• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, October 2, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ნუგზარ ჭიაბერაშვილი: „ესაა პროექტი, რომელიც ემსახურება და აერთიანებს სრულიად საქართველოს“

12 years ago
კატეგორია: მთავარი მოვლენები, საზოგადოება
A A
ნუგზარ ჭიაბერაშვილი: „ესაა პროექტი, რომელიც ემსახურება  და აერთიანებს სრულიად საქართველოს“
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

საქართველოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევითა და “საგამომცემლო სახლის ქართული ელიტის“ ორგანიზებით, უკვე მეორე წელია ხორციელდება პროექტი „წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძე) გაზეთ „ივერიის“ სახელობის პროზა-პოეზიის ლიტერატურული პრემია –  „ივერია“. აღნიშნული პროექტის წელიწადი მეორის პირველი ღონისძიება კახეთში, 7 თებერვალს კაჭრეთში არსებულ კოლეჯ  „აისში“ გაიმართა. ღონისძიებები ტრადიციულად, წელიწადის განმავლობაში თვეში ერთხელ, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში იმართება. პროექტში ყოველთვიურად ერთვება შვიდი პოეტი, ერთი ე. წ. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ანუ განსაკუთრებული შესაძლებლობების მქონე ადამიანი, ერთი სასულიერო პირი, ერთი ფოტოხელოვანი, ერთი მხატვარი და ხატმწერი. ამასთანავე, პროექტში ჩართულნი არიან მსჯავდებულებიც, რომელთა ლექსების პრეზენტაციაც სწორედ ღონისძიებებზე ხდება.

10967199_843545022380472_129692857_o

შეხვედრის დასრულების შემდეგ „თბილისი თაიმსი“ პროექტის იდეის ავტორს, პრემიისა და „საგამომცემლო სახლის ქართული ელიტის“ დამფუძნებელს და მთავარ რედაქტორს, ნუგზარ ჭიაბერაშვილს გაესაუბრა.

10364096_1599627770272067_1478337658860100886_n

„დღევანდელმა დღემაც უფლის წყალობითა და საქართველოს კათალიკოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა კურთხევით შესანიშნავად ჩაიარა. ეს იყო „წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძეს) გაზეთ „ივერიის“ სახელობის პროზა-პოეზიის ლიტერატურული პრემია – “ივერიის” სრული დღესასწაული. დღესასწაული, რომელმაც გადაინაცვლა კახეთში, ილია ჭავჭავაძის მშობლიურ მხარეში, თუმცა ილიასთვის ყველა კუთხე და მთლიანად საქართველო მშობლიური მიწაა. გარდა ამისა, მე როგორც ერთი რიგითი მოქალაქე, ვთვლი, რომ ილია ჭავჭავაძე არის მსოფლიოს ლიტერატურისთვის, პროზა და პოეზიისთვის მნიშვნელოვანი შემოქმედი, განსაკუთრებით ქართველებისთვის და მათთვის, ვისაც ქართული ლიტერატურა უყვარს. ილია არის ჩვენი ერის უდიდესი ჯილდო, რომელის სახელსაც უნდა გავუფრთხილდეთ და მომავალს ისეთი დავუტოვოთ, როგორადაც მისმა უწმინდესობამ მოახდინა კანონიზირების სახით – წმინდანა, დიდ ლიტერატორად, ერისკაცად და ა.შ..  დღევანდელი დღე იყო ჩვენი პრემიის, წელიწადი მეორის პირველი ტური. ჩემთვის ცნობილი იყო, რომ ძალიან ბევრ ადამიანს სურდა დასწრება ამ ღონისძიებაზე, თუმცა წამოსვლა ვერ მოახერხეს. თუმცა, როგორც თქვენ ხედავთ, 300-ზე მეტი ადამიანი ესწრება და მათი უმეტესობა ახალგაზრდაა, სკოლის ასაკის და სტუდენტობა, მათ შორის პედაგოგები და საზოგადო მოღვაწეები თუ პოეტ-მწერლები, რაც ჩვენი პროექტის გამარჯვებას მიგვანიშნებს, – იშვიათად, რომ პოეზიის საღამოს ამდენი მსმენელი და გულშემატკივარი ჰყავდეს.

10577661_843544745713833_644983224_o

რაც შეეხება, ღონისძიებას ორგანიზატორები მივიჩნევთ, რომ ესაა პროექტი, რომელიც ემსახურება და აერთიანებს სრულიად საქართველოს, განსხვავებული მრწამსისა თუ ეთნიკურობისა, ვინაიდან ილია მართლისთვის ნებისმიერი ადამიანი – საქართველოს მოქალაქე, მისთვის ყოველი ადამიანი ღვთის ხატებაა. ჩვენ ვემსახურებით ქართულ პროზა-პოეზიას, რომელიც ნამდვილად დასაფასებელი და განსაკუთრებულია ჩვენი ქვეყნის მომავლისა და ისტორიისთვის.

