• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, October 6, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

„ბანკების აქტიურობა 2014 წელს ადასტურებს, რომ 2013 წლის პასიურობის ტრენდი უკვე გადაილახა“ – ზურაბ გვასალია

12 years ago
კატეგორია: ეკონომიკა, მთავარი მოვლენები
A A
„ბანკების აქტიურობა 2014 წელს ადასტურებს, რომ 2013 წლის პასიურობის ტრენდი უკვე გადაილახა“ – ზურაბ გვასალია
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

იანვრის თვეში სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციამ თუ საჯარო პირმა 2014 წელი ეკონომიკური კუთხით შეაჯამა. გასულ წელს საქართველოში შემდეგ ეკონომიკურ პრიორიტეტებზე გამახვილდა ყურადღება – შეღავათიანი აგრო სესხების პროგრამა  „აწარმოე საქართველოში“, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, ტურიზმი და სოფლის მეურნეობა. ყველა ამ მიმართულებით ხელისუფლებამ კონკრეტული ნაბიჯები გადადგა. პუნქტობრივად შეფასებულ იქნა მთლიანი შიდა პროდუქტი, ბიუჯეტი , ინვესტიციები, საგარეო ვაჭრობა, ბიზნეს და საბანკო სექტორი.

„თბილისი თაიმსი“ დაინტერესდა საქართველოში 2014 წლის საბანკო სექტორის მუშაობის შეჯამებით. არსებული საფრთხეებისა და გამოწვევების შესახებ გვესაუბრა ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი, ზურაბ გვასალია.

10934725_915433265154617_2112417923_n

ბატონო ზურაბ, როგორ შეაფასებთ 2014 წელს საბანკო სექტორის მუშაობას, რამდენად მომგებიანი აღმოჩნდა იგი წინა წელთან შედარებით?

– 2014 წელი ქართული საბანკო სექტორისთვის საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. ამის მთავარი განმაპირობებელი მიზეზი, ჩემი აზრით, არის  ის, რომ ქართული ბანკებისადმი ნდობის ხარისხი მოსახელეობაში შეუქცევადად იზრდება. რაც ნამდვილად პოზიტიური და მნიშვნელოვანი მოვლენაა ზოგადად საბანკო სექტორისთვის.  საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობის ზრდა სწორედ ამის დადასტურებაა. არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2014 წელს 9 მილიარდს გადააჭარბა და 11 მილიარდ ლარს მიაღწია. 2014 წლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიღწევაა  დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტის დაწევაც, 2012 წელთან შედარებით ზუსტად, 14 % -იანი შემცირებაა დაფიქსირებული. შემდეგი მნიშვნელოვანი მაჩვენებელია საბანკო აქტივების შეფარდება მთლიან შიდა პროდუქტთან , რომელიც წინა წლის 59% – თან შედარებით გაზრდილია 67%-მდე. საბანკო მომსახურების სფერო სულ უფრო ხელმისაწვდომი ხდება მოსახლეობის ფართო ფენებისათვის. ამაზე მეტყველებს ის, რომ წლის განმავლობაში სერვისცენტრების რაოდენობა გაიზარდა 733 ერთეულიდან 797 ერთეულამდე. ამასთანავე, გაზრდილია  პლასტიკური ბარათებისა და ბანკომატების რაოდენობა. ჩვენი მონაცემებით, მხოლოდ სადებეტო ბარათების რაოდენობა 4,5 მილიონიდან გაზრდილია 6,2 მილიონ ლარამდე. გამოდის, რომ ყოველ 100 ათას ადამიანზე მოდის 17 ბანკომატი და 13 საბანკო ფილიალი, რაც ჩვენს რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ბანკების სააქციო კაპიტალი კი 2013 წელთან შედარებით 800 მილიონ ლარამდეა გაზრდილი. 

რა ახალი და ინოვაციური პროდუქტები შემოგვთავაზეს წამყვანმა ბანკებმა 2014 წელს და როგორ ფიქრობთ, რამდენად უწყობს იგი ფეხს თანამედროვე საბანკო სფეროს სტანდარტებს?

– ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, რა თქმა უნდა, დაიხვეწა საბანკო სექტორის მიერ შემოთავაზებული პროდუქტებიც. შეიქმნა დისტანციური საბანკო პროდუქტი, ონლაინ სესხები, რომლებიც აუმჯობესებენ მომსახურების ხარისხს. 2014 წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა მაინც ვფიქრობ არის ის, რომ  საბანკო სექტორი ჩართული იყო მთავარობის  მიერ ინიცირებულ სახელმწიფო პროგრამებში –  შეღავათიანი აგრო სესხების პროგრამა  „აწარმოე საქართველოში“. შეღავათიანი აგრო კრედიტით მრავალმა ფერმერმა და კერძო მეწარმემ ისარგებლა,  რაც დადებითად აისახა საბანკო საკრედიტო პორთველის სტრუქტურაზე, რითაც აგრო კრედიტების ხვედრითი წილი მთლიან საკრედიტო პორთველში 2013 წელთან შედარებით, თითქმის გაოთხმაგებულია.  პროექტის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში დაფუძნდა 61 ახალი საწარმო, ხოლო მიმდინარე 2015 წელს, აღნიშნული პროექტები კიდევ უფრო მეტად იქნება მხარადაჭერილი სახელმწიფოს მხრიდან.

ძირითადად, რა დაბრკოლებების გადალახვა მოუწიათ ბანკებს 2014 წელს და როგორ ფიქრობთ, რამდენად სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს ეს ბარიერები  ქართული საბანკო სფეროს განვითარებისთვის?

– ერთადერთი ამ მხრივ, სერიოზულ ბარიერს წარმოადგენდა სავალუტო კურსის ცვლილება, რაც ძირითადად პროვოცირებული იყო საგარეო ფაქტორებით-საერთაშორისო სავალუტო ბაზრებზე აშშ დოლარის უპრეცედენტო გამყარებით და ქვეყნის ძირითად სავაჭრო პარტნიორი ქვეყნებიდან უცხოური ვალუტის ნაკადების შემცირებით, ამ ქვეყნებში დაწყებული ეკომომიკური  რეცესიის გამო.  მაგრამ მიუხედავად ამისა, 2014 წელს ქართულმა საბანკო სექტორმა  შეძლო  ნაკლები დანაკარგებით დაესრულებინა ფინანსური წელი.

მიუხედავად ამ ფაქტორებისა, 2014 წელი საბანკო სექტორმა დაამთავრა თითქმის ნახევარ მილიარდიანი მოგებით, რითი იყო ეს განპირობებული?

– ეს იმ დროს, როდესაც ბოლო სამი წელია სესხებზე საპროცენტო განაკვეთები მუდმივად იკლებს, ამიტომ ლოგიკური კითხვაა რის ხარჯზე? თუ გადავხედავთ  სხვა პარამეტრებს, ვნახავთ,  რომ გაზრდილია საბანკო სექტორის აქტივები, 2013 წელთან შედარებით თითქმის 19  პროცენტით და 20 მლრდ ლარს მიაღწია, შესაბამისად გაზრდილია სექტორის საკრედიტო პორთველი  თითქმის 22 პროცენტით, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია, ხოლო ახალი და ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვამ კი სისტემას შესაძლებლობა მისცა შეემცირებინა, როგორც საპროცენტო ისე არასაპროცენტო ხარჯები, აქტივებთან მიმართებაში.  მაგალითა: არასაპროცენტო ხარჯები 6 პროცენტიდან შემცირდა 5,5 პროცენტამდე. ასევე რისკების მართვის ახალი მოდელების დანერგვამ საბანკო სექტორს საშუალება მისცა შეემცირებინა ზარალი აქტივების შესაძლო დანაკარგების მიხედვით, რაც პროცენტულად  აქტივებთან მიმართებაში  შემცირებულია 1,2 %-ით. აღსანისნავია, რომ  ამავე დროს წლის მანძილზე გადახდილი გადასახადები  თითიქმის გაორმაგდა და გაიზარდა 44 მლნ ლარიდან 80 მლნ ლარამდე. აი, ის ძირითადი, მაგრამ არა ყველა მიზეზი, რამაც საშუალება მისცა საბანკო სექტორს გასულიყო ამ მოგებაზე.

რა არის ის ძირითადი ფაქტორები, რამაც ხელი უნდა შეუწყოს ქართული საბანკო სექტორის მდგრად განვითარებას, როგორ გესახებათ მათი მუშაობა 2015 წელს?

