• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, October 1, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

თბილისის მერიამ C ჰეპატიტის დიაგნოსტირების თანადაფინანსება შეწყვიტა

10 years ago
კატეგორია: ექსკლუზივი
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

თბილისის მერიამ 2017 წლის იანვრიდან C ჰეპატიტის დიაგნოსტირების დაფინანსება შეწყვიტა. 2017 წლამდე თბილისში რეგისტრირებულ მოქალაქეებს ჯანდაცვის სამინისტრო აფინანსებდა 30%-ით, მერია კი– 60%-ით. თანადაფინანსების წესი შეუნარჩუნდათ მხოლოდ სოციალურად დაუცველებს.

თბილისის მერია C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში 2015 წლის 13 მაისიდან ჩაერთო. იმ პირებისთვის, რომლებიც რეგისტრირებულები არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს, კვლევები კვლავ უფასოა. ჯანდაცვის სამინისტრო მათ 70%-ით, ხოლო თბილისის მერია – 30%-ით აფინანსებს. თბილისში იურიდიულად რეგისტრირებულ ყველა სხვა პირს და იძულებით გადაადგილებულ პირებს კი თანხის მხოლოდ 10%-ის გადახდა უწევდათ, ვინაიდან ჯანდაცვის სამინისტრო მათ 30%-ით, ხოლო თბილისის მერია – 60%-ით აფინანსებდა. თუმცა, 2017 წლიდან თბილისის მერიამ C ჰეპატიტის სადიაგნოსტიკო ანალიზების ხარჯის თანადაფინანსება შეწყვიტა. შესაბამისად, ახლა დიაგნოსტიკისა და მონიტრინგის ხარჯის 70% არის პაციენტის (არა სოციალურად დაუცველის)  გადასახდელი.

ამ საკითხზე „თბილისი თაიმსი“ თბილისის მერიას დაუკავშირდა.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისის მერიამ 2017 წლის იანვრიდან C ჰეპატიტის დიაგნოსტირების დაფინანსება შეწყვიტა. რატომ გაუქმდა სოციალურად დაუცველი მოსახლეობის გარდა სხვა მოქალაქეებისთვის თანადაფინანსება? რა არის ამის მიზეზი?

– თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური 2017 წელს ახორციელებს  „C ჰეპატიტის დიაგნოსტიკის“ ქვეპროგრამას. C ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამაში ბენეფიციარების ჩართულობას უზრუნველყოფს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. თბილისის მერია კი, პროგრამის ბენეფიციარებისთვის მომსახურების ღირებულების მხოლოდ თანადაგადახდას ახორციელებს. დაფინანსებაში კორექტირება სწორედ ამით არის გამოწვეული.

დაფინანსების პროგრამის მიზანი იყო, დაავადების დიაგნოსტიკაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის გზით, C ჰეპატიტით გამოწვეული ავადობის, სიკვდილიანობისა და ინფექციის გავრცელების შემცირება. რა შეიცვალა და რატომ აღარაა თქვენთვის პრიორიტეტული მკურნალობამდე საჭირო გამოკვლევების დაფინანსება?

 – სწორედ იმიტომ, რომ აღნიშნული პროგრამა პრიორიტეტულია, თბილისის მერია არა მხოლოდ მკურნალობაში ჩართვამდე აუცილებელ კვლევებს, არამედ 2017 წლიდან მკურნალობის პროცესის მონიტორინგისთვის საჭირო კვლევებს უფინანსებს თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს. აღნიშნული ზღვარი C ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამაში შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ არის დადგენილი. რაც შეეხება C ჰეპატიტის სკრინინგს, ყველა მოქალაქისთვის კვლავინდებურად უფასოდ ხორციელდება.

უგრძელდებათ თუ არა დაფინანსება მათ, ვინც დიაგნოსტირების ნაწილი ჩაიტარა დეკემბერში და დანარჩენი გააგრძელა 2017 წლიდან?

– 2017 წლის 1 იანვრამდე ქვეპროგრამაში ჩართული ბენეფიციარები დაფინანსდებიან ქვეპროგრამის 2016 წელს მოქმედი წესის შესაბამისად. კერძოდ, მოსარგებლეები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს, ფინანსდებიან ღირებულებების 30%-ით (დანარჩენ 70%–ს სამინისტრო აფინანსებს), ხოლო ყველა სხვა მოსარგებლე ღირებულების – 60%-ით. 2016 წელს სოციალურად დაუცველ კატეგორიას ჯანდაცვის სამინისტრო აფინანსებდა 30%–ით, ხოლო თბილისის მერია 70%–ით, ყველა სხვა მოსარგებლეს სამინისტრო აფინანსებდა 30%–ით, ხოლო მერია – 60%–ით.

