• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, November 19, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

„ახალგაზრდა ადვოკატები“ – „ინტელექტბანკის“ გაკოტრების საქმეზე, გიორგი ქადაგიძის დანაშაული იკვეთება და პარლამენტმა მისი იმპიჩმენტი უნდა დაიწყოს

12 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
„ახალგაზრდა ადვოკატები“ – „ინტელექტბანკის“ გაკოტრების საქმეზე, გიორგი ქადაგიძის დანაშაული იკვეთება და პარლამენტმა მისი იმპიჩმენტი უნდა დაიწყოს
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

119809ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადოკატები“ მიმართავს საქართველოს პროკურატურას, დააჩქაროს გამოძიება სს „ინეტელექტბანკის“ საქმესთან დაკავშირებით და პასუხისიგებაში მიეცეს პირები, რომლებიც ფიგურირებენ ბანკის გაკოტრებისა და კანონიერი მფლობელებისთვის წართმევის საქმეში. ამასთან, ორგანიზაცია საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს, დაიწყოს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდნეტის გიორგი ქადაგიძის თანამდებობიდან გადაყენების იმპიჩმენტი, ვინაიდან გიორგი ქადაგიძის მიერ კომერციული ბანკების მიმართ, 2006 წლიდან მიღებული ცალკეული გადაწყვეტილებები, ატარებს სისხლისსამართლებრივი დანაშაულის ნიშნებს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, საზოგადოების წინაშე ცნობილი ხდება საკუთრების დათმობის კიდევ ერთი მძიმე ისტორია, რაც პირდაპირ ტოვებს საქართველოს ეროვნული ბანკის მოქმედი პრეზიდნეტის, გიორგი ქადაგიძის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დასმის საკითხს. არსებული მტკიცებულებების მიხედვით, სწორედ გიორგი ქადაგიძე ხელმძღვანელობდა ეროვნული ბანკის მიერ შექმნილ დროებით ადმინისტრაციას, რომელიც შეიჭრა სს „ინეტელექტბანკში“, განახორციელა ბანკისთვის საზიანო და კანონსაწინააღმდეგო მოქმედებები და სს „ინეტელექტბანკი“ სიმბოლურ ფასად – 1 ლარად მიყიდა ს.ს. „საქართველოს ბანკს“.

ყოფილი სს „ინეტელექტბანკის“ დამფუძნებლებისა და აქციონერების, ნუგზარ ჯაყელი-ხუნდაძისა და ვლადიმერ ჭანიშვილის განცხადებებით, გიორგი ქადაგიძის მიმართ იკვეთება ბრალეულობა, ვინაიდან  ეროვნული ბანკი ყველა საშუალებით ცდილობდა სს „ინტელექტბანკის“ მიმართ გაეტარებინა ისეთი ღონისძიებები, რაც ზიანს მიაყენებდა ბანკს. 2006 წლის 10 თებერვალს, სს „ინეტელექტბანკში“ შევიდა ეროვნული ბანკის მიერ შექმნილი დროებითი ადმინისტრაცია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის (სოდ) რაზმთან ერთად. დროებით ადმინისტრაციას ხელმძღვენელობდა ეროვნული ბანკის დღევანდელი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე. კანონით, ბანკში დროებითი ადმინისტრაციის შესვლის საჭიროება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება დამდგარიყო, როდესაც იარსებებდა აუცილებელი გადაუდებლობა მისი ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის.

 ორგანიზაციის მიერ შესწავლილი ყველა დოკუმენტი ამტკიცებს, რომ სს „ინტელექტბანკში“ სებ-ის დროებითი ადმინისტრაციის შესვლის საჭიროება არ არსებობდა. გიორგი ქადაგიძემ ყველა გადაწყვეტილება ბანკის გაკოტრების მიმართულებით მიიღო. მათ შორის დადასტურებული ფაქტია, როდესაც დროებითმა ადმინისტრაციამ, ბანკში შესვლისთანავე, შეცვალა ბანკის დაცვა, ორი დღე-ღამის განმავლობაში, ბანკის თანამშრომლები ჩაკეთილი ჰყავდათ ბანკის შენობაში და არ აძლევდნენ ბანკიდან გასვლის საშუალებას, ასევე ზეწოლით, პირადი ხასიათის მუქარით და შანტაჟის გამოყენებით თანამშრომლებს აიძულებდნენ ბანკთან დაკავშირებული ინფორმაციის გაცემასა და ხელის მოწერას დროებითი ადმინისტრაციის მიერ შედგენილ და მათთვისვე სასურველ სხადასხვა დოკუმენტებზე.

