• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Monday, August 17, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“ევროპარლამენტის მიერ მიღებულ დოკუმენტში კიდევ ერთხელ არის დადასტურებული, რომ საქართველოს “აქვს ევროპული პერსპექტივა”

12 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
“ევროპარლამენტის მიერ მიღებულ დოკუმენტში კიდევ ერთხელ არის დადასტურებული, რომ საქართველოს “აქვს ევროპული პერსპექტივა”
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

resizeსაქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ევროპარლამენტის მხრიდან საქართველოს ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაშია ნათქვამია, რომ საქართველო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებას მიესალმება.

“ევროპარლამენტმა ხმათა დიდი უმრავლესობით მიიღო უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური და სავაჭრო ხელშეკრულება, რომელიც უკვე ერთმნიშვნელოვნად აყენებს საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიესალმა ხუთშაბათის კენჭისყრის შედეგს, როგორც ევროპარლამენტის მიერ საქართველოს ევროპული პერსპექტივის მხარდაჭერის მკაფიო დადასტურებას”, – ნათქვამია განცხადებაში.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, დღეს საქართველო არის ევროპული პარტნიორობის წარმატების მაგალითი.

“ყველა ქართველის სახელით, მინდა მადლობა გადავუხადო ევროპარლამენტის წევრებს ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ინსტიტუტებისადმი ნდობისათვის, რომელიც ამ კენჭისყრის შედეგში გაცხადდა. ბოლო წლებში ჩვენ ძალ-ღონეს არ ვიშურებთ დემოკრატიული რეფორმების გასატარებლად, რომლებმაც განაპირობა კიდეც ჩვენი ეს წარმატება. ასოცირების ხელშეკრულების საშუალებით ჩვენ უზრუნველყოფილი ვიქნებით შესაბამისი სამოქმედო გეგმით, რათა გაგრძელდეს ეს პროცესი და ევროკავშირში საბოლოო გაწევრიანების მიზნისკენ წინსვლას მივაღწიოთ. დღეს საქართველო არის ევროპული პარტნიორობის წარმატების მაგალითი. ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი ამ ხელშეკრულების სრულად და სწრაფად განხორციელება, რათა ქვეყანაში სრულად დამკვიდრდეს ევროპული სტანდარტები”, – აცხადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

მისივე თქმით, ევროპარლამენტის მიერ მიღებულ დოკუმენტში კიდევ ერთხელ არის დადასტურებული, რომ საქართველოს “აქვს ევროპული პერსპექტივა და ის შეძლებს წარდგეს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადით, თუ დაიცავს დემოკრატიის პრინციპებს, პატივისცემით მოეპყრობა ფუნდამენტურ თავისუფლებებსა და ადამიანის უფლებებს, ასევე უზრუნველყოფს კანონის უზენაესობას”.

პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროინტეგრაცია საქართველოს მოქალაქეებს მოუტანს ხელშესახებ შედეგებს, მეორე მხრივ, საქართველო იქნება ევროკავშირის მნიშვნელოვანი პარტნიორი.

“საქართველო არის სტაბილური დემოკრატიის, აქტიური ეკონომიკის ქვეყანა, სათანადო უნარების მქონე და სანდო კონტრიბუტორი საერთაშორისო უსაფრთხოების საქმეში, ასევე ის არის ევროპისკენ მიმავალი ენერგორესურსების საკვანძო სატრანზიტო ქვეყანა”, – განაცხადა პრემიერმა.

ევროპარლამენტმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაცია მოახდინა. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავჯდომარე თედო ჯაფარიძე და ევროკავშირში საქართველოს ელჩი ნატალია საბანაძე, აგრეთვე, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.
საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას 2014 წლის 27 ივნისს მოაწერა ხელი.

ამ დრომდე დოკუმენტის რატიფიკაცია 11 ქვეყანამ მოახდინა. ეს ქვეყნებია: ხორვატია, რუმინეთი, ბულგარეთი, ლიტვა, ლატვია, მალტა, სლოვაკეთი, ესტონეთი, უნგრეთი, შვედეთი და დანია.

19.12.14

ShareTweet

ახალი ამბები

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025
ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ
ახალი ამბები

ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ

06/14/2025
“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი
ახალი ამბები

“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი

05/30/2025

საინტერესო

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აგრარულ ბაზარსა და რესტორანს  საწარმოო პროცესი შეუჩერა

სურსათის სააგენტომ თბილისში 225 კგ დაუდგენელი წარმომავლობის ხორცი აღმოაჩინა

12 years ago

7 ივნისს ბრიუსელში ევროკავშირთა ასოცირების შეთანხმებას ირაკლი ღარიბაშვილი მოაწერს ხელს

12 years ago
“რუსული პროპაგანდა საქართველოს ხელისუფლების წაყრუებით ვლინდება” – მალხაზ პატარაია

“რუსული პროპაგანდა საქართველოს ხელისუფლების წაყრუებით ვლინდება” – მალხაზ პატარაია

9 years ago
გიდასტურებთ, კონტაქტში მყოფი პირებისა და ინფიცირებულებისთვის საკარანტინო და იზოლაციის ვადები შემცირდება – გამყრელიძე

თუ „ომიკრონის“ ტალღის შეჩერება, შეკავება გვინდა, ივლისამდე, მოსახლეობის 70% უნდა აიცრას – გამყრელიძე

5 years ago

ახალი ამბები

„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს
ახალი ამბები

„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს

08/17/2026

თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს. ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელში ვრცელდება. „თბილისის სასწრაფო დახმარების მე-2 ფილიალის 0232 ბრიგადამ გამოძახება მიიღო....

მეტის ნახვაDetails
„როცა სასწაულის გარდა, არაფერი დარჩენიათ…“ – ხატი თბილისში, რომელსაც ცხოვრების წამში შეცვლა შეუძლია

„როცა სასწაულის გარდა, არაფერი დარჩენიათ…“ – ხატი თბილისში, რომელსაც ცხოვრების წამში შეცვლა შეუძლია

08/17/2026
ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

08/16/2026
„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

08/13/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • „პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს 08/17/2026
  • „როცა სასწაულის გარდა, არაფერი დარჩენიათ…“ – ხატი თბილისში, რომელსაც ცხოვრების წამში შეცვლა შეუძლია 08/17/2026
  • ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა 08/16/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by