• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, November 17, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ADB-მა წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციისათვის 108 მლნ აშშ დოლარის ოდენობის შეღავათიანი სესხი გამოუყო

12 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
ADB-მა წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციისათვის 108 მლნ აშშ დოლარის ოდენობის შეღავათიანი სესხი გამოუყო
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

unnamed (2)აზიის განვითარების ბანკსა (ADB) და საქართველოს შორის  “ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამის” მეოთხე ეტაპის დაწყებასთან დაკავშირებით ხელშეკრულება გაფორმდა, რაც  საქართველოსთვის 108 მლნ აშშ დოლარის შეღავათიანი ფინანსური რესურსის გამოყოფას ითვალისწინებს. ღონისძიებას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის  მინისტრი დავით შავლიაშვილი ესწრებოდა.  საპროექტო ხელშეკრულებას ხელი საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა,  რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის  სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა ვლადიმერ ლაზარიშვილმა და აზიის განვითარების ბანკის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალურმა დირექტორმა კლაუს გერჰაუზერმა მოაწერეს.

 აღნიშნული თანხა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილ 20 მილიონ აშშ დოლართან ერთად ქალაქ ზუგდიდში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობასა და ფოთში კანალიზაციის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებს მოხმარდება.  ქალაქ ზუგდიდს ამ დრომდე ცენტრალიზებული წყალმომარაგება არ გააჩნია.  პროექტის ფარგლებში, ზუგდიდში სასმელი წყლის სრული სისტემის მშენებლობა იგეგმება. მოეწყობა სათავე ნაგებობა, სატუმბი სადგური, მაგისტრალური მილსადენი, რეზერვუარი, გამანაწილებელი ქსელი. პროექტის დასრულების შემდეგ ზუგდიდი 24 საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი. დღემდე ფოთის მოსახლეობის მხოლოდ 25% სარგებლობდა კანალიზაციის მომსახურებით.  აღნიშნული პროექტის ფარგლებში (IV ტრანში), ფოთში წყალარინების სისტემის მშენებლობაა დაგეგმილი. ჩრდილოეთ ნაწილში აშენდება კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობა, ხოლო კანალიზაციის სისტემის ნაწილი დაუერთდება სამხრეთ ნაწილში არსებულ გამწმენდ ნაგებობას. შედეგად ფოთის მოსახლეობა სრულად იქნება უზრუნველყოფილი კანალიზაციის მომსახურებით. 2011-2019 წლებში ურბანული მომსახურების გაუმჯობესების პროექტების დასაფინანსებლად საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს (ADB)  შორის 2011 წელს ხელმოწერილი „ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამის“ დაფინანსების ჩარჩო ხელშეკრულებით (FFA- 500 მლნ აშშ დოლარის ოდენობის სესხი) გათვალისწინებულია წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემის გასაუმჯობესებლად პროექტების განხორციელებას ქვეყნის 7 ტურისტულ ცენტრსა და მსხვილ ურბანულ დასახლებაში (მესტია, ანაკლია, ქუთაისი,  ფოთი, ურეკი, ზუგდიდი, მარნეული). FFA-ის ფარგლებში ამჟამად უკვე გამოყოფილია 3 ტრანში ჯამურად დაახლოებით 218 მლნ აშშ დოლარის ოდენობით, შემდეგი სამუშაოებისთვის: I ტრანში: მესტიაში და ანაკლიაში წყალმომარაგების სათავე ნაგებობების მშენებლობა, წყალმომარაგების სისტემების ნაწილობრივ მშენებლობა-რეაბილიტაცია ქუთაისსა (I ფაზა) და ფოთში. ურეკის წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემების ნაწილობრივი მშენებლობა; II ტრანში: ანაკლიასა და მესტიაში წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემის რეკონსტრუქცია და რეაბილიტაცია; III ტრანში: ქალაქ ქუთაისში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია და ურეკში წყლისა და კანალიზაციის სისტემების მშენებლობა.

