• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, September 29, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

BBC: “მკაცრი სასაზღვრო რეგულაციები და ახალი საფრთხე – რისთვის ემზადება ევროპა?”

12 years ago
კატეგორია: მთავარი მოვლენები, მსოფლიო
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

მიუხედავად იმისა, რომ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საკონსულოებში ვიზის გაცემის პროცედურა გამკაცრდა, ამ კონტინენტზე მოხვედრისა და იქ უკანონოდ დარჩენის მსურველთა რაოდენობა მაინც იზრდება.

10958845_921574977873779_1727643242_n

მიგრაცია გულისხმობს ცალკეული პირის ან ჯგუფის მიერ საცხოვრებელი ადგილის შეცვლას. მისი გამომწვევი მიზეზები შეიძლება იყოს როგორც ეკოლოგიური კატასტროფები თუ პოლიტიკური მოტივები, ისე უკეთესი ეკონომიკური პერსპექტივები, ან პოლიტიკური დაცულობა გადასახლების ადგილას. ევროპაში ბოლოდროინდელი მიგრაციის ნაკადის მთავარ მიზანს სწორედ უკეთესი ეკონომიკური პერსპექტივები წარმოადგენს.

ევროპაში უკვე სვამენ კითხვებს იმასთან დაკავშირებით თუ, რამდენად უსაფრთხო და დაცულნი არიან მოქალაქეები ემიგრანტებისგან.უნდა ითქვას, რომ თავისუფლად გადაადგილების უფლება დასავლური ლიბერალურ-დემოკრატიული ღირებულებაა და ადამინის უფლებების უმნიშვნელოვანესი ელემენტია. ამიტომ დემოკრატიულ სახელმწიფოს არა აქვს უფლება თავის მოქალაქეებს აუკრძალოს ემიგრაციაში წასვლა. მეორე მხრივ, ისეთი კონტინენტებისთვის, როგორიცაა ევროპა, განსაკუთრებით დასავლეთ ევროპა და ჩრდილოეთ ამერიკა იგი  უმწვავესი პრობლემა გახდა.

სწორედ ამ მიზეზით იყო ნაკარნახევი ის, რომ ევროპის ქვეყნებმა მკაცრი სასაზღვრო და საშინაო რეგულაციები გაატარეს.  მაშინ, როდესაც ევროპა გარდამავალ პერიოდში იყო და  ევროკავშირში გაწევრიანების მსურველ ქვეყანათა რიცხვიც  ნელ-ნელა იზრდებოდა,  იგი გულკეთილი მასპინძლის როლს ირგებდა. მეორე მხრივ, გაწევრიანების შემდეგ, ჩეხეთის, ესტონეთის, უნგრეთის, ლატვიის, ლიტვას და პოლონეთს შიში ჰქონდათ იმის, რომ მას შემდეგ, რაც მათი ბაზრები გაიხსნებოდა, განვითარებული ქვეყნების ფერმერები ისარგებლებდნენ ქვეყნების მძიმე ეკონომიკური მდგომარეობით და მიწის ნაკვეთებს შედარებით იაფად შეიძენდნენ. ადგილობრივი ფერმერები კი მათთან შედარებით არაკონკურენტულ გარემოში აღმოჩნდებოდნენ. მაგრამ  ისეთ ქვეყანაში  როგორიც გერმანიაა, მიწის გაყიდვის პროცედურებს სასოფლო-სამეურნეო მიწის გაყიდვის კანონი არეგულირებს. უცხო ქვეყნის ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის სასოფლო მიწების შეძენაზე მკაცრი შეზღუდვებია დაწესებული.

პრობლემები  განსხვავებულია სხვადასხვა ქვეყანაში. მაგალითისთვის,მეტად საინტერესო მონაცემები აქვს ნორვეგიას. ქვეყნის დედაქალაქში, ოსლოში მოსახლეობის 19% დასავლურ სამყაროს არ ეკუთვნის. ქალაქში 20 ათასი პაკისტანელი და 7 ათასამდე შრი ლანკელი თამილები ცხოვრობენ. ქვეყნის მასშტაბით გაფანტულები არიან ვიეტნამიდან, ფილიპინებიდან, თურქეთიდან, სომალიდან, ერაყსა და მაროკოდან ჩასული უცხოელები. ამ ფაქტორების გათვალისწინებით,  ოსლოს მოსახლეობა წლიურად 2%-ით იზრდება.     

