• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, May 15, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

აფბა: ქართული მიწების უცხოელებზე გასხვისება ევროპული ყაიდის მკაფიო რეგულაციების გარეშე დაუშვებელია

11 years ago
in საზოგადოება
A A
აფბა: ქართული მიწების უცხოელებზე გასხვისება ევროპული ყაიდის მკაფიო რეგულაციების გარეშე დაუშვებელია
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

26d32d066e8bახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – „აფბა“, „სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონში შემავალ ცვლილებებს ეხმიანება და მიიჩნევს, რომ სანამ კანონპროექტი ძალაში შევა, აუცილებელია ცვლილებების ინიციატორებმა, ეკონომიკის სამინისტრომ და იუსტიციის სამინისტრომ, კიდევ ერთხელ კარგად გააანალიზონ ის რისკები, რაც აღნიშნულ ცვლილებებს თან ახლავს, შესაბამისად მიიღონ იმგვარი გადაწყვეტილება, რაც პირველ რიგში საქართველოს მოსახლეობის ინტერესებს გაითვალისწინებს.

„აფბა“–ს ვიცე პრეზიდენტმა შოთა გულბანმა კანონში შემავალ ცვლილებებზე საინფორმაციო სააგენტო „პირველის“ პრეს–კლუბში ისაუბრა. კანონპროექტის მიხედვით, უცხოელს საქართველოში მიწის შეძენა შეუძლია, თუ ის საქართველოშია რეგისტრირებული, როგორც იურიდიული პირი, აგრეთვე საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებს. ასევე მიწის შეძენა შეუძლია უცხოელს, თუ ის აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:

  • სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწა მიღებული აქვს მემკვიდრეობით;
  • სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწა არის მისი საქართველოს მოქალაქესთან ქორწინების ან საქართველოს მოქალაქის ან მოქალაქეების მონაწილეობით არსებული კომლის წევრობის შედეგად მოპოვებული თანასაკუთრების ობიექტი;
  • გააჩნია უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ნებართვა;

როგორც შოთა გულბანმა ბრიფინგზე საუბრისას განაცხადა, საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების მოცემულ ეტაპზე, არსებობს სხვა უფრო პრიორიტეტული მიმართულებები, რაც სასწრაფოდ მოსაწესრიგებელია, ისეთები როგორიცაა მიწის სრულყოფილი რეგისტრაცია, სასოფლო სამეურნეო სავარგულების აღრიცხვა, მიწის კოდექსის შედგენა, რომელიც მიწასთან დაკავშირებულ პრობლემებს მოაგვარებს და არა მიწების უცხოელთათვის შეუზღუდავად გასხვისება. „მიწის შესახებ კანონში მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული უცხოელთათვის ის მოთხოვნები, რომლის მიხედვითაც, უცხოელის მიერ მიწის შეძენისას, მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული იმ კონკრეტული რეგიონის მაცხოვრებელთა ინტერესები, სადაც ხდება მიწის შესყიდვა, ანუ დასაქმდებიან ადგილობრივები და იქ ნაწარმოები პროდუქცია საქართველოს ინტერესებს მოხმარდება. მნიშვნელოვანია, კანონშემოქმედებმა გაათვითცნობიერონ, რომ მიწა არის ერის აარსებო წყარო, რომელიც რაოდენობაში შეზღუდულია და მას ჭირდება გაფრთხილება პირველ რიგში სწორი საკანონმდებლო რეჟიმის შემუშავებით, როგორც ეს ხდება თვით ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, ხოლო მისი შეუზღუდავად გასხვისება ვერ იქნება ინვესტორების დაინტერესების ერთადერთი მოტივი, რაზეც ხშირად აპელირებენ. აქვე გასაკვირია, იმ ფონზე, როცა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების მიხედვით მოქმედებს მთავრობა და შესაბამისად მოსახლეობაც, რატომ არ ხდება მიწაზე ევროპული კანონმდებლობის კონვერგენცია, სადაც მკაფიოდ არის განსაზღვრული, თუ რა შემთხვევაში შეუძლია უცხოელს მიწის შეძენა, აქ საუბარი არ არის სრულ აკრძალვაზე, თუმცა ის რეგულაციები, რაც ევროპულ კანონმდებლობაში დევს, საქართველოსთვისაც მისაღები უნდა იყოს“– განაცხადა „აფბა“–ს ვიცე პრეზიდენტმა. მას ევროკავშირის წევრი ქვეეყნების მაგალითებიც მოყავს, თუ როგორ რეგულირდება საზღვარგარეთ მიწის უცხოელებზე მიყიდვა, მაგალითად: ავსტრიაში მიწას ვერ შეიძენთ, თუ არ გაქვთ დასაბუთებული კონკრეტული რეგიონის სოციალურ–ეკონომიკური და კულტურული შედეგები, ასევე უცხოელი ავსტრიის ტერიტორიაზე მინიმუმ 10 წელი ლეგალურად, კანონიერად უნდა იმყოფებოდეს და მისი შენაძენით მნიშვნელოვანი ეკონომიკური, სოციალური, კულტურული ან სხვა საჯარო ინტერესი არ ილახებოდეს. დანიაში თუ მიწის შეძენა გსურთ, უნდა იყოთ ევროკავშირის სხვა წევრი სახელმწიფოების მოქალაქე და/ან იურიდიული პირი და უნდა მუშაობდეთ ან საქმიანობდეთ დანიაში; ან თუ ხართ არაევროკავშირის რომელიმე სახელმწიფოს მოქალაქე და უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში დარეგისტრირებული ხართ  დანიაში, როგორც მუდმივი რეზიდენტები, ასევე გაქვთ მოპოვებული შესაბამისი ნებართვა დანიის იუსტიციის სამინისტროსგან. ლატვიის მიწის პრივატიზების კანონმდებლობის შესაბამისად ევროკავშირის არაწევრ სახელმწიფოს მოქალაქეებს და იურიდიულ პირებს მიწა და ტყე არ შეუძლიათ შეიძინონ. რუმინეთის მოქალაქეობის არმქონე პირებს, უცხოელ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს რუმინეთში მიწის შეძენა მხოლოდ საერთაშორისო ხელშეკრულებით განსაზღვრული წესის შესაბამისად, აუცილებლად ნაცვალგების პრინციპით შეუძლიათ. ეს ნიშნავს, რომ რუმინეთშიც უცხოელის მიერ მიწის და მათ შორის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შეძენა შესაძლებელია ქვეყნებს შორის შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულების არსებობის შემთხვევაში და ისიც მხოლოდ იმ პირობის გათვალისწინებით, თუ მეორე ქვეყანაც რუმინეთის მოქალაქეებს ანალოგიურ უფლებას მისცემს. „აღნიშნული მცირე ჩამონათვალია იმ ევროპული ქვეყნებისა, სადაც მიწის გასხვისებაზე მკაცრი რეგულაციებია დაწესებული. „აფბა“ მიიჩნევს, რომ კანონპროექტის ავტორებმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ მოსახლეობის ფართო ფენების ინტერესები და ისე მიიღონ სტრატეგიული მნიშვნელობის გადაწყვეტილებები. მთავრობა სწორად მოიქცა, როცა ცვლილებების პროექტი მოამზადა, მაგრამ ვფიქრობთ, ჯერ კიდევ არ არის გვიან, ამ ცვლილების პროექტში შეტანილ იქნას გარკვეული კორექტივები, გამომდინარე საქართველოს ხალხის და სახლმწიფოს ინტერესებიდან, მითუმეტეს, რომ დღევანდელ მთავრობას აქვს პრეტენზია, გამოხატავდეს ხალხის ნებას, რათა კანონი მომავალში არ გახდეს პოლიტიკური სპეკულაციების საგანი და არ დარჩეს საჭირო მისი შეცვლა ან შესწორება“ – აცხადებს შოთა გულბანი.