– პირველ რიგში, ბანკების აქტიურობა 2014 წელს ადასტურებს იმას, რომ 2013 წლის პასიურობის ტრენდი უკვე გადაილახა და ვიმედოვნებ, რომ ეს ტენდენცია 2015 წელსაც გაგრძელდება. მნიშვნელოვანია ის, რომ  2015 წელს საბანკო სექტორმა აქტიურად უნდა იმუშაოს ინვესტიციების მოზიდვის კუთხით და ამასთანავე, მსხვილმა ბიზნესმა უნდა გამოიყენოს ახალი ფონდირების წყაროებიც. ამის დადასტურებაა, სწორედ წამყვანი ბანკების მიერ ახალი საკრედიტო ხაზის მიღება საერთაშორისო ინვესტორებიდან. დარწმუნებული ვარ 2015 წელი საბანკო სექტორისათვის კიდევ უფრო წარმატებული იქნება.

26.01.15

ნათია კეკენაძე

Share1Tweet1

ახალი ამბები

„დღეს ჩემი შვილის ქალაქის გამოცდა უნდა ყოფილიყო… დიდი იმედით ელოდა“ – მოკლული დავით ნარიმანიძის დედა
ახალი ამბები

„დღეს ჩემი შვილის ქალაქის გამოცდა უნდა ყოფილიყო… დიდი იმედით ელოდა“ – მოკლული დავით ნარიმანიძის დედა

10/05/2026
მოსკოვში მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლე და 19 წლის ქალიშვილი მოკლული იპოვეს
ახალი ამბები

მოსკოვში მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლე და 19 წლის ქალიშვილი მოკლული იპოვეს

10/04/2026
საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიხსნა
ახალი ამბები

საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიხსნა

10/02/2026
საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო
ახალი ამბები

საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო

10/02/2026
სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა
ახალი ამბები

სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა

10/01/2026
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა
ახალი ამბები

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

10/01/2026

საინტერესო

“სამწუხაროა, რომ ვენესუელა, რუსეთის კვალდაკვალ, აგრძელებს საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეშ დარღვევას”

საგარეო სამინისტრო სტამბოლში მომხდარი აფეთქებისას დაღუპულების ოჯახებს უსამძიმრებს

11 years ago
“ზარალის ოდენობამ, შესაძლოა, 100 მილიონ ლარს მიაღწიოს”

“ზარალის ოდენობამ, შესაძლოა, 100 მილიონ ლარს მიაღწიოს”

11 years ago
ერთი დოლარის ღირებულება 2.18 ლარია

ერთი დოლარის ღირებულება 2.18 ლარია

12 years ago

ზუგდიდის მოსახლეობას მომავალი წლიდან 24-საათიანი წყალმომარაგება ექნება

10 years ago

ახალი ამბები

„დღეს ჩემი შვილის ქალაქის გამოცდა უნდა ყოფილიყო… დიდი იმედით ელოდა“ – მოკლული დავით ნარიმანიძის დედა
ახალი ამბები

„დღეს ჩემი შვილის ქალაქის გამოცდა უნდა ყოფილიყო… დიდი იმედით ელოდა“ – მოკლული დავით ნარიმანიძის დედა

10/05/2026

ლოტკინის დასახლებაში 10 სექტემბერს გამთენიისას მოკლული 17 წლის დავით ნარიმანიძის დედა სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს. „დღეს ჩემი შვილის დავით...

მეტის ნახვაDetails
მოსკოვში მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლე და 19 წლის ქალიშვილი მოკლული იპოვეს

მოსკოვში მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლე და 19 წლის ქალიშვილი მოკლული იპოვეს

10/04/2026
საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიხსნა

საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიხსნა

10/02/2026
საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო

საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო

10/02/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • „დღეს ჩემი შვილის ქალაქის გამოცდა უნდა ყოფილიყო… დიდი იმედით ელოდა“ – მოკლული დავით ნარიმანიძის დედა 10/05/2026
  • მოსკოვში მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლე და 19 წლის ქალიშვილი მოკლული იპოვეს 10/04/2026
  • საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიხსნა 10/02/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by