ს.გ.პ. სადახლოს ტერიტორიაზე სომხეთის მხრიდან რუსეთის მოქალაქე ა.ნ. შემოვიდა, რომლის ხელ-ბარგის დათვალიერებისას არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები იქნა გამოვლენილი, კერძოდ: სამაჯური 2 ც, ჯვარი 1 ც, ყელსაბამი 2 ც.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ეჭედი 6 ც. საერთო წონით 273,65 გრამი. არადეკლარირებული საქონლის საერთო ღირებულებამ 14841,5 ლარი შეადგინა.
რუსეთის მოქალაქეს 289 მუხლის მე-10 ნაწილის საფუძველზე სანქციის სახით 14841,5 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა.
30.08.13