10967633_921575007873776_671009365_oინდოელი, პაკისტანელი, ვიეტნამელი  და ნორვეგიუელი ბავშვები ოსლოში

ლიბიაში სამოქალაქო ომის დაწყების შემდეგ ხელისუფლებას სისტემის კონტროლის  შესანარჩუნებლად ძალა აღარ შერჩა. ლიბიის საპატრულო სამსახურები ზემდგომი ორგანოების მითითებით, ხელს უწყობდნენ მიგრანტების გამგზავრებას ევროპაში. ამ შემთხვევაში, კი ყველაზე რთულ მდგომარეობაში სამხრეთ ევროპა, განსაკუთრებით იტალია აღმოჩნდა.  როგორც წესია ის აფრიკელები, რომელთაც ევროპაში ცხოვრება სურთ, სწორედ აპენინის  ნახევარკუნძულს იყენებენ გადასასვლელად.

10958990_921574974540446_2120397276_nლიბიელი ლტოლვილები, ფოტო გადაღებულია 2011 წლის მაისში

2011 წელს, ევროპისთვის ყველაზე კრიზისულ პერიოდში ლტოლვილთა ბანაკები თავშესაფრის მაძიებლებს ვეღარ იტევდა, ჰუმანიტარული კრიზისის ზღვარზე იყო აფრიკის სანაპიროსთან მდებარე იტალიური კუნძული ლამპედუზაც. ამავე წლის მონაცემებით, მხოლოდ ტუნისიდან ჩასულ მიგრანტთა რიცხვი 2012 წელს 21 ათასს აჭარბებდა. იგივე პრობლემა აქვს მალტასაც. მათმა ხელისუფლების წარმომადგენლებმა დახმარებისთვის ბრიუსელს რამდენჯერმე მიმართეს და მიღებული მიგრანტების ევროკავშირის წევრ ქვეყნებში განაწილება შეთავაზეს. თუმცა, იმ უარმა რაც მათ მიიღეს  უარესი შედეგი გამოიღო.

იტალიის ხელისუფლებამ დიდი შეცდომა დაუშვა და  მიგრანტებს, რომლებიც კრიმინალურ ქმედებაში არ იყვნენ ეჭვმიტანილნი და წარსულში საემიგრაციო სამსახურთან პრობლემები არ ჰქონდათ ექვსთვიანი ვიზები მისცა. რამაც, პირიქით, იტალიაში  ლეგარული მიგრანტის რაოდენობა გაზარდა. მალტაში ჩატარებული ერთ-ერთი კვლევის თანახმად, აფრიკელი მიგრანტების ნახევარზე მეტი ამბობს, რომ  მათ ნათესავები ჰყავთ საფრანგეთსა და გერმანიაში და სწორედ მათკენ მიეშურებიან.

10979388_921574971207113_181851842_nფრანგული სასაზღვრო პოლიცია

საფრანგეთს ემიგრანტების მიღების მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. გამოცდილებამ აჩვენა, რომ კრიმინალურ დამნაშავეთა რიცხვში სწორედ ემიგრანტები ჭარბობენ. მათ მკაცრი პოზიცია დაიჭირეს და ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით, საბუთების წესრიგში ქონის შემთხვევაშიც კი აფრიკელი მიგრანტები საფრანგეთში ვერ შეაღწევდნენ, თუ მათ თან არ აღმოაჩნდებოდათ საკმარისი რაოდენობის ფინანსური დანაზოგი ან საფუძვლიანად არ დაასაბუთებდნენ საკუთარი ვიზიტის მიზნებსა და მიზეზებს.  ორი წლის წინ, ამ ყველაფრის პარალელურად, საფრანგეთმა სხვა ზომებსაც მიმართა, მან ხმელთაშუა ზღვის აკვატორიაში საზღვაო საპატრულო სამსახური დააყენა. ისინი ყოველდღიურად აკავებდნენ მიგრანტებით სავსე ათობით ნავს და მათ აფრიკის სანაპიროზე აბრუნებდნენ. ამასთანავე, გასულ თვეში „შარლი ებდოზე“ თავდასხმამ ქვეყანაში მიგრანტებისადმი მასობრივი აგრესია გამოიწვია.