ShareTweet

ახალი ამბები

„ძალიან ვიკავებდით თავს ამ ამბის გასაჯაროებისგან“ – რას წერს გიორგი ცქიტიშვილის დედა ხვიჩა კვარაცხელიაზე
ახალი ამბები

„ძალიან ვიკავებდით თავს ამ ამბის გასაჯაროებისგან“ – რას წერს გიორგი ცქიტიშვილის დედა ხვიჩა კვარაცხელიაზე

11/16/2026
თელავში შვილმა დედის მოკვლა სცადა
ახალი ამბები

თელავში შვილმა დედის მოკვლა სცადა

11/15/2026
„გურიკას საქმეზე შეგნებულად ვართ ჩუმად. ამ დღეებში, არაერთი უცნაური რამ მოხდა…“ – რას წერს ჟურნალისტი
ახალი ამბები

„გურიკას საქმეზე შეგნებულად ვართ ჩუმად. ამ დღეებში, არაერთი უცნაური რამ მოხდა…“ – რას წერს ჟურნალისტი

11/12/2026
„სხვა გზა არ მაქვს, ნატა… ძალიან არ მინდოდა…“ – თამუნა მუსერიძე
ახალი ამბები

„სხვა გზა არ მაქვს, ნატა… ძალიან არ მინდოდა…“ – თამუნა მუსერიძე

11/12/2026
ტარიელ კაკაბაძე მიმართვას ავრცელებს
ახალი ამბები

ტარიელ კაკაბაძე მიმართვას ავრცელებს

11/12/2026
შოვში ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნის ტაძრის მშენებლობა დაიწყო და  ტაძრის საძირკველი ეკურთხა
ახალი ამბები

შოვში ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნის ტაძრის მშენებლობა დაიწყო და ტაძრის საძირკველი ეკურთხა

11/11/2026

საინტერესო

საქართველოში კარანტინის რეჟიმში 1 925 ადამიანი იმყოფება

საქართველოში კარანტინის რეჟიმში 1 925 ადამიანი იმყოფება

7 years ago

ირაკლი ღარიბაშვილმა ლევან ყიფიანის მიმართვა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ დააკმაყოფილა

12 years ago
Walmart-ი შეერთებულ შტატებში 154 მაღაზიას დახურავს – 10000 დაზარალებული მუშა

Walmart-ი შეერთებულ შტატებში 154 მაღაზიას დახურავს – 10000 დაზარალებული მუშა

11 years ago
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, „საქართველოს რკინიგზა” მატარებლის დამატებით რეისებს დანიშნავს

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, „საქართველოს რკინიგზა” მატარებლის დამატებით რეისებს დანიშნავს

9 years ago

ახალი ამბები

„ძნელია შეეგუო რეალობას…“ – ვეკუას სკოლა სამძიმრის წერილს აქვეყნებს
ახალი ამბები

„ძნელია შეეგუო რეალობას…“ – ვეკუას სკოლა სამძიმრის წერილს აქვეყნებს

11/17/2026

ვეკუას სკოლა მეტროში ტრაგიკულად დაღუპული ბიჭის ოჯახს სამძიმარს უცხადებს. „42-ე საჯარო სკოლა უდიდეს მწუხარებას და გულისტკივილს გამოთქვამს წარმატებული კურსდამთავრებულის, ღირსეული,...

მეტის ნახვაDetails
სასწაული, რომელიც მამა გაბრიელს უკავშირდება

სასწაული, რომელიც მამა გაბრიელს უკავშირდება

11/17/2026
„მენტალურად და სულიერად ძალიან, ძალიან გატეხილი ვიყავი“ – ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე პირად ცხოვრებაზე საჯაროდ ალაპარაკდა

„მენტალურად და სულიერად ძალიან, ძალიან გატეხილი ვიყავი“ – ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე პირად ცხოვრებაზე საჯაროდ ალაპარაკდა

11/17/2026
„რა ვუყო ჩემ ცხოვრებას… რა გავაკეთო, რომ ვგრძნობ ძალა მეცლება…“ – ნათია დიაკვნიშვილის ემოციური პოსტი

„რა ვუყო ჩემ ცხოვრებას… რა გავაკეთო, რომ ვგრძნობ ძალა მეცლება…“ – ნათია დიაკვნიშვილის ემოციური პოსტი

11/17/2026

კალენდარი

November 2026
M T W T F S S
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  
« Oct    

სიახლეები

  • „ძნელია შეეგუო რეალობას…“ – ვეკუას სკოლა სამძიმრის წერილს აქვეყნებს 11/17/2026
  • სასწაული, რომელიც მამა გაბრიელს უკავშირდება 11/17/2026
  • „მენტალურად და სულიერად ძალიან, ძალიან გატეხილი ვიყავი“ – ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე პირად ცხოვრებაზე საჯაროდ ალაპარაკდა 11/17/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • საინტერესო
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by