ნინო მაზიაშვილი

ShareTweet

ახალი ამბები

„ლეჩხუმში ვაწარმოებთ  უწამლი ტყის ვაშლისგან  ძმარს, რომელიც გემოვნური და სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა“ 
ახალი ამბები

„ლეჩხუმში ვაწარმოებთ  უწამლი ტყის ვაშლისგან  ძმარს, რომელიც გემოვნური და სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა“ 

02/16/2022
“ექსპერიმენტორიუმი” –  ყველაზე უჩვეულო მუზეუმი თბილისში
ახალი ამბები

“ექსპერიმენტორიუმი” – ყველაზე უჩვეულო მუზეუმი თბილისში

01/28/2022
სამაჯური შენი პერსონალური კოვიდ პასპორტის QR კოდით – სიახლე ქართულ ბაზარზე
ახალი ამბები

სამაჯური შენი პერსონალური კოვიდ პასპორტის QR კოდით – სიახლე ქართულ ბაზარზე

01/19/2022
„შეგვიძლია, ხელოვნებით ვაჯობოთ ნებისმიერ სნეულებას“ – ვაჟა კაკაბაძის ნახატების გამოფენა გაიმართება
ახალი ამბები

„შეგვიძლია, ხელოვნებით ვაჯობოთ ნებისმიერ სნეულებას“ – ვაჟა კაკაბაძის ნახატების გამოფენა გაიმართება

01/14/2022
მიტოვებული, ძველი სახლების ახალი სიცოცხლე ლეჩხუმში – ლექსო ჩარკვიანის ამბავი
ახალი ამბები

მიტოვებული, ძველი სახლების ახალი სიცოცხლე ლეჩხუმში – ლექსო ჩარკვიანის ამბავი

12/11/2021
ახალგაზრდა და-ძმის დაბრუნება მშობლიურ ლეჩხუმში და მეფუტკრეობის ოჯახური ტრადიცია
ახალი ამბები

ახალგაზრდა და-ძმის დაბრუნება მშობლიურ ლეჩხუმში და მეფუტკრეობის ოჯახური ტრადიცია

11/16/2021

საინტერესო

ირანმა ალკოჰოლიზმი პრობლემად აღიარა

13 years ago
ირაკლი კაკაბაძის კრიტიკული პასუხი საკუთარ დას: ეკლესიის მტრები ამაოდ ცდილობენ, პატრიარქი მკაცრ დოგმატიკოსად წარმოსახონ

ირაკლი კაკაბაძის კრიტიკული პასუხი საკუთარ დას: ეკლესიის მტრები ამაოდ ცდილობენ, პატრიარქი მკაცრ დოგმატიკოსად წარმოსახონ

12 years ago
ძმები მიხაილ და ნეთანელ მოშიაშვილები დაეცნენ ტერორისტების წინააღმდეგ ბრძოლაში

ძმები მიხაილ და ნეთანელ მოშიაშვილები დაეცნენ ტერორისტების წინააღმდეგ ბრძოლაში

3 years ago

დავით ნარმანია სტრასბურგში გაემგზავრა

11 years ago

ახალი ამბები

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე რუსეთის საპატრიარქოს დელეგაციასთან შეხვედრაზე: “აღინიშნა, რომ არსებობს გარკვეული რესურსი, ვიმუშაოთ საკითხებზე, რომელიც საეკლესიო წეს-ცხოვრებას ოკუპირებულ რეგიონებში მოაწესრიგებს – შეხვედრა იმედს ტოვებს.“
ახალი ამბები

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე რუსეთის საპატრიარქოს დელეგაციასთან შეხვედრაზე: “აღინიშნა, რომ არსებობს გარკვეული რესურსი, ვიმუშაოთ საკითხებზე, რომელიც საეკლესიო წეს-ცხოვრებას ოკუპირებულ რეგიონებში მოაწესრიგებს – შეხვედრა იმედს ტოვებს.“

10/01/2026

საქართველოს საპატრიარქოს მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაცია ეწვია. სტუმრები უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა...

მეტის ნახვაDetails
საქართველოს საპატრიარქოს მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაცია ეწვია

საქართველოს საპატრიარქოს მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაცია ეწვია

09/30/2026
როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით

09/28/2026
შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

09/25/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე რუსეთის საპატრიარქოს დელეგაციასთან შეხვედრაზე: “აღინიშნა, რომ არსებობს გარკვეული რესურსი, ვიმუშაოთ საკითხებზე, რომელიც საეკლესიო წეს-ცხოვრებას ოკუპირებულ რეგიონებში მოაწესრიგებს – შეხვედრა იმედს ტოვებს.“ 10/01/2026
  • საქართველოს საპატრიარქოს მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაცია ეწვია 09/30/2026
  • როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით 09/28/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by