• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, May 15, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

დავით ნარმანიამ თბილისის მთავრობის ახალი წევრები წარადგინა

11 years ago
in პოლიტიკა
A A
დავით ნარმანიამ თბილისის მთავრობის ახალი წევრები წარადგინა
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

unnamed (1)

დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ თბილისის მთავრობის ახალი წევრები წარადგინა. ვიცე-მერის პოსტზე წარდგენილია დიმიტრი ქუმსიშვილი, მერის მოადგილის პოსტზე – ირაკლი ლექვინაძე, თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსად – პაატა ჯაჭვლიანი, ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსად – გიორგი გურგენიძე, ხოლო ვაკის რაიონის გამგებლად – ლაშა აბაშიძე.

თბილისის ვიცე-მერად წარდგენამდე დიმიტრი ქუმსიშვილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილის პოსტს იკავებდა. ის, ასევე, ხელმძღვანელობდა სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს. ქუმსიშვილი პროფესიით ეკონომისტია. მას როგორც საჯარო უწყებებში, ისე კერძო კომპანიებში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

თბილისის მერის მოადგილის პოსტზე წარდგენილი ირაკლი ლექვინაძე პროფესიით ეკონომისტია. არის შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი. იყო EBRD-ის BAS-ის პროგრამის კონსულტანტი. მას ბიზნეს-ადმინისტრირების მიმართულებით მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობაზე წარდგენილი პაატა ჯაჭვლიანი 2014 წლის აგვისტოდან თბილისის მერიაში ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს ხელმძღვანელობდა. წლების განმავლობაში ჯაჭვლიანი შემოსავლების სამსახურის საბაჟო და საზღვრის დაცვის დეპარტამენტებში მუშაობდა. არის ომის ვეტერანი, მონაწილეობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში.

ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის პოსტზე წარდგენილი გიორგი გურგენიძე ბიზნესის ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის მაგისტრია. გურგენიძე 2014 წლის სექტემბრიდან დღემდე იყო „სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს“ ადმინისტრაციული სამსახური უფროსი, ხოლო მანამდე – პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე. წლების განმავლობაში მუშაობდა „საქართველოს რკინიგზაში“ სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობებზე.

ვაკის რაიონის გამგებლად წარდგენილი ლაშა აბაშიძე 2013-2014 წლებში საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობას იკავებდა, ხოლო მანამდე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში მუშაობდა. მას აქვს როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი და ოქსფორდის უნივერსიტეტი.

დღევანდელ პრესკონფერენციაზე დავით ნარმანიამ მადლობა გადაუხადა ყოფილ ვიცე-მერს ალექსანდრე მარგიშვილსა და მერის ყოფილ მოადგილეს ალუდა გოგლიჩიძეს. მისი თქმით მერიის საქმიანობის მეტი ეფექტურობისთვის საჭირო გახდა წინასაარჩევნო კამპანიის დროს გამოკვეთილი პრიორიტეტების გაძლიერება. „პირველი პრიორიტეტი ინვესტორებთან უფრო აქტიური მუშაობაა. როგორც იცით, შეიქმნა „მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრი“, რომელიც ინვესტორთა მხარდაჭერის, მეწარმეობის განვითარებისა და ახალი, წარმატებული კომპანიების შექმნის წახალისების საკითხებზე იმუშავებს. ცენტრის საქმიანობა ხელს შეუწყობს, ასევე, ახალი სამუშაო ადგილების შექნას დედაქალაქში. სწორედ ამ ცენტრს უხელმძღვანელებს ალექსანდრე მარგიშვილი“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

