• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, May 19, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

მთავრობა სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე კომპანიებისთვის კომპენსირებას გეგმავს

11 years ago
in ეკონომიკა, მთავარი მოვლენები
A A
მთავრობა სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე კომპანიებისთვის კომპენსირებას გეგმავს
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

10943925_796714817086263_413800312159306226_n„სახელმწიფო კომპენსირებას გაუკეთებს სახელმწიფო ტენდერებში გამარჯვებულ იმ კომპანიებს, რომლებსაც ვალუტის დევალვაციის გამო პრობლემები შეექმნათ“ – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„მოგეხსენებათ, სავალუტო კრიზისის გამო, ბოლო პერიოდში დაზარალდა ძალიან ბევრი კომპანია, რომლებიც მონაწილეობენ სახელმწიფო შესყიდვებში და სახელმწიფოსთვის ძალიან მნიშვნელოვან პროექტებში (მხედველობაში მაქვს, უპირველეს ყოვლისა, როგორც ცენტრალური მთავრობის მიერ, ასევე სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებული ინფრასტრუქტურული პროექტები, ასევე ის პროექტები, რომლებსაც ვახორციელებთ საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების დაფინანსებით). მათ შეექმნათ იმის საფრთხე, რომ ეროვნულ ვალუტაში დენომინირებული, წინა გამოცხადებული ფასებით ვერ შეძლებენ არსებული პროექტების დასრულებას. ძალიან ბევრ შემთხვევაში, ჩვენ მოგვივიდა სიგნალი, რომ ეს კომპანიები არ იწყებენ სამუშაოს, მათ ისიც კი ურჩევნიათ, რომ საგარანტიო თანხები დაკარგონ, ვიდრე დაიწყონ სამუშაოები და უფრო მეტი ზარალი განიცადონ. ამიტომ მთავრობამ იმსჯელა ამ პრობლემის შესახებ და მიიღო გადაწყვეტილება, რომ შესაბამის კანონქვემდებარე აქტში, რომელიც ეხება სახელმწიფო შესყიდვებს, გაითვალისწინოს არსებული გარემოებები და გამოიყენოს, უპირველეს ყოვლისა, ის 10%-იანი ლიმიტი, რომელიც კანონქვემდებარე აქტით არის გათვალისწინებული და აქამდე ძალიან იშვიათად გამოიყენებოდა“ – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ვიცე-პრემიერის თქმით, იქმნება უწყებათშორისი ფორმატი ფინანსთა სამინისტროს, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროსა და შემსყიდველი ორგანიზაციის მონაწილეობით, რომელშიც ყველა ასეთი შემთხვევა იქნება განხილული და კომპანიებისთვის, რომლებიც ასრულებენ ამგვარ სამუშაოებს, კომპენსირებული იქნას დევალვაციის ეფექტი. „მინდა ვთქვა, რომ ეს მექანიზმი არ უნდა იქნას ბოროტად გამოყენებული და აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული მხოლოდ ის კომპონენტები, რომლებიც გამოწვეულია დევალვაციით და უცხოურ ვალუტაში დენომინირებული შესყიდვის ნაწილით. ეს არ შეეხება იმ შესყიდვებს, რომლებიც დღემდე განხორციელდა და სადაც სამუშაოები უკვე ჩაბარებულია, ეს ეხება მხოლოდ იმ სამუშაოებს, რომლებიც ამ პერიოდიდან, მომავალში იქნება შესრულებული“ – აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

