლელობის დეტალებს ასაჯაროებს
ახალი ამბები

„ეს სიცრუეა, ისინი არ იტყოდნენ ამას…“ – რა თქვა ცოლ-ქმრის მკვლელობაში ბრალდებულმა სასამართლო პროცესზე

11/15/2026

თბილისის საქალაქო სასამართლომ ცოლ-ქმრის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ 62 წლის გია ძლიერიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. პროკურატურის ინფორმაციით, 11 ნოემბერს,...

მეტის ნახვაDetails
ელჭექი, სეტყვა, შტორმი – გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

ელჭექი, სეტყვა, შტორმი – გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

11/15/2026
თელავში შვილმა დედის მოკვლა სცადა

თელავში შვილმა დედის მოკვლა სცადა

11/15/2026
პოეტი და მთარგმნელი ლელა სამნიაშვილი გარდაიცვალა

პოეტი და მთარგმნელი ლელა სამნიაშვილი გარდაიცვალა

11/15/2026

კალენდარი

November 2026
M T W T F S S
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  
« Oct    

სიახლეები

  • „ეს სიცრუეა, ისინი არ იტყოდნენ ამას…“ – რა თქვა ცოლ-ქმრის მკვლელობაში ბრალდებულმა სასამართლო პროცესზე 11/15/2026
  • ელჭექი, სეტყვა, შტორმი – გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს 11/15/2026
  • თელავში შვილმა დედის მოკვლა სცადა 11/15/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by