რაც შეეხება მეორე პრიორიტეტს, თბილისის მერის თქმით, დედაქალაქის ცხოვრებაში ახალგაზრდობის როლის გაზრდაა. „28 თებერვალს თბილისის მერიამ ოფიციალურად გააკეთა განაცხადი 2018 წელს ევროპის ახალგაზრდული დედაქალაქის სტატუსის მოსაპოვებლად. გამარჯვებული ქალაქი 2018 წელს იქცევა ევროპის ახალგაზრდული პოლიტიკის ცენტრად, სადაც ჩატარდება წლის ყველაზე მნიშვნელოვანი ახალგაზრდული ღონისძიებები. სტატუსის მოსაპოვებლად თბილისის მერიაში მრავალი რეფორმისა და ახალი პროგრამის განხორციელება იგეგმება, მათ შორის მნიშვნელოვანია თბილისის ახალგაზრდული ცენტრის მშენებლობის პროექტი, რომელიც ჩემი წინასაარჩევნო დაპირებაც იყო. დედაქალაქის მერიაში ფუნქციონირებს „თბილისის ახალგაზრდული ცენტრი“, რომელსაც დღეიდან ალუდა გოგლიჩიძე უხელმძღვანელებს“, – განაცხადა თბილისის მერმა.

თბილისის მთავრობის წევრობის ახალი კანდიდატები დედაქალაქის საკრებულოს დასამტკიცებლად ოფიციალურად დღესვე წარედგინება. საკრებულოში მათი მოსმენა ხვალიდან დაიწყება.

ShareTweet

ახალი ამბები

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025
ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ
ახალი ამბები

ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ

06/14/2025
“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი
ახალი ამბები

“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი

05/30/2025

საინტერესო

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რუსეთი ანგარიშით 33:0 დაამარცხა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რუსეთი ანგარიშით 33:0 დაამარცხა

11 years ago
რუსთავში ატმოსფერული ჰაერი გაუმჯობესდება – მთავრობა

რუსთავში ატმოსფერული ჰაერი გაუმჯობესდება – მთავრობა

6 years ago
აბიტურიენტმა, რომელიც ხელების გარეშე დაიბადა, ეროვნულ გამოცდებზე, ყველა საგანში, უმაღლესი შეფასება მიიღო

აბიტურიენტმა, რომელიც ხელების გარეშე დაიბადა, ეროვნულ გამოცდებზე, ყველა საგანში, უმაღლესი შეფასება მიიღო

2 years ago
გიორგი გახარია: “15-20 წელი გამოძიების ხარისხის მიმართულებით არაფერი გაკეთებულა”

გიორგი გახარია – თბილისის მერიას დამატებით 100 მილიონი ლარით დავეხმარებით, რათა ქალაქი გახდეს როგორც ტურისტულად უფრო მიმზიდველი, ასევე ჩვენი მოქალაქეებისთვის მეტად კომფორტული

7 years ago

ახალი ამბები

როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა
ახალი ამბები

როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა

05/14/2026

რუსთავი-გარდაბნის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. პაციენტს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმები აღენიშნება და მზადდება რეანიმაციულ განყოფილებაში გადასაყვანად....

Read moreDetails
“ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები

“ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები

05/14/2026
“ ასე­თი ავა­რია არა­სო­დეს მი­ნა­ხავს, ყვე­ლა­ფე­რი ნამ­სხვრე­ვე­ბად არის ქცე­უ­ლი…” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

“ ასე­თი ავა­რია არა­სო­დეს მი­ნა­ხავს, ყვე­ლა­ფე­რი ნამ­სხვრე­ვე­ბად არის ქცე­უ­ლი…” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

05/14/2026
“სა­ში­ნე­ლე­ბა ტრი­ა­ლებს… ყვე­ლა შოკ­შია…შეჯახებისას რამდენიმე მგზავრი გადმოვარდა მანქანიდან, ორი კი ჩარჩა” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

“სა­ში­ნე­ლე­ბა ტრი­ა­ლებს… ყვე­ლა შოკ­შია…შეჯახებისას რამდენიმე მგზავრი გადმოვარდა მანქანიდან, ორი კი ჩარჩა” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

05/14/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა 05/14/2026
  • “ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები 05/14/2026
  • “ ასე­თი ავა­რია არა­სო­დეს მი­ნა­ხავს, ყვე­ლა­ფე­რი ნამ­სხვრე­ვე­ბად არის ქცე­უ­ლი…” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა 05/14/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by