კვირიკაშვილის განცხადებით, გათვალისწინებული იქნება ყველა გარემოება და ყველა კონკრეტული შემთხვევა. კერძოდ, კომპანიას შეძენილი აქვს თუ არა უკვე მარაგები, მომავალში აპირებს თუ არა შეძენას და ა.შ. „სახელმწიფომ გადადგა ძალიან მნიშვნელოვანი შემხვედრი ნაბიჯი და გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას, რათა, უპირველეს ყოვლისა, კომპანიებს მიეცეთ შეუფერხებელი საქმიანობის საშუალება და მეორე მხრივ, არცერთი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელსაც სახელმწიფო ახორციელებს ცენტრალურ თუ მუნიციპალურ დონეებზე, არ იქნეს შეფერხებული. მე მინდა მოვუწოდო ყველა კომპანიას, რომელთა სამუშაოების გაგრძელებას ამ მიზეზით ექმნებოდა პრობლემები, შეუფერხებლად გააგრძელონ საქმიანობა“ – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ბრიფინგზე ვიცე-პრემიერმა ყურადღება გაამახვილა იმ პროექტებზეც, რომლებიც საერთაშორისო რეგულაციების ქვეშ სრულდება. „დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებულ, საერთაშორისო ტენდერებით შესრულებულ პროექტებში საერთაშორისო რეგულაციებით არის გათვალისწინებული კომპენსირების მექანიზმები. მე მოვუწოდებ ყველა კომპანიას, რომ რეალური სურათიდან გამომდინარე, რაც დღეს არსებობს, გამოიყენონ ეს საშუალებები და კომპენსირების მექანიზმები გარანტირებული იქნება იმ ოდენობით, რა ოდენობითაც მათ დევალვაციამ შეუქმნა პრობლემები“ – აღნიშნა მინისტრმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რა რაოდენობის თანხა იქნება გათვალისწინებული კომპენსირებისთვის, ვიცე-პრემიერმა უპასუხა, რომ დღეს კონკრეტული, ზუსტი თანხის თქმა შეუძლებელია, „წინასწარი შეფასებით, ეს ეფექტი არ უნდა იყოს მთლიანი შესყიდვების ათ პროცენტზე მეტი, ვფიქრობთ, იქნება უფრო ნაკლები. თუმცა, ყველა ასეთი შემთხვევა უნდა იქნას განხილური ინდივიდუალურად და მხოლოდ და მხოლოდ დევალვაციის ეფექტი უნდა იქნეს კომპენსირებული. ჩვენ რომ ეს ნაბიჯი არ გადაგვედგა, შემიძლია გითხრათ, რომ გვექნებოდა ძალიან ნეგატიური ეფექტი როგორც ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობაზე, ისე ეკონომიკური ზრდის კუთხით. მთავრობა მზად არის, სხვა მიმართულებებით მოიკლოს ეს ფული და გადადგას ნაბიჯი იმისთვის, რომ კომპანიები არ გაჩერდნენ და მათი თანამშრომლები არ დარჩნენ უმუშევრები“ – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ კვირიკაშვილმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ კომპენსირება შეეხება მხოლოდ მიმდინარე სამუშაოებს და მომავალში გამოცხადებულ პროექტებს. „მიმდინარე სამუშაები მაქვს განსაკუთრებით მხედველობაში, რადგან სწორედ იმ კომპანიებს ექმნებათ დღეს პრობლემები, რომლებიც კონკრეტული ფასებით არიან გამარჯვებულნი ტენდერებში და ამ ფასით ვეღარ ახდენენ სამუშაოების დასრულებას დევალვაციის ეფექტიდან გამომდინარე. დავაკონრეტებ, ეს არის სამუშაოები, რომელთა ჩაბარების ანგარიშიც ჯერ არ შემდგარა“ – აღნიშნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ShareTweet

ახალი ამბები

სა­ხელ­მწი­ფო სტი­პენ­დი­ა­ტი იყო, 20 მა­ისს 22 წლის გახ­დებოდა – ცნობილია „სამგორის“ მეტროში გარდაცვლილი გოგოს ვინაობა
ახალი ამბები

სა­ხელ­მწი­ფო სტი­პენ­დი­ა­ტი იყო, 20 მა­ისს 22 წლის გახ­დებოდა – ცნობილია „სამგორის“ მეტროში გარდაცვლილი გოგოს ვინაობა

05/16/2026
როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა
ახალი ამბები

როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა

05/14/2026
“ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები
ახალი ამბები

“ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები

05/14/2026
“ ასე­თი ავა­რია არა­სო­დეს მი­ნა­ხავს, ყვე­ლა­ფე­რი ნამ­სხვრე­ვე­ბად არის ქცე­უ­ლი…” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა
ახალი ამბები

“ ასე­თი ავა­რია არა­სო­დეს მი­ნა­ხავს, ყვე­ლა­ფე­რი ნამ­სხვრე­ვე­ბად არის ქცე­უ­ლი…” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

05/14/2026
“სა­ში­ნე­ლე­ბა ტრი­ა­ლებს… ყვე­ლა შოკ­შია…შეჯახებისას რამდენიმე მგზავრი გადმოვარდა მანქანიდან, ორი კი ჩარჩა” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა
ახალი ამბები

“სა­ში­ნე­ლე­ბა ტრი­ა­ლებს… ყვე­ლა შოკ­შია…შეჯახებისას რამდენიმე მგზავრი გადმოვარდა მანქანიდან, ორი კი ჩარჩა” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

05/14/2026
გარდაბნის ავარიაში დაღუპული ძმების ვინაობა ცნობილია
ახალი ამბები

გარდაბნის ავარიაში დაღუპული ძმების ვინაობა ცნობილია

05/14/2026

საინტერესო

“აი ასეთი წესრიგია დღეს საქართველოში…” – ბათუმში გარდაცვლილი დავით მღებრიშვილის ბოლო facebook პოსტი

10 years ago
რუსეთში მუშაობა Coca Cola-მ, PepsiCo-მ და Starbucks-მაც შეაჩერეს 

რუსეთში მუშაობა Coca Cola-მ, PepsiCo-მ და Starbucks-მაც შეაჩერეს 

4 years ago
“ეჭვი ეპარება ვინმეს, რომ ბევრი უდანაშაულოდ იჯდა ციხეში?”

ბიძინა ივანიშვილი – “ნაცმოძრაობის” წევრებმა ჩვენს დეპუტატებს შეურაცხყოფა მიაყენეს – როგორც ჩანს, ამან მაჟორიტარების მოთმინების ფიალა აავსო და მეც ვეღარ მოვახერხე კონსტრუქციულ ველში მათი დაბრუნება

7 years ago

შსს-მ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა

11 years ago

ახალი ამბები

სა­ხელ­მწი­ფო სტი­პენ­დი­ა­ტი იყო, 20 მა­ისს 22 წლის გახ­დებოდა – ცნობილია „სამგორის“ მეტროში გარდაცვლილი გოგოს ვინაობა
ახალი ამბები

სა­ხელ­მწი­ფო სტი­პენ­დი­ა­ტი იყო, 20 მა­ისს 22 წლის გახ­დებოდა – ცნობილია „სამგორის“ მეტროში გარდაცვლილი გოგოს ვინაობა

05/16/2026

2 დღის წინ მეტრო „სამგორში“ ტრაგედია დატრიალდა. ახალგაზრდა გოგო მოულოდნელად ცუდად გახდა და გარდაიცვალა. გარ­დაც­ვლი­ლი გო­გო­ნა მა­რი­ამ ტყე­მა­ლა­ძეა. ის თსუ-ს...

Read moreDetails
როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა

როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა

05/14/2026
“ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები

“ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები

05/14/2026
“ ასე­თი ავა­რია არა­სო­დეს მი­ნა­ხავს, ყვე­ლა­ფე­რი ნამ­სხვრე­ვე­ბად არის ქცე­უ­ლი…” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

“ ასე­თი ავა­რია არა­სო­დეს მი­ნა­ხავს, ყვე­ლა­ფე­რი ნამ­სხვრე­ვე­ბად არის ქცე­უ­ლი…” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

05/14/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • სა­ხელ­მწი­ფო სტი­პენ­დი­ა­ტი იყო, 20 მა­ისს 22 წლის გახ­დებოდა – ცნობილია „სამგორის“ მეტროში გარდაცვლილი გოგოს ვინაობა 05/16/2026
  • როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა 05/14/2026
  • “ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები 05/14/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by