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ საფუძვლიანად შეისწავლა სს „ინეტელექტბანკის“ საქმე და ყურადღება უნდა დაეთმოს იმ გარემოებსაც, რომ სწორედ დროებითმა ადმინისტრაციამ ოფიციალურად გამოაცხადა სს „ინეტელექტბანკი“ გაყიდვა, რომელიც სიმბოლურ ფასად – 1 ლარად გადაეცა „საქართველო ბანკს“. მოცემულ საქმეში, ასევე იკვეთება ს.ს. „საქართველოს ბანკის“ იმდროინდელი პრეზიდენტის ვლადიმერ გურგენიძის ბრალეულობაც, ვინაიდან ფაქტობრივი გარემოება მიუთითებს, რომ მხარეებს შორის არსებული გარიგებები წინასწარი შეთანხმებებით მომზადდა. მაგალითად, ს.ს. „ინტელექტბანკში“ დროებითი ადმინისტრაციის შესვლის მომდევნო დღესვე, დილიდანვე, სს „ინეტელექტბანკში“ გამოცხადდა ს.ს. „საქართველოს ბანკის“ თანამშრომლები და დაიწყეს ბანკში ყველა სახის უფლებამოსილების განხორციელება, დაიქვემდებარეს თანამშრომლები და დაავალეს სხვადასხვა ფუნქციების შესრულება. ჩამოხსნეს „ინეტელქტბანკის“ აბრები, დაიბარეს მეანაბრეები, დეპოზიტარები, მსესხებლები და დაიწყეს სს „ინტელექტბანკში“ არსებული საბანკო ანგარიშებიდან სს „საქართველოს ბანკში“ ახლადგახსნილ ანგარიშებზე ფულადი სახსრების გადატანა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ეს ყველაფერი ხდებოდა მანამ, სანამ სს „საქართველოს ბანკი“  სს “ინტელექტბანკის“ დროებითი ადმინისტრაციის თანხმობით ოფიციალურად შეიერთებდა მას, რაც საბანკო სფეროში არსბეული ყველა წესის, მოქმედი კანონმდებლობის ღია დარღვევაა.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს პროკურატურისგან საქართველოს ეროვნული ბანკის მაშინდელი პრეზიდენტის, რომან გოცირიძის სამართლებრივი აპსუხისმგებლობის საკითხის დასმასაც მოითხოვს, ვინაიდან სებ-მა არ განახორციელა ს.ს. „ინტელექტბანკის“ დაცვა და დროებითი ადმინისტრაციის საქმიანობის კონტროლი, ხელი შეიწყო ბანკის გაკოტრებას და გასხვისებას, რაც დანაშაულია. კანონით, დროებით ადმინისტრაციას მიზანია ბანკის ფინანსური მაჩვენელების გაუმჯობესება, რომლის შემდგომაც, ბანკი უბრუნდება იმ ადმინისტრაციას, რომელსაც აქციონერები და მეწილეები ნიშნავენ. ქართულ რეალობაში, დროებითი ადმინისტრაცია სხვადასხვა პერიოდში შესულია მრავალ კომერციულ ბანკებში, მაგალითად, სს „ივერთბანკი“,  სს “სტანდარტბანკი“, სს „ქართუ ბანკი“ და სხვა, თუმცა აღნიშნულ ბანკებში, მაშინ დროებით ადმინისტრაციას არ განუხორციელებია ისეთი ღონისძიებები, რაც ბანკისთვის დამღუპველი იქნებოდა. ორგანიზაცია სს „ინტელექტბანკის“ გაკოტრების საქმის მტკიცებულებებზე დაყრდნობით საუბრობს პრეცედენტზე, როდესაც არამხოლოდ ქართულ, არამედ მსოფლიო რელობაშიც რთულია დასახელდეს ისეთი ფაქტი, როცა დროებითი ადმინისტრაცია ორი არასამუშაო დღის განმავლობაში, ყიდის ბანკს 1 ლარად, ვითომ აუქციონზე, რომელიც რეალურად არც კი გამოცხადებულა და ჩატარებულა.