შესაბამისად, აფრიკასა და აღმოსავლეთში მიმდინარე პრობლემები პირდაპირ თუ ირიბად მაინც ახდენს ზეგავლენას ევროპის კონტინენტზე. მათთვის ასეთი პირდაპირ ზეგავლენა მიგრანტთა რაოდენობა წარმოადგენს.

10966896_921574994540444_1706422020_n 26-27 იანვარი, 2015 წელი – კუნძული ლამპედუზა

ბოლოდროინდელი ტუნისში მომხდარი სახალხო აჯანყების შემდეგად ქვეყნის დიქტატორი გადადგა და ათასობით ტუნისელი ხმელთაშუა ზღვის გადაკვეთას შეეცადა. მიუხედავად იმისა, რომ ტუნისელებს დიქტატორი აღარ ეყოლებათ ისინი ქვეყნიდან მაინც გარბიან, მათ მთავარ არგუმენტს წარმოადგენს ის, რომ ქვეყანაში დემოკრატიის დამყარება შეუძლებელია და ნებისმიერი მმართველი მათ შევიწროვებას განიზრახავს.

ბოლო, მიმდინარე თვის განმავლობაში ,დაახლოებით, 5 ათასი ტუნისელი გადავიდა კუნძულ ლამპედუზაზე. ამ ყველაფრის პარალელურად , შვედეთმა, ავსტრიამ, საბერძნეთმა და ესტონეთმა  სასოფლო-სამეურნეო მიწების ყიდვა-გაყიდვის  რეგულაციებთან ერთად, ვიზის გაცემის პროცედურების გამკაცრებაც დაიწყო.

წყარო: BBC

თემაზე მუშაობდნენ:

გიორგი მიქანაძე

ნათია კეკენაძე

10846574_10204251539387137_685949634_n

ShareTweet

ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით
ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით

09/28/2026
შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა
ახალი ამბები

შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

09/25/2026
ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა
ახალი ამბები

ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

09/25/2026
„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა
ახალი ამბები

„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

09/24/2026
13 წლის მიშიკო აბაშიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება
ახალი ამბები

13 წლის მიშიკო აბაშიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება

09/24/2026
20 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს
ახალი ამბები

20 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს

09/24/2026

საინტერესო

„ქვე შენი ჭირიმე“ – რაჭულ ფესვებზე აღმოცენებული მეღვინეობა

„ქვე შენი ჭირიმე“ – რაჭულ ფესვებზე აღმოცენებული მეღვინეობა

6 years ago
„უძლიერესო ბიჭო, ყველაფერი ძალიან მაგრად იქნება!“ – სოციალურ ქსელში დათისა და უცხოელი ექიმების ვიდეო ვრცელდება

„უძლიერესო ბიჭო, ყველაფერი ძალიან მაგრად იქნება!“ – სოციალურ ქსელში დათისა და უცხოელი ექიმების ვიდეო ვრცელდება

2 years ago
ვინ არის 34 წლის კაცი, რომელიც ხელვაჩაურში დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა 

ვინ არის 34 წლის კაცი, რომელიც ხელვაჩაურში დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა 

4 years ago
ილია მეორე: “ხმა მივეცი, მშვიდობას, სიხარულს და საქართველოს მთლიანობას”

საინიციატივო ჯგუფი-თქვენო უწმინდესობავ, გთხოვთ, უშუამდგომლოთ დეკანოზ გიორგი მამალაძეს, რათა ოჯახს და მცირეწლოვან შვილებს ცოცხალი დაუბრუნდეს

8 years ago

ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით
ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით

09/28/2026

სარესტორნო ბიზნესში სავსე დარბაზი ავტომატურად დიდ მოგებას არ ნიშნავს. კაფის, რესტორნისა და სწრაფი კვების ობიექტის რეალური შემოსავალი პირდაპირ სამზარეულოს ხარჯებზეა...

მეტის ნახვაDetails
შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

09/25/2026
ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

09/25/2026
„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

09/24/2026

კალენდარი

September 2026
M T W T F S S
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« Aug    

სიახლეები

  • როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით 09/28/2026
  • შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა 09/25/2026
  • ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა 09/25/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by