ShareTweet

ახალი ამბები

5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა
ახალი ამბები

5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა

04/24/2026
1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)
ახალი ამბები

1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)

02/08/2026
თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს
ახალი ამბები

თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს

02/06/2026
ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს
ახალი ამბები

ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს

02/03/2026
ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა
ახალი ამბები

ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა

01/10/2026
ლოცვა, ახალი წლის ღამეს წასაკითხი
ახალი ამბები

ლოცვა, ახალი წლის ღამეს წასაკითხი

12/31/2025

საინტერესო

ჩვენი მიზანია შავი ზღვა იყოს უსაფრთხო, მშვიდობის, ეკონომიკური განვითარების და თანამშრომლობის ზღვა – მიხეილჯანელიძე

8 years ago
შინაგან საქმეთა სამინისტრომ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის შენახვისა და მასობრივად გავრცელების ფაქტზე 16 პირი დააკავა

ვლადიმერ ბორცვაძე: “პირადი ცხოვრების კადრების გავრცელების მიმდინარე გამოძიების ნომერ პირველი პრიორიტეტია გავიდეთ პირველ წყაროზე – ვინ გაავრცელა ეს ჩანაწერი”

7 years ago

ვადორიუს ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს გუნდმა წარმატებით იასპარეზა

11 years ago
საატესტატო გამოცდაზე ჩაჭრილ მოსწავლეებს შესაძლოა გადაბარების უფლება ჰქონდეთ

საატესტატო გამოცდაზე ჩაჭრილ მოსწავლეებს შესაძლოა გადაბარების უფლება ჰქონდეთ

9 years ago

ახალი ამბები

როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა
ახალი ამბები

როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა

05/14/2026

რუსთავი-გარდაბნის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. პაციენტს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმები აღენიშნება და მზადდება რეანიმაციულ განყოფილებაში გადასაყვანად....

Read moreDetails
“ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები

“ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები

05/14/2026
“ ასე­თი ავა­რია არა­სო­დეს მი­ნა­ხავს, ყვე­ლა­ფე­რი ნამ­სხვრე­ვე­ბად არის ქცე­უ­ლი…” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

“ ასე­თი ავა­რია არა­სო­დეს მი­ნა­ხავს, ყვე­ლა­ფე­რი ნამ­სხვრე­ვე­ბად არის ქცე­უ­ლი…” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

05/14/2026
“სა­ში­ნე­ლე­ბა ტრი­ა­ლებს… ყვე­ლა შოკ­შია…შეჯახებისას რამდენიმე მგზავრი გადმოვარდა მანქანიდან, ორი კი ჩარჩა” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

“სა­ში­ნე­ლე­ბა ტრი­ა­ლებს… ყვე­ლა შოკ­შია…შეჯახებისას რამდენიმე მგზავრი გადმოვარდა მანქანიდან, ორი კი ჩარჩა” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

05/14/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა 05/14/2026
  • “ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები 05/14/2026
  • “ ასე­თი ავა­რია არა­სო­დეს მი­ნა­ხავს, ყვე­ლა­ფე­რი ნამ­სხვრე­ვე­ბად არის ქცე­უ­ლი…” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა 05/14/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by