10968635_843546035713704_227972140_o

როგორც იცით ღონისძიება სოფელ კაჭრეთში, საზოგადოებრივ კოლეჯ „აისში“ გაიმართა. კოლეჯის კომპლექსში გაერთიანებულია – წარმატებული სწავლისთვის ყველა საჭირო კომპონენტი. იგი წარმოადგენს თანამედროვე დონეზე რეაბილიტირებულ, ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვილ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებას. თბილისიდან ჩასული სტუმრები “აისის” დირექტორმა, ქალბატონმა ნათელა პაპუნაშვილმა მიიღო. პროექტის ორგანიზატორებმა და მონაწილეებმა „ილიას ბაღის“ გაშენებას ჩაუყარეს საფუძველი და 25 ნერგი დავრგეთ. ამის შემდეგ კი, მონაწილეებმა ღონისძიებაზე გადაინაცვლეს. საღამოს უძღვებოდა რუსთაველის თეატრის მსახიობი ბექა სონღულაშვილი და განსაკუთრებული შესაძლებლობის მქონე ადამიანი, (ე.წ. შშმპ) საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია “ერთსულოვნების” შუადღის ერთ-ერთი წამყვანი, ანა ნაზღაიძე.”

anan nazr

ანა ნაზღაიძე:

„დღევანდელი საღამოს წაყვანა ჩემთვის დებიუტი იყო და ძალიან ბედნიერი ვარ ამით. ღონისძიებით კმაყოფილი ვარ, რადგან შევხვდი ისეთ ადამიანებს, რომელთა შეხვედრაზეც ალბათ, ვერც კი ვიოცნებებდი. ვიმედოვნებ, რომ ეს პროექტი დიდხანს გაგრძელდება, იგი ბევრ ნიჭიერ ადამიანს აძლევს საშუალებას, რომ  მიაწოდოს საზოგადოებას თავისი შემოქმედება და შეახვედროს ისინი ერთმანეთს. სასიამოვნო იყო ისიც, რომ პატრიარქის კურთხევით დავრგით ხეები და მიხარია, რომ ჩემს ცხოვრებაში პირველი ხე სწორედ დღეს _ აქ, კახეთში დავრგე“.

ღონისძიების მსვლელობისას `ილია მართლის (ჭავჭავაძე) გაზეთ ივერიის სახელობის პროზა-პოეზიის პრემია `ივერიას~ ლაურეატებმა წაიკითხეს ლექსები. საღამოზე წარმოდგენილი იყო ხატმწერ ექსანა ბოლქვაძის მიერ დაწერილი საოცარი ხატები აგრეთვე საღამოზე გამოფენილი იყო არაჩვეულებრივი მხატვრის, ინგა მეშვილდიშვილის მშვენიერი შემოქმედება და, ფოტოხელოვანი ნინო მენთეშაშვილის ფოტოშემოქმედება. მათთან ერთად, თავისი ლექსი დამსწრე საზოგადოებას სასულიერო პირმა დეკანოზმა გაბრიელმა (კულუმბეგაშვილმა) წაუკითხა.“

10966526_843544242380550_2010724196_n

ლამზირა შეყილაძე (პოეტი, პროექტის მონაწილე):

„დღევანდელი დღე ჩემთვის უძვირფასესია… ასე მგონია, რომ მოვხვდი სამოთხეში. ადამიანები, სადღაც შორს ვეძებთ ხოლმე სამოთხეებს, მე კი აღმოვაჩინე, რომ ის აქვე ყოფილა. ძალიან ბედნიერი ვარ, ყველაფერთან ერთად დავრგე ნერგები. ყოველთვის მიყვარდა ამ პროცესში მონაწილეობის მიღება, მაგრამ დღეს ამ ყველაფერს განსაკუთრებული სიყვარულით ვაკეთებდი. მინდა, რომ „ილიასეული ბაღთან“ ერთად ამ პროექტმაც ძალიან დიდხანს იარსებოს.“

ღონისძიებას ესწრებოდა ქალბატონი თინათინ მღვდლიაშვილი, „წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძე) გაზეთ „ივერიის“ სახელობის პროზა – პოეზიის ლიტერატურული პრემია – „ივერიის“ ლაურეატი, ნომინაციაში „წლის პოეზიის დედოფალი“.

10414428_764679656901717_2967180136159372606_n

თინათინ მღვდლიაშვილი:  

„დღეს უაღრესად ამაღლებული, მაჟორული განწყობა მაქვს. უკვე მესამედ გვმასპინძლობს კახეთის ბარაქიან მიწაზე მდებარე საზოგადოებრივი კოლეჯ „აისის“ ხელმძღვანელი ნათელა პაპუნაშვილი. სწორედ ამ პროექტის დამსახურებაა ქალბატონ ნათელასთან ერთად, რომ შენდება წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) სახელობის „ხელოვნების სასახლე“, რომელსაც, დარწმუნებული ვარ, დიდი მომავალი აქვს.

