• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Monday, August 17, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

პატრულ-ინსპექტორებსა და მოქალაქეებს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

11 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

prokuraturaპატრულ-ინსპექტორებსა და მოქალაქეებს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მთავარი პროკურატურა სპეციალურ განცხადებას ავრცელებს:

“2015 წლის 26 იანვარს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მათთვის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით ბრალდებულის სახით დააკავეს ადვოკატი იმედა წიკლაური და მისი ძმა გიორგი წიკლაური, ხოლო ადმინისტრაციული წესით დაუმროჩილებლობისათვის დააკავეს მათი თანმხლები პირი ასევე ადვოკატი ლევან ავალიანი.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2015 წლის 26 იანვარს, ქ.თბილისში, ოქროყანის გზაზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის მიერ გაჩერებული იქნა ვ. ჭინჭარაულის მართვის ქვეშ მყოფი “ფორდი”-ს მარკის ავტომობილი, სადაც მასთან ერთად იმყოფებოდნენ გ. წიკლაური, ლ. ავალიანი და ი. წიკლაური. ამ უკანასკნელმა, რომელიც იყო ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს გაჩერების მიზეზის ახსნა მოსთხოვა, რაც სიტყვიერ შელაპარაკებაში გადაიზარდა. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ისინი პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობის გაწევისათვის ბრალდებულის სახით დააკავეს, ხოლო ლ. ავალიანი დააკავეს ადმინისტრაციული წესით. ზედამხედველი პროკურორის მიერ საქმეში არსებული მტკიცებულებების, მათ შორის პატრულ-ინსპექტორების სამკერდე კამერების და საპატრულო ეკიპაჟის ავტომანქანის კამერის მიერ განხორციელებული ვიდეო ჩანაწერების, შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ი. წიკლაურისა და გ. წიკლაურის მხრიდან რაიმე სახის დანაშაულის ჩადენის ფაქტს, კერძოდ სამართალდამცავთა მიმართ რაიმე სახის იძულებას, რასაც თან ახლდა ძალადობა ან ძალადობის მუქარა ადგილი არ ჰქონია, შესაბამისად საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, უკანონოდ განხორციელდა ხსენებული პირების სსკ-ის 353-ე მუხლით ბრალდებულის სახით დაკავება. აღნიშნულიდან გამომდინარე იმავე დღეს პროკურორის დადგენილებით ბრალდებულის სახით დაკავებული ი. წიკლაური და გ. წიკლაური განთავისფულდნენ დაკავებიდან.

აღსანიშნავია, რომ დაკავებისას სხეულის დაზიანება მიიღო ი. წიკლაურმა. მისი განცხადებით მან ხსენებული დაზიანებები მიიღო პატრულ ინსპექტორების მხრიდან მისი ცემის შედეგად. იგი მოთავსებული იქნა ჰოსპიტალში და ჩატარებული გამოკვლევების შედეგად დაუდგინდა თირკმლის დაჟეჟილობა. აღნიშნულზე დაინიშნა და მიმდინარეობს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.

რაც შეეხება პოლიციის მუშაკისადმი დაუმორჩილებლობის გამო ადმინისტრაციული წესით დაკავებულ ლ.ავალიანს, მის მიმართ დაწყებული ადმინისტრაციული სამართალწარმოების საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ იქნა შეწყვეტილი, ვინაიდან საერთოდ არ დადასტურდა ადმინისტრაციული გადაცდომის ჩადენის ფაქტი. არსებული ჩანაწერების შესწავლის შედეგად, ასევე დგინდება, რომ ლ.ავალიანის მხრიდან ადგილი არ ჰქონია დაუმორჩილებლობის ჩადენის ფაქტს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან გამოძიების პროცესში გამოიკვეთა საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მხრიდან სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების და განზრახ უკანონო დაკავების შესაძლო ფაქტები, ხოლო ხსენებული სისხლის სამართლის საქმე გამოსაძიებლად გადაეცა თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს.

შესაბამისად, მასმედიის სხვადასხვა საშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოსდა დაკავებულების გაშვება მოხდა პროკურორის სატელეფონო ზარით, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, არის ტყუილი და მიზნად ისახავას საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. ხაზი გვინდა გავუსვათ, რომ ბრალდებულების განთავისუფლება მოხდა პროკურორის დადგენილების საფუძველზე, ვინაიდან ბრალდებულის სახით დაკავება მოხდა შესაბამისი სამართლებრივი საფუძლვების გარეშე და აშკარად ჰქონდა ადგილი მოქალაქეთა უფლებების უხეშ დარღვევას”, – ნათქვამია პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ShareTweet

ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”
ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს
ახალი ამბები

ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს

08/05/2026
ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო
ახალი ამბები

ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო

08/02/2026
შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა
ახალი ამბები

შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა

07/17/2026
ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს

07/18/2026
მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III
ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III

05/22/2026

საინტერესო

NDI-ის და IRI-ის გამოკითხვებს საზოგადოების ნაწილი უნდობლობას უცხადებს!

NDI-ის და IRI-ის გამოკითხვებს საზოგადოების ნაწილი უნდობლობას უცხადებს!

11 years ago
ტაქსის მძღოლებს მანქანების თეთრად გადაღებვა აღარ მოუწევთ

ტაქსების A და B კატეგორიებად დაყოფის სისტემა დღეიდან ამოქმედდა

7 years ago
მიწის საკუთრებაში გადაცემის პროცედურები მარტივდება

მიწის საკუთრებაში გადაცემის პროცედურები მარტივდება

11 years ago
აკადემიკოსი ქალები საპატიო სიგელებით დააჯილდოვეს

აკადემიკოსი ქალები საპატიო სიგელებით დააჯილდოვეს

10 years ago

ახალი ამბები

„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს
ახალი ამბები

„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს

08/17/2026

თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს. ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელში ვრცელდება. „თბილისის სასწრაფო დახმარების მე-2 ფილიალის 0232 ბრიგადამ გამოძახება მიიღო....

მეტის ნახვაDetails
„როცა სასწაულის გარდა, არაფერი დარჩენიათ…“ – ხატი თბილისში, რომელსაც ცხოვრების წამში შეცვლა შეუძლია

„როცა სასწაულის გარდა, არაფერი დარჩენიათ…“ – ხატი თბილისში, რომელსაც ცხოვრების წამში შეცვლა შეუძლია

08/17/2026
ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

08/16/2026
„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

08/13/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • „პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს 08/17/2026
  • „როცა სასწაულის გარდა, არაფერი დარჩენიათ…“ – ხატი თბილისში, რომელსაც ცხოვრების წამში შეცვლა შეუძლია 08/17/2026
  • ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა 08/16/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by