 

Share1Tweet1

ახალი ამბები

„ძალიან ვიკავებდით თავს ამ ამბის გასაჯაროებისგან“ – რას წერს გიორგი ცქიტიშვილის დედა ხვიჩა კვარაცხელიაზე
ახალი ამბები

„ძალიან ვიკავებდით თავს ამ ამბის გასაჯაროებისგან“ – რას წერს გიორგი ცქიტიშვილის დედა ხვიჩა კვარაცხელიაზე

11/16/2026
თელავში შვილმა დედის მოკვლა სცადა
ახალი ამბები

თელავში შვილმა დედის მოკვლა სცადა

11/15/2026
„გურიკას საქმეზე შეგნებულად ვართ ჩუმად. ამ დღეებში, არაერთი უცნაური რამ მოხდა…“ – რას წერს ჟურნალისტი
ახალი ამბები

„გურიკას საქმეზე შეგნებულად ვართ ჩუმად. ამ დღეებში, არაერთი უცნაური რამ მოხდა…“ – რას წერს ჟურნალისტი

11/12/2026
„სხვა გზა არ მაქვს, ნატა… ძალიან არ მინდოდა…“ – თამუნა მუსერიძე
ახალი ამბები

„სხვა გზა არ მაქვს, ნატა… ძალიან არ მინდოდა…“ – თამუნა მუსერიძე

11/12/2026
ტარიელ კაკაბაძე მიმართვას ავრცელებს
ახალი ამბები

ტარიელ კაკაბაძე მიმართვას ავრცელებს

11/12/2026
შოვში ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნის ტაძრის მშენებლობა დაიწყო და  ტაძრის საძირკველი ეკურთხა
ახალი ამბები

შოვში ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნის ტაძრის მშენებლობა დაიწყო და ტაძრის საძირკველი ეკურთხა

11/11/2026

საინტერესო

აშშ-მა ევროპელებისთვის სავიზო მოთხოვნები გაამკაცრა

აშშ-მა ევროპელებისთვის სავიზო მოთხოვნები გაამკაცრა

11 years ago

ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის დაწყების შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა

10 years ago
ვახტანგ გომელაური ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდა

ვახტანგ გომელაური ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდა

12 years ago
გიორგი მარგველაშვილმა 3 ახალი ელჩი დანიშნა

„ვენეციის კომისიის ანა-ბანა რჩევები პირველი კურსის სახელმძღვანელოშიც წერია“

9 years ago

ახალი ამბები

„საოცარი ოჯახი გაუბედურდა… ჩვენი მარიამი შეეწირა ამ საშინელ ავარიას, მისი დაც ძალიან მძიმედ არის…“ – რა ხდება ცნობილი ავარიაზე, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა
ახალი ამბები

„საოცარი ოჯახი გაუბედურდა… ჩვენი მარიამი შეეწირა ამ საშინელ ავარიას, მისი დაც ძალიან მძიმედ არის…“ – რა ხდება ცნობილი ავარიაზე, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა

11/19/2026

ხაშური-ბორჯომის გზაზე, სოფელ ქვიშხეთთან მომხდარ ავარიას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. როგორც ცნობილი ხდება, ავარიის შედეგად მსუბუქ ავტომობილში მყოფი ერთი ოჯახის...

მეტის ნახვაDetails
„ჩვენ წინ მოხდა… არ ვიცი, ამაზე საშინელება რა არის“ – რას წერენ თვითმხილველები ავარიაზე, რომელიც მსხვერპლით დასრულდა

„ჩვენ წინ მოხდა… არ ვიცი, ამაზე საშინელება რა არის“ – რას წერენ თვითმხილველები ავარიაზე, რომელიც მსხვერპლით დასრულდა

11/19/2026
თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ოთხი არასრულწლოვანი დააკავეს

თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ოთხი არასრულწლოვანი დააკავეს

11/18/2026
არასრულწლოვანი გააუპატიურა და მოკვლით ემუქრებოდა, თუ ვინმეს ეტყოდა – ბრალდებულს 18 წლით პატიმრობა მიესაჯა

არასრულწლოვანი გააუპატიურა და მოკვლით ემუქრებოდა, თუ ვინმეს ეტყოდა – ბრალდებულს 18 წლით პატიმრობა მიესაჯა

11/19/2026

კალენდარი

November 2026
M T W T F S S
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  
« Oct    

სიახლეები

  • „საოცარი ოჯახი გაუბედურდა… ჩვენი მარიამი შეეწირა ამ საშინელ ავარიას, მისი დაც ძალიან მძიმედ არის…“ – რა ხდება ცნობილი ავარიაზე, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა 11/19/2026
  • „ჩვენ წინ მოხდა… არ ვიცი, ამაზე საშინელება რა არის“ – რას წერენ თვითმხილველები ავარიაზე, რომელიც მსხვერპლით დასრულდა 11/19/2026
  • თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ოთხი არასრულწლოვანი დააკავეს 11/18/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • საინტერესო
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by