სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში”, 23 თებერვალს, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო 2014 წელს გაწეული საქმიანობისა და საქართველოს სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკის განვითარების სტრატეგიის პრეზენტაციას გამართავს.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, ღონისძიებაზე მოწვეულნი არიან საქართველოში არსებული რელიგიური ორგანიზაციები, დიპლომატიური კორპუსისა და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო 2014 წლის მაისში, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით შეიქმნა.