სასიამოვნოა, რომ პოეტების, მწერლების, ხატმწერების, მხატვრების, ფოტოხელოვანებისა და განსაკუთრებული შესაძლებლობების მქონე ადამიანების ხელით გაშენდება „ილიას ბაღი“, რომ ჩვენი ხელით დარგული ხეები იშრიალებენ ამ პატარა სამოთხეში.

10967226_843544022380572_1125119955_o

შემოქმედებით წარმატებებს ვუსურვებ ყველა ნიჭიერ და ღირსეულ მწერალს, უფლის წყალობა არ მოკლებოდეს პროექტის ავტორს ნუგაზრ ჭიაბერაშვილს, კაცს, რომელმაც უამრავ გულნატკენ ადამიანს მიანიჭა სიხარული და მომავლის იმედი ჩაუსახა, ეს კი რჩეულთა ხვედრია. კეთილი ანგელოზები ნუგზარს, ქალბატონ ნათელას და პროექტის ყველა მონაწილეს!“

ღონისძიებას ტრადიციულად უხდებოდა ქართული ცეკვის ანსამბლი „სამა“, ნათია ალფაიძის ხელმძღვანელობით. ამასთანავე, საღამოზე პროექტის ორგანიზატორმა ნუგზარ ჭიაბერაშვილმა დააანონსა, წამყვანი, ანა ნაზღაიძის  იდეაც, პროექტი-კონკურსი, რომელშიც იგი იწვევს ნებისმიერ მსურველს, რომ მიიღოს მონაწილეობა ე. წ. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ჰიმნის ტექსტის შექმნაში.

პროექტის მედია პარტნიორია საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „თბილისი თაიმსი“.

ნათია კეკენაძე

Share1Tweet1

ახალი ამბები

საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო
ახალი ამბები

საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო

10/02/2026
სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა
ახალი ამბები

სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა

10/01/2026
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა
ახალი ამბები

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

10/01/2026
გურამ დადიანიძის საქმის ადვოკატი ახალ ინფორმაციას ავრცელებს
ახალი ამბები

გურამ დადიანიძის საქმის ადვოკატი ახალ ინფორმაციას ავრცელებს

10/01/2026
ავარია კახეთში – მიკროავტობუსი, რომელსაც ახალსოფლის №1 საჯარო სკოლაში 15 მოსწავლე გადაჰყავდა ავტომობილს შეეჯახა
ახალი ამბები

ავარია კახეთში – მიკროავტობუსი, რომელსაც ახალსოფლის №1 საჯარო სკოლაში 15 მოსწავლე გადაჰყავდა ავტომობილს შეეჯახა

10/01/2026
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე რუსეთის საპატრიარქოს დელეგაციასთან შეხვედრაზე: “აღინიშნა, რომ არსებობს გარკვეული რესურსი, ვიმუშაოთ საკითხებზე, რომელიც საეკლესიო წეს-ცხოვრებას ოკუპირებულ რეგიონებში მოაწესრიგებს – შეხვედრა იმედს ტოვებს.“
ახალი ამბები

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე რუსეთის საპატრიარქოს დელეგაციასთან შეხვედრაზე: “აღინიშნა, რომ არსებობს გარკვეული რესურსი, ვიმუშაოთ საკითხებზე, რომელიც საეკლესიო წეს-ცხოვრებას ოკუპირებულ რეგიონებში მოაწესრიგებს – შეხვედრა იმედს ტოვებს.“

10/01/2026

საინტერესო

ბათუმის პორტში საფრანგეთის ეროვნული სამხედრო ფლოტის სამხედროხომალდი შემოვიდა

ბათუმის პორტში საფრანგეთის ეროვნული სამხედრო ფლოტის სამხედროხომალდი შემოვიდა

10 years ago
თბილისში უსახლკაროს სტატუსის მქონე 1531 ადამიანია აღრიცხული

თბილისში უსახლკაროს სტატუსის მქონე 1531 ადამიანია აღრიცხული

7 years ago
ტელეკომპანია მაესტროს ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს

საჯარო რეესტრმა ლევან გაჩეჩილაძის “მაესტროს” დირექტორად დარეგისტრირების საკითხი შეაჩერა

11 years ago
რა ხანია მივხვდი, რომ თავს ვერ ვუტყდებოდი სიმართლეში, მაგრამ ბოლოს და ბოლოს დავნებდი – ზაზა მესხს მეგობრები ემშვიდობებიან

ზაზა მესხის უფროსი შვილის დაღუპვა დადასტურდა

3 years ago

ახალი ამბები

საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო
ახალი ამბები

საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო

10/02/2026

საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო, ინფორმაციას ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს: " სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მსოფლიო საპატრიარქოს...

მეტის ნახვაDetails
სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა

სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა

10/01/2026
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

10/01/2026
გურამ დადიანიძის საქმის ადვოკატი ახალ ინფორმაციას ავრცელებს

გურამ დადიანიძის საქმის ადვოკატი ახალ ინფორმაციას ავრცელებს

10/01/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო 10/02/2026
  • სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა 10/01/2026
  • მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